მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომღაც მეგონა, რომ ვიღაც ისროდა..." - რას იხსენებს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ექსპრეზიდენტის ორი ინაუგურაციის შესახებ
"რატომღაც მეგონა, რომ ვიღაც ისროდა..." - რას იხსენებს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ექსპრეზიდენტის ორი ინაუგურაციის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლაშა შე­ვარ­დნა­ძე, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე 16 დე­კემ­ბრის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბა­ბუ­ის ინა­უ­გუ­რა­ცი­ებს იხ­სე­ნებს და ყვე­ბა იმ გან­ცდე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 1995 და 2000 წელს ჰქონ­და:

"ზეგ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. უც­ბად გა­მახ­სენ­და ჩემი გან­ცდე­ბი ბა­ბუ­ა­ჩე­მის 1995 წლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც გახ­სოვთ ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა მა­ნამ­დე, აგ­ვის­ტო­ში მოხ­და ტე­რაქ­ტი - სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურს თავს და­ესხნენ და აა­ფეთ­ქეს მისი მან­ქა­ნა. ამის გამო საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი იყო სი­ტუ­ა­ცია.

ცხა­დია, ოჯახ­ში იყო ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. მე სულ ათი წლის ვი­ყა­ვი და ემო­ცი­ას ვერ გა­მოვ­ხა­ტავ­დი, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მახ­სოვს ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დროს, ბა­ბუს სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას იქვე მდგა­რი თეთრპლაშ­ჩი­ა­ნი და შავ­სათ­ვა­ლი­ა­ნი ახალ­გაზ­რდა დაც­ვის ბიჭი (თეთ­რი პლაშ­ჩი მა­შინ მო­და­ში იყო) პე­რი­ო­დუ­ლად ფე­ხის თი­თებ­ზე იწე­ო­და და წინ მდგარ ბევრ ხალ­ხს ასე გა­და­ხე­დავ­და ხოლ­მე. მისი ყო­ვე­ლი ასე­თი გა­და­ხედ­ვა მძა­ბავ­და და გულს მიჩ­ქა­რებ­და. რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ ვი­ღაც ის­რო­და...

დაც­ვის ბიჭი აი­წე­ო­და - ამიჩ­ქარ­დე­ბო­და გული, და­ი­წე­ო­და - დავ­მშვიდ­დე­ბო­დი, კი­დევ აი­წე­ო­და - ამიჩ­ქარ­დე­ბო­და გული, და­ი­წე­ო­და - დავ­მშვიდ­დე­ბო­დი... ერთი სული მქონ­და დრო­უ­ლად დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო. 2000 წლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე დაც­ვის ბიჭს აღარ ეცვა თეთ­რი პლაშ­ჩი, აღარც ფე­ხის თი­თებ­ზე იწე­ო­და და ბუ­ნებ­რი­ვია, აღარც მე ვღე­ლავ­დი..." - წერს ლაშა შე­ვარ­დნა­ძე და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ორი ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ფო­ტოს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­ზეც პრე­ზი­დენ­ტი და მისი ოჯა­ხია ასა­ხუ­ლი.

ფო­ტო­ზე: 2000 წლის და 1995 წლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ე­ბი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"რატომღაც მეგონა, რომ ვიღაც ისროდა..." - რას იხსენებს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ექსპრეზიდენტის ორი ინაუგურაციის შესახებ

"რატომღაც მეგონა, რომ ვიღაც ისროდა..." - რას იხსენებს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ექსპრეზიდენტის ორი ინაუგურაციის შესახებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ლაშა შევარდნაძე, "ფეისბუქის" პირად გვერდზე 16 დეკემბრის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ბაბუის ინაუგურაციებს იხსენებს და ყვება იმ განცდების შესახებ, რომელიც 1995 და 2000 წელს ჰქონდა:

"ზეგ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. უცბად გამახსენდა ჩემი განცდები ბაბუაჩემის 1995 წლის ინაუგურაციასთან დაკავშირებით. როგორც გახსოვთ ოქტომბერში გაიმართა, თუმცა მანამდე, აგვისტოში მოხდა ტერაქტი - სახელმწიფოს მეთაურს თავს დაესხნენ და ააფეთქეს მისი მანქანა. ამის გამო საკმაოდ დაძაბული იყო სიტუაცია.

ცხადია, ოჯახში იყო ამ თემაზე საუბარი. მე სულ ათი წლის ვიყავი და ემოციას ვერ გამოვხატავდი, იმის მიუხედავად, რომ ვნერვიულობდი. მახსოვს ინაუგურაციის დროს, ბაბუს სიტყვით გამოსვლისას იქვე მდგარი თეთრპლაშჩიანი და შავსათვალიანი ახალგაზრდა დაცვის ბიჭი (თეთრი პლაშჩი მაშინ მოდაში იყო) პერიოდულად ფეხის თითებზე იწეოდა და წინ მდგარ ბევრ ხალხს ასე გადახედავდა ხოლმე. მისი ყოველი ასეთი გადახედვა მძაბავდა და გულს მიჩქარებდა. რატომღაც მეგონა, რომ ვიღაც ისროდა...

დაცვის ბიჭი აიწეოდა - ამიჩქარდებოდა გული, დაიწეოდა - დავმშვიდდებოდი, კიდევ აიწეოდა - ამიჩქარდებოდა გული, დაიწეოდა - დავმშვიდდებოდი... ერთი სული მქონდა დროულად დამთავრებულიყო. 2000 წლის ინაუგურაციაზე დაცვის ბიჭს აღარ ეცვა თეთრი პლაშჩი, აღარც ფეხის თითებზე იწეოდა და ბუნებრივია, აღარც მე ვღელავდი..." - წერს ლაშა შევარდნაძე და ედუარდ შევარდნაძის ორი ინაუგურაციის ფოტოს ავრცელებს, რომელზეც პრეზიდენტი და მისი ოჯახია ასახული.

ფოტოზე: 2000 წლის და 1995 წლის ინაუგურაციები

მცხეთაში ჩხუბის და შაქარაშვილის გაუჩინარების შემდეგ, წვეულება თემქაზე გაგრძელდა - რა ფოტოებს ავრცელებს ვახო სანაია ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან

"დაბადების დღე ოჯახურად აღვნიშნე, დღის მიწურულს საევაკუაციო სირენის ხმა მოგვესმა..." - ოთო კახიძე იუბილეზე მომხდარ ხანძარზე

"19 წლის შვილები ისე სცემა, დაალურჯა, წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო" - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი მოძალადე ბიძაშვილზე, რომელიც საკრებულოს წევრია