პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი ქალი პრეზიდენტი კავკასიაში" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას
"პირველი ქალი პრეზიდენტი კავკასიაში" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას

"სა­ა­კაშ­ვი­ლის გეგ­მე­ბი ჩა­ი­შა­ლა - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას და სი­უ­ჟეტს რუ­სუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია mir24.tv და დას­ძენს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი თე­ლავ­ში ჩას­ვლა­სა და ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ჩაშ­ლას შე­ე­ცად­ნენ, თუმ­ცა, არ გა­მო­უ­ვი­დათ. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი ქვეყ­ნის დრო­შის ფე­რებ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი.

ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა ТАСС ასე­ვე იმა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ინა­უ­გუ­რა­ცია ერეკ­ლე II-ის სა­სახ­ლე­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"ცე­რე­მო­ნი­ა­ში 1800-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი სტუ­მა­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მათ შო­რის იყო - 55 ქვეყ­ნის დე­ლე­გა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. საფ­რან­გე­თის დე­ლე­გა­ცი­ას (ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და, გა­ი­ზარ­და და 30 წელი მუ­შა­ობ­და საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში) ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და", - წერს ТАСС.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ზო­გა­დად, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში (და არა მხო­ლოდ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში), “პირ­ველ­მა ქალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, თა­ვის გა­მოს­ვლა­ში აქ­ცენ­ტე­ბი ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე, ასე­ვე, ამე­რი­კას­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გა­ა­კე­თა. მან სიმ­ბო­ლუ­რი უწო­და იმას, რომ ის 1921 წელს ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია...

ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს 85 წლის პატ­რი­არ­ქი ილია II, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გე­ლობს და ზო­გა­დად, მისი მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის ძა­ლი­ან ბევრ ნიშ­ნავს", - ვკი­თხუ­ლობთ გა­მო­ცე­მა­ის სტა­ტი­ა­ში.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცით, ინა­უ­გუ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბი­დან ჯერ ბევ­რი რამ არ არის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, არ­სე­ბობს ვერ­სი­ე­ბი, რომ სარ­კო­ზი ზუ­რა­ბიშ­ვილს მხარ­და­ჭე­რას შეჰ­პირ­და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბერ­ლინ­ში, პა­რიზ­სა და ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტე­ბი­სას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა...

"ახლა კი ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მან ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­ი­ტა­ნოს სიმ­შვი­დე და ერ­თი­ა­ნო­ბა, რად­გან მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გრი­გოლ ვა­შა­ძე და მისი მომ­ხრე­ე­ბი ზუ­რა­ბიშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტად არ აღი­ა­რე­ბენ..." - წერს ТАСС.

"მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სი­კე­თო ძვრებს შე­მო­ი­ტან­და, ჯერ­ჯე­რო­ბით არ მარ­თლდე­ბა - მან უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე არას­დროს უსა­უბ­რია და სა­ქარ­თვე­ლო, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ არის მზად რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სხვა ეტაპ­ზე გა­და­ვი­დეს..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა РБК.ru.

Газета.Ru-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ ინა­უ­გუ­რა­ცი­ას რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი ალექ­სან­დრე პუშ­კო­ვი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "სა­ქარ­თვე­ლო ასე­თი ხელ­მძღვნე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში რუ­სე­თის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ვერ გახ­დე­ბა..."

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვას რუ­სე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

"მე 25 წლის ვარ, ჩვენ პუ­ტი­ნი გვყავს მე­ფედ, რაც თავი მახ­სოვს და ზუს­ტად ვიცი, რომ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წელი კი­დევ გვე­ყო­ლე­ბა... ყო­ჩაღ სა­ქარ­თვე­ლო! შე­საძ­ლოა, ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ქვეყ­ნის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში რამე გარ­და­ტე­ხის შე­ტა­ნა ვერ შეძ­ლოს, მაგ­რამ სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც ჩვენ ასე გვაკ­ლია, ყო­ველ­თვის კარ­გია," - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ალექ­სეი გუ­სე­ვი.

"სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, სა­დაც ქალს ჯერ კი­დევ აზი­ურ ტრა­დი­ცი­ებ­ში აცხოვ­რე­ბენ, ვინ­მეს ქალი მმარ­თვე­ლი წარ­მო­უდ­გე­ნია? მა­გა­ლი­თად, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, არ მგო­ნია ქალი მმარ­თვე­ლი გახ­დეს, თუმ­ცა, სომ­ხე­თი ამ ბოლო დროს გა­აქ­ტი­ურ­და და ძა­ლი­ან ბა­ძავს სა­ქარ­თვე­ლოს. ფა­ში­ნი­ან­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და იქ ქა­ლე­ბის მი­მართ ბევ­რად ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, ვიდ­რე და­ნარ­ჩენ კავ­კა­სი­ა­ში, მაგ­რამ ქალი მმარ­თვე­ლად ჯერ ად­რეა მათ­თვის - ფა­ში­ნი­ან­მა ჯერ რუ­სე­თის კლან­ჭე­ბის­გან უნდა და­იხ­სნას ქვე­ყა­ნა, ოღონდ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად... ვნა­ხოთ, რა გა­მო­უ­ვა" - წერს ჯუ­ლია მუ­ხი­ნა.

ავტორი:

"პირველი ქალი პრეზიდენტი კავკასიაში" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას

"პირველი ქალი პრეზიდენტი კავკასიაში" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას

"სააკაშვილის გეგმები ჩაიშალა - სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას და სიუჟეტს რუსული ტელეკომპანია mir24.tv და დასძენს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები თელავში ჩასვლასა და ინაუგურაციის ჩაშლას შეეცადნენ, თუმცა, არ გამოუვიდათ. გამოცემის ცნობით, საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ქვეყნის დროშის ფერებში იყო გამოწყობილი.

ინტერნეტგამოცემა ТАСС ასევე იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდა საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი. გამოცემის ცნობით, ინაუგურაცია ერეკლე II-ის სასახლეში, საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

"ცერემონიაში 1800-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი მონაწილეობდა, მათ შორის იყო - 55 ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენელი. საფრანგეთის დელეგაციას (ზურაბიშვილი დაიბადა, გაიზარდა და 30 წელი მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში) ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ხელმძღვანელობდა", - წერს ТАСС.

გამოცემის ცნობით, საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში (და არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში), “პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, თავის გამოსვლაში აქცენტები ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებაზე, ასევე, ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე გააკეთა. მან სიმბოლური უწოდა იმას, რომ ის 1921 წელს ემიგრაციაში წასული ქართველების შთამომავალია...

ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს 85 წლის პატრიარქი ილია II, რომელიც ქვეყანაში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგელობს და ზოგადად, მისი მორალური მხარდაჭერა ქართველი პოლიტიკოსებისთვის ძალიან ბევრ ნიშნავს", - ვკითხულობთ გამოცემაის სტატიაში.

რუსული მედიის ინფორმაცით, ინაუგურაციის პოლიტიკური დეტალებიდან ჯერ ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა, არსებობს ვერსიები, რომ სარკოზი ზურაბიშვილს მხარდაჭერას შეჰპირდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რასაც საქართველოს პრეზიდენტის ბერლინში, პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება...

"ახლა კი ალბათ ყველაზე მთავარია, მან ქართველ საზოგადოებაში შეიტანოს სიმშვიდე და ერთიანობა, რადგან მისი მოწინააღმდეგე, “ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მისი მომხრეები ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებენ..." - წერს ТАСС.

"მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან დაკავშირებით სასიკეთო ძვრებს შემოიტანდა, ჯერჯერობით არ მართლდება - მან უკვე განაცხადა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე არასდროს უსაუბრია და საქართველო, უახლოეს მომავალში არ არის მზად რუსეთთან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავიდეს..." - წერს ინტერნეტგამოცემა РБК.ru.

Газета.Ru-სთან ინტერვიუში საქართველოში ჩატარებულ ინაუგურაციას რუსეთის დუმის დეპუტატი ალექსანდრე პუშკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "საქართველო ასეთი ხელმძღვნელობის პირობებში რუსეთისთვის პრიორიტეტული ვერ გახდება..."

საქართველოში ქალი პრეზიდენტის არჩევას რუსები სოციალურ ქსელებშიც აქტიურად ეხმაურებიან:

"მე 25 წლის ვარ, ჩვენ პუტინი გვყავს მეფედ, რაც თავი მახსოვს და ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე ათეული წელი კიდევ გვეყოლება... ყოჩაღ საქართველო! შესაძლოა, ზურაბიშვილმა ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში რამე გარდატეხის შეტანა ვერ შეძლოს, მაგრამ სიახლე, რომელიც ჩვენ ასე გვაკლია, ყოველთვის კარგია," - წერს სოციალურ ქსელში ალექსეი გუსევი.

"სამხრეთ კავკასიაში, ჩრდილოეთ კავკასიაზე არაფერს ვამბობ, სადაც ქალს ჯერ კიდევ აზიურ ტრადიციებში აცხოვრებენ, ვინმეს ქალი მმართველი წარმოუდგენია? მაგალითად, აზერბაიჯანში, არ მგონია ქალი მმართველი გახდეს, თუმცა, სომხეთი ამ ბოლო დროს გააქტიურდა და ძალიან ბაძავს საქართველოს. ფაშინიანზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და იქ ქალების მიმართ ბევრად ლოიალური დამოკიდებულებაა, ვიდრე დანარჩენ კავკასიაში, მაგრამ ქალი მმართველად ჯერ ადრეა მათთვის - ფაშინიანმა ჯერ რუსეთის კლანჭებისგან უნდა დაიხსნას ქვეყანა, ოღონდ დიპლომატიურად... ვნახოთ, რა გამოუვა" - წერს ჯულია მუხინა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე