პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამარჯობა, მე ვარ დიმიტრი და ოცი წელია ვარ დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე" - 34 წლის მამაკაცის აღიარება და მიმართვა მთავრობას
"გამარჯობა, მე ვარ დიმიტრი და ოცი წელია ვარ დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე" - 34 წლის მამაკაცის აღიარება და მიმართვა მთავრობას

თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბოლო წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს უმ­ძი­მეს პრობ­ლე­მად იქცა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ე­ბით მო­სარ­გებ­ლე­თა რი­ცხვი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 400 ათა­სი ადა­მი­ა­ნია. მათი ასა­კი კი 14-დან 35 წლამ­დე მერ­ყე­ობს. ერთი მო­თა­მა­შე კი დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 4-5 სა­ათს ატა­რებს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მა­ხე­ში...

სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბას წლე­ბია ვე­რა­ფე­რი შვე­ლის - მუდ­მი­ვი და­პი­რე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ გა­და­უდ­გამს ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯი, რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვის ან რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სწო­რედ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თავს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც წლე­ბია იტან­ჯე­ბა თა­მა­შის სე­ნით და ამა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობს. დი­მიტ­რი გა­ლოგ­რე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს წერს, რო­მელ­საც ქვე­მოთ გთა­ვა­ზობთ:

"გა­მარ­ჯო­ბა, მე ვარ დი­მიტ­რი 34 წლის და თით­ქმის ოცი წე­ლია ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე. არ მრცხვე­ნია ამის აღი­ა­რე­ბა რად­გან ეს არ არის რა­ღაც მარ­ტი­ვი მავ­ნე ჩვე­ვა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ერთი თი­თის დაქ­ნე­ვით გა­მოს­წორ­დეს, ეს უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბაა და ამ და­ა­ვა­დე­ბით ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში იტან­ჯე­ბა ასი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მათ შო­რის მეც და ვტან­ჯავთ ჩვენს ირ­გვლივ მყოფ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს.

ვი­საც ეს პრობ­ლე­მა არ ქო­ნია და ზე­და­პი­რუ­ლად უყუ­რებს, მის­თვის ეს ჩვე­ნი ტან­ჯვა ალ­ბათ ასო­ცირ­დე­ბა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან, წა­გე­ბულ ფულ­თან და თა­მა­შის გამო და­კის­რე­ბულ ვა­ლებ­თან და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან, მაგ­რამ ეს ასე არ არის.

„მო­თა­მა­შის“ მთა­ვა­რი მტან­ჯვე­ლი ფაქ­ტო­რი არის ოც­ნე­ბად ქცე­უ­ლი, თა­მაშ­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის აუხ­დე­ნე­ლი სურ­ვი­ლი, რა­საც მოს­დევს თვითგვე­მა, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნად­გუ­რე­ბა, ემო­ცი­ე­ბის ჩაკ­ვლა, ზი­ზღი სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ, ასო­ცი­ა­ლუ­რო­ბა, თა­ვის მარ­ტო­სუ­ლად გრძნო­ბა (თით­ქოს სამ­ყა­როს გა­რე­დან უყუ­რებ, შენ სა­დღაც ძა­ლი­ან შორს ხარ და ითხოვ შვე­ლას, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, შენი არა­ვის ეს­მის), თვით­შე­ფა­სე­ბის სრუ­ლად გა­ნუ­ლე­ბა (ფიქ­რობ, რომ შენ­ზე უსუ­სუ­რი არ­სე­ბა არ და­ი­ა­რე­ბა დე­და­მი­წა­ზე, რად­გან გაქვს უდი­დე­სი სურ­ვი­ლი, რომ აღა­რა­სო­დეს ითა­მა­შო, მაგ­რამ ყო­ველ­თვის, ერთი შე­ხედ­ვით ამ მარ­ტი­ვად ას­რუ­ლე­ბა­დი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იქ­ცე­ვი და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად მა­ინც ამ ჯო­ჯო­ხეთ­ში ეშ­ვე­ბი თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე).

და­მე­თან­ხმე­ბა ბევ­რი „მო­თა­მა­შე“, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ისე აღ­მოვ­ჩნდე­ბით სა­თა­მა­შო მა­გი­დას­თან ან ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ში, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ფხიზ­ლებს არ გვახ­სოვს რო­გორ შე­ვე­დით, რო­გორ დავ­ჯე­ქით და რო­გორ და­ვი­წყეთ ე.წ თა­მა­ში. როცა ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ უკვე ვზი­ვართ, ვთა­მა­შობთ და ჩვე­ნი და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბის კლან­ჭებ­ში ვართ მოქ­ცე­უ­ლი, მა­ქე­დან თა­ვის დაღ­წე­ვის შან­სი თით­ქმის ნუ­ლის ტო­ლია. პი­რა­დად მე გა­მი­მარ­თლა და ოჯა­ხის და დიდი სა­მე­გობ­როს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ მო­რა­ლუ­რი გვერ­დში დგო­მით დღეს ცო­ცხა­ლი ვარ, მაგ­რამ ბევ­რმა ჩვენ­თა­გან­მა ამ ყვე­ლა­ფერს ვე­ღარ გა­უძ­ლო, ზოგს გული გა­უს­კდა, ზოგს ტვინ­ში სის­ხლი ჩა­ექ­ცა და ზოგ­მაც თვით­მკვლე­ლო­ბით მო­უ­ღო ბოლო ამ ტან­ჯვას.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, ის­ტე­რი­უ­ლად იზ­რდე­ბა თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ან­თა რი­ცხვი! ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე „კრე­ა­ტი­უ­ლი“ ბრჭყვი­ა­ლა რეკ­ლა­მე­ბით „შე­მო­ა­ბი­ჯე ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში“, „ალი­სა სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში“ და ასე შემ­დეგ წარ­წე­რე­ბით. არ და­ვა­სა­ხე­ლებ კონ­კრე­ტულ კა­ზი­ნოს სა­ხელს, რო­მელ­თან ჩავ­ლი­სას ჩემი 5 წლის შვი­ლი მთხოვს „მა წამო შე­ვი­დეთ რა“ და მე მი­წევს ახ­სნა, რომ ეს არის ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ და­გე­ბუ­ლი ხა­ფან­გი, არც ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­როა შიგ­ნით და არც ალი­სა და რომ არა­სო­დეს არ უნდა შე­ვი­დეთ იქ!

ამ გა­უ­თა­ვე­ბე­ლი რეკ­ლა­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ზარ­დი ელო­დე­ბა რო­დის გახ­დე­ბა სრულ­წლო­ვა­ნი, რომ შე­ა­ბი­ჯოს პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით სა­მო­თხედ და­ხა­ტულ ჯო­ჯო­ხეთ­ში. არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი რე­გუ­ლა­ცია ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ებ­ზე, ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ბავ­შვს შე­უძ­ლია და­რე­გის­ტრირ­დეს და ითა­მა­შოს. ასე­ვე წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ აყოვ­ნებს და გიხ­ტე­ბა ფან­ჯა­რა სეს­ხი ხომ არ გნე­ბავთ (1000-დან 5000-მდე) და­ა­ჭი­რეთ რომ გსურთ და 15 წუთ­ში ჩა­გე­რი­ცხე­ბათ. ბა­რემ პირ­და­პირ კე­დელ­თან მიგ­ვა­ყე­ნეთ და დაგ­ვხვრი­ტეთ!

არ ვი­თხოვ კა­ზი­ნო­ე­ბის და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო­ე­ბის აკ­რძალ­ვას და და­ხურ­ვას, მაგ­რამ იქ­ნებ რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, რომ გაზ­რდის მა­გივ­რად შემ­ცირ­დეს ტან­ჯუ­ლი, პო­ტენ­ცი­უ­რი თვით­მკვლელ­თა ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი!!! თუ გრა­მა­ტი­კუ­ლი შეც­დო­მე­ბი მაქ, ნუ გამ­კი­ცხავთ, და­მინ­დეთ, ისე­დაც ურ­თუ­ლე­სი და­ა­ვა­დე­ბით ვი­ტან­ჯე­ბი" - წერს დი­მიტ­რი გა­ლოგ­რე.

შე­გახ­სე­ნებთ, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ავ­ტო­რო­ბით პარ­ლა­მენტს გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში წა­რედ­გი­ნა კა­ნონპ­რო­ექტი, რომ­ლის გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი ამ დრომ­დე შე­ჩე­რე­ბუ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­კე­ტის მთა­ვა­რი სი­ახ­ლე აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ პირ­თა რე­ესტრის შექ­მნაა, რე­ესტრში შე­სულ პი­რებს კი, კა­ზი­ნო­ებ­სა და ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­ში აღარ შე­უშ­ვე­ბენ. ამა­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტით, 21 წლამ­დე პი­რე­ბის­თვის აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი იკ­რძა­ლე­ბა.

0
0

kovel dgesa shens tavs kitxe aba mr dges vis ra varge ra tkma unda kazinos

ავტორი:

"გამარჯობა, მე ვარ დიმიტრი და ოცი წელია ვარ დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე" - 34 წლის მამაკაცის აღიარება და მიმართვა მთავრობას

"გამარჯობა, მე ვარ დიმიტრი და ოცი წელია ვარ დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე" - 34 წლის მამაკაცის აღიარება და მიმართვა მთავრობას

თამაშდამოკიდებულება ბოლო წლების საქართველოს უმძიმეს პრობლემად იქცა. არაოფიციალური მონაცემებით, ონლაინ-კაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი საქართველოში დაახლოებით 400 ათასი ადამიანია. მათი ასაკი კი 14-დან 35 წლამდე მერყეობს. ერთი მოთამაშე კი დღეში საშუალოდ 4-5 საათს ატარებს აზარტული თამაშების მახეში...

სამწუხარო რეალობას წლებია ვერაფერი შველის - მუდმივი დაპირებების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯი, რეკლამის აკრძალვის ან რეგულაციების შემოღების მიმართულებით. სწორედ ქვეყნის ხელისუფლებას მიმართავს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც წლებია იტანჯება თამაშის სენით და ამაზე ხმამაღლა საუბრობს. დიმიტრი გალოგრე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს წერს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

"გამარჯობა, მე ვარ დიმიტრი 34 წლის და თითქმის ოცი წელია ვარ დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე. არ მრცხვენია ამის აღიარება რადგან ეს არ არის რაღაც მარტივი მავნე ჩვევა, რომელიც შეიძლება ერთი თითის დაქნევით გამოსწორდეს, ეს უმძიმესი დაავადებაა და ამ დაავადებით ჩვენ ქვეყანაში იტანჯება ასი ათასობით ადამიანი მათ შორის მეც და ვტანჯავთ ჩვენს ირგვლივ მყოფ მილიონობით ადამიანს.

ვისაც ეს პრობლემა არ ქონია და ზედაპირულად უყურებს, მისთვის ეს ჩვენი ტანჯვა ალბათ ასოცირდება მხოლოდ მატერიალურ მდგომარეობასთან, წაგებულ ფულთან და თამაშის გამო დაკისრებულ ვალებთან და ვალდებულებებთან, მაგრამ ეს ასე არ არის.

„მოთამაშის“ მთავარი მტანჯველი ფაქტორი არის ოცნებად ქცეული, თამაშზე თავის დანებების აუხდენელი სურვილი, რასაც მოსდევს თვითგვემა, საკუთარი თავის განადგურება, ემოციების ჩაკვლა, ზიზღი საკუთარი თავის მიმართ, ასოციალურობა, თავის მარტოსულად გრძნობა (თითქოს სამყაროს გარედან უყურებ, შენ სადღაც ძალიან შორს ხარ და ითხოვ შველას, მაგრამ, რა თქმა უნდა, შენი არავის ესმის), თვითშეფასების სრულად განულება (ფიქრობ, რომ შენზე უსუსური არსება არ დაიარება დედამიწაზე, რადგან გაქვს უდიდესი სურვილი, რომ აღარასოდეს ითამაშო, მაგრამ ყოველთვის, ერთი შეხედვით ამ მარტივად ასრულებადი სურვილის საწინააღმდეგოდ იქცევი და გაუცნობიერებლად მაინც ამ ჯოჯოხეთში ეშვები თავიდან ფეხებამდე).

დამეთანხმება ბევრი „მოთამაშე“, რომ ხშირ შემთხვევაში ისე აღმოვჩნდებით სათამაშო მაგიდასთან ან ონლაინ კაზინოში, რომ აბსოლუტურად ფხიზლებს არ გვახსოვს როგორ შევედით, როგორ დავჯექით და როგორ დავიწყეთ ე.წ თამაში. როცა ვაცნობიერებთ, რომ უკვე ვზივართ, ვთამაშობთ და ჩვენი დაუმარცხებელი დაავადების კლანჭებში ვართ მოქცეული, მაქედან თავის დაღწევის შანსი თითქმის ნულის ტოლია. პირადად მე გამიმართლა და ოჯახის და დიდი სამეგობროს მატერიალური თუ მორალური გვერდში დგომით დღეს ცოცხალი ვარ, მაგრამ ბევრმა ჩვენთაგანმა ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო, ზოგს გული გაუსკდა, ზოგს ტვინში სისხლი ჩაექცა და ზოგმაც თვითმკვლელობით მოუღო ბოლო ამ ტანჯვას.

საქართველოს მთავრობა, ისტერიულად იზრდება თამაშზე დამოკიდებულ ადამიანთა რიცხვი! ეს გამოწვეულია ყოველ ფეხის ნაბიჯზე „კრეატიული“ ბრჭყვიალა რეკლამებით „შემოაბიჯე ჯადოსნურ სამყაროში“, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ და ასე შემდეგ წარწერებით. არ დავასახელებ კონკრეტულ კაზინოს სახელს, რომელთან ჩავლისას ჩემი 5 წლის შვილი მთხოვს „მა წამო შევიდეთ რა“ და მე მიწევს ახსნა, რომ ეს არის ბოროტი ადამიანების მიერ დაგებული ხაფანგი, არც ჯადოსნური სამყაროა შიგნით და არც ალისა და რომ არასოდეს არ უნდა შევიდეთ იქ!

ამ გაუთავებელი რეკლამების დამსახურებით ძალიან ბევრი მოზარდი ელოდება როდის გახდება სრულწლოვანი, რომ შეაბიჯოს პირდაპირი მნიშვნელობით სამოთხედ დახატულ ჯოჯოხეთში. არ არსებობს არანაირი რეგულაცია ონლაინ კაზინოებზე, ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეუძლია დარეგისტრირდეს და ითამაშოს. ასევე წაგების შემთხვევაში არ აყოვნებს და გიხტება ფანჯარა სესხი ხომ არ გნებავთ (1000-დან 5000-მდე) დააჭირეთ რომ გსურთ და 15 წუთში ჩაგერიცხებათ. ბარემ პირდაპირ კედელთან მიგვაყენეთ და დაგვხვრიტეთ!

არ ვითხოვ კაზინოების და მიკროსაფინანსოების აკრძალვას და დახურვას, მაგრამ იქნებ რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან, რომ გაზრდის მაგივრად შემცირდეს ტანჯული, პოტენციური თვითმკვლელთა ადამიანების რიცხვი!!! თუ გრამატიკული შეცდომები მაქ, ნუ გამკიცხავთ, დამინდეთ, ისედაც ურთულესი დაავადებით ვიტანჯები" - წერს დიმიტრი გალოგრე.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს ავტორობით პარლამენტს განსახილველად გასული წლის ოქტომბერში წარედგინა კანონპროექტი, რომლის განხილვის პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია. აღნიშნული პაკეტის მთავარი სიახლე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრის შექმნაა, რეესტრში შესულ პირებს კი, კაზინოებსა და ტოტალიზატორებში აღარ შეუშვებენ. ამავე კანონპროექტით, 21 წლამდე პირებისთვის აზარტული თამაშები იკრძალება.

"საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები... გავიკეთე ოპერაცია" - რას წერს ნინო ლომჯარია

"აქ ყველას ყველა უყვარს... არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა" - რას წერს ბელა ალანია, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს კლინიკაში ებრძოდა

"თქვენი თბილ სავარძლებში ჯდომა მაგრად კიდია ხალხს... ვინც დაიღალა ბრძოლით, სახლში წავიდეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაცმოძრაობას" მიმართავს