კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაცვლილი წყვილები "ცეკვავენ ვარსკვლავებში" და გზავნილი მსოფლიოს - რას იხილავთ დღევანდელ ტურში
გაცვლილი წყვილები "ცეკვავენ ვარსკვლავებში" და გზავნილი მსოფლიოს - რას იხილავთ დღევანდელ ტურში

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" დღეს კონ­კურ­სან­ტე­ბი წყვი­ლებს ცვლი­ან, ტურს ჰქვია "წყვი­ლე­ბის გაც­ვლა". ირინ­კა კავ­სა­ძის მე­წყვი­ლე ია­კობ ყუ­ფუ­ნია იქ­ნე­ბა, გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლის პარტნი­ო­რი ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნა­რია, რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე ოთო ფო­ლა­დაშ­ვილ­თან ერ­თად იცეკ­ვებს, ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე კი - სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას­თან. გარ­და ამი­სა, მათ მე­ო­რე ცეკ­ვის შეს­რუ­ლე­ბაც მო­უ­წევთ და ეს უკვე "მშვი­დო­ბის ტურ­ში".

ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე:

- დღეს წყვი­ლებს ვცვლით. ასე­თი ტუ­რია, ვნერ­ვი­უ­ლობ­დით იმა­ზე, რომ სხვა პარტნი­ორს ვერ შე­ვე­გუ­ე­ბო­დით, თუმ­ცა კარ­გად შე­ვე­წყეთ. ჩვენ­მა მო­ლო­დინ­მა არ გა­ა­მარ­თლა. კარ­გი ნომ­რე­ბი გა­მოგ­ვი­ვი­და. იმე­დი გვაქვს, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბა.

- დათ­მე ჯუ­ლი­ა­ნა?

- ალ­ბათ უფრო მან დამთმო, ეს ხუმ­რო­ბით, რე­ა­ლუ­რად კი ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა ხნი­თაა, ისევ დაბ­რუნ­დე­ბა. ჩემი პარტნი­ო­რი სა­ლო­მე ჭა­ჭუაა. ჯუ­ლი­ა­ნა გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვილ­თან ერ­თად იცეკ­ვებს. რუს­კა ქარ­ქა­შა­ძეს­თან ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი ცეკ­ვავს, ია­კობ ყუ­ფუ­ნი­ას­თან - ირინ­კა კავ­სა­ძე.

მე­ო­რე ტური "მშვი­დო­ბის ტუ­რია", სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თე­მე­ბია. ფაქ­ტობ­რი­ვად, სხე­უ­ლის ენით გვი­წევს იმ რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბის გად­მო­ცე­მა, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ვხე­დავთ. ეს არის ადა­მი­ა­ნის დაკ­ნი­ნე­ბა, რა­სიზ­მი, ომი და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­სი­ჯია და კარ­გია, რომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან" ვაგ­ზავ­ნით ჩვენს ამ ხმას, რომ და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს მი­ვაწ­ვდი­ნოთ. ამი­ტომ ვი­ყოთ მე­გობ­რუ­ლე­ბი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ნი, პო­ზი­ტი­უ­რე­ბი.

გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მო­ცეკ­ვა­ვე ბაშ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ დღე­ვან­დელ ტუ­რებს მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბა. ამა­ში იმი­ტომ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მო­ნა­წი­ლეს თა­ვი­სე­ბუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ლა­მა­ზი, ძლი­ე­რი ნო­მე­რი აქვს. სა­ერ­თო­დაც, ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი დავ­რჩით. ამი­ტომ, "ლა­ი­ვი" არა­ვინ უნდა გა­მო­ტო­ვოს.

ყვე­ლა ჯერ­ზე სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბით თა­ვად­ვე ვართ გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი, თურ­მე რამ­დე­ნი შეგვძლე­ბია, რო­გო­რი კარ­გე­ბი ვართ და რო­გორ შეგ­ვიძ­ლია მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ვა­ხა­როთ, ლა­მა­ზი ნომ­რით ვა­სი­ა­მოვ­ნოთ. ვი­მე­ო­რებ, დღეს უმაგ­რე­სი ლა­ი­ვია! მჯე­რა, რომ მას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

გაცვლილი წყვილები "ცეკვავენ ვარსკვლავებში" და გზავნილი მსოფლიოს - რას იხილავთ დღევანდელ ტურში

გაცვლილი წყვილები "ცეკვავენ ვარსკვლავებში" და გზავნილი მსოფლიოს - რას იხილავთ დღევანდელ ტურში

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" დღეს კონკურსანტები წყვილებს ცვლიან, ტურს ჰქვია "წყვილების გაცვლა". ირინკა კავსაძის მეწყვილე იაკობ ყუფუნია იქნება, გიორგი გილიგაშვილის პარტნიორი ჯულიანა ბარგნარია, რუსკა ქარქაშაძე ოთო ფოლადაშვილთან ერთად იცეკვებს, ამიკო ჩოხარაძე კი - სალომე ჭაჭუასთან. გარდა ამისა, მათ მეორე ცეკვის შესრულებაც მოუწევთ და ეს უკვე "მშვიდობის ტურში".

ამიკო ჩოხარაძე:

- დღეს წყვილებს ვცვლით. ასეთი ტურია, ვნერვიულობდით იმაზე, რომ სხვა პარტნიორს ვერ შევეგუებოდით, თუმცა კარგად შევეწყეთ. ჩვენმა მოლოდინმა არ გაამართლა. კარგი ნომრები გამოგვივიდა. იმედი გვაქვს, რომ მაყურებელი კმაყოფილი დარჩება.

- დათმე ჯულიანა?

- ალბათ უფრო მან დამთმო, ეს ხუმრობით, რეალურად კი ეს ყველაფერი ცოტა ხნითაა, ისევ დაბრუნდება. ჩემი პარტნიორი სალომე ჭაჭუაა. ჯულიანა გიორგი გილიგაშვილთან ერთად იცეკვებს. რუსკა ქარქაშაძესთან ოთო ფოლადაშვილი ცეკვავს, იაკობ ყუფუნიასთან - ირინკა კავსაძე.

მეორე ტური "მშვიდობის ტურია", სადაც ყველანაირი ძალადობის საწინააღმდეგო თემებია. ფაქტობრივად, სხეულის ენით გვიწევს იმ რთული მომენტების გადმოცემა, რასაც ყოველდღიურად ამ მიმართულებით არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ. ეს არის ადამიანის დაკნინება, რასიზმი, ომი და ა.შ. ეს ყველაფერი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯია და კარგია, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" ვაგზავნით ჩვენს ამ ხმას, რომ დანარჩენ მსოფლიოს მივაწვდინოთ. ამიტომ ვიყოთ მეგობრულები, მოსიყვარულენი, პოზიტიურები.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობენ მოცეკვავე ბაშვები, რომლებიც გვეხმარებიან. რატომღაც მგონია, რომ დღევანდელ ტურებს მაყურებლის მხრიდან დიდი გამოხმაურება ექნება. ამაში იმიტომ ვარ დარწმუნებული, რომ მონაწილეს თავისებურად განსხვავებული, ძალიან საინტერესო, ლამაზი, ძლიერი ნომერი აქვს. საერთოდაც, ძლიერი კონკურენტები დავრჩით. ამიტომ, "ლაივი" არავინ უნდა გამოტოვოს.

ყველა ჯერზე საკუთარი უნარებით თავადვე ვართ გაოცებულები, თურმე რამდენი შეგვძლებია, როგორი კარგები ვართ და როგორ შეგვიძლია მაყურებელი გავახაროთ, ლამაზი ნომრით ვასიამოვნოთ. ვიმეორებ, დღეს უმაგრესი ლაივია! მჯერა, რომ მას დიდი გამოხმაურება ექნება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ