საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი გოგო, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მიიღეს - "თავიდან გამიჭირდა გააზრება, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა"
გაიცანით ქართველი გოგო, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მიიღეს - "თავიდან გამიჭირდა გააზრება, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა"

სოფო კევ­ლიშ­ვი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბით ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში და­ინ­ტე­რეს­და და ფიქ­რობს, რომ სფე­რო­სად­მი მის­წრა­ფე­ბა შე­საძ­ლოა, იმი­თაც იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და და მის ირ­გვლივ თით­ქმის ყვე­ლა მეც­ნი­ე­რია. ახლა უკვე 17 წლი­საა, გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში სწავ­ლობს და სა­კუ­თარ მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა მხო­ლოდ ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბიც აქვს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გამ­თე­ნი­ი­სას ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლი მი­ი­ღო, რო­მელ­შიც ამე­რი­კა­ში მდე­ბა­რე კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ატყო­ბი­ნებ­და, რომ ბიო-სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე მი­ი­ღეს და თა­ნაც სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით.

"ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ვი­ცო­დი, რომ გამ­თე­ნი­ის 4 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვი­დო­და და ვე­რაფ­რით და­ვი­ძი­ნე. ბო­ლომ­დე ვე­ლო­დე­ბო­დი. რამ­დე­ნად გა­მი­ხარ­და ეგ რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. თა­ვი­დან ცოტა გა­მი­ჭირ­და გა­აზ­რე­ბა, რომ ეს ჩემს თავს ხდე­ბო­და" - იხ­სე­ნებს სოფო კევ­ლიშ­ვი­ლი გან­ცდე­ბით სავ­სე ღა­მეს Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში.

თა­ნა­ტო­ლე­ბის­თვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სას სოფო ამ­ბობს, რომ კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ბუ­თე­ბის გაგ­ზავ­ნა ყვე­ლას შე­უძ­ლია, მაგ­რამ გარ­კვე­ულ კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ. მა­გა­ლი­თად, სკო­ლა­ში კარ­გი ქუ­ლე­ბი ჰყავ­დეს და მი­სა­ღე­ბი გა­მოც­და კარ­გად და­წე­როს.

"ზო­გა­დად ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს სტუ­დენ­ტის მი­ღე­ბის კომ­პლექ­სუ­რი სის­ტე­მა აქვთ. არის SAT-ის გა­მოც­დე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ვა­ბა­როთ და რა თქმა უნდა, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი უნდა ავი­ღოთ. ეს გა­მოც­და უნა­რებს გავს, მაგ­რამ მთლად უნა­რე­ბის გა­მოც­დე­ბი არ არის. არის ზო­გა­დი ტეს­ტი, რო­მელ­შიც შე­დის ინ­გლი­სუ­რი და მა­თე­მა­ტი­კა, არის კი­დევ საგ­ნობ­რი­ვი ტეს­ტი, სა­დაც შე­დის უშუ­ა­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი საგ­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, მე ჩა­ვა­ბა­რე ბი­ო­ლო­გია, ქი­მია, მა­თე­მა­ტი­კა და ლა­თი­ნუ­რი ენა. რე­ა­ლუ­რად, 2-3 სა­განს ითხო­ვენ ხოლ­მე, მაგ­რამ მე გა­დავ­წყვი­ტე ცოტა მეტი ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა" - ამ­ბობს სოფო.

თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი გა­მოც­დე­ბით არ სრულ­დე­ბა, ამას მოყ­ვე­ბა ორი თე­მის და­წე­რა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თში სა­კუ­თა­რი თავი უნდა და­ა­ხა­სი­ა­თო, მე­ო­რე­ში კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­თხვებს უპა­სუ­ხო. ასე­ვე უნდა და­წე­რო სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი, სკო­ლამ კი სხვა­დას­ხვა სა­გან­ში მი­ღე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უნდა გაგ­ზავ­ნოს. კომ­პლექ­სუ­რი სის­ტე­მის ბოლო ეტა­პი გა­სა­უბ­რე­ბაა, რო­მელ­საც სო­ფოს გან­მარ­ტე­ბით ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნა­ვენ.

"მე მო­მი­წია ინ­ტერ­ვი­უს გავ­ლაც, რომ­ლის დრო­საც კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულს ვე­სა­უბ­რე. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იკ­რი­ბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მო­მი­ვი­და პა­სუ­ხი, რომ მი­მი­ღეს სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით".

რო­გორც სოფო ამ­ბობს, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ერთ წელ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 60 ათას დო­ლარს შე­ად­გენს, სწავ­ლა კი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ მეც­ნი­ერს სწავ­ლა 83 ათა­სი დო­ლა­რით და­უ­ფი­ნანსდა, რა­შიც მგზავ­რო­ბა, ჯი­ბის ფული, სა­ცხოვ­რებ­ლის ხარ­ჯე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა შე­დის და ამ და­ფი­ნან­სე­ბას სოფო კევ­ლიშ­ვი­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე მი­ი­ღებს.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და ბიო-სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რი­ით სო­ფომ გვი­პა­სუ­ხა, რომ ეს ორი მის­თვის საყ­ვა­რე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­აა.

"თვი­თონ ბიო-სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, პირ­ველ რიგ­ში ძა­ლი­ან მომ­წონ­და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო და ვი­ცო­დი, რომ ამ სფე­როს უნდა გავ­ყო­ლო­დი, მაგ­რამ ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში ნაკ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. შარ­შან ჩა­ვე­წე­რე რო­ბო­ტი­კის გუნდში, გა­ვე­დით ოლიმ­პი­ა­და­ზე, First global ჰქვია ამ ოლიმ­პი­ა­დას და 186 ქვე­ყა­ნას შო­რის მე­სა­მე ად­გი­ლი ავი­ღეთ. ეგ იყო ძა­ლი­ან დიდი ბიძ­გი, რად­გან ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა რო­ბო­ტი ვა­ნოს აწყო­ბა იყო, თან იმ­ხე­ლა ბიძ­გი იყო ეს მე­სა­მე ად­გი­ლი მივ­ხვდი, რომ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო შე­მეძ­ლო და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი ამ პრო­ფე­სი­ა­ზე" - გვე­უბ­ნე­ბა სოფო კევ­ლიშ­ვი­ლი.

ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ სოფო კევ­ლიშ­ვი­ლი სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში აპი­რებს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას ქი­რურ­გი­ა­ში ფიქ­რობს. ამ­ბობს რომ სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­და­მოდ არ დარ­ჩე­ბა. სურს, რომ კარ­გი სას­წავ­ლო და სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კა მი­ი­ღოს და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დეს. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიო-სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი არ არის და ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სე­ბი და და­ინ­ტე­რე­სე­ბა არ არის, რათა ბიო-სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რი­ის სფე­რო­ში თა­ვი­სუფ­ლად მუ­შა­ო­ბა შეძ­ლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

გაიცანით ქართველი გოგო, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მიიღეს - "თავიდან გამიჭირდა გააზრება, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა"

გაიცანით ქართველი გოგო, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მიიღეს - "თავიდან გამიჭირდა გააზრება, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა"

სოფო კევლიშვილი მეცნიერებით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა და ფიქრობს, რომ სფეროსადმი მისწრაფება შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ მათემატიკოსების ოჯახში დაიბადა და მის ირგვლივ თითქმის ყველა მეცნიერია. ახლა უკვე 17 წლისაა, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში დამამთავრებელ კლასში სწავლობს და საკუთარ მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით არა მხოლოდ ნათელი წარმოდგენა, არამედ კონკრეტული შედეგებიც აქვს.

რამდენიმე დღის წინ გამთენიისას ელექტრონული წერილი მიიღო, რომელშიც ამერიკაში მდებარე კოლუმბიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ატყობინებდა, რომ ბიო-სამედიცინო ინჟინერიის ფაკულტეტზე მიიღეს და თანაც სრული დაფინანსებით.

"ძალიან აღელვებული ვიყავი. ვიცოდი, რომ გამთენიის 4 საათზე ჩამოვიდოდა და ვერაფრით დავიძინე. ბოლომდე ველოდებოდი. რამდენად გამიხარდა ეგ რთული სათქმელია. თავიდან ცოტა გამიჭირდა გააზრება, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა" - იხსენებს სოფო კევლიშვილი განცდებით სავსე ღამეს Ambebi.ge-სთან საუბარში.

თანატოლებისთვის გამოცდილების გაზიარებისას სოფო ამბობს, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნა ყველას შეუძლია, მაგრამ გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. მაგალითად, სკოლაში კარგი ქულები ჰყავდეს და მისაღები გამოცდა კარგად დაწეროს.

"ზოგადად ამერიკულ უნივერსიტეტებს სტუდენტის მიღების კომპლექსური სისტემა აქვთ. არის SAT-ის გამოცდები, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავაბაროთ და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მაღალი ქულები უნდა ავიღოთ. ეს გამოცდა უნარებს გავს, მაგრამ მთლად უნარების გამოცდები არ არის. არის ზოგადი ტესტი, რომელშიც შედის ინგლისური და მათემატიკა, არის კიდევ საგნობრივი ტესტი, სადაც შედის უშუალოდ კონკრეტული საგნები. მაგალითად, მე ჩავაბარე ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა და ლათინური ენა. რეალურად, 2-3 საგანს ითხოვენ ხოლმე, მაგრამ მე გადავწყვიტე ცოტა მეტი ჩამებარებინა" - ამბობს სოფო.

თუმცა ყველაფერი გამოცდებით არ სრულდება, ამას მოყვება ორი თემის დაწერა, რომელთაგან ერთ-ერთში საკუთარი თავი უნდა დაახასიათო, მეორეში კი უნივერსიტეტის კითხვებს უპასუხო. ასევე უნდა დაწერო სამოტივაციო წერილი, სკოლამ კი სხვადასხვა საგანში მიღებული ნიშნების შესახებ ინფორმაცია უნდა გაგზავნოს. კომპლექსური სისტემის ბოლო ეტაპი გასაუბრებაა, რომელსაც სოფოს განმარტებით ყოველთვის არ ნიშნავენ.

"მე მომიწია ინტერვიუს გავლაც, რომლის დროსაც კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ვესაუბრე. ეს ყველაფერი შეიკრიბა და საბოლოო ჯამში მომივიდა პასუხი, რომ მიმიღეს სრული დაფინანსებით".

როგორც სოფო ამბობს, კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის ღირებულება ერთ წელში დაახლოებით 60 ათას დოლარს შეადგენს, სწავლა კი 4 წლის განმავლობაში გრძელდება. ახალგაზრდა ქართველ მეცნიერს სწავლა 83 ათასი დოლარით დაუფინანსდა, რაშიც მგზავრობა, ჯიბის ფული, საცხოვრებლის ხარჯები და ჯანმრთელობის დაზღვევა შედის და ამ დაფინანსებას სოფო კევლიშვილი ყოველწლიურად სწავლის დასრულებამდე მიიღებს.

კითხვაზე, თუ რატომ დაინტერესდა ბიო-სამედიცინო ინჟინერიით სოფომ გვიპასუხა, რომ ეს ორი მისთვის საყვარელი მიმართულებების კომბინაციაა.

"თვითონ ბიო-სამედიცინო ინჟინერიას რაც შეეხება, პირველ რიგში ძალიან მომწონდა სამედიცინო სფერო და ვიცოდი, რომ ამ სფეროს უნდა გავყოლოდი, მაგრამ ინჟინერიაში ნაკლები გამოცდილება მქონდა. შარშან ჩავეწერე რობოტიკის გუნდში, გავედით ოლიმპიადაზე, First global ჰქვია ამ ოლიმპიადას და 186 ქვეყანას შორის მესამე ადგილი ავიღეთ. ეგ იყო ძალიან დიდი ბიძგი, რადგან ინჟინერიაში პირველი გამოცდილება რობოტი ვანოს აწყობა იყო, თან იმხელა ბიძგი იყო ეს მესამე ადგილი მივხვდი, რომ სამედიცინო სფერო შემეძლო დამეკავშირებინა და საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდი ამ პროფესიაზე" - გვეუბნება სოფო კევლიშვილი.

ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ სოფო კევლიშვილი სწავლის გაგრძელებას სამედიცინო სკოლაში აპირებს, საბოლოო ჯამში კი თავის დამკვიდრებას ქირურგიაში ფიქრობს. ამბობს რომ საზღვარგარეთ სამუდამოდ არ დარჩება. სურს, რომ კარგი სასწავლო და სამუშაო პრაქტიკა მიიღოს და სამშობლოში დაბრუნდეს. თუმცა საქართველოში ბიო-სამედიცინო ინჟინერიის გამოყენებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად განწყობილი არ არის და ამბობს, რომ საქართველოში შესაბამისი რესურსები და დაინტერესება არ არის, რათა ბიო-სამედიცინო ინჟინერიის სფეროში თავისუფლად მუშაობა შეძლოს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ