პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 კომპანია, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს (+ინფოგრაფიკა)
10 კომპანია, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს (+ინფოგრაფიკა)

2018 წლის მე-3 კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შევ­რო­ბის დონე 12.2%-ს შე­ად­გენ­და.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში სულ აქ­ტი­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა - 1 948.4 ათა­სი კაცი იყო, სა­ი­და­ნაც 237.4 ათა­სი - უმუ­შე­ვა­რი; 1 711.0 ათა­სი და­საქ­მე­ბუ­ლი; 834.5 ათა­სი - თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი; 875.7 ათა­სი - და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყო.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, თუ რო­მე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ „საქსტა­ტი“ არ გას­ცემს ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ჰყავს და­საქ­მე­ბუ­ლი თი­თო­ე­ულ სა­წარ­მოს, სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხურ­მა მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მოგ­ვა­წო­და. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სია რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით არ არის და­ლა­გე­ბუ­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გა­სუ­ლი წლის ტოპ-10 მსხვილ დამ­საქ­მე­ბელ კომ­პა­ნი­ას შო­რის, სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ლი­დე­რობს და ათე­ულ­ში ოთხი სწო­რედ ასე­თი კომ­პა­ნია მოხ­ვდა. კერ­ძოდ, ესე­ნია: შპს „სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნია“; სს „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა“; შპს „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი“ და შპს „თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია“.

ათე­ულ­ში მოხ­ვდა ასე­ვე ორი „ბი­ჯეო ჯგუ­ფის“ (შემ­დგომ­ში „ბი­ჯეო“) შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია - სს „სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცია ევექ­სი“, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და შპს „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი“, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბაც წყლის დაგ­რო­ვე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბა და გა­ნა­წი­ლე­ბაა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გარ­და, „ბი­ჯეო“ სხვა კომ­პა­ნი­ებს, მათ შო­რის „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკსაც“ ფლობ­და, თუმ­ცა, 2017 წლის ზა­ფხულ­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუფ­მა „ბი­ჯე­ომ“ სა­ბან­კო და სა­ინ­ვეს­ტი­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბად გა­ყო­ფის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი ორ და­მო­უ­კი­დე­ბელ ბიზ­ნე­სად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რებთ 2018 წლის 30 აპ­რილს დამ­ტკიც­და. გა­ყო­ფის შე­დე­გად კომ­პა­ნი­ებს ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო­ე­ბი ჰყავთ. განაგ­რძეთ კი­თხვა და იხი­ლეთ ინ­ფოგ­რა­ფი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

10 კომპანია, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს (+ინფოგრაფიკა)

10 კომპანია, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს (+ინფოგრაფიკა)

2018 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 12.2%-ს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში სულ აქტიური მოსახლეობის რაოდენობა - 1 948.4 ათასი კაცი იყო, საიდანაც 237.4 ათასი - უმუშევარი; 1 711.0 ათასი დასაქმებული; 834.5 ათასი - თვითდასაქმებული; 875.7 ათასი - დაქირავებული იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელია საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები. გამომდინარე იქიდან, რომ „საქსტატი“ არ გასცემს ინფორმაციას, თუ რამდენი ადამიანი ჰყავს დასაქმებული თითოეულ საწარმოს, სტატისტიკის სამსახურმა მხოლოდ კომპანიათა ჩამონათვალი მოგვაწოდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სია რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

საინტერესოა, რომ გასული წლის ტოპ-10 მსხვილ დამსაქმებელ კომპანიას შორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიები ლიდერობს და ათეულში ოთხი სწორედ ასეთი კომპანია მოხვდა. კერძოდ, ესენია: შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“; სს „საქართველოს რკინიგზა“; შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.

ათეულში მოხვდა ასევე ორი „ბიჯეო ჯგუფის“ (შემდგომში „ბიჯეო“) შვილობილი კომპანია - სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“, რომელიც საავადმყოფოების საქმიანობითაა დაკავებული და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომლის საქმიანობაც წყლის დაგროვება, დამუშავება და განაწილებაა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანიების გარდა, „ბიჯეო“ სხვა კომპანიებს, მათ შორის „საქართველოს ბანკსაც“ ფლობდა, თუმცა, 2017 წლის ზაფხულში საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეომ“ საბანკო და საინვესტიციო მიმართულებად გაყოფის თაობაზე განაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ორ დამოუკიდებელ ბიზნესად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებთ 2018 წლის 30 აპრილს დამტკიცდა. გაყოფის შედეგად კომპანიებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები ჰყავთ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ინფოგრაფიკა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ