პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრმა, შესაძლოა, ახალი თანამდებობა შეითავსოს - რას განიხილავენ მთავრობაში
შს მინისტრმა, შესაძლოა, ახალი თანამდებობა შეითავსოს - რას განიხილავენ მთავრობაში

შს მი­ნის­ტმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, შე­საძ­ლოა, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბაც შე­ი­თავ­სოს. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არის ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტი, რო­მელ­საც ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბი­სათ­ვის წარ­დგე­ნი­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ფუნ­ქცი­ას სწო­რედ საბ­ჭოს ერთ-ერთი წევ­რი ას­რუ­ლებს.

პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბის­თვის მზად არის სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს ფორ­მი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მვი­სა და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის წე­სის" შე­სა­ხებ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი პარ­ლა­მენტს ბი­უ­როს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის მა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბე­ლი სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნო იქ­ნე­ბა.

უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მუდ­მივ­მოქ­მე­დი წევ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან: თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, შს მი­ნის­ტრი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კონ­ტრდაზ­ვერ­ვის უფ­რო­სი.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მომ­ზად­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

შს მინისტრმა, შესაძლოა, ახალი თანამდებობა შეითავსოს - რას განიხილავენ მთავრობაში

შს მინისტრმა, შესაძლოა, ახალი თანამდებობა შეითავსოს - რას განიხილავენ მთავრობაში

შს მინისტმა გიორგი გახარიამ, შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაც შეითავსოს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან დაკავშირებით მთავრობაში განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ინფორმაციით, პარლამენტში ინიცირებისათვის წარდგენილი კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას სწორედ საბჭოს ერთ-ერთი წევრი ასრულებს.

პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირებას ითვალისწინებს.

"ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის" შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი სათათბირო ორგანო იქნება.

უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები იქნებიან: თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, კონტრდაზვერვის უფროსი.

საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის ადმინისტრაციაში მომზადდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს