2017 წლის 50 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიას შორის, 8 აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული კომპანია მოხვდა. ამ რვა კომპანიიდან სამი კი წინა წლის ტოპ-10 კომპანიის რიგებშიც არის.
"ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა უკვე 6 წელზე მეტია "დროიში გაიჭედა". ამ დროს კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, ბოლო 11 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 187-ჯერ არის გაზრდილი. მათ შორის, 2016 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა დაახლოებით 4 მილიარდი იყო, ხოლო 1 წელიწადში მილიარდნახევრიანი ნახტომი გააკეთა და გასულ წელს აზარტული თამაშების ბრუნვამ 5,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
საინტერესოა ისიც, რომ მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ფორმა გადამხდელთა ერთობლივი შემოსავლის შესახებ ინფორმაციის მითითებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, არც სათამაშო ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შესახებ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი. ასევე არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რა თანხა წააგო მოსახლეობამ შარშან აზარტულ თამაშებში.
თუმცა "ბიზნესპრესნიუსი" შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორია - ცალკეული, აზარტული თამაშებით დაკავებულ საწარმოთა შემოსავლები, მოგება და მოქალაქეებისგან მიღებული თანხები. საინტერესოა, რომ ბრუნვის მოცულობის მიხედვით ყველაზე მსხვილი 50 კომპანიის ჩამონათვალში მყოფი 8 აზარტული კომპანიიდან ფინანსური ანგარიშგება ორს აქვს გამოქვეყნებული. ეს ორი კომპანიაა: შპს „ს გემბლინგ ჰოლი“ (აჭარაბეთი) და შპს „დეიდრიმ უნივერსალ საქართველო“ (ბეთლაივი).
როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ორივე კომპანია მე-2 კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულის - აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე არის...წაიკითხეთ სრულად