თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო.
პირველი ქალი პრეზიდენტი ინაუგურაციაზე საქართველოს დროშის ფერებში წარსდგა. ზურაბიშვილს თეთრი და წითელი ფერების სამეული აცვია. ერეკლეს სასახლემდე არჩეული პრეზიდენტი ავტომანქანით მიიყვანეს. წითელ ხალიჩაზე მან შვილებთან - თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებთან და მეორე მეუღლის, ჯანრი კაშიას შვილიშვილთან - რევაზ მაყაშვილთან ერთად გაიარა.
თეიმურაზ გორჯესტანი და რევაზ მაყაშვილი ინაუგურაციაზე შავი ჩოხებით მივიდნენ, ქეთევან გორჯესტანს კი მწვანე მოსასხამი ეცვა წითელ ხალიჩაზე.