ავტორი:

გიორგი გახარია - მინდა ბოდიში მოვუხადო პოლიციელებს და მადლობა ვუთხრა იმისთვის, რისი მოთმენაც დღეს მოუწიათ

გიორგი გახარია - მინდა ბოდიში მოვუხადო პოლიციელებს და მადლობა ვუთხრა იმისთვის, რისი მოთმენაც დღეს მოუწიათ

"იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი, მათ შორის ნიკანორ მელიასაც" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც დღეს სხვადასხვა წერტილში განხორციელდა, სამართლებრივად იქნება გააანალიზებული.

როგორს შს მინისტრმა განაცხადა, დღეს სამართალდამცველებმა პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოითმინეს.

"პირველ რიგში ბოდიში მინდა მოვუხადო თითოეულ პოლიციელს და დიდი მადლობა ვუთხრა მათ იმისთვის, რისი მოთმენაც მათ დღეს მოუწიათ. მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის - დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებილი. იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. კიდევ ერთხელ მინდა მათ ავუხსნა და ვუთხრა, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ნიკანორ მელიას ერთხელ დავპირდი, რომ როდესაც მსგავს საქციელს ექნებოდა ადგილი, როგორიც ჰქონდა წინა შემთხვევაში, შედეგი დადგებოდა იგივე. თუ ნიკანორ მელიას საქციელში სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა გამოიკვეთება, შედეგი იქნება იგივე" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს