საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა

„ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა“ და „ანაკ­ლია სი­თიმ“ ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის მშე­ნებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი წლის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი­დან“ აც­ნო­ბეს, ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის შე­მა­ჯა­მე­ბელ პრე­ზენ­ტა­ცი­ას სა­ჯა­რო და კერ­ძო უწყე­ბე­ბის, ბიზ­ნეს წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თუ სა­უ­კუ­ნის პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბი­თა და პროგ­რე­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­ეს­წრნენ, სა­დაც ანაკ­ლი­ის პორ­ტი­სა და ანაკ­ლია სი­თის მე­ნე­ჯმენ­ტმა ერთი წლის მან­ძილ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა და პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რა.

„ანაკ­ლი­ის პორ­ტი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ გაგ­ვაჩ­ნია რო­გორც ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ასე­ვე დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა, რაც კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის რო­გორც რე­გი­ო­ნა­ლურ, ასე­ვე გლო­ბა­ლურ მნიშ­ვნე­ლო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ.

„სა­ქარ­თვე­ლო არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა შავ ზღვა­ზე, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი და შავ ზღვა­ზე შე­მო­სუ­ლი სა­კონ­ტე­ი­ნე­რო გე­მე­ბის 75 % შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბის გამო ვერ შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი დე­რეფ­ნის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა შეძ­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს ის ეკო­ნო­მი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გამო გა­აჩ­ნია“, - გა­ნა­ცხა­და „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ახვლე­დი­ან­მა.

„ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა იქ­ნე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც ქარ­თველ და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ნა­თავ­სონ სა­კუ­თა­რი სა­წარ­მო­ე­ბი, სა­წყო­ბე­ბი და სხვა ტი­პის სამ­რეწ­ვე­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ზონა სრუ­ლი­ანდ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ზღვაო, საგ­ზაო და სარ­კი­ნიგ­ზო ინფრა­სატ­რუქ­ტუ­რას­თან, ასე­ვე ექ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის სტა­ტუ­სი და სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი. კომ­პა­ნი­ებს დახ­ვდე­ბათ წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა: გზე­ბი, ელექტრო­ნერ­გია, გაზი, წყა­ლი, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბი”, - აღ­ნიშ­ნა „ანაკ­ლია სი­თის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ქეთი ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, შეხ­ვედ­რა­ზე 2019 გეგ­მებ­ზეც ისა­უბ­რეს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იან­ვარ­ში სრულ­დე­ბა ტენ­დე­რი, რო­მელ­შიც წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და მალე ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა ანაკ­ლი­ის პორ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მას­შტა­ბუ­რი სა­ზღვაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2018 წლის 16 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო. ამ დროს­თვის დას­რულ­და მას­შტა­ბუ­რი სა­ზღვაო სა­მუ­შა­ო­ე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი და უდი­დეს­მა და­მაღ­რმა­ვე­ბელ­მა გემ­მა „ათე­ნამ“ ზღვის ფსკე­რი­დან ნა­პირ­ზე ამო­ტუმ­ბა და ხმე­ლეთ­ზე გა­ნა­თავ­სა 5 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი ქვი­შა. რეკ­ლა­მა­ცი­ას­თან ერ­თად დას­რულ­და წამ­ყვა­ნი ჰო­ლან­დი­უ­რი კო­მა­პა­ნია „ვან ოორ­დის“ მიერ ჩა­მო­ტა­ნი­ლი უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ის სად­რე­ნა­ჟო სის­ტე­მე­ბის მონ­ტა­ჟი და პორ­ტის ტე­რი­ტო­რია მომ­ზად­და სა­ზღვაო და სახ­მე­ლე­თო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დე­გი ეტა­პის­თვის. მთლი­ა­ნო­ბა­ში, პირ­ვე­ლი ფა­ზის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ­ლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 600 მლნ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს, პორ­ტის სა­მუ­შა­ო­ებ­ზე 1500 ზე მეტი ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

პორ­ტის პირ­ვე­ლი ფა­ზის გახ­სნა და გე­მე­ბის მი­ღე­ბა 2020 წლის ბო­ლო­დან იგეგ­მე­ბა.

ავტორი:

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს, ანაკლიის პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციას საჯარო და კერძო უწყებების, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები თუ საუკუნის პროექტის მშენებლობითა და პროგრესით დაინტერესებული პირები დაესწრნენ, სადაც ანაკლიის პორტისა და ანაკლია სითის მენეჯმენტმა ერთი წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა და პროექტის განვითარებისა და მშენებლობასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.

„ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაგვაჩნია როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე დიდი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და გავლენიანი პოლიტიკური წრეების საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ მნიშვნელობას“, - განაცხადა ანაკლიის პროექტის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ.

„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა შავ ზღვაზე, რომელსაც არ გააჩნია ღრმაწყლოვანი პორტი და შავ ზღვაზე შემოსული საკონტეინერო გემების 75 % შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ვერ შემოდის საქართველოში. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უზრუნველყოფს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ჩვენი ქვეყანა შეძლებს მაქსიმალურად გამოიყენოს ის ეკონომიკური ღირებულება, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო გააჩნია“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

„ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა იქნება ადგილი, სადაც ქართველ და საერთაშორისო კომპანიებს ექნებათ საშუალება განათავსონ საკუთარი საწარმოები, საწყობები და სხვა ტიპის სამრეწველო ინფრასტრუქტურა. ზონა სრულიანდ ინტეგრირებული იქნება საზღვაო, საგზაო და სარკინიგზო ინფრასატრუქტურასთან, ასევე ექნება სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსი და საგადასახადო შეღავათები. კომპანიებს დახვდებათ წინასწარ მომზადებული ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა: გზები, ელექტრონერგია, გაზი, წყალი, საკანალიზაციო სისტემები, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები”, - აღნიშნა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, შეხვედრაზე 2019 გეგმებზეც ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, იანვარში სრულდება ტენდერი, რომელშიც წამყვანი საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობენ და მალე ცნობილი იქნება ანაკლიის პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. ამ დროსთვის დასრულდა მასშტაბური საზღვაო სამუშაოების პირველი ეტაპი და უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ზღვის ფსკერიდან ნაპირზე ამოტუმბა და ხმელეთზე განათავსა 5 მილიონი კუბური ქვიშა. რეკლამაციასთან ერთად დასრულდა წამყვანი ჰოლანდიური კომაპანია „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი და პორტის ტერიტორია მომზადდა საზღვაო და სახმელეთო სამუშაოების შემდეგი ეტაპისთვის. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ზე მეტი ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.

პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი