სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეიმურაზ გორჯესტანის კომენტარი ინაუგურაციის შემდეგ - "დღეს დაგითმეთ დედა..."
თეიმურაზ გორჯესტანის კომენტარი ინაუგურაციის შემდეგ - "დღეს დაგითმეთ დედა..."

რო­გორც სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­მოს­ვლი­სას ვთქვი, დღეს და­გით­მეთ დედა, დღეს დე­დაჩ­ვე­ნი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­სარ­და­ლი. ეს არის ჩვენ­თვის, შვი­ლე­ბის­თვის დიდი სი­ა­მა­ყე, - ამის შე­სა­ხებ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შვილ­მა, თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ყველ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ცენ­ტი იყო გა­კე­თე­ბუ­ლი იმა­ზე, რომ ის ყვე­ლას პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა, მათ შო­რის, იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­საც, ვინც მას ხმა არ მის­ცა.

"ამ მო­მენ­ტში, მარ­თა­ლი გი­თხრათ, ჩემ ბე­ბი­ა­ზე და ბა­ბუ­ა­ზე ვფიქ­რობ­დი ყვე­ლა­ზე უფრო მეტს. ამ მო­მენ­ტში მგო­ნია, რომ ყვე­ლა ერ­თად ვფიქ­რობთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ალ­ბათ, ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის და ქვეყ­ნის­თვის მთა­ვა­რია, ამ ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი.

ყველ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეს იყო, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე, ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ქარ­თვე­ლის პრე­ზი­დენ­ტი, იმ ქარ­თვე­ლე­ბის, ვინც მის­ცა ხმა და იმ ქარ­თვე­ლე­ბის, ვინც არ მის­ცა ხმა. ეს არის ძა­ლი­ან დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი, ევ­რო­პუ­ლი ნა­ბი­ჯი, რომ სა­ქარ­თვე­ლო გამ­თლი­ან­დეს და გან­ვი­თარ­დეს, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი, დამ­შვი­დე­ბუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნა", - გა­ნა­ცხა­და გორ­ჯეს­ტან­მა.

ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა საპ­რო­ტეს­ტო მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი არ არის. გორ­ჯეს­ტა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი წლე­ბის შემ­დეგ არამ­ხო­ლოდ ოჯა­ხის­თვის იქ­ნე­ბა სა­ა­მა­ყო, არა­მედ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის­თვის.

"რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, ის იქ­ნე­ბა ყვე­ლა ქარ­თვე­ლის პრე­ზი­დენ­ტი, ეს იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმ­ბო­ლო ამ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის­თვის, ეს მოხ­და თე­ლავ­ში, სა­დაც არ მი­ი­ღო უმ­რავ­ლე­სო­ბამ. ეს იყო ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სიმ­ბო­ლო ამ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რაც წლე­ბი გავა, იქ­ნე­ბა კი­დევ უფრო ძლი­ე­რი პრე­ზი­დე­ნი და იქ­ნე­ბა არა­მარ­ტო ოჯა­ხის სი­ა­მა­ყე, არა­მარ­ტო მხარ­დამ­ჭე­რის სი­ა­მა­ყე, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სი­ა­მა­ყე", - გა­ნა­ცხა­და გორ­ჯეს­ტან­მა.

VIDEO: "დღეს და­გით­მეთ დედა" - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვა­ჟის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

თეიმურაზ გორჯესტანის კომენტარი ინაუგურაციის შემდეგ - "დღეს დაგითმეთ დედა..."

თეიმურაზ გორჯესტანის კომენტარი ინაუგურაციის შემდეგ - "დღეს დაგითმეთ დედა..."

როგორც სპორტის სასახლეში გამოსვლისას ვთქვი, დღეს დაგითმეთ დედა, დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი. ეს არის ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყე, - ამის შესახებ ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას ყველზე მნიშვნელოვანი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ის ყველას პრეზიდენტი იქნება, მათ შორის, იმ ადამიანებისაც, ვინც მას ხმა არ მისცა.

"ამ მომენტში, მართალი გითხრათ, ჩემ ბებიაზე და ბაბუაზე ვფიქრობდი ყველაზე უფრო მეტს. ამ მომენტში მგონია, რომ ყველა ერთად ვფიქრობთ საქართველოს მომავალზე, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე და ალბათ, ჩვენი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის მთავარია, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

ყველზე მნიშვნელოვანი დღეს იყო, რომ ქალბატონი სალომე, ქალბატონი პრეზიდენტი იქნება ყველა ქართველის პრეზიდენტი, იმ ქართველების, ვინც მისცა ხმა და იმ ქართველების, ვინც არ მისცა ხმა. ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური, ევროპული ნაბიჯი, რომ საქართველო გამთლიანდეს და განვითარდეს, როგორც თანამედროვე, ევროპული, დამშვიდებული, თავისუფალი ქვეყანა", - განაცხადა გორჯესტანმა.

ის გამოეხმაურა საპროტესტო მონაწილეების განცხადებას, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი არ არის. გორჯესტანის განმარტებით, ზურაბიშვილი წლების შემდეგ არამხოლოდ ოჯახისთვის იქნება საამაყო, არამედ ქვეყნის ისტორიისთვის.

"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, ის იქნება ყველა ქართველის პრეზიდენტი, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო ამ ინაუგურაციისთვის, ეს მოხდა თელავში, სადაც არ მიიღო უმრავლესობამ. ეს იყო ძალიან ძლიერი სიმბოლო ამ ქვეყნის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რაც წლები გავა, იქნება კიდევ უფრო ძლიერი პრეზიდენი და იქნება არამარტო ოჯახის სიამაყე, არამარტო მხარდამჭერის სიამაყე, არამედ მთელი საქართველოსი და მთელი საქართველოს ისტორიის სიამაყე", - განაცხადა გორჯესტანმა.

VIDEO: "დღეს დაგითმეთ დედა" - სალომე ზურაბიშვილის ვაჟის პირველი კომენტარი ინაუგურაციის შემდეგ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ