საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმიანება ფაქტს, რომ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ჩამოვა:
"მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლას სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან. განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ასე რომ, იმ უპრეცედენტოდ დაბალი დონის წარმომადგენლობის ფონზე, რაც "ინაუგურაციაზე" ჩამოდის, მისი გამოჩენა ზუსტად აჩვენებს, თუ ვინ უკვეთავს მუსიკას საქართველოში და ვის დაკრულზე ცდილობენ აცეკვონ ქართველი ერი" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქზე".
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ნიკოლა სარკოზი საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდა, მათ შორის აგვისტოს ომის პერიოდში, როცა მან მოსკოვიდან თბილისში ჩამოიტანა ქართული მხარისთვის რუსეთის პრეზიდენტთან, დმიტრი მედვედევთან შეთანხმებული 6-პუნქტიანი ხელშეკრულება.
აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში, სააკაშვილმა ეს ეპიზოდი ასე გაიხსენა: "უხერხულია, რომ ამაზე მიხდება ლაპარაკი, მაგრამ მინდა, შეგახსენოთ, როდესაც სარკოზიმ მითხრა, რომ თუ არ მოვაწერდი ხელს იმ პუნქტებს, რომელიც რუსეთმა შემოგვთავაზა, რომლითაც ჩვენი ტერიტორიების სტატუსი საერთაშორისო ხდებოდა ღია განხილვის საგანი, მე მეორე დღესვე მომკლავდნენ, მაშინ მე მას ვუთხარი - მე მირჩევნია, რომ მომკლან, ვიდრე ხელი მოვაწერო ქართული ტერიტორიების დაქუცმაცებას, ამაზე რომ მომეწერა ხელი, ახლა ივანიშვილი მე გადამაბრალებდა და დიდი ხანია, დათმობილი ექნებოდა საქართველოს ტერიტორიები" - იხსენებდა სააკაშვილი.
არც მიშა მევასება და არც ეს ოლიგარქი საქართველოს რო მოაჯდა მე მინდა ქართული საქმის მკეთებელი პატრიოტი ადამიანი. მიშას რაც შეეხება მინუსები ქონდა ბლომად მაგრამ კარგიც დაინახეტ ედუარდამ ისეთი ქვეყანა გადააბარა უნდა აგეღო და ერთიანად ჯართში ჩაგებარებინა.... 2012 წელს როგორი ქვეყანა გადააბარა ბიძოს? იგივე რაც ედუარდამ? ეხლა ვინც მოვა რას აბარებს ბიძო რამე რეალური წინსვლას ხედავთ? გარდა შენი და შენი ორი ახლობლის წელში გამართვის? შენით ნუ საზღვრავ ქვეყნის კეთილდღეობას გადახედე ხალხს რა დღეშია... კუჭის მონები ხართ აქ ზოგიერთები მსოფლიოს კუჭი მართავს ადრე ერთმა მითხრა ეს და სიცილი დავიწყე თუმცა ეხლა ვხვდები რომ მართალი ყოფილა ის კაცი.