სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო წლების ყველაზე სასტიკი დამნაშავეები და მკვლელობები საქართველოში
ბოლო წლების ყველაზე სასტიკი დამნაშავეები და მკვლელობები საქართველოში

ბოლო დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი დამ­ნა­შა­ვე, სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძე სა­ბერ­ძნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ყუ­ფა­რა­ძის ექ­სტრა­დი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბერ­ძნულ­მა მხა­რემ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ფაქ­ტე­ბი მო­იკ­ვლია და მის კრი­მი­ნა­ლო­ბა­ში დარ­წმუნ­და. ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნი­ლი ყუ­ფა­რა­ძე ქარ­თულ მარ­თლმას­ჯუ­ლე­ბას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ემა­ლე­ბო­და და პოჰლოდ­კოვ მი­როს­ლა­ვის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი პას­პორ­ტით აფა­რებ­და თავს სა­ბერ­ძნეთს.

50 წლის ყუ­ფა­რა­ძის, ზედ­მეტ­სა­ხე­ლად "ბე­ტო­ნას" კრი­მი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რია შემ­ზა­რა­ვია - მას რამ­დე­ნი­მე სას­ტიკ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. მათ შო­რი­საა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ძმე­ბი­სა და დედა-შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ე­ბი თბი­ლის­ში. ყუ­ფა­რა­ძის და­ნა­შა­უ­ლებ­თან ერ­თად, ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ ყვე­ლა­ზე სას­ტიკ მკვლე­ლო­ბებს გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ­ლებ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა სხვა­დას­ხვა დროს შოკ­ში ჩა­აგ­დო.

  • აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ძმე­ბის მკვლე­ლო­ბა

2004 წლის გა­ზა­ფხულ­ზე თბი­ლის­ში, სვა­ნე­თის უბან­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ძმე­ბი მოკ­ლეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მან­ქა­ნის შე­სა­ძე­ნად ჩა­მო­სუ­ლი ილ­ჰამ და რა­სიმ გა­სა­ნო­ვე­ბი ყუ­ფა­რა­ძემ და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ველ­მა, ასე­ვე სა­შიშ­მა რე­ცი­დი­ვის­ტმა, ვა­სილ გო­შა­ძემ მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნეს წი­ნას­წარ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, ვი­თომ­და მან­ქა­ნის შე­ძე­ნის თა­ო­ბა­ზე მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად. ყუ­ფა­რა­ძემ და გო­შა­ძემ უცხო­ე­ლი ძმე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ბი­ნა­ში­ვე და­ხო­ცეს, გარ­დაც­ვლი­ლებს ჯი­ბე­ე­ბი­დან თან­ხა და ტე­ლე­ფო­ნე­ბი ამო­უ­ღეს და გა­ი­ნა­წი­ლეს.

ამის შემ­დეგ დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა ძმე­ბის გვა­მე­ბი გა­ა­შიშ­ვლეს, და­ა­ნა­კუ­წეს, იმა­ვე ბი­ნის ეზო­ში ჩა­მარ­ხეს და და­ა­ბე­ტო­ნეს. ბრალ­დე­ბულ­მა ყუ­ფა­რა­ძემ მა­შინ და­ნა­შუ­ლი აღი­ა­რა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი აჩ­ვე­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ყუ­ფა­რა­ძეს 25-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, თუმ­ცა 2009 წელს სას­ტი­კი დამ­ნა­შა­ვე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­ი­წყა­ლა და სას­ჯე­ლი გა­უ­ნა­ხევ­რა. 2013 წელს კი, მსჯავ­რდე­ბულ­მა სა­პა­ტიმ­რო "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვა.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან ერთ წე­ლი­წად­ში, ყუ­ფა­რა­ძე კი­დევ უფრო შემ­ზა­რავ და­ნა­შა­ულს ჩა­ი­დენს...

2014 წლის დე­კემ­ბერ­ში თბი­ლი­სის ზღვის უბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, ყო­ფილ კა­დეტ­თა კორ­პუ­სის სახ­ლში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნატო კვე­ზე­რე­ლის გვა­მი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს ჭრი­ლო­ბა ყე­ლის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ნე­თე­სა­ვებ­მა ქალი ისე დაკ­რძა­ლეს, რომ მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლის, გუ­რამ კვე­ზე­რე­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ვერ გა­ი­გეს. გაჩ­ნდა უამ­რა­ვი ეჭვი, თუმ­ცა სი­მარ­თლე მხო­ლოდ 2016 წელს, ნატო კვე­ზე­რე­ლის მკვლე­ლო­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ გა­ირ­კვა, როცა მისი და­კარ­გუ­ლი შვი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს.

გუ­რამ კვე­ზე­რე­ლის გვა­მი კო­ჯორ­ში, და­კე­ტი­ლი აგა­რა­კის ეზო­ში და­მარ­ხუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე 12 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ჯგუფ­მა - ყუ­ფა­რა­ძემ და გო­შა­ძემ, გვა­მი და­ა­ნა­კუ­წეს და მას დაშ­ლის მიზ­ნით მჟა­ვა და­ას­ხეს, თუმ­ცა მას შემ­დეგ რაც გვა­მი არ გა­ფუჭ­და მკვლე­ლებ­მა ის კას­რში ჩა­დეს, მი­წა­ში ჩა­მარ­ხეს და და­ა­ბე­ტო­ნეს. დამ­ნა­შა­ვე­ებს წი­ნას­წარ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ დედა-შვი­ლი სახ­ლში 12 000 აშშ დო­ლარს ინა­ხავ­და, და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვიც ამ თან­ხის მით­ვი­სე­ბა გახ­და, რაც სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნეს კი­დეც.

კვალ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გო­შა­ძემ გა­იყ­ვა­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ითა­ნამ­შრომ­ლა და მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლედ გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძე და­ა­სა­ხე­ლა. სწო­რედ ამ აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მყოფ­მა ყუ­ფა­რა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო და სა­ბერ­ძნეთ­ში მი­ი­მა­ლა.

ყუ­ფა­რა­ძე-გო­შა­ძის და­ნა­შუ­ლებ­რი­ვი ტან­დე­მი ამით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ისი­ნი 2003 წელს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის ლა­ერტ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის შვი­ლის, ზუ­რაბ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­შიც ფი­გუ­რი­რებ­დნენ. 2009 წლის 25 მა­ი­სის გა­ნა­ჩე­ნით, გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძეს ზუ­რაბ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის სას­ჯე­ლის ზო­მად 18 წელი გა­ნე­სა­ზღვრა, თუმ­ცა სას­ჯე­ლის­გან მთა­ვარ პრო­კუ­რორ­თან და­დე­ბუ­ლი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. გო­შა­ძემ და ყუ­ფა­რა­ძემ ზუ­რაბ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლად ბაჩო შა­რა­შე­ნი­ძე ერ­თხმად და­ა­სა­ხე­ლეს, რო­მე­ლიც ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის სას­ჯელს დღემ­დე იხ­დის.

იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი მკვლე­ლის სა­ხე­ლი დიდ­ხანს შე­მორ­ჩე­ბა ის­ტო­რი­ას, თუკი მას წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა და­უმ­ტკიც­და. ბოლო პე­რი­ო­დის ენით აღუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დია, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვა, სწო­რედ მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

25 ოქ­ტომ­ბერს, გორ­ში, მდი­ნა­რე ლი­ახ­ვის ნა­პირ­თან 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს თავ­ზე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი ჰქონ­და ჩა­მოც­მუ­ლი და წა­მე­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე.

თა­ვი­დან საქ­მე აღიძ­რა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 141-ე მუხ­ლით და­უმ­ძიმ­და, რაც გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს და ოჯა­ხის ად­ვო­კატს აჩ­ვე­ნეს იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის ტე­ლე­ფო­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლე­ბი, რო­მელ­შიც რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ბა­ბუ­ამ გა­ნა­ცხა­და, ასა­ხუ­ლი იყო 9 წლის გო­გო­ნას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბე­ბი. ამ­ჟა­მად გა­მო­ძი­ე­ბა ამ ორი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნე­ბი­ე­რი­ძის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს 2004 წელს 11 წლის მო­ზარ­დის ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­შიც. ბავ­შვის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ნე­ბი­ე­რი­ძის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გახ­და. ბერ­ძნიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ის და­ა­კა­ვეს 2005 წელს, თუმ­ცა ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა არ და­უდ­გინ­და და მსჯავ­რი ძარ­ცვის ერთ ეპი­ზოდ­ზე და ყა­ჩა­ღო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე და­ე­დო, რის­თვი­საც მი­ე­სა­ჯა 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. სას­ჯე­ლის სრუ­ლად მოხ­დის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ნე­ბი­ე­რი­ძე 1 წელ­ში ისევ და­უბ­რუნ­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. 2009 წელს ის ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ძარ­ცვის მუხ­ლე­ბით გა­სა­მარ­თლდა და 17 წელი და 4 თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს 2013 წლის 30 იან­ვრის გან­ჩი­ნე­ბით სას­ჯე­ლი შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 13 წელი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

2014 წელს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სას­ჯე­ლის მოხ­დის დროს, აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სსკ 378-ე 2 პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, რა­საც და­ე­მა­ტა, სას­ჯე­ლის მო­უხ­დე­ლი ნა­წი­ლი 4 წელი 7 თვე 25 დღე და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 5 წლით 1 თვით 25 დღით გა­ნე­სა­ზღვრა.

2016 წელს შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ამ პრე­ზი­დენტს ნე­ბი­ე­რი­ძის შე­სა­ხებ და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია მი­ა­წო­და, შე­დე­გად ექს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გე­ლაშ­ვილ­მა ნე­ბი­ე­რი­ძეს დარ­ჩე­ნი­ლი სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლი გა­უ­ნა­ხევ­რა. იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე სას­ჯე­ლის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდა ნანა ბე­რი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბამ­დე რვა თვით ადრე, 2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში.

არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მსოფ­ლი­ოს კრი­მი­ნა­ლურ ის­ტო­რი­ა­ში თით­ზე ჩა­მოს­თვლე­ლია ისე­თი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი, დე­დე­ბი რომ სა­კუ­თარ შვი­ლებს კლა­ვენ. 2015 წლის 20 დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას თბი­ლის­ში ფე­რა­ძის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბი ქა­ლის კი­ვილ­მა შეძ­რა. სა­დარ­ბა­ზოს შე­სას­ვლელ­თან მამა-შვი­ლის - ომარ და თოკო ქა­ფი­ა­ნი­ძე­ე­ბის ჯერ კი­დევ თბი­ლი ცხედ­რე­ბი ეყა­რა. მოკ­ლუ­ლი ბავ­შვის დედა მაგ­და პა­პი­ძე, რო­მე­ლიც მოწ­მის სას­ტუ­სით წა­იყ­ვა­ნეს და­სა­კი­თხად, მალე ერ­თა­დერ­თი ეჭ­ვმი­ტან­ლი გახ­და.

კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ისე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ ბრალ­დე­ბულ პა­პი­ძეს მკვლე­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მაგ­და პა­პი­ძემ მე­უღ­ლე ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი, თავ­ში უროს ჩარ­ტყმით მოკ­ლა, ხოლო სა­კუ­თა­რი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი კი­სერ­ში ხე­ლის წა­ჭე­რით გა­გუ­და. მოკ­ლუ­ლი მე­უღ­ლის გვა­მი ოთა­ხი­დან სა­დარ­ბა­ზოს­კენ დე­რეფ­ნის გავ­ლით გა­ათ­რია და შე­სას­ვლელ­თან და­აგ­დო.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სის­ხლის კვა­ლის წაშ­ლის მიზ­ნით გაწ­მენ­დილ ია­ტაკს და ავეჯს ასა­ხავს. სის­ხლის ლა­ქე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­ი­ყე­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რის შე­დე­გა­დაც ია­ტაკ­ზე, ოთახ­ში არ­სე­ბულ კა­რა­და­ზე, მა­გი­და­ზე, ტუმ­ბო­ზე, სა­წოლ­ზე, დი­ვან­ზე და ოთა­ხის კედ­ლებ­ზე აღ­მოჩ­ნდა ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სის­ხლის მრა­ვა­ლი კვა­ლი. გარ­და ამი­სა, გა­სა­ჯა­როვ­და მაგ­და პა­პი­ძის დღი­უ­რის ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მან წი­ნას­წარ და­გეგ­მა სა­კუ­თა­რი ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა.

დღი­ურ­ში მაგ­და პა­პი­ძეს გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს შემ­დე­გი სა­ხის ჩა­ნა­წე­რი: "ურო (ნაჭ­რით გახ­ვე­უ­ლი), პარ­კე­ბი დიდი გახ­სნი­ლი, გამ­ზა­დე­ბუ­ლი, პროს­ტი­ნა გამ­ზად, პირ­სახ. გამ­ზად, წყა­ლი გავ­სე­ბუ­ლი ტოლ­ჩა, ჩა­ი­ნი­კი, ტან­საც­მე­ლი გა­უმ­ზა­დო ორი­ვეს. გა­ვიმზ. ტან­საც­მე­ლი. სი­დე­ნი­ებს გა­და­ვა­ფა­რო შავი დიდი პარ­კე­ბი".

კა­ლიგ­რა­ფი­ულ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ ხელ­ნა­წე­რი მაგ­და პა­პი­ძეს ეკუთ­ვნო­და.

გა­მო­ძი­ე­ბამ მნიშ­ვნე­ლო­ვან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად ცნო შემ­დე­გი ფაქ­ტიც: მკვლე­ლო­ბის დღეს, გვი­ან ღა­მით, რო­დე­საც დე­დამ­თილ­მა და­რე­ჯან (ლილი) მინ­დი­კა­ურ­მა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით მაგ­და პა­პი­ძეს­თან მო­ი­კი­თხა შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი, ბრალ­დე­ბულ­მა მას გა­ნუ­ცხა­და, რომ ისი­ნი უკვე მო­დი­ოდ­ნენ სახ­ლში, არ ენერ­ვი­უ­ლა და და­ე­ძი­ნა. სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რის დრო­ი­სა და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გე­ნი­ლი მამა-შვი­ლის სიკ­ვდი­ლის დრო­ის შე­და­რე­ბი­სას აშ­კა­რაა, რომ მაგ­და პა­პი­ძეს მე­უღ­ლე და შვი­ლი ამ დროს უკვე მოკ­ლუ­ლი ჰყავ­და.

მაგ­და პა­პი­ძის დის, ლანა პა­პი­ძის ჩვე­ნე­ბამ კი და­ნა­შა­უ­ლის მო­ტივ­საც მოჰ­ფი­ნა ნა­თე­ლი. დად­გინ­და, რომ მაგ­და პა­პი­ძეს ჰყავ­და მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი და ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი მე­უღ­ლის - ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის მი­მართ. პა­პი­ძის დის ჩვე­ნე­ბით, მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მაგ­დამ მას სთხო­ვა ჩა­ქუ­ჩი.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა ასე­ვე, ქუ­ჩის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ნათ­ლად ჩანს გზა­ზე მი­მა­ვალ მაგ­და პა­პი­ძეს რო­გორ უჭი­რავს ხელ­ში პარკში გახ­ვე­უ­ლი უროს ფორ­მის ნივ­თი.

მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან დიდ­ხანს შე­იძ­ლე­ბა, ფაქ­ტია, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა იმ­დე­ნად სარ­წმუ­ნოდ მი­იჩ­ნი­ეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლოს ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტი მოხ­და - თორ­მეტ­მა ნა­ფიც­მა მსა­ჯულ­მა ერ­თხმად, მაგ­და პა­პი­ძე მკვლე­ლად ცნო. მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის უვა­დოდ აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

კა­ნი­ბა­ლიზ­მის საქ­მე სა­უ­კუ­ნის და­ნა­შა­უ­ლია თა­ვი­სი სი­სას­ტი­კით. 2016 წლის 19 ოქ­ტომ­ბერს, რო­დე­საც 76 წლის ლუბა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ომარ ყო­ჩი­აშ­ვი­ლი სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და, ყო­ჩი­აშ­ვი­ლე­ბის ბი­ნა­ში მი­ვიდ­ნენ ნინა ჩ. და ბექა შენ­გე­ლია. მი­სუ­ლებს სახ­ლში დახ­ვდათ მოკ­ლუ­ლი ლუბა ელი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ირმა ყო­ჩი­აშ­ვი­ლიც. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა, ბექა შენ­გე­ლი­ამ და არას­რულ­წლო­ვან­მა ნინი. ჩ-მ, მო­ხუ­ცი ჯერ ელექ­ტრო­შო­კით გა­თი­შეს, შემ­დეგ კი გა­გუ­დეს.

ბექა შენ­გე­ლი­ას აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბით, გა­გუდ­ვის შემ­დეგ მან ცხე­და­რი წელ­ში გა­და­კე­ცა, "გა­დას­კოჩ­ვა­ში" კი გო­გო­ნე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ ცხე­და­რი დიდ ჩან­თა­ში ჩა­დეს და სა­დარ­ბა­ზოს უკა­ნა კა­რი­დან გა­ვიდ­ნენ, რად­გან იცოდ­ნენ, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი გა­სას­ვლე­ლის მხა­რეს ვი­დე­ოთ­ვა­ლი იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ცხე­და­რი მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სეს და მთაწ­მინ­და­ზე, შენ­გე­ლი­ას ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში წა­ვიდ­ნენ. ბექა შენ­გე­ლია დე­ტა­ლუ­რად მოჰ­ყვა, თუ რო­გორ და­ა­ნა­წევ­რა ცხე­და­რი და გო­გო­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­ა­ნა­წი­ლა ცე­ლო­ფა­ნის მოზ­რდილ პარ­კებ­ში.

გვი­ან ღა­მით მათ ტაქ­სი და­ი­ქი­რა­ვეს და გლ­დან­ში, ყო­ფილ ნა­გავ­საყ­რელ­ზე ცხედ­რის ნა­წი­ლე­ბი წი­ნას­წარ ამო­თხრილ ორ­მო­ში ჩა­ყა­რეს და ბენ­ზი­ნი მო­ას­ხეს. გამ­თე­ნი­ი­სას ტაქ­სით თემ­ქა­ზე, იმ სახ­ლში წა­ვიდ­ნენ, სა­დაც შენ­გე­ლი­ას დედა და ძმა ცხოვ­რობ­დნენ. რაც ყვე­ლა­ზე შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია, ბრალ­დე­ბულ­მა შინ პარ­კით მოკ­ლუ­ლის გულ-ღვიძ­ლი მი­ი­ტა­ნა და მა­ცი­ვარ­ში შე­ი­ნა­ხა. ლუბა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის ნეშ­ტი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან მე­სა­მე დღეს მა­მა­კაც­მა იპო­ვა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბა. და­კი­თხეს ყო­ჩი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე და ქა­ლიშ­ვი­ლი. სწო­რედ მა­მამ მი­ა­ნიშ­ნა, რომ ქა­ლიშ­ვილ­ზე ეჭ­ვობ­და.

ძა­ლო­ვა­ნებ­მა ახალ­გაზ­რდე­ბის და­კი­თხვის შემ­დეგ, მათ­ზე თვალ­თვა­ლი და მი­ყუ­რა­დე­ბა და­ი­წყეს. ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და და­ნა­შა­უ­ლის უამ­რა­ვი შემ­ზა­რა­ვი დე­ტა­ლი. ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ში შენ­გე­ლია ამ­ბობ­და, რომ ზე­ბუ­ნებ­რივ ძა­ლას ფლობ­და. ჩა­ნა­წე­რე­ბით გა­ირ­კვა, რომ ირმა ყო­ჩი­აშ­ვი­ლი­ გეგ­მას აწყობ­და, მომ­ხდა­რი მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლეს­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნა. შემ­დეგ კი, რაც ომარ ყო­ჩი­აშ­ვილ­მა ეჭვი მას­ზე აიღო, ირ­მამ ბე­ქას მა­მო­ბი­ლის მკვლე­ლო­ბაც შეს­თა­ვა­ზა.

ბექა შენ­გე­ლია ამ შემ­თხვე­ვამ­დე ორ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო. პირ­ვე­ლად ქურ­დო­ბის­თვის პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და­ე­დო, მე­ო­რედ კი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის და­ი­ჭი­რეს, მაგ­რამ ამ­ნის­ტი­ით წლე­ბი მო­აკ­ლდა და 2014 წლის ბო­ლოს, დე­კემ­ბერ­ში ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ კა­ნი­ბა­ლიზ­მის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბუ­ლი 23 წლის ბექა შენ­გე­ლია კა­ნი­ბა­ლიზ­მის ნა­წილ­ში გა­ა­მარ­თლა, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი ბრალ­დე­ბე­ბით მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, ხოლო მოკ­ლუ­ლის ქა­ლიშ­ვილს, 18 წლის ირმა ყო­ჩი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც ბექა შენ­გე­ლი­ას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, 20-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა.

  • დედა-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა ფო­ნი­ჭა­ლა­ში

გი­ორ­გი ხა­ბე­იშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა, სი­სას­ტი­კით არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებს. 2016 წლის თე­ბერ­ვალ­ში, თბი­ლის­ში, ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში, მე­ზობ­ლე­ბი მამ­ფო­რი­ე­ბის სახ­ლში ხან­ძრის გამო სახ­ლში შეც­ვივ­დნენ. სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდათ: მი­სა­ღებ ოთახ­ში ეგდო 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნონა რო­მა­ნი­ძის ცხე­და­რი, რო­მე­ლიც სის­ხლში ცუ­რავ­და. გარ­დაც­ვლილს ცივი ია­რა­ღით 29 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. იქვე, ბავ­შვის სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში კი ხან­ძრის შე­დე­გად ნა­ხევ­რად დამ­წვა­რი 3 წლის მა­რი­ამ მამ­ფო­რი­ას ცხე­და­რი ეგდო. ბავ­შვს, ასე­ვე ცივი ია­რა­ღით, 16 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ძარ­ცვის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი გი­ორ­გი ხა­ბე­იშ­ვი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს.

მოკ­ლუ­ლე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ნონა რო­მა­ნი­ძის ქმრის და მისი ძმის მე­გო­ბა­რი იყო. გი­ორ­გი ხა­ბე­იშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ქელეხ­შიც კი იმ­ყო­ფე­ბო­და, ამ სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტის შემ­დეგ კი ხში­რად მი­დი­ო­და ოჯახ­ში და გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლეს ეუბ­ნე­ბო­და - გვერ­დში და­გიდ­გე­ბი, რომ გა­ვი­გოთ მკვლე­ლი ვინ იყოო.

ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მკვლე­ლო­ბა ბრალ­დე­ბულ­მა ფუ­ლის გამო ჩა­ი­დი­ნა. ის გა­სა­ქურ­დად შე­ვი­და სახ­ლში, თუმ­ცა ფული ვერ იპო­ვა და მხო­ლოდ 30 ლარი წა­იღო.

ხა­ბე­იშ­ვი­ლის საქ­მე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­ნი­ხი­ლეს და უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

  • დე­დის და სამი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა

ნო­დარ აკო­პო­ვის სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ხელ­წე­რით ძა­ლი­ან ჰგავს ხა­ბე­იშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას. მსხვერ­პლი აქაც დედა და შვი­ლე­ბია და და­ნა­შუ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ხან­ძა­რია გა­ჩე­ნი­ლი.

2016 წლის ცხრა ივ­ლისს ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ჩი­ან­ში მთე­ლი ოჯა­ხი ამო­ხო­ცი­ლი იპო­ვეს. 37 წლის ქალი და მისი - 5, 16 და 18 წლის შვი­ლე­ბი მე­ზობ­ლებ­მა მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, შემ­თხვე­ვი­დან ორ დღე­ში და­ა­კა­ვეს ამა­ვე სოფ­ლის მკვიდ­რი 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნო­დარ აკო­პო­ვი. მან და­ნა­შა­უ­ლი და­კა­ვე­ბის­თა­ნა­ვე აღი­ა­რა.

გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, აკო­პო­ვი ქურ­დო­ბის მიზ­ნით, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ფან­ჯრი­დან შე­ი­პა­რა. სახ­ლში მხო­ლოდ დედა და მისი სამი შვი­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ბავ­შე­ბის მამა კი სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შა­ოდ იყო წა­სუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლის მე­პატ­რო­ნემ ქურ­დი შე­ნიშ­ნა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, რის გა­მოც აკა­პოვ­მა მათ თა­ვის არე­ში ბლაგ­ვი საგ­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

ქალი და მისი 2 შვი­ლი მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ, ხოლო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, 5 წლის ბიჭი ხან­ძრის შე­დე­გად გა­ი­გუ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აკო­პოვ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა, მისი მკვლე­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბა მა­ინც გა­უ­მარ­თლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლი ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ მის­თვის გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ორი და მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვე­ბუ­ლი აკო­პო­ვის საქ­მე ძი­ე­ბა­ში იყო, ბრალ­დე­ბულს 16-დან 20 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბო­და, თუმ­ცა 2016 წლის 11 ივ­ლისს, გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ­მა ბრალ­დე­ბულ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

ბოლო წლების ყველაზე სასტიკი დამნაშავეები და მკვლელობები საქართველოში

ბოლო წლების ყველაზე სასტიკი დამნაშავეები და მკვლელობები საქართველოში

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამნაშავე, სერიული მკვლელი გიორგი ყუფარაძე საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ყუფარაძის ექსტრადირების გადაწყვეტილება ბერძნულმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ფაქტები მოიკვლია და მის კრიმინალობაში დარწმუნდა. ინტერპოლით ძებნილი ყუფარაძე ქართულ მართლმასჯულებას წლების განმავლობაში ემალებოდა და პოჰლოდკოვ მიროსლავის გაყალბებული პასპორტით აფარებდა თავს საბერძნეთს.

50 წლის ყუფარაძის, ზედმეტსახელად "ბეტონას" კრიმინალური ისტორია შემზარავია - მას რამდენიმე სასტიკ მკვლელობაში ედება ბრალი. მათ შორისაა აზერბაიჯანელი ძმებისა და დედა-შვილის მკვლელობის საქმეები თბილისში. ყუფარაძის დანაშაულებთან ერთად, ბოლო წლებში საქართველოში მომხდარ ყველაზე სასტიკ მკვლელობებს გავიხსენებთ, რომლებმაც საზოგადოება სხვადასხვა დროს შოკში ჩააგდო.

  • აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობა

2004 წლის გაზაფხულზე თბილისში, სვანეთის უბანში აზერბაიჯანელი ძმები მოკლეს. საქართველოში მანქანის შესაძენად ჩამოსული ილჰამ და რასიმ გასანოვები ყუფარაძემ და მისმა თანამზრახველმა, ასევე საშიშმა რეციდივისტმა, ვასილ გოშაძემ მოტყუებით მიიყვანეს წინასწარ ნაქირავებ ბინაში, ვითომდა მანქანის შეძენის თაობაზე მოსალაპარაკებლად. ყუფარაძემ და გოშაძემ უცხოელი ძმები ცეცხლსასროლი იარაღით ბინაშივე დახოცეს, გარდაცვლილებს ჯიბეებიდან თანხა და ტელეფონები ამოუღეს და გაინაწილეს.

ამის შემდეგ დამნაშავეებმა ძმების გვამები გააშიშვლეს, დაანაკუწეს, იმავე ბინის ეზოში ჩამარხეს და დააბეტონეს. ბრალდებულმა ყუფარაძემ მაშინ დანაშული აღიარა და სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი აჩვენა. აღნიშნული დანაშაულისთვის ყუფარაძეს 25-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა 2009 წელს სასტიკი დამნაშავე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა. 2013 წელს კი, მსჯავრდებულმა საპატიმრო "ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე დატოვა.

გათავისუფლებიდან ერთ წელიწადში, ყუფარაძე კიდევ უფრო შემზარავ დანაშაულს ჩაიდენს...

2014 წლის დეკემბერში თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში, ყოფილ კადეტთა კორპუსის სახლში სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული ნატო კვეზერელის გვამი იპოვეს. გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. ნეთესავებმა ქალი ისე დაკრძალეს, რომ მისი ერთადერთი შვილის, გურამ კვეზერელის ადგილსამყოფელი ვერ გაიგეს. გაჩნდა უამრავი ეჭვი, თუმცა სიმართლე მხოლოდ 2016 წელს, ნატო კვეზერელის მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ გაირკვა, როცა მისი დაკარგული შვილის ცხედარი იპოვეს.

გურამ კვეზერელის გვამი კოჯორში, დაკეტილი აგარაკის ეზოში დამარხული აღმოჩნდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ გარდაცვლილს სხეულზე 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დანაშაულებრივმა ჯგუფმა - ყუფარაძემ და გოშაძემ, გვამი დაანაკუწეს და მას დაშლის მიზნით მჟავა დაასხეს, თუმცა მას შემდეგ რაც გვამი არ გაფუჭდა მკვლელებმა ის კასრში ჩადეს, მიწაში ჩამარხეს და დააბეტონეს. დამნაშავეებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ დედა-შვილი სახლში 12 000 აშშ დოლარს ინახავდა, დანაშაულის მოტივიც ამ თანხის მითვისება გახდა, რაც სისრულეში მოიყვანეს კიდეც.

კვალზე სამართალდამცველები გოშაძემ გაიყვანა. სამართალდამცველებთან ითანამშრომლა და მკვლელობის თანამონაწილედ გიორგი ყუფარაძე დაასახელა. სწორედ ამ აღიარების შემდეგ დატოვა თავისუფლებაზე მყოფმა ყუფარაძემ საქართველო და საბერძნეთში მიიმალა.

ყუფარაძე-გოშაძის დანაშულებრივი ტანდემი ამით არ შემოიფარგლება. ისინი 2003 წელს ყოფილი დეპუტატის ლაერტ ზუბადალაშვილის შვილის, ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდნენ. 2009 წლის 25 მაისის განაჩენით, გიორგი ყუფარაძეს ზურაბ ზუბადალაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სასჯელის ზომად 18 წელი განესაზღვრა, თუმცა სასჯელისგან მთავარ პროკურორთან დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. გოშაძემ და ყუფარაძემ ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელად ბაჩო შარაშენიძე ერთხმად დაასახელეს, რომელიც ამ დანაშაულისთვის სასჯელს დღემდე იხდის.

იაგო ნებიერიძის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელის სახელი დიდხანს შემორჩება ისტორიას, თუკი მას წაყენებული ბრალდება დაუმტკიცდა. ბოლო პერიოდის ენით აღუწერელი ტრაგედია, რომელმაც სრულიად საქართველო მოიცვა, სწორედ მის სახელს უკავშირდება.

25 ოქტომბერს, გორში, მდინარე ლიახვის ნაპირთან 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული და წამების კვალი აღენიშნებოდა. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს იაგო ნებიერიძე.

თავიდან საქმე აღიძრა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მოგვიანებით კი ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაუმძიმდა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ოჯახის ადვოკატს აჩვენეს იაგო ნებიერიძის ტელეფონიდან ამოღებული ფოტო და ვიდეო მასალები, რომელშიც როგორც გარდაცვლილის ბაბუამ განაცხადა, ასახული იყო 9 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებები. ამჟამად გამოძიება ამ ორი მუხლით მიმდინარეობს.

ნებიერიძის სახელი ფიგურირებს 2004 წელს 11 წლის მოზარდის ზაქრო ბერძნიშვილის გატაცების საქმეშიც. ბავშვის გაუჩინარების საქმე აქტუალური ნებიერიძის დაკავების შემდეგ გახდა. ბერძნიშვილის საქმეზე ის დააკავეს 2005 წელს, თუმცა ბავშვის გატაცება არ დაუდგინდა და მსჯავრი ძარცვის ერთ ეპიზოდზე და ყაჩაღობის ერთ ეპიზოდზე დაედო, რისთვისაც მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ გათავისუფლებული ნებიერიძე 1 წელში ისევ დაუბრუნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებას. 2009 წელს ის ყაჩაღობისა და ძარცვის მუხლებით გასამართლდა და 17 წელი და 4 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წელი თავისუფლების აღკვეთა.

2014 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დროს, აკრძალული ნივთის უკანონო შეძენა-შენახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ სსკ 378-ე 2 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც დაემატა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 წელი 7 თვე 25 დღე და თავისუფლების აღკვეთა, საბოლოო ჯამში, 5 წლით 1 თვით 25 დღით განესაზღვრა.

2016 წელს შეწყალების კომისიამ პრეზიდენტს ნებიერიძის შესახებ დადებითი რეკომენდაცია მიაწოდა, შედეგად ექს პრეზიდენტმა გიორგი მარგელაშვილმა ნებიერიძეს დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრა. იაგო ნებიერიძე სასჯელისგან სრულად გათავისუფლდა ნანა ბერიაშვილის მკვლელობამდე რვა თვით ადრე, 2018 წლის თებერვალში.

არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს კრიმინალურ ისტორიაში თითზე ჩამოსთვლელია ისეთი სისხლის სამართლის საქმეები, დედები რომ საკუთარ შვილებს კლავენ. 2015 წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას თბილისში ფერაძის ქუჩის მცხოვრებლები ქალის კივილმა შეძრა. სადარბაზოს შესასვლელთან მამა-შვილის - ომარ და თოკო ქაფიანიძეების ჯერ კიდევ თბილი ცხედრები ეყარა. მოკლული ბავშვის დედა მაგდა პაპიძე, რომელიც მოწმის სასტუსით წაიყვანეს დასაკითხად, მალე ერთადერთი ეჭვმიტანლი გახდა.

კომპლექსურად ჩატარებული გამოძიების შემდეგ, ბრალდების მხარემ გაასაჯაროვა ისეთი მტკიცებულებები, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ ბრალდებულ პაპიძეს მკვლელად მოიხსენიებდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მაგდა პაპიძემ მეუღლე ომარ ქაფიაშვილი, თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო საკუთარი მცირეწლოვანი შვილი კისერში ხელის წაჭერით გაგუდა. მოკლული მეუღლის გვამი ოთახიდან სადარბაზოსკენ დერეფნის გავლით გაათრია და შესასვლელთან დააგდო.

მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც სისხლის კვალის წაშლის მიზნით გაწმენდილ იატაკს და ავეჯს ასახავს. სისხლის ლაქების აღმოსაჩენად გამოძიებამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც იატაკზე, ოთახში არსებულ კარადაზე, მაგიდაზე, ტუმბოზე, საწოლზე, დივანზე და ოთახის კედლებზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლის მრავალი კვალი. გარდა ამისა, გასაჯაროვდა მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მან წინასწარ დაგეგმა საკუთარი ქმარ-შვილის მკვლელობა.

დღიურში მაგდა პაპიძეს გაკეთებული აქვს შემდეგი სახის ჩანაწერი: "ურო (ნაჭრით გახვეული), პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული, პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად, წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი, ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ. ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი დიდი პარკები".

კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხელნაწერი მაგდა პაპიძეს ეკუთვნოდა.

გამოძიებამ მნიშვნელოვან მტკიცებულებად ცნო შემდეგი ფაქტიც: მკვლელობის დღეს, გვიან ღამით, როდესაც დედამთილმა დარეჯან (ლილი) მინდიკაურმა მობილური ტელეფონით მაგდა პაპიძესთან მოიკითხა შვილი და შვილიშვილი, ბრალდებულმა მას განუცხადა, რომ ისინი უკვე მოდიოდნენ სახლში, არ ენერვიულა და დაეძინა. სატელეფონო კავშირის დროისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მამა-შვილის სიკვდილის დროის შედარებისას აშკარაა, რომ მაგდა პაპიძეს მეუღლე და შვილი ამ დროს უკვე მოკლული ჰყავდა.

მაგდა პაპიძის დის, ლანა პაპიძის ჩვენებამ კი დანაშაულის მოტივსაც მოჰფინა ნათელი. დადგინდა, რომ მაგდა პაპიძეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და ბოლო პერიოდში ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი მეუღლის - ომარ ქაფიაშვილის მიმართ. პაპიძის დის ჩვენებით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მაგდამ მას სთხოვა ჩაქუჩი.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ასევე, ქუჩის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს გზაზე მიმავალ მაგდა პაპიძეს როგორ უჭირავს ხელში პარკში გახვეული უროს ფორმის ნივთი.

მტკიცებულებებზე საუბარი ძალიან დიდხანს შეიძლება, ფაქტია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ნაფიცმა მსაჯულებმა იმდენად სარწმუნოდ მიიჩნიეს, რომ საქართველოს სასამართლოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა - თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად, მაგდა პაპიძე მკვლელად ცნო. მას თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიესაჯა.

კანიბალიზმის საქმე საუკუნის დანაშაულია თავისი სისასტიკით. 2016 წლის 19 ოქტომბერს, როდესაც 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მეუღლე, ომარ ყოჩიაშვილი სამსახურში წავიდა, ყოჩიაშვილების ბინაში მივიდნენ ნინა ჩ. და ბექა შენგელია. მისულებს სახლში დახვდათ მოკლული ლუბა ელიაშვილის ქალიშვილი ირმა ყოჩიაშვილიც. გამოძიების მტკიცებით, გარდაცვლილის ქალიშვილმა, ბექა შენგელიამ და არასრულწლოვანმა ნინი. ჩ-მ, მოხუცი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი გაგუდეს.

ბექა შენგელიას აღიარებითი ჩვენებით, გაგუდვის შემდეგ მან ცხედარი წელში გადაკეცა, "გადასკოჩვაში" კი გოგონები ეხმარებოდნენ. შემდეგ ცხედარი დიდ ჩანთაში ჩადეს და სადარბაზოს უკანა კარიდან გავიდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ცენტრალური გასასვლელის მხარეს ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული. ცხედარი მანქანის საბარგულში მოათავსეს და მთაწმინდაზე, შენგელიას ნაქირავებ ბინაში წავიდნენ. ბექა შენგელია დეტალურად მოჰყვა, თუ როგორ დაანაწევრა ცხედარი და გოგონების დახმარებით გაანაწილა ცელოფანის მოზრდილ პარკებში.

გვიან ღამით მათ ტაქსი დაიქირავეს და გლდანში, ყოფილ ნაგავსაყრელზე ცხედრის ნაწილები წინასწარ ამოთხრილ ორმოში ჩაყარეს და ბენზინი მოასხეს. გამთენიისას ტაქსით თემქაზე, იმ სახლში წავიდნენ, სადაც შენგელიას დედა და ძმა ცხოვრობდნენ. რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, ბრალდებულმა შინ პარკით მოკლულის გულ-ღვიძლი მიიტანა და მაცივარში შეინახა. ლუბა ყოჩიაშვილის ნეშტი გაუჩინარებიდან მესამე დღეს მამაკაცმა იპოვა და საპატრულო პოლიციას აცნობა. დაკითხეს ყოჩიაშვილის მეუღლე და ქალიშვილი. სწორედ მამამ მიანიშნა, რომ ქალიშვილზე ეჭვობდა.

ძალოვანებმა ახალგაზრდების დაკითხვის შემდეგ, მათზე თვალთვალი და მიყურადება დაიწყეს. ფარული მიყურადების ჩანაწერებით ცნობილი გახდა დანაშაულის უამრავი შემზარავი დეტალი. ფარულ ჩანაწერებში შენგელია ამბობდა, რომ ზებუნებრივ ძალას ფლობდა. ჩანაწერებით გაირკვა, რომ ირმა ყოჩიაშვილი გეგმას აწყობდა, მომხდარი მოკლულის მეუღლესთვის დაებრალებინა. შემდეგ კი, რაც ომარ ყოჩიაშვილმა ეჭვი მასზე აიღო, ირმამ ბექას მამობილის მკვლელობაც შესთავაზა.

ბექა შენგელია ამ შემთხვევამდე ორჯერ ნასამართლევი იყო. პირველად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრი დაედო, მეორედ კი გაუპატიურებისთვის დაიჭირეს, მაგრამ ამნისტიით წლები მოაკლდა და 2014 წლის ბოლოს, დეკემბერში ციხიდან გამოვიდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კანიბალიზმის გახმაურებული საქმის მთავარი ბრალდებული 23 წლის ბექა შენგელია კანიბალიზმის ნაწილში გაამართლა, თუმცა დანარჩენი ბრალდებებით მას უვადო პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მოკლულის ქალიშვილს, 18 წლის ირმა ყოჩიაშვილს, რომელიც ბექა შენგელიას შეყვარებული იყო, 20-წლიანი პატიმრობა.

  • დედა-შვილის მკვლელობა ფონიჭალაში

გიორგი ხაბეიშვილის მიერ ჩადენილი მკვლელობა, სისასტიკით არ ჩამოუვარდება ზემოთ ხსენებულ დანაშაულებს. 2016 წლის თებერვალში, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, მეზობლები მამფორიების სახლში ხანძრის გამო სახლში შეცვივდნენ. საცხოვრებელ ბინაში უმძიმესი სურათი დახვდათ: მისაღებ ოთახში ეგდო 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძის ცხედარი, რომელიც სისხლში ცურავდა. გარდაცვლილს ცივი იარაღით 29 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. იქვე, ბავშვის საძინებელ ოთახში კი ხანძრის შედეგად ნახევრად დამწვარი 3 წლის მარიამ მამფორიას ცხედარი ეგდო. ბავშვს, ასევე ცივი იარაღით, 16 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

1989 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და ძარცვისთვის გასამართლებული გიორგი ხაბეიშვილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე თვის შემდეგ დააკავეს.

მოკლულების ნათესავების ინფორმაციით, ბრალდებული ნონა რომანიძის ქმრის და მისი ძმის მეგობარი იყო. გიორგი ხაბეიშვილი გარდაცვლილების ქელეხშიც კი იმყოფებოდა, ამ საზარელი ფაქტის შემდეგ კი ხშირად მიდიოდა ოჯახში და გარდაცვლილის მეუღლეს ეუბნებოდა - გვერდში დაგიდგები, რომ გავიგოთ მკვლელი ვინ იყოო.

ჩვენების მიხედვით, მკვლელობა ბრალდებულმა ფულის გამო ჩაიდინა. ის გასაქურდად შევიდა სახლში, თუმცა ფული ვერ იპოვა და მხოლოდ 30 ლარი წაიღო.

ხაბეიშვილის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს და უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

  • დედის და სამი შვილის მკვლელობა

ნოდარ აკოპოვის საზარელი დანაშაული ხელწერით ძალიან ჰგავს ხაბეიშვილის მიერ ჩადენილ მკვლელობას. მსხვერპლი აქაც დედა და შვილებია და დანაშულის დაფარვის მიზნით, ამ შემთხვევაშიც ხანძარია გაჩენილი.

2016 წლის ცხრა ივლისს ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში მთელი ოჯახი ამოხოცილი იპოვეს. 37 წლის ქალი და მისი - 5, 16 და 18 წლის შვილები მეზობლებმა მოკლული იპოვეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შემთხვევიდან ორ დღეში დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი 1992 წელს დაბადებული ნოდარ აკოპოვი. მან დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა.

გამოძიების მტკიცებით, აკოპოვი ქურდობის მიზნით, საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეიპარა. სახლში მხოლოდ დედა და მისი სამი შვილი იმყოფებოდნენ, ბავშების მამა კი საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული. გამოძიების ინფორმაციით, სახლის მეპატრონემ ქურდი შენიშნა და წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც აკაპოვმა მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ქალი და მისი 2 შვილი მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით, 5 წლის ბიჭი ხანძრის შედეგად გაიგუდა.

მიუხედავად იმისა, რომ აკოპოვმა დანაშაული აღიარა, მისი მკვლელად მოხსენიება მაინც გაუმართლებლად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან ბრალდებული ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის განაჩენის გამოტანა ვერ მოხერხდა. დამამძიმებელ გარემოებაში ორი და მეტი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავებული აკოპოვის საქმე ძიებაში იყო, ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა 2016 წლის 11 ივლისს, გლდანის მე-8 დაწესებულებაში მყოფმა ბრალდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"გიორგის თავის ქალა აქვს ჩამტვრეული..." - რა დეტალებზე საუბრობს ოჯახის ახლობელი და ვინ დარეკა შემთხვევის ადგილიდან 112-ში

ნოდარ მელაძე სუს-ში დაიბარეს

ორი წლის შემდეგ დაკავებული დამნაშავე - პოლიციელს, რომელმაც ავარიით 20 წლის ქეთი მითაგვარიას სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა