პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინანდალში გამართული დახურული მიღების დეტალები - "სალომე ელეგანტურად გამოიყურებოდა, მწვანე კაბა ეცვა"
წინანდალში გამართული დახურული მიღების დეტალები - "სალომე ელეგანტურად გამოიყურებოდა, მწვანე კაბა ეცვა"

16 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს რი­გით მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცია გა­ი­მარ­თა. ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად აირ­ჩი­ეს ქალი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც ფიცი ერეკ­ლე მე­ფეს სა­სახ­ლე­ში დადო.

ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­რებ­ში წარ­სდგა. მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლმა დი­ზა­ი­ნე­რმა ჯაბა დი­ა­სა­მი­ძემ იზ­რუ­ნა.

ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ, სტუმ­რებ­მა თე­ლა­ვის თე­ატ­რში, სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს, ამის შემ­დეგ კი წი­ნან­დალ­ში, სა­დაც ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი ვახ­შა­მი გა­ი­მარ­თა.

რა ხდე­ბო­და ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე და სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე - დე­ტა­ლე­ბი Ambebi.ge-ს სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რმა თაკო ჩხე­ი­ძემ მო­უყვნენ:

თაკო ჩხე­ი­ძე:

- სა­ლო­მეს პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი და ვუ­ლო­ცავ პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვას. რაც შე­ე­ხე­ბა ინა­უ­გუ­რა­ცი­ას, რო­გო­რიც თა­ვად არის, ისე­თი­ვე ინა­უ­გუ­რა­ცია ჰქონ­და, ლა­მა­ზი და დახ­ვე­წი­ლი. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვი­თხრა თამ­რი­კო და ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლებს, ასე­თი ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ო­ბის­თვის. სა­ლო­მე ბრწყი­ნავ­და, ყვე­ლა­ფე­რი მა­ღალ დო­ნე­ზე იყო, ვი­დე­ქი ჩემ­თვის და ვფიქ­რობ­დი, რო­გო­რი სიმ­ბო­ლუ­რი იყო მისი წი­ნაპ­რე­ბის­თვის, რომ მათი შთა­მო­მა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და ცი­ვი­ლუ­რი იყო ასე­ვე, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და მისი ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა. ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ გა­და­ა­ბა­რა მას პრე­ზი­დენ­ტო­ბა, მი­უ­ლო­ცა და ამით მე­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა სწორ გზას და­ად­გა.

- რა დე­ტა­ლებ­ში ჩა­ე­რია ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მზა­დე­ბი­სას?

- მე რო­გორც ვიცი, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს სურ­ვი­ლი იყო სი­სა­და­ვე, ად­გი­ლიც თა­ვად შე­არ­ჩია. აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა დე­ტალ­ში, სი­ტყვაც თა­ვად და­წე­რა. გარ­და იმი­სა, რაც თქვა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ კულ­ტუ­რა­ზე ხაზ­გას­მით ისა­უბ­რა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ არც ნავ­თო­ბი გავ­ქვს, არც გაზი, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რაც გაგ­ვაჩ­ნია, ეს არის კულ­ტუ­რა. თუ ხელი შე­ე­წყო­ბა ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ქვე­ყა­ნას დიდ წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანს. ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ, სტუმ­რებ­მა წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც და­ხუ­რუ­ლი ვახ­შა­მი შედ­გა მოწ­ვე­უ­ლი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის. ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი სა­ღა­მო იყო, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და პატ­რი­არ­ქი, მან სა­ლო­მე და­ლო­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩაც­მუ­ლო­ბას, ელე­გან­ტუ­რად და დახ­ვე­წი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის მწვა­ნე კაბა ეცვა.

- მუ­სი­კა­ლუ­რად ვინ აფორ­მებ­და სა­ღა­მოს?

- მუ­სი­კა­ლურ მხა­რეს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ლო­მეს ძა­ლი­ან უყ­ვარს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა, ამი­ტომ სა­ღა­მოს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა აფორ­მებ­და, ასე­ვე, შეს­რულ­და სა­ო­პე­რო ნომ­რე­ბი. სტუმ­რებს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდნენ.

- მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გი­თხრათ?

- მე მას­თან წლე­ბის მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. მჯე­რა მისი და ამი­ტომ და­ვუ­ჭი­რე მხა­რი და არა - მად­ლო­ბის­თვის. მჯე­რა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის კარ­გს გა­ა­კე­თებს. ნე­გა­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და, მაგ­რამ ასე­თი ბინ­ძუ­რი და ჭუ­ჭყი­ა­ნი კამ­პა­ნია მე არ მახ­სოვს. მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა, ამ ქალს ბრალ­დე­ბე­ბის­თვის ერთხელ არ გა­უ­ცია პა­სუ­ხი. ეს ჩემ­თვის მისი დიდსუ­ლოვ­ნე­ბის კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი იყო.

ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. სა­ლო­მე ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე დახ­ვე­წი­ლი კლა­სი­კუ­რი სა­მო­სით მი­ვი­და. მას შავი ფე­რის შარ­ვა­ლი, ზედა და შუბა ეცვა.

- ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო. თა­ვად ფაქ­ტი, რომ ქალი პრე­ზი­დენ­ტი გვყავს, ძა­ლი­ან კარ­გი და ლა­მა­ზია. პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო კლა­სი­კუ­რი სა­მო­სი, რაც ღო­ნის­ძი­ე­ბას კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხავს ხდი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბას, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თბი­ლი­სუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო, სტუმ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეც მო­ვი­და და მას მი­უ­ლო­ცეს ინა­უ­გუ­რა­ცია. სამ­წუ­ხა­როდ, გა­დარ­ბე­ნა მქონ­და და სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე ცოტა ხნით დავ­რჩი. ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე ულა­მა­ზე­სი მწვა­ნე კა­ბით წარ­სდგა, რო­მე­ლიც ჯაბა დი­ა­სა­მი­ძემ შე­უ­კე­რა. ყო­ველ­თვის მომ­წონ­და მისი ჩაც­მუ­ლო­ბა და გუ­შინ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დახ­ვე­წი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

- სა­ლო­მე თქვენს ჩაც­მუ­ლო­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს თავ­მჯდო­მა­რის, გია თვა­უ­რის ცოლი, რო­მელ­მაც შუ­ბის გამო, შენ და მა­რი­კა თხე­ლი­ძე გა­გაკ­რი­ტი­კათ...

- კრი­ტი­კას მე მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, ჯან­საღ კრი­ტი­კა­ზე პი­რი­ქით ვგიჟ­დე­ბი, მერე ვაკ­ვირ­დე­ბი ჩემს თავს... ვფიქ­რობ, სად და­ვუშ­ვი შეც­დო­მა, რა­ტომ გა­მაკ­რი­ტი­კეს. თუმ­ცა იმი­ტომ რომ შუბა მეც­ვა, ამის გამო კრი­ტი­კას უგე­მოვ­ნო და ბოღ­მა ადა­მი­ა­ნის­გან ვერ მი­ვი­ღებ. თუ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი გა­მაკ­რი­ტი­კე­ბენ შუ­ბის ჩაც­მის გამო, გა­ვი­გებ, მაგ­რამ როცა არა­ფერს წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნი და ერთი და­ბოღ­მი­ლი, ამ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის ცოლი დაგ­ცი­ნის, ვერ გა­ვუ­ტა­რებ. როცა და­ვი­წყე გარ­კვე­ვა ვინ იყო გო­გო­ნა, რო­მე­ლიც დამ­ცი­ნო­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს თავ­მჯდო­მა­რის, გია თვა­უ­რის ცო­ლია. ის თა­ვის გვერ­დზე დაგ­ვცი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებს. ამი­ტომ მოჰ­ყვა ასე­თი რე­აქ­ცია. იმის მა­გივ­რად რომ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ერთი გუნ­დის წევ­რე­ბი ერ­თად ვი­ყოთ, თურ­მე დაგ­ვცი­ნის.

ავტორი:

წინანდალში გამართული დახურული მიღების დეტალები - "სალომე ელეგანტურად გამოიყურებოდა, მწვანე კაბა ეცვა"

წინანდალში გამართული დახურული მიღების დეტალები - "სალომე ელეგანტურად გამოიყურებოდა, მწვანე კაბა ეცვა"

16 დეკემბერს საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ქვეყნის ისტორიაში პირველად აირჩიეს ქალი პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი ერეკლე მეფეს სასახლეში დადო.

ცერემონიაზე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დროშის ფერებში წარსდგა. მის ჩაცმულობაზე საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ იზრუნა.

ფიცის დადების შემდეგ, სტუმრებმა თელავის თეატრში, საზეიმო მიღებაზე გადაინაცვლეს, ამის შემდეგ კი წინანდალში, სადაც ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის დახურული ვახშამი გაიმართა.

რა ხდებოდა ინაუგურაციაზე და საზეიმო მიღებაზე - დეტალები Ambebi.ge-ს სალომე გოგიაშვილმა და სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრმა თაკო ჩხეიძემ მოუყვნენ:

თაკო ჩხეიძე:

- სალომეს პირველივე დღიდან ვგულშემატკივრობდი და ვულოცავ პრეზიდენტად არჩევას. რაც შეეხება ინაუგურაციას, როგორიც თავად არის, ისეთივე ინაუგურაცია ჰქონდა, ლამაზი და დახვეწილი. დიდი მადლობა მინდა ვითხრა თამრიკო და ბასა ფოცხიშვილებს, ასეთი ლამაზი სანახაობისთვის. სალომე ბრწყინავდა, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო, ვიდექი ჩემთვის და ვფიქრობდი, როგორი სიმბოლური იყო მისი წინაპრებისთვის, რომ მათი შთამომავალი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. ამაღელვებელი და ცივილური იყო ასევე, ბატონი გიორგი მარგველაშვილის და მისი ხელის ჩამორთმევა. ბატონმა გიორგიმ გადააბარა მას პრეზიდენტობა, მიულოცა და ამით მენიშნა, რომ ქვეყანა სწორ გზას დაადგა.

- რა დეტალებში ჩაერია ქალბატონი სალომე ინაუგურაციის მზადებისას?

- მე როგორც ვიცი, ქალბატონი სალომეს სურვილი იყო სისადავე, ადგილიც თავად შეარჩია. აქტიურად იყო ჩართული ყველა დეტალში, სიტყვაც თავად დაწერა. გარდა იმისა, რაც თქვა, მნიშვნელოვანი იყო, რომ კულტურაზე ხაზგასმით ისაუბრა. სამწუხაროდ, ჩვენ არც ნავთობი გავქვს, არც გაზი, ამიტომ მნიშვნელოვანი რაც გაგვაჩნია, ეს არის კულტურა. თუ ხელი შეეწყობა ქართულ კულტურას, ქვეყანას დიდ წარმატებას მოუტანს. ფიცის დადების შემდეგ, სტუმრებმა წინანდალში გადაინაცვლეს, სადაც დახურული ვახშამი შედგა მოწვეული ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის. ქართულ-ევროპული საღამო იყო, რომელსაც ესწრებოდა პატრიარქი, მან სალომე დალოცა. რაც შეეხება ჩაცმულობას, ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყურებოდა, ჯაბა დიასამიძის მწვანე კაბა ეცვა.

- მუსიკალურად ვინ აფორმებდა საღამოს?

- მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება, სალომეს ძალიან უყვარს ქართული ცეკვა და სიმღერა, ამიტომ საღამოს ქართული ცეკვა და სიმღერა აფორმებდა, ასევე, შესრულდა საოპერო ნომრები. სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ.

- მხარდაჭერისთვის მადლობა გითხრათ?

- მე მასთან წლების მეგობრობა მაკავშირებს. მჯერა მისი და ამიტომ დავუჭირე მხარი და არა - მადლობისთვის. მჯერა, ჩვენი ქვეყნისთვის კარგს გააკეთებს. ნეგატივზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ასეთი ბინძური და ჭუჭყიანი კამპანია მე არ მახსოვს. მიუხედავად ამდენი შეურაცხყოფისა, ამ ქალს ბრალდებებისთვის ერთხელ არ გაუცია პასუხი. ეს ჩემთვის მისი დიდსულოვნების კიდევ ერთი მაგალითი იყო.

ჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. სალომე ინაუგურაციაზე დახვეწილი კლასიკური სამოსით მივიდა. მას შავი ფერის შარვალი, ზედა და შუბა ეცვა.

- ძალიან გემოვნებით გაკეთებული ღონისძიება იყო. თავად ფაქტი, რომ ქალი პრეზიდენტი გვყავს, ძალიან კარგი და ლამაზია. პროტოკოლით გათვალისწინებული იყო კლასიკური სამოსი, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო სასიამოვნო სანახავს ხდიდა. რაც შეეხება საზეიმო მიღებას, ჩვეულებრივი თბილისური სიტუაცია იყო, სტუმრები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, შემდეგ ქალბატონი სალომეც მოვიდა და მას მიულოცეს ინაუგურაცია. სამწუხაროდ, გადარბენა მქონდა და საზეიმო მიღებაზე ცოტა ხნით დავრჩი. ქალბატონი პრეზიდენტი სტუმრების წინაშე ულამაზესი მწვანე კაბით წარსდგა, რომელიც ჯაბა დიასამიძემ შეუკერა. ყოველთვის მომწონდა მისი ჩაცმულობა და გუშინ განსაკუთრებულად დახვეწილად გამოიყურებოდა.

- სალომე თქვენს ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ექსპერტიზის ბიუროს თავმჯდომარის, გია თვაურის ცოლი, რომელმაც შუბის გამო, შენ და მარიკა თხელიძე გაგაკრიტიკათ...

- კრიტიკას მე მიჩვეული ვარ, ჯანსაღ კრიტიკაზე პირიქით ვგიჟდები, მერე ვაკვირდები ჩემს თავს... ვფიქრობ, სად დავუშვი შეცდომა, რატომ გამაკრიტიკეს. თუმცა იმიტომ რომ შუბა მეცვა, ამის გამო კრიტიკას უგემოვნო და ბოღმა ადამიანისგან ვერ მივიღებ. თუ ცხოველთა უფლებადამცველები გამაკრიტიკებენ შუბის ჩაცმის გამო, გავიგებ, მაგრამ როცა არაფერს წარმოადგენს ადამიანი და ერთი დაბოღმილი, ამ მთავრობის წარმომადგენლის ცოლი დაგცინის, ვერ გავუტარებ. როცა დავიწყე გარკვევა ვინ იყო გოგონა, რომელიც დამცინოდა, აღმოჩნდა, რომ ექსპერტიზის ბიუროს თავმჯდომარის, გია თვაურის ცოლია. ის თავის გვერდზე დაგვცინის ხელისუფლების მხარდამჭერებს. ამიტომ მოჰყვა ასეთი რეაქცია. იმის მაგივრად რომ რთულ სიტუაციაში, ერთი გუნდის წევრები ერთად ვიყოთ, თურმე დაგვცინის.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ