პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურჯაანთან სიტუაცია დაიძაბა  - ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა
გურჯაანთან სიტუაცია დაიძაბა  - ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხეს­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ ნიკა მე­ლი­ა­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

ოპო­ზი­ცი­ის კო­ლო­ნა, რო­მე­ლიც თე­ლა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, ავ­ტო­ბუ­სე­ბით ჩა­კე­ტი­ლი გზის გამო შე­ფერ­ხდა. პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მათ თე­ლა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ უშ­ვე­ბენ. რო­გორც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის "ძალა ერ­თო­ბა­შია" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ისი­ნი თე­ლავ­ში ჩას­ვლას ნე­ბის­მი­ე­რი გზით მა­ინც მო­ა­ხერ­ხე­ბენ.

VIDEO: ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­და­ად­გი­ლე­ბა ყვარ­ლის გზით შე­უძ­ლი­ათ. შეხ­ლა-შე­მოხ­ლა ამ წუ­თებ­შიც გრძელ­დე­ბა.

"გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხი­ლი დაგ­ვი­კე­ტეს. წა­მო­ვე­დით გურ­ჯა­ა­ნის გავ­ლით, აქ დაგ­ვხდა ჩა­ხერ­გი­ლი გზა. ეს არის პირ­და­პი­რი პრო­ვო­კა­ცია, რა­ზეც მო­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, თე­ლა­ვამ­დე ჩა­სას­ვლე­ლად, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ.

„აქ და­გა­ყე­ნეს სპე­ცი­ა­ლუ­რად, რომ დრო დაგ­ვე­კარ­გა. იმ „ზონ­დერებს“, რომ­ლე­ბიც აგუ­რე­ბი­თა და ქვე­ბით დაგ­ხვდნენ, უნდა აკა­ვებ­დეთ. და­ა­კა­ვეთ „ზონ­დერე­ბი“.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღა­ცაა, მარ­თლაც სირ­ცხვი­ლია. რომ ჰკი­თხო, თით­ქოს აქ­ცი­ის­თვის გა­სა­მარ­თად ად­გი­ლი გა­მოგ­ვიყ­ვეს თე­ლავ­ში, თე­ლა­ვამ­დე ერ­თია სა­ა­თის გზაა ჯერ და სად გა­დაკ­ვი­კე­ტეს, აქ არის ინა­უ­გუ­რა­ცია? კარ­გით რა, ჩა­ლით ხომ არ არის და­ხუ­რუ­ლი ქვე­ყა­ნა, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, ავ­ტო­ბუ­სებს გა­დავ­წევთ ახლა“, - გა­ნა­ცხა­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

გურჯაანთან სიტუაცია დაიძაბა  - ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა

გურჯაანთან სიტუაცია დაიძაბა  - ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხესთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციის კოლონა, რომელიც თელავის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ავტობუსებით ჩაკეტილი გზის გამო შეფერხდა. პოლიციის წარმომადგენლები მათ თელავის მიმართულებით არ უშვებენ. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი თელავში ჩასვლას ნებისმიერი გზით მაინც მოახერხებენ.

VIDEO: ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის

სამართალდამცველების განცხადებით, აქციის მონაწილეებს გადაადგილება ყვარლის გზით შეუძლიათ. შეხლა-შემოხლა ამ წუთებშიც გრძელდება.

"გომბორის უღელტეხილი დაგვიკეტეს. წამოვედით გურჯაანის გავლით, აქ დაგვხდა ჩახერგილი გზა. ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რაზეც მოდის ხელისუფლება“,- აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ნიკა მელიას განცხადებით, თელავამდე ჩასასვლელად, ყველაფერს გააკეთებენ.

„აქ დაგაყენეს სპეციალურად, რომ დრო დაგვეკარგა. იმ „ზონდერებს“, რომლებიც აგურებითა და ქვებით დაგხვდნენ, უნდა აკავებდეთ. დააკავეთ „ზონდერები“.

წარმოუდგენელი რაღაცაა, მართლაც სირცხვილია. რომ ჰკითხო, თითქოს აქციისთვის გასამართად ადგილი გამოგვიყვეს თელავში, თელავამდე ერთია საათის გზაა ჯერ და სად გადაკვიკეტეს, აქ არის ინაუგურაცია? კარგით რა, ჩალით ხომ არ არის დახურული ქვეყანა, ყველაფერს გავაკეთებ, ავტობუსებს გადავწევთ ახლა“, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ