საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველ დღე ვწერ მეგანს და არ მპასუხობს" - ჰერცოგინიას მამა იმედოვნებს, რომ შვილიშვილს შეახვედრებენ
"ყოველ დღე ვწერ მეგანს და არ მპასუხობს" - ჰერცოგინიას მამა იმედოვნებს, რომ შვილიშვილს შეახვედრებენ

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნი­ას მამა, ტო­მას მარ­კლი ამ­ბობს, რომ ყო­ველ დღე ცდი­ლობს, შვილს მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნოს, თუმ­ცა მას­თან პრინც ჰა­რი­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ არ უსა­უბ­რია. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­კლმა ამის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მა­ში Good Morning Britain ისა­უბ­რა. მე­გა­ნის მამა ამ­ბობს, რომ ქა­ლიშ­ვი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია.

ტო­მას მარ­კლი ჰა­რიმ და მე­გან­მა მა­ის­ში ქორ­წილ­ში და­პა­ტი­ჟეს, თუმ­ცა გულ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის გამო მან ლონ­დონ­ში ჩას­ვლა ვერ შეძ­ლო.

„ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, ჩემი შვი­ლი ხარ და მინ­და, შენი ამ­ბე­ბი შენ­გან გა­ვი­გო. რაც არ უნდა დიდი იყოს სხვა­ო­ბა ჩვენს შო­რის, უნდა ვცა­დოთ პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა,“ - გა­ნუ­ცხა­და ტო­მა­სმა ქა­ლიშ­ვილს ტე­ლე­ე­თე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ქორ­წი­ლამ­დე მარ­კლი არა­ერთ გა­უ­გებ­რო­ბა­ში გა­ეხ­ვა, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა მის მი­ერ­ვე დად­გმუ­ლი სცე­ნა, სა­დაც, ვი­თომ, ქორ­წი­ლის­თვის პი­ჯაკს იზო­მავ­და და ის „პა­პა­რა­ცებ­მა“ გა­და­ი­ღეს.

„ამის გამო ას­ჯერ მო­ვი­ხა­დე ბო­დი­ში. მგო­ნია, რომ არ ვიმ­სა­ხუ­რებ, ჩემ­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტონ. ყო­ველ დღე ვწერ და ვთხოვ, მე­სიჯ­ზე მი­პა­სუ­ხოს, წე­რი­ლე­ბიც მივ­წე­რე, მაგ­რამ ამ დრომ­დე ერთი პა­სუ­ხიც არ მომ­სვლია,“ - აღ­ნიშ­ნა მარ­კლმა.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ მე­გან­სა და ჰა­რის ჯე­რათ ყვე­ლაფ­რის, რაც მის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში იწე­რე­ბა.

74 წლის ტო­მა­სი არა­სო­დეს შეხ­ვედ­რია სი­ძეს, თუმ­ცა იმე­დი აქვს, რომ გა­იც­ნობს შვი­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­ბა­დე­ბა.

„მგო­ნია, რომ მე­გა­ნი ძა­ლი­ან კარ­გი დედა იქ­ნე­ბა და ასე­ვე, ჩვენს შო­რის პრობ­ლე­მე­ბი შემ­ცირ­დე­ბა და კვლავ აღ­ვად­გენთ ურ­თი­ერ­თო­ბას,“ - აღ­ნიშ­ნავს ტო­მა­სი.

ინ­ტერ­ვი­უს­თან და­კავ­ში­რე­ბით კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლეს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"ყოველ დღე ვწერ მეგანს და არ მპასუხობს" - ჰერცოგინიას მამა იმედოვნებს, რომ შვილიშვილს შეახვედრებენ

"ყოველ დღე ვწერ მეგანს და არ მპასუხობს" - ჰერცოგინიას მამა იმედოვნებს, რომ შვილიშვილს შეახვედრებენ

სასექსის ჰერცოგინიას მამა, ტომას მარკლი ამბობს, რომ ყოველ დღე ცდილობს, შვილს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნოს, თუმცა მასთან პრინც ჰარიზე დაქორწინების შემდეგ არ უსაუბრია. BBC-ს ინფორმაციით, მარკლმა ამის შესახებ გადაცემაში Good Morning Britain ისაუბრა. მეგანის მამა ამბობს, რომ ქალიშვილის დამოკიდებულება მისთვის გაუგებარია.

ტომას მარკლი ჰარიმ და მეგანმა მაისში ქორწილში დაპატიჟეს, თუმცა გულზე ჩატარებული ოპერაციის გამო მან ლონდონში ჩასვლა ვერ შეძლო.

„ძალიან მიყვარხარ, ჩემი შვილი ხარ და მინდა, შენი ამბები შენგან გავიგო. რაც არ უნდა დიდი იყოს სხვაობა ჩვენს შორის, უნდა ვცადოთ პრობლემების დაძლევა,“ - განუცხადა ტომასმა ქალიშვილს ტელეეთერის საშუალებით.

ქორწილამდე მარკლი არაერთ გაუგებრობაში გაეხვა, მათ შორის ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა მის მიერვე დადგმული სცენა, სადაც, ვითომ, ქორწილისთვის პიჯაკს იზომავდა და ის „პაპარაცებმა“ გადაიღეს.

„ამის გამო ასჯერ მოვიხადე ბოდიში. მგონია, რომ არ ვიმსახურებ, ჩემთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტონ. ყოველ დღე ვწერ და ვთხოვ, მესიჯზე მიპასუხოს, წერილებიც მივწერე, მაგრამ ამ დრომდე ერთი პასუხიც არ მომსვლია,“ - აღნიშნა მარკლმა.

მისივე თქმით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მეგანსა და ჰარის ჯერათ ყველაფრის, რაც მის შესახებ მედიაში იწერება.

74 წლის ტომასი არასოდეს შეხვედრია სიძეს, თუმცა იმედი აქვს, რომ გაიცნობს შვილიშვილს, რომელიც გაზაფხულზე დაიბადება.

„მგონია, რომ მეგანი ძალიან კარგი დედა იქნება და ასევე, ჩვენს შორის პრობლემები შემცირდება და კვლავ აღვადგენთ ურთიერთობას,“ - აღნიშნავს ტომასი.

ინტერვიუსთან დაკავშირებით კენსინგტონის სასახლეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე