პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამახსენდა 2003 წლის კადრები... ახლა ყველანი რუსთაველზე!" - მიხეილ სააკაშვილი გურჯაანის დაპირისპირებასა და ინაუგურაციაზე
"გამახსენდა 2003 წლის კადრები... ახლა ყველანი რუსთაველზე!" - მიხეილ სააკაშვილი გურჯაანის დაპირისპირებასა და ინაუგურაციაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხე­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­და, დღეს, სა­ღა­მოს, თბი­ლის­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შე­იკ­რი­ბონ.

„დღეს სა­ღა­მოს მგო­ნი კარ­გად უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს. რო­გორ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­მა გა­მო­ა­ცხა­დეს, ამას კარ­გად უნდა გა­ე­ცეს პა­სუ­ხი. მა­ინც, სა­ბო­ლოო პა­სუ­ხის გა­ცე­მა თბი­ლის­ში ხდე­ბა, თუმ­ცა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო უნდა დად­გეს ფეხ­ზე.

ეს არ არის სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცია, ეს არ არის ის, რაც შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხის წარ­მო­მად­გენ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს, ამი­ტომ ჩემი აზ­რით, ახლა, რო­გორც არას­დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მთე­ლი ძა­ლე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია. ისი­ნი დღეს ძა­ლი­ან სუს­ტე­ბი არი­ან, მათ მო­ი­პა­რეს არ­ჩევ­ნე­ბი, აქ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა მე­ო­რეს კი არ უპი­რის­პირ­დე­ბა, „რუს­თა­ვი 2“-ზე“გა­სულ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი­დან ამო­ღე­ბულ­მა კად­რებ­მა ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მხო­ლოდ კარ­ტო­ფი­ლით კი არ იქნა ნა­ყი­დი, ძა­ლა­დო­ბით კი არ იქნა წა­ღე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რი ციფ­რე­ბი იქნა და­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ მო­პარ­ვის, ქურ­დო­ბის, ჩაყ­რის, გა­ყალ­ბე­ბის, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მოს­ყიდ­ვის შე­დე­გად. არ­ჩევ­ნე­ბი არის არა­ლე­გი­ტი­მუ­რი და ასე­თი არ­ჩევ­ნე­ბი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში არ უნდა ტარ­დე­ბო­დეს.

VIDEO: სა­ა­კაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ

სა­ქარ­თვე­ლო არ არის მუ­გა­ბესდრო­ინ­დე­ლი ზიმ­ბაბ­ვე. სა­ქარ­თვე­ლო არ არის ის, რისი გა­დაქ­ცე­ვად ივა­ნიშ­ვილს უნდა. ჩვენ არ ვართ 70-იანი წლე­ბის უგან­და, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის შუ­ა­პე­რი­ო­დის ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კა, ჩვენ არ ვართ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, არ ვართ თურ­ქმე­ნე­თი, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ამ ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ჩა­მო­ვი­და“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ტაქ­სი­სა და სა­მარშტუ­რო ტაქ­სე­ბის მძღო­ლებს მო­უ­წო­და, ყვე­ლა, ვინც თბი­ლის­ში თა­ვი­სი ხმე­ბის და­სა­ცა­ვად წავა, მგზავ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უფა­სოდ მის­ცენ.

„ახლა მთა­ვა­რია, მშვი­დო­ბი­ა­ნი კონ­სო­ლი­და­ცია და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, ვი­საც შე­უძ­ლია ჩა­მოს­ვლა თბი­ლის­ში, უნდა ჩა­მო­ვი­დეს, მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­სო­ლი­და­ცია თბი­ლის­ში, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა თბი­ლი­სელს, ყვე­ლა ქუ­თა­ი­სელს, ყვე­ლა ბა­თუ­მელს, ყვე­ლა ლან­ჩხუ­თელს, ყვე­ლა თე­ლა­ველს, ყვე­ლა რე­გი­ო­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს, ყვე­ლას მოგ­პა­რეს არ­ჩევ­ნე­ბი, ყვე­ლას უბ­რა­ლოდ წა­გარ­თვეს თქვე­ნი ქვეყ­ნის გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა, ამი­ტომ ვინც ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა. მე მინ­და, ვთხო­ვო ტაქ­სის მძღო­ლებს, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მძღო­ლებს, ვინც თბი­ლის­ში თა­ვი­სი ხმე­ბის და­სა­ცა­ვად წა­მო­ვა, ის ხალ­ხი წა­მო­ვიყ­ვა­ნოთ იქი­დან უფა­სოდ, შე­ი­ტა­ნეთ თქვე­ნი წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე­ში“,- გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­კაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"გამახსენდა 2003 წლის კადრები... ახლა ყველანი რუსთაველზე!" - მიხეილ სააკაშვილი გურჯაანის დაპირისპირებასა და ინაუგურაციაზე

"გამახსენდა 2003 წლის კადრები... ახლა ყველანი რუსთაველზე!" - მიხეილ სააკაშვილი გურჯაანის დაპირისპირებასა და ინაუგურაციაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.

სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, დღეს, საღამოს, თბილისში რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.

„დღეს საღამოს მგონი კარგად უნდა გამოიხატოს. როგორ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა გამოაცხადეს, ამას კარგად უნდა გაეცეს პასუხი. მაინც, საბოლოო პასუხის გაცემა თბილისში ხდება, თუმცა მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე.

ეს არ არის საქართველოს პოლიცია, ეს არ არის ის, რაც შეიძლება ხალხის წარმომადგენლად ჩაითვალოს, ამიტომ ჩემი აზრით, ახლა, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, მთელი ძალების კონსოლიდაცია. ისინი დღეს ძალიან სუსტები არიან, მათ მოიპარეს არჩევნები, აქ ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს კი არ უპირისპირდება, „რუსთავი 2“-ზე“გასულმა საარჩევნო კომისიებიდან ამოღებულმა კადრებმა ნათლად აჩვენა, რომ არჩევნები მხოლოდ კარტოფილით კი არ იქნა ნაყიდი, ძალადობით კი არ იქნა წაღებული, რეალური ციფრები იქნა დადებული მხოლოდ მოპარვის, ქურდობის, ჩაყრის, გაყალბების, კომისიის წევრების მოსყიდვის შედეგად. არჩევნები არის არალეგიტიმური და ასეთი არჩევნები 21-ე საუკუნეში ევროპულ ქვეყანაში არ უნდა ტარდებოდეს.

VIDEO: სააკაშვილის პირველი რეაქცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ

საქართველო არ არის მუგაბესდროინდელი ზიმბაბვე. საქართველო არ არის ის, რისი გადაქცევად ივანიშვილს უნდა. ჩვენ არ ვართ 70-იანი წლების უგანდა, გასული საუკუნის შუაპერიოდის ლათინური ამერიკა, ჩვენ არ ვართ საბჭოთა კავშირში, არ ვართ თურქმენეთი, რომლის წარმომადგენელიც ამ ინაუგურაციაზე ჩამოვიდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ტაქსისა და სამარშტურო ტაქსების მძღოლებს მოუწოდა, ყველა, ვინც თბილისში თავისი ხმების დასაცავად წავა, მგზავრობის საშუალება უფასოდ მისცენ.

„ახლა მთავარია, მშვიდობიანი კონსოლიდაცია და საქართველოს ყველა რეგიონში, ვისაც შეუძლია ჩამოსვლა თბილისში, უნდა ჩამოვიდეს, მაქსიმალური კონსოლიდაცია თბილისში, იმიტომ, რომ ყველა თბილისელს, ყველა ქუთაისელს, ყველა ბათუმელს, ყველა ლანჩხუთელს, ყველა თელაველს, ყველა რეგიონის წარმომადგენელს, ყველას მოგპარეს არჩევნები, ყველას უბრალოდ წაგართვეს თქვენი ქვეყნის განკარგვის უფლება, ამიტომ ვინც ადგილზე იქნება, იქნება. მე მინდა, ვთხოვო ტაქსის მძღოლებს, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, ვინც თბილისში თავისი ხმების დასაცავად წამოვა, ის ხალხი წამოვიყვანოთ იქიდან უფასოდ, შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოს გადარჩენის საქმეში“,- განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები