პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადრები თელავიდან ინაუგურაციის სამზადისის წინა დღეს - კახეთის გუბერნატორი ინაუგურაციაში მონაწილეებზე
კადრები თელავიდან ინაუგურაციის სამზადისის წინა დღეს - კახეთის გუბერნატორი ინაუგურაციაში მონაწილეებზე

თე­ლავ­ში ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის­თვის ძი­რი­თა­დი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მე­ო­რე დღეა ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი. ისი­ნი ბოლო დე­ტა­ლებს აზუს­ტე­ბენ და გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო­ე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა თე­ლა­ვის მერი შოთა ნა­რეკ­ლიშ­ვი­ლიც.

მისი თქმით, კე­თილ­მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ქა­ლა­ქი მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ღირ­სე­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბის­თვის მზად არის.

რო­გორც გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მხო­ლოდ თე­ლავ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ, მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს წი­ნან­დლის მა­მუ­ლის ნაც­ვლად თე­ლა­ვის თე­ატ­რში უმას­პინ­ძლებს. ღო­ნის­ძი­ე­ბა ერეკ­ლე მე­ფის სა­სახ­ლე­ში 16 დე­კემ­ბერს, 15 :00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და 40 წუთი გაგ­რძელ­დე­ბა.

დღეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა იმის­თვის, რომ უკვე და­იდ­გას ტრი­ბუ­ნა და გერ­ბი გან­თავ­სდეს, - ამის შე­სა­ხებ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის­თვის შექ­მნი­ლი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის წევ­რმა, მხატ­ვარ­მა თა­მარ ფო­ცხიშ­ვილ­მა თე­ლავ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სცე­ნის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი გეგ­მუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„დღეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა იმის­თვის, რომ უკვე და­იდ­გას ტრი­ბუ­ნა, ფონი და გან­თავ­სდეს გერ­ბი და რაც მთა­ვა­რია, დღეს გა­მო­ი­ფი­ნე­ბა დრო­შე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ფო­ცხიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს ბუ­ნებ­რი­ვი და ამი­ტომ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნია ჩა­ტარ­დე­ბა, ხე­ლოვ­ნურ სა­ფარს ერი­დე­ბი­ან.

არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბიც და­ეს­წრე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცით, ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის მიერ შედ­გე­ნი­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ყვე­ლა­ფე­რი მიმ­დი­ნა­რე­ობს გეგ­მის თა­ნახ­მად. დღეს ჩა­ტარ­დე­ბა სა­ბო­ლოო რე­პე­ტი­ცი­აა. ხვა­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი მზად იქ­ნე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იქ­ნე­ბი­ან მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი, რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა ჯარი, სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლი და სამ­ხედ­რო ორ­კესტრი. ასე­ვე ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­მა­ჩაბ­ლო­ში, აფხა­ზეთ­ში და სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან დაჭ­რი­ლე­ბი. ისი­ნი რო­გორც სამ­ხედ­რო პი­რე­ბი ისე და­ეს­წრე­ბი­ან ინა­უ­გუ­რა­ცი­ას, მათ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრი­ბუ­ნაც არის გამ­ზა­დე­ბუ­ლი. სხვა ყვე­ლა­ფე­რი მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ გეგ­მით, რა გეგ­მაც არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის მიერ", - გა­ნა­ცა­და კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა.

ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცია ერეკ­ლე მე­ფის სა­სახ­ლე­ში 16 დე­კემ­ბერს, 15 :00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და 40 წუთი გაგ­რძელ­დე­ბა.

00:00 / 00:00
ავტორი:

კადრები თელავიდან ინაუგურაციის სამზადისის წინა დღეს - კახეთის გუბერნატორი ინაუგურაციაში მონაწილეებზე

კადრები თელავიდან ინაუგურაციის სამზადისის წინა დღეს - კახეთის გუბერნატორი ინაუგურაციაში მონაწილეებზე

თელავში ინაუგურაციის ჩატარებისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მეორე დღეა ადგილზე იმყოფებიან საორგანიზაციო ჯგუფის წევრები. ისინი ბოლო დეტალებს აზუსტებენ და გენერალური რეპეტიციისთვის ემზადებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედროები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ადგილზე იმყოფება თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილიც.

მისი თქმით, კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია და ქალაქი მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ღირსეულად ჩატარებისთვის მზად არის.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ღონისძიებები მხოლოდ თელავში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს წინანდლის მამულის ნაცვლად თელავის თეატრში უმასპინძლებს. ღონისძიება ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება.

დღეს ყველაფერი დასრულდება იმისთვის, რომ უკვე დაიდგას ტრიბუნა და გერბი განთავსდეს, - ამის შესახებ ინაუგურაციისთვის შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა თელავში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სცენის მოწყობის სამუშაოები გეგმურად მიმდინარეობს.

„დღეს ყველაფერი დასრულდება იმისთვის, რომ უკვე დაიდგას ტრიბუნა, ფონი და განთავსდეს გერბი და რაც მთავარია, დღეს გამოიფინება დროშები“, - განაცხადა ფოცხიშვილმა.

მისივე თქმით, კონცეფციიდან გამომდინარე ყველაფერი უნდა იყოს ბუნებრივი და ამიტომ იმ ადგილებში, სადაც ფიცის დადების ცერემონია ჩატარდება, ხელოვნურ საფარს ერიდებიან.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროებიც დაესწრებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცით, ღონისძიებისთვის ყველაფერი სახელმწიფო კომისიის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის თანახმად. დღეს ჩატარდება საბოლოო რეპეტიციაა. ხვალისთვის ყველაფერი მზად იქნება. აღსანიშნავია, რომ იქნებიან მოწვეული სტუმრები, რა თქმა უნდა, იქნება ჯარი, საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი. ასევე ინაუგურაციაში მიიღებენ მონაწილეობას სამაჩაბლოში, აფხაზეთში და სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები, რომლებიც არიან დაჭრილები. ისინი როგორც სამხედრო პირები ისე დაესწრებიან ინაუგურაციას, მათთვის სპეციალური ტრიბუნაც არის გამზადებული. სხვა ყველაფერი მიმდინარეობს იმ გეგმით, რა გეგმაც არის დამტკიცებული სახელმწიფო კომისიის მიერ", - განაცადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები