ავტორი:

აქციაზე მოქალაქე ცუდად გახდა - ველისციხესთან შეხლა-შემოხლა ამ დრომდე გრძელდება

აქციაზე მოქალაქე ცუდად გახდა - ველისციხესთან შეხლა-შემოხლა ამ დრომდე გრძელდება

გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან დაპირისპირებისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლა ჩახერგილი მანქანების გამო ვერ ხერხდება.

ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია. გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერები სამართალდამცველების ჯგუფის გარღვევას ცდილობენ, რათა თელავის მიმართულებით გზა ფეხით გააგრძელონ.

შეგახსენებთ, მანამდე დაპირისპირება მოხდა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელსა და ნიკა მელიას შორის. "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელმა კუპატაძეს უნამუსო და კორუმპირებული უწოდა და მიმართა, რომ პოლიციას არ ჰქონდა მათთვის გადაადგილების შეზღუდვის უფლება.კუპატაძემ კი მელიას პროვოკატორი უწოდა.

VIDEO: "მოკვდა?" - საშინელი პანიკა ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ველისციხეში, სადაც მოქალაქე ცუდად გახდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი