საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილის პირველი სიტყვა პრეზიდენტის რანგში - "მე ჩამოვედი, დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მჯეროდა და მჯერა"
სალომე ზურაბიშვილის პირველი სიტყვა პრეზიდენტის რანგში - "მე ჩამოვედი, დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მჯეროდა და მჯერა"

თე­ლავ­ში, “ბა­ტო­ნის სა­სახ­ლე­ში“ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის ფიცი დადო. ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბის­თა­ნა­ვე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის წინ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დადო ფიცი: - მე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე ვა­ცხა­დებ, რომ და­ვი­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ერ­თი­ა­ნო­ბა­სა და გა­ნუ­ყოფ­ლო­ბას, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აღ­ვას­რუ­ლებ პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას, ვიზ­რუ­ნებ ჩემი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის, ჩემი ხალ­ხი­სა და მა­მუ­ლის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბი­სათ­ვის.

ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ, ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­ვე­ლი სი­ტყვით მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტის რან­გში:

"მო­გე­სალ­მე­ბით, ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, ბა­ტო­ნო პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რევ, მო­გე­სალ­მე­ბით, უწ­მინ­დე­სო და უნე­ტა­რე­სო, ჩვე­ნი ერის სუ­ლი­ე­რო წი­ნამ­ძღო­ლო, მი­ვე­სალ­მე­ბი პა­ტივ­ცე­მულ სტუმ­რებს, მი­ვე­სალ­მე­ბი მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს! მო­გე­სალ­მე­ბით, სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბო, მე­ტად­რე თქვენ, ვინც სა­გან­გე­ბოდ ამ დღის­თვის ჩა­მობ­რძან­დით და ახლა ჩვენ­თან ერ­თად ხართ.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ით მო­გე­სალ­მე­ბით თქვენ, პირ­ვე­ლი ემიგ­რა­ცი­ის შთა­მო­მავ­ლე­ბო! ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ სწო­რედ ახლა, რო­დე­საც ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის ასი წლის­თავს ვზე­ი­მობთ, მე, ემიგ­რა­ცი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, გავ­ხდი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. ამით შე­იკ­რა ერ­თგვა­რი წრე: რუ­სე­თის მე­თერ­თმე­ტე არ­მი­ის შე­მო­სე­ვი­სა და საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად წა­სუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის შთა­მო­მა­ვა­ლი, დღეს, კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დამ­ცვე­ლად და უმაღ­ლეს მთა­ვარ­სარ­დლად ვბრუნ­დე­ბი. დღეს, რო­გორც მრა­ვალ­ჯერ თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო ისევ გზაჯ­ვა­რე­დინ­ზეა, - კი­დევ ერთხელ ვდგა­ვართ დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე.

აქ, თე­ლავ­ში, კარ­გად ჩანს ჩვე­ნი გან­ვლი­ლი გზა - ბრძო­ლე­ბით, გა­მოწ­ვე­ვე­ბი­თა თუ წარ­მა­ტე­ბე­ბით. ეს ად­გი­ლი ქარ­თვე­ლი ერის­თვის, ერ­თგვა­რად, ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თია: მეფე ერეკ­ლე იბ­რძო­და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის. მან შექ­მნა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ჯარი და გა­ი­მარ­ჯვა არა­ერთ ბრძო­ლა­ში. იგი სა­ფუძ­ველს უყ­რი­და ევ­რო­პუ­ლი ყა­ი­დის სა­ხელ­მწი­ფოს. აქ, თე­ლავ­ში, და­იმ­სხვრა მეფე ერეკ­ლეს გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბო­და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნას, ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას, ქვეყ­ნის ევ­რო­პულ გზა­ზე და­ყე­ნე­ბას. აქ შე­ჩერ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა, - სა­ქარ­თვე­ლოს ჩა­უ­კე­ტეს გზა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ერ­თი­ა­ნი, ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­კენ. ეს ბევ­რმა მი­ზეზ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, მათ შო­რის, მტრის გან­ზრახ­ვამ.

თუმ­ცა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნით და­ვუბ­რუნ­დით ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბას, დღეს ჩვენს წინ ისევ გა­დამ­წყვე­ტი ეტა­პია. თე­ლა­ვი­დან კარ­გად ჩანს გა­სავ­ლე­ლი გზა. ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­შვი­დე­ბა, გაძ­ლი­ე­რე­ბა და ევ­რო­პა­ში ჩვე­ნი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა - ეს არის ჩემი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი. ჩვენ წლე­ბი დავ­კარ­გეთ პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. მე, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად მივ­ცემ მა­გა­ლითს ჩემს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს და და­ვარ­წმუ­ნებ მათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გამ­თლი­ა­ნე­ბის­თვის ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბა არის არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

მე გა­დავ­წყვი­ტე, დღეს აქ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, აქ და­მე­დო ფიცი და აქე­დან მი­მე­მარ­თა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, სწო­რედ იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც და­მაკ­ლდა მხარ­და­ჭე­რა. მად­ლი­ე­რი ვარ მათი, ვინც ხმა მომ­ცა არ­ჩევ­ნებ­ში. მად­ლი­ე­რი ვარ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, რო­მელ­მაც, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს, მხა­რი და­მი­ჭი­რა და ამით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. პა­ტივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომ­ცა. ისიც ვიცი, რომ სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ას აქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, თუნ­დაც, ჩემი პრე­ზი­დენ­ტად აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, დღე­ი­დან, კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით ვი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ვიყო ყვე­ლას პრე­ზი­დენ­ტი, ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პრე­ზი­დენ­ტი. ეს დე­მოკ­რა­ტი­ის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია. ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე დგას თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფო.

მე და­ვი­ცავ მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს, ვიქ­ნე­ბი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გა­რან­ტი; ვიზ­რუ­ნებ იმი­სათ­ვის, რომ გა­ვაძ­ლი­ე­როთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ავა­მაღ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თან­ხმო­ბის მიღ­წე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ზი­ტი­უ­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ა­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს. დღეს, რო­დე­საც გავ­ხდი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი, ვა­მა­ყობ იმით, რომ ჩვენ შევ­ძე­ლით პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის გა­და­ბა­რე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ფორ­მით. ამით კი­დევ ერთი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს აღმშე­ნებ­ლო­ბის გზა­ზე ყვე­ლა პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი­სი აგუ­რი დადო: ერთი სა­უ­კუ­ნის წინ, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რებ­მა იმ დრო­ის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე და პროგ­რე­სუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცია მი­ი­ღეს; უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ, როცა და­ნიშ­ნა რე­ფე­რენ­დუ­მი და მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქტი; ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ პირ­ველ­მა გაჭ­რა გზა ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის­კენ; მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­ფორ­მას; გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­და­იდ­გა ნა­ბი­ჯე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ, გამ­ყარ­და სტა­ბი­ლუ­რო­ბა.

ჩემი მი­ზა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა, მისი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი გახ­დეს შე­უქ­ცე­ვა­დი და ვე­რა­ფერ­მა ვერ შე­ა­ფერ­ხოს ჩვე­ნი მთა­ვა­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვა. სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის გზა გა­დის გაძ­ლი­ე­რე­ბულ და გა­ცო­ცხლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ზე. ვფიქ­რობ, ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ დღეს პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია ტარ­დე­ბა არა ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში, არა­მედ ერთ-ერთ რე­გი­ონ­ში, კა­ხეთ­ში, და ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნია. თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სა­ხელ­მწი­ფო გუ­ლის­ხმობს რე­გი­ო­ნე­ბი­სა და დე­და­ქა­ლა­ქის თა­ნა­ბარ გან­ვი­თა­რე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს საყ­რდე­ნი ის­ტო­რი­უ­ლად ყო­ველ­თვის იყო მისი მხა­რე­ე­ბი და მათი სიძ­ლი­ე­რე. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, ეს ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი მა­გა­ლი­თი შე­ვა­ჯე­როთ.

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში არის ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი, ამი­ტომ ჩვენ მათ უნდა მივ­ცეთ მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი წინსვლის­თვის და გა­ვუხ­სნათ ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. ჩემი, და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის ოც­ნე­ბაა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ემიგ­რან­ტი და­უბ­რუნ­დეს თა­ვის სო­ფელს, მი­ტო­ვე­ბულ სახლ-კარს.ეს არის საქ­მე, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა, მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ ხალ­ხთან. ისე­ვე, რო­გორც დღეს ვარ აქ, თე­ლა­ვე­ლებ­თან, მე ჩა­ვალ ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, ვიქ­ნე­ბი ჩემს ხალ­ხთან! ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თი­ა­ნია ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის სა­კი­თხის გარ­შე­მო. ჩემი არ­ჩე­ვი­თაც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა კი­დევ ერთხელ ხმა მის­ცა ევ­რო­პულ გზას. ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ, უვი­ზო მი­მოს­ვლამ ძა­ლი­ან დიდი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გაგ­ვიხ­სნა.

და­სავ­ლე­ლი მე­გობ­რე­ბის­გან, პარტნი­ო­რე­ბის­გან მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა გვაქვს. ეს პრო­ცე­სი კი­დევ უფრო უნდა დაჩ­ქარ­დეს. ახალ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ასა­ხუ­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება - სა­ქარ­თვე­ლოს შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი სვლა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს­კენ. მე ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ხელს შე­ვუ­წყობ ამ პრო­ცესს. ამი­სათ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნებ მთელ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და კონ­ტაქ­ტებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში. ჩვენ თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ მიზ­ნის­კენ სვლას, ღირ­სე­უ­ლად გა­ვუმკლავ­დე­ბით შიდა თუ გარე გა­მოწ­ვე­ვებს, ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­ფორ­მებს, კი­დევ უფრო გა­ვაძ­ლი­ე­რებთ დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებს. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა. ჩვენ ევ­რო­პა­ში უთუ­ოდ შე­ვალთ, და უნდა შე­ვი­დეთ ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, იდენ­ტო­ბით, კულ­ტუ­რით.

ქარ­თვე­ლებს შეგ­ვიძ­ლია, მსოფ­ლი­ოს გა­მო­ვად­გეთ უძ­ვე­ლე­სი, მდი­და­რი, თვითმყო­ფა­დი კულ­ტუ­რით, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე დგას. ქარ­თულ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას თა­მა­მად შე­უძ­ლია, და­იმ­კვიდ­როს თა­ვი­სი ად­გი­ლი მსოფ­ლი­ო­ში. ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა, ის­ტო­რი­უ­ლად, ტო­ლე­რან­ტო­ბა­ში ვლინ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა წარ­მო­შო­ბის, მრწამ­სის ადა­მი­ა­ნებ­თან მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ტრა­დი­ცია სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ვყვე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო თუნ­დაც იმით არის ცნო­ბი­ლი, რომ აქ არ არ­სე­ბობს ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის არც ერთი მა­გა­ლი­თი. ტო­ლე­რან­ტო­ბა არის ის, რაც დღეს, გარ­კვე­ულ­წი­ლად, და­აკ­ლდა მსოფ­ლი­ოს. ჩვენ ეს ტრა­დი­ცია ისე უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ, რომ გავ­ხდეთ მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი. უნდა გავ­ზარ­დოთ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და იდენ­ტო­ბის ცნო­ბა­დო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე. კულ­ტუ­რა არის ის, რა­ზეც დგას სა­ხელ­მწი­ფო!

ამ მხრივ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სა­ძირ­კვე­ლი გვაქვს. მას სჭირ­დე­ბა დაც­ვა, ყო­ველ­დღი­უ­რი ზრუნ­ვა და გან­ვი­თა­რე­ბა. კულ­ტუ­რას მე ჩემს ერთ-ერთ უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტე­ტად ვა­ცხა­დებ.კულ­ტუ­რა გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე არ მო­ი­აზ­რე­ბა და მინ­და აქ ყვე­ლა პე­და­გოგს, მას­წავ­ლე­ბელს ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ვუ­ცხა­დო, რა­მე­თუ ისი­ნი ზრდი­ან ჩვენს შვი­ლებს, ანუ ქმნი­ან ჩვენს მო­მა­ვალს.მე ვარ პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.

ჩემი პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვით ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ტრა­დი­ცი­ას: უფრო შორს რომ არ წა­ვი­დეთ, 100 წლის წინ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნებ­ში ქა­ლე­ბი თა­ნას­წო­რი უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ, - არ­ჩე­ულ იქნა 5 ქალი პარ­ლა­მენ­ტა­რი. ეს ევ­რო­პა­ში მა­შინ იშ­ვი­ა­თო­ბა იყო! დღე­საც, ვდგამთ პროგ­რე­სულ ნა­ბიჯს. ეს არის ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ გა­მო­ნაკ­ლი­სია მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც მხო­ლოდ 11 ქა­ლია პრე­ზი­დენ­ტი. ამით ვამ­ტკი­ცებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბის როლი ძლი­ერ­დე­ბა და თა­ნას­წო­რო­ბა ჩვენ­თვის უცხო სი­ტყვა არ არის.

სა­ქარ­თვე­ლო დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ. არ­სე­ბობს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი, რო­მე­ლიც შე­მო­დის ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში და სა­ი­და­ნაც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს იტა­ცე­ბენ. ეს სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვენ ამას არ შე­ვე­გუ­ე­ბით!ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას სჭირ­დე­ბა მეტი ყუ­რა­დღე­ბა და გაზ­რდი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფრო მჭიდ­როდ უნდა ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ პარტნი­ო­რებ­თან და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას­თან.უსაფრ­თხო­ე­ბის უფრო მა­ღა­ლი დო­ნის მი­საღ­წე­ვად გვჭირ­დე­ბა მეტი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ნა­ტოს­თან. შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ასე­ვე ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. ამ კუ­თხი­თაც მეტი, ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა გვჭირ­დე­ბა.

მე აქ­ტი­უ­რად ვიქ­ნე­ბი ჩარ­თუ­ლი ამე­რი­კელ და ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მი­ვაღ­წი­ოთ და­სა­ხულ მი­ზანს. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვე­ნი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე, მზად­ყოფ­ნა­ზე, თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ზე, მტკი­ცე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე.მე ვუ­ცხა­დებ სრულ ნდო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს. გა­მოვ­ხა­ტავ პა­ტი­ვის­ცე­მას ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და ვე­ტე­რა­ნე­ბის მი­მართ. მინ­და იყოთ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მთლი­ა­ნად ვიქ­ნე­ბი ჩარ­თუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბა­ში. ჯა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ქვეყ­ნის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არის ჩემი მი­ზა­ნი.

რო­გორც მთა­ვარ­სარ­დალ­მა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გან­ვა­ცხა­დო, რომ ჯა­რის იდე­ო­ლო­გი­უ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­ყო­ფის მცდე­ლო­ბე­ბი, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში, არის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი. ეს აზა­რა­ლებს სა­ხელ­მწი­ფოს და აძ­ლი­ე­რებს მტერს. მე ჩა­ვალ ავ­ღა­ნეთ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჯა­რის­კა­ცებ­თან, რომ­ლე­ბიც ღირ­სე­უ­ლად და ზოგ­ჯერ სი­ცო­ცხლის ფა­სად იბ­რძვი­ან ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის გვერ­დით. ისი­ნი ებ­რძვი­ან გლო­ბა­ლურ საფრ­თხე­ებს, რო­მე­ლიც ემუქ­რე­ბა მშვი­დო­ბას მსოფ­ლი­ო­ში, რე­გი­ონ­ში და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა არის უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის წინსვლის­თვის. მშვი­დო­ბი­ა­ნი და სტა­ბი­ლუ­რი კავ­კა­სია სჭირ­დე­ბა არა მხო­ლოდ რე­გი­ონს, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ოს. სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­აძ­ლი­ე­როს თა­ვი­სი პო­ზი­ცია კავ­კა­სი­ა­ში. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ამ რე­გი­ონ­ში ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი რო­ლის დაბ­რუ­ნე­ბა და ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა!

რუ­სეთ­მა, რო­გორც კავ­კა­სი­ის მე­ზო­ბელ­მა, უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ თუ მას სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად ყოფ­ნა სურს და ამ რე­გი­ონ­ში ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნას აპი­რებს, უნდა და­ამ­ტკი­ცოს, რომ სი­ტყვი­ე­რა­დაც და ფაქ­ტობ­რი­ვა­დაც აღი­ა­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ყვე­ლა ნორ­მას. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია მის მე­ზობ­ლებ­თან თა­ნას­წო­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად.სა­ქარ­თვე­ლო მდე­ბა­რე­ობს რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შან­სებს იძ­ლე­ვა. ჩვენ უნდა გავ­ხდეთ ამ რე­გი­ონ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის კერა და ამით გავ­ზარ­დოთ ქვეყ­ნის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა.ამი­სათ­ვის გვჭირ­დე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ინი­ცი­ა­ტი­ვა და ინო­ვა­ცია. ეს არის ახალ­გაზ­რდე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბა ქვეყ­ნის წი­ნა­შე და წარ­მო­ად­გენს რე­ა­ლურ პერ­სპექ­ტი­ვას მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის. მთე­ლი ჩემი ძა­ლე­ბით მზად ვარ, გვერ­დით და­ვუდ­გე მათ, ერ­თად მო­ვი­ზი­დოთ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და ხელი შე­ვუ­წყოთ ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სო­ლი­და­რო­ბა, - პირ­ველ რიგ­ში, თა­ო­ბა­თა შო­რის სო­ლი­და­რო­ბა, რაც ის­ტო­რი­უ­ლად გვა­ხა­სი­ა­თებ­და. ეს არ უნდა და­ი­კარ­გოს. ასე­ვე, სო­ცი­ა­ლურ სო­ლი­და­რო­ბა­ზე დგას ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო. იქ, სა­დაც არის თა­ნაგ­რძნო­ბა, ერ­თმა­ნე­თის გა­ტა­ნა, მხარ­და­ჭე­რა, არის სტა­ბი­ლუ­რო­ბა და იხ­სნე­ბა ყვე­ლა გზა წინსვლის­კენ. სო­ლი­და­რო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ გვახ­სოვს და გვერ­დით ვუდ­გა­ვართ ყვე­ლას, ვი­საც თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა: სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს, მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს.

მე ვიქ­ნე­ბი ჩვე­ნი დევ­ნი­ლე­ბის გვერ­დით. მე კარ­გად ვიცი, რაზე დგას მათი ოჯა­ხე­ბი - ძა­ლი­ან დიდ მოთ­მი­ნე­ბა­ზე, სიმ­ტკი­ცე­ზე და იმედ­ზე! და ეს იმე­დი გვა­ერ­თი­ა­ნებს! მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო გამ­თლი­ან­დე­ბა. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, და ისი­ნი უნდა შე­მო­ვი­რი­გოთ. ჩვენ აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან გავ­ლი­ლი გზა გვა­ერ­თი­ა­ნებს, ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი ვართ, შე­რე­უ­ლი ოჯა­ხე­ბი გვყავს! უნდა მოვ­ნა­ხოთ ახალ თა­ო­ბას­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი და მათ გა­ვუკ­ვა­ლოთ გზა ევ­რო­პის­კენ. დღეს, რო­გორც არას­დროს, აფხა­ზურ ენა­სა და იდენ­ტო­ბას დაც­ვა სჭირ­დე­ბა! ჩვენს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა დამ­შვი­დე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.

ჩვენ გვაქვს ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, გვაქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი, მო­დის შე­სა­ნიშ­ნა­ვი, 1ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბა. მთა­ვა­რია, დავ­რწმუნ­დეთ სა­კუ­თარ თავ­ში, სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში და ავი­ღოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვენს მო­მა­ვალ­ზე. მე ჩა­მო­ვე­დი, მე დავ­ბრუნ­დი იმი­ტომ, რომ ჩემი ქვეყ­ნის მჯე­რო­და და მჯე­რა! ჩვენ უნდა გვჯე­რო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის! და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ძლი­ე­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი, ღირ­სე­უ­ლი ქვე­ყა­ნა - ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი!ღმერ­თი ფა­რავ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს!

ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის პირველი სიტყვა პრეზიდენტის რანგში - "მე ჩამოვედი, დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მჯეროდა და მჯერა"

სალომე ზურაბიშვილის პირველი სიტყვა პრეზიდენტის რანგში - "მე ჩამოვედი, დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მჯეროდა და მჯერა"

თელავში, “ბატონის სასახლეში“ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს.

კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების წინ სალომე ზურაბიშვილმა დადო ფიცი: - მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.

ფიცის დადების შემდეგ, ზურაბიშვილმა საზოგადოებას პირველი სიტყვით მიმართა პრეზიდენტის რანგში:

"მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მოგესალმებით, უწმინდესო და უნეტარესო, ჩვენი ერის სულიერო წინამძღოლო, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს, მივესალმები მთელ საქართველოს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს! მოგესალმებით, საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულეებო, მეტადრე თქვენ, ვინც საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამობრძანდით და ახლა ჩვენთან ერთად ხართ.

განსაკუთრებული ემოციით მოგესალმებით თქვენ, პირველი ემიგრაციის შთამომავლებო! ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ამით შეიკრა ერთგვარი წრე: რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები. დღეს, როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა, - კიდევ ერთხელ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე.

აქ, თელავში, კარგად ჩანს ჩვენი განვლილი გზა - ბრძოლებით, გამოწვევებითა თუ წარმატებებით. ეს ადგილი ქართველი ერისთვის, ერთგვარად, ისტორიული მეხსიერების ბარათია: მეფე ერეკლე იბრძოდა ქვეყნის განვითარებისა და ერთიანობისთვის. მან შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი და გაიმარჯვა არაერთ ბრძოლაში. იგი საფუძველს უყრიდა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს. აქ, თელავში, დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას. აქ შეჩერდა ჩვენი ქვეყნის განვითარება, - საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის, მტრის განზრახვამ.

თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, დღეს ჩვენს წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია. თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა. ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება - ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი. ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი.

მე გადავწყვიტე, დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა. მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებში. მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა. პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა. ისიც ვიცი, რომ სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია, თუნდაც, ჩემი პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია. ამ პასუხისმგებლობასა და ცნობიერებაზე დგას თანამედროვე სახელმწიფო.

მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი; ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა. საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია თითოეულ მოქალაქეს, თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო სექტორს. დღეს, როდესაც გავხდი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევძელით პრეზიდენტის თანამდებობის გადაბარება მშვიდობიანი და ცივილიზებული ფორმით. ამით კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა.

უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო: ერთი საუკუნის წინ, პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს; უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი; ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ; მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას; გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისკენ, გამყარდა სტაბილურობა.

ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა. სახელმწიფოს განვითარების გზა გადის გაძლიერებულ და გაცოცხლებულ რეგიონებზე. ვფიქრობ, ნიშანდობლივია, რომ დღეს პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება არა ქვეყნის დედაქალაქში, არამედ ერთ-ერთ რეგიონში, კახეთში, და ეს ჩემი არჩევანია. თანამედროვე, ევროპული ტიპის სახელმწიფო გულისხმობს რეგიონებისა და დედაქალაქის თანაბარ განვითარებას. საქართველოს საყრდენი ისტორიულად ყოველთვის იყო მისი მხარეები და მათი სიძლიერე. ჩვენ შეგვიძლია, ეს ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე ევროპული მაგალითი შევაჯეროთ.

საქართველოს რეგიონებში არის ძალიან დიდი პოტენციალი, ამიტომ ჩვენ მათ უნდა მივცეთ მაქსიმალური შესაძლებლობები წინსვლისთვის და გავუხსნათ ახალი პერსპექტივები. ჩემი, და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის სოფელს, მიტოვებულ სახლ-კარს.ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, მუდმივი ურთიერთობა რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან. ისევე, როგორც დღეს ვარ აქ, თელაველებთან, მე ჩავალ ყველა რეგიონში, ვიქნები ჩემს ხალხთან! ქართული საზოგადოება ერთიანია ევროპული მომავლის საკითხის გარშემო. ჩემი არჩევითაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ხმა მისცა ევროპულ გზას. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ, უვიზო მიმოსვლამ ძალიან დიდი პერსპექტივები გაგვიხსნა.

დასავლელი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს. ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს. ახალ კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ხალხის ნება - საქართველოს შეუფერხებელი სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ. მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი მეგობრების დახმარებით ხელს შევუწყობ ამ პროცესს. ამისათვის გამოვიყენებ მთელ ჩემს გამოცდილებასა და კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირში. ჩვენ თანამიმდევრულად გავაგრძელებთ მიზნისკენ სვლას, ღირსეულად გავუმკლავდებით შიდა თუ გარე გამოწვევებს, ბოლომდე მივიყვანთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. დემოკრატიული ცნობიერების ამაღლება ჩვენი ამოცანაა. ჩვენ ევროპაში უთუოდ შევალთ, და უნდა შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით, იდენტობით, კულტურით.

ქართველებს შეგვიძლია, მსოფლიოს გამოვადგეთ უძველესი, მდიდარი, თვითმყოფადი კულტურით, რომელიც ქრისტიანობაზე დგას. ქართულ ცივილიზაციას თამამად შეუძლია, დაიმკვიდროს თავისი ადგილი მსოფლიოში. ჩვენი იდენტობა, ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება. სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არც ერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი. უნდა გავზარდოთ ქართული კულტურისა და იდენტობის ცნობადობა საერთაშორისო არენაზე. კულტურა არის ის, რაზეც დგას სახელმწიფო!

ამ მხრივ ძალიან ძლიერი საძირკველი გვაქვს. მას სჭირდება დაცვა, ყოველდღიური ზრუნვა და განვითარება. კულტურას მე ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ვაცხადებ.კულტურა განათლების გარეშე არ მოიაზრება და მინდა აქ ყველა პედაგოგს, მასწავლებელს ჩემი პატივისცემა გამოვუცხადო, რამეთუ ისინი ზრდიან ჩვენს შვილებს, ანუ ქმნიან ჩვენს მომავალს.მე ვარ პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში.

ჩემი პრეზიდენტად არჩევით ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას: უფრო შორს რომ არ წავიდეთ, 100 წლის წინ, დემოკრატიული საქართველოს არჩევნებში ქალები თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ, - არჩეულ იქნა 5 ქალი პარლამენტარი. ეს ევროპაში მაშინ იშვიათობა იყო! დღესაც, ვდგამთ პროგრესულ ნაბიჯს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ჯერ კიდევ გამონაკლისია მსოფლიოში, სადაც მხოლოდ 11 ქალია პრეზიდენტი. ამით ვამტკიცებთ, რომ საქართველოში ქალების როლი ძლიერდება და თანასწორობა ჩვენთვის უცხო სიტყვა არ არის.

საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით!ჩვენს მოსახლეობას სჭირდება მეტი ყურადღება და გაზრდილი უსაფრთხოება. ამ მიმართულებით უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მისაღწევად გვჭირდება მეტი თანამშრომლობა ნატოსთან. შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ კუთხითაც მეტი, ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება.

მე აქტიურად ვიქნები ჩართული ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ დასახულ მიზანს. საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების პროფესიონალიზმზე, მზადყოფნაზე, თანამედროვე აღჭურვილობაზე, მტკიცე სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე.მე ვუცხადებ სრულ ნდობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებული, რომ მთლიანად ვიქნები ჩართული შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი.

როგორც მთავარსარდალმა, აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ჯარის იდეოლოგიური და პოლიტიკური ნიშნით დაყოფის მცდელობები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, არის სრულიად მიუღებელი. ეს აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მე ჩავალ ავღანეთში ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი პარტნიორების გვერდით. ისინი ებრძვიან გლობალურ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება მშვიდობას მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში.მშვიდობა და სტაბილურობა არის უმთავრესი პირობა კაცობრიობის წინსვლისთვის. მშვიდობიანი და სტაბილური კავკასია სჭირდება არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს. საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია კავკასიაში. ჩვენ შეგვიძლია ამ რეგიონში ჩვენი ისტორიული როლის დაბრუნება და ამ პასუხისმგებლობის აღება!

რუსეთმა, როგორც კავკასიის მეზობელმა, უნდა გააცნობიეროს, რომ თუ მას საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრად ყოფნა სურს და ამ რეგიონში ნორმალური ურთიერთობების აღდგენას აპირებს, უნდა დაამტკიცოს, რომ სიტყვიერადაც და ფაქტობრივადაც აღიარებს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. ეს აუცილებელია მის მეზობლებთან თანასწორი და მშვიდობიანი კავშირების დასამყარებლად.საქართველო მდებარეობს რეგიონში, რომელიც მსოფლიოსთვის საინტერესო ეკონომიკური პროექტების განხორციელების შანსებს იძლევა. ჩვენ უნდა გავხდეთ ამ რეგიონში ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კერა და ამით გავზარდოთ ქვეყნის მიმზიდველობა.ამისათვის გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ინიციატივა და ინოვაცია. ეს არის ახალგაზრდების დანიშნულება და მოვალეობა ქვეყნის წინაშე და წარმოადგენს რეალურ პერსპექტივას მომავალი თაობისთვის. მთელი ჩემი ძალებით მზად ვარ, გვერდით დავუდგე მათ, ერთად მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხელი შევუწყოთ ახალი იდეების განხორციელებას.

ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა, - პირველ რიგში, თაობათა შორის სოლიდარობა, რაც ისტორიულად გვახასიათებდა. ეს არ უნდა დაიკარგოს. ასევე, სოციალურ სოლიდარობაზე დგას ძლიერი სახელმწიფო. იქ, სადაც არის თანაგრძნობა, ერთმანეთის გატანა, მხარდაჭერა, არის სტაბილურობა და იხსნება ყველა გზა წინსვლისკენ. სოლიდარობა ნიშნავს იმას, რომ გვახსოვს და გვერდით ვუდგავართ ყველას, ვისაც თანადგომა სჭირდება: სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს.

მე ვიქნები ჩვენი დევნილების გვერდით. მე კარგად ვიცი, რაზე დგას მათი ოჯახები - ძალიან დიდ მოთმინებაზე, სიმტკიცეზე და იმედზე! და ეს იმედი გვაერთიანებს! მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან, და ისინი უნდა შემოვირიგოთ. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გავლილი გზა გვაერთიანებს, ერთმანეთის ნათესავები ვართ, შერეული ოჯახები გვყავს! უნდა მოვნახოთ ახალ თაობასთან მისასვლელი გზები და მათ გავუკვალოთ გზა ევროპისკენ. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზურ ენასა და იდენტობას დაცვა სჭირდება! ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და განვითარება.

ჩვენ გვაქვს ძლიერი ადამიანური რესურსი, გვაქვს ეკონომიკური პოტენციალი, მოდის შესანიშნავი, 1ნიჭიერი თაობა. მთავარია, დავრწმუნდეთ საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მომავალზე. მე ჩამოვედი, მე დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მჯეროდა და მჯერა! ჩვენ უნდა გვჯეროდეს საქართველოს მომავლის! დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული, ღირსეული ქვეყანა - ეს არის საქართველოს მომავალი!ღმერთი ფარავდეს საქართველოს!

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები