პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე კვიტაშვილი დაქორწინდა - ვინ არის ექს-მინისტრისა და თსუ-ს ყოფილი რექტორის მეორე მეუღლე
ალექსანდრე კვიტაშვილი დაქორწინდა - ვინ არის ექს-მინისტრისა და თსუ-ს ყოფილი რექტორის მეორე მეუღლე

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი (2008-2010) და თსუ-ს ყო­ფი­ლი რექ­ტო­რი (2010-2013) ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლი და­ქორ­წინ­და. სან­დრო კვი­ტაშ­ვი­ლის მე­ო­რე მე­უღ­ლე უკ­რა­ი­ნე­ლი ანას­ტა­სია ოს­ტროვ­სკაა.

კვი­ტაშ­ვი­ლი ფო­ტო­ებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ მათ 6 თვის წინ იქორ­წი­ნეს. ფო­ტო­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში მი­ლოც­ვის ტექსტს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი წერს. სან­დრო და ანას­ტა­სია ამ­ჟა­მად ნიუ-იორკში ცხოვ­რო­ბენ.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნა­ში გა­იც­ნო, რო­დე­საც სან­დრო კვი­ტაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და (2014-2015). უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და ასე­ვე ანას­ტა­სია ოს­ტროვ­სკაც. ის ამ­ჟა­მად ორ­გა­ნი­ზა­ცია CMI-ს თა­ნამ­შრო­მე­ლია, რო­მე­ლიც კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს.

ანას­ტა­სია ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის­თვის მე­ო­რე მე­უღ­ლეა. მა­ნამ­დე სან­დრო კვი­ტაშ­ვი­ლი ნი­კოლ ჟორ­და­ნი­ა­ზე გახ­ლდათ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც ვაჟი, ნი­კო­ლო­ზი ჰყავს.

ნი­კო­ლი მენ­შე­ვი­კუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, ნოე ჟორ­და­ნი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი და რე­ჯებ ჟორ­და­ნი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ.

ნი­კოლ ჟორ­და­ნია და ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლი ქორ­წი­ნე­ბის დღეს; 1998 წ.

ამო­ნა­რი­დი სან­დრო კვი­ტაშ­ვი­ლის ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უ­დან, სა­დაც ის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს: "ჩემი და ნი­კო­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო თბი­ლის­ში. მე აქ იმა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, რო­მელ­შიც ნი­კო­ლი, ოღონდ ის ვა­შინგტონ­ში იყო. ჩემს მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს უფრო ად­რი­და­ნაც ვიც­ნობ­დი. ჩემი მე­გობ­რის დედა ას­წავ­ლი­და ქარ­თულს და მეც ხში­რად ვი­ყა­ვი იქ. ნი­კო­ლი ამე­რი­კა­ში გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში, როცა თა­ვი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბა გა­არ­კვია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე და ენის შეს­წავ­ლა­საც შე­უდ­გა. იმ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო ჩვე­ნი ის­ტო­რია და დავ­ქორ­წინ­დით კი­დეც... სა­ნამ ამე­რი­კა­ში წა­ვი­დო­დით, რამ­დე­ნი­მე წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ­დით. ასე რომ, მერე იმ გა­რე­მო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის ახ­ლო­ბე­ლი იყო, ნამ­დვი­ლად არ გაგ­ვჭირ­ვე­ბია. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ნი­კო­ლი ამე­რი­კა­ში გა­ი­ზარ­და, თვი­სე­ბე­ბით ნამ­დვი­ლი გუ­რუ­ლია. გუ­რუ­ლის გა­ევ­რო­პე­ლე­ბა ან გა­ა­მე­რი­კე­ლე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლია. ამას, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა დას­ჭირ­დე­ბა. სტა­ლინ­მა კი თქვა, გე­ნე­ტი­კა არ არ­სე­ბობ­სო, მაგ­რამ გე­ნე­ტი­კა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი რამ არის".

ნი­კოლ ჟორ­და­ნია და ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლი

რე­ჯებ ჟორ­და­ნია და ნი­კო­ლოზ კვი­ტაშ­ვი­ლი ლე­ვილ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ალექსანდრე კვიტაშვილი დაქორწინდა - ვინ არის ექს-მინისტრისა და თსუ-ს ყოფილი რექტორის მეორე მეუღლე

ალექსანდრე კვიტაშვილი დაქორწინდა - ვინ არის ექს-მინისტრისა და თსუ-ს ყოფილი რექტორის მეორე მეუღლე

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი (2008-2010) და თსუ-ს ყოფილი რექტორი (2010-2013) ალექსანდრე კვიტაშვილი დაქორწინდა. სანდრო კვიტაშვილის მეორე მეუღლე უკრაინელი ანასტასია ოსტროვსკაა.

კვიტაშვილი ფოტოებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს და წერს, რომ მათ 6 თვის წინ იქორწინეს. ფოტოების კომენტარებში მილოცვის ტექსტს არაერთი ცნობილი ქართველი წერს. სანდრო და ანასტასია ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობენ.

წყვილმა ერთმანეთი, სავარაუდოდ, უკრაინაში გაიცნო, როდესაც სანდრო კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა (2014-2015). უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა ასევე ანასტასია ოსტროვსკაც. ის ამჟამად ორგანიზაცია CMI-ს თანამშრომელია, რომელიც კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე მუშაობს.

ანასტასია ალექსანდრე კვიტაშვილისთვის მეორე მეუღლეა. მანამდე სანდრო კვიტაშვილი ნიკოლ ჟორდანიაზე გახლდათ დაქორწინებული, რომელთანაც ვაჟი, ნიკოლოზი ჰყავს.

ნიკოლი მენშევიკური საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და რეჯებ ჟორდანიას ქალიშვილი გახლდათ.

ნიკოლ ჟორდანია და ალექსანდრე კვიტაშვილი ქორწინების დღეს; 1998 წ.

ამონარიდი სანდრო კვიტაშვილის ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც ის ყოფილი მეუღლის შესახებ საუბრობს: "ჩემი და ნიკოლის ურთიერთობა დაიწყო თბილისში. მე აქ იმავე ორგანიზაციაში ვმუშაობდი, რომელშიც ნიკოლი, ოღონდ ის ვაშინგტონში იყო. ჩემს მომავალ მეუღლეს უფრო ადრიდანაც ვიცნობდი. ჩემი მეგობრის დედა ასწავლიდა ქართულს და მეც ხშირად ვიყავი იქ. ნიკოლი ამერიკაში გაიზარდა, მაგრამ თინეიჯერობის ასაკში, როცა თავისი წარმომავლობა გაარკვია, საქართველოში ჩამოდიოდა ხოლმე და ენის შესწავლასაც შეუდგა. იმ პერიოდში დაიწყო ჩვენი ისტორია და დავქორწინდით კიდეც... სანამ ამერიკაში წავიდოდით, რამდენიმე წელი საქართველოში ვცხოვრობდით. ასე რომ, მერე იმ გარემოში დაბრუნება, რომელიც ჩვენთვის ახლობელი იყო, ნამდვილად არ გაგვჭირვებია. იმის მიუხედავად, რომ ნიკოლი ამერიკაში გაიზარდა, თვისებებით ნამდვილი გურულია. გურულის გაევროპელება ან გაამერიკელება, გამორიცხულია. ამას, ალბათ, რამდენიმე თაობა დასჭირდება. სტალინმა კი თქვა, გენეტიკა არ არსებობსო, მაგრამ გენეტიკა ძალიან ძლიერი რამ არის".

ნიკოლ ჟორდანია და ალექსანდრე კვიტაშვილი

რეჯებ ჟორდანია და ნიკოლოზ კვიტაშვილი ლევილში

თელავში ავარიას 27 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ტრანსპორტი ჩერდება, მაღაზიები იკეტება (სურსათის გარდა), მუშაობას აჩერებს ლილოს ბაზრობა - ვრცელდება შეზღუდვების ვერსია, რომელსაც მთავრობა გეგმავს

დაჭრილი მონადირე, რომელიც მეხანძრე-მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ, გარდაიცვალა