პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი პრეზიდენტი და მინისტრები - საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს სტუმრების სიას, ვინც ინაუგურაციას დაესწრება
ერთი პრეზიდენტი და მინისტრები - საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს სტუმრების სიას, ვინც ინაუგურაციას დაესწრება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე დამ­სწრე უცხო­ელ პარტნი­ორ­თა სიას აქ­ვეყ­ნებს. გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ სტუმ­რებს შო­რის ერ­თა­დერ­თი პრე­ზი­დენ­ტი - არ­მენ სარ­ქი­სი­ა­ნი და­ეს­წრე­ბა. სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ხე­ლით კი ძი­რი­თა­დად მი­ნის­ტრე­ბი იქ­ნე­ბი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი.

გან­ცხა­დე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძემ გა­ა­კე­თა და მან სტუმ­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წრე­ბა:

სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტი, საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და სო­ცი­ა­ლურ საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სპი­კე­რი, სერ­ბე­თის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის სპი­კე­რი, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სე­ნა­ტის პრე­ზი­დენ­ტი, ლი­ე­ტუ­ვას სე­ი­მის სპი­კე­რი, პო­ლო­ნე­თის სე­ნა­ტის მარ­შა­ლი და პრე­ზი­დენ­ტის კან­ცე­ლა­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მოლ­დო­ვას ვიცე-პრე­მი­ე­რი, თურ­ქმე­ნე­თის ვაჭ­რო­ბი­სა და სა­გა­რეო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­ნის­ტრი;

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არა­ბე­თის სა­ე­მი­რო­ე­ბის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის და გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრი, ბე­ლა­რუ­სის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, ის­რა­ე­ლის ქნე­სე­თის ვიცე-სპი­კე­რი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, სუ­ა­მის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ყირ­გი­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ამე­რი­კი­დან სტუ­მა­რი გვე­ყო­ლე­ბა USAID-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ასე­ვე წმინ­და საყ­დრის სა­გან­გე­ბო ემი­სა­რი.

სა­ქარ­თვე­ლო მად­ლო­ბას უხ­დის ჩვენს მე­გობ­რებს და პარტნი­ო­რებს სტუმ­რო­ბის­თვის" - გა­ნა­ცხა­და თოთ­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ერთი პრეზიდენტი და მინისტრები - საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს სტუმრების სიას, ვინც ინაუგურაციას დაესწრება

ერთი პრეზიდენტი და მინისტრები - საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს სტუმრების სიას, ვინც ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელ პარტნიორთა სიას აქვეყნებს. განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ სტუმრებს შორის ერთადერთი პრეზიდენტი - არმენ სარქისიანი დაესწრება. სხვა ქვეყნების სახელით კი ძირითადად მინისტრები იქნებიან წარმოდგენილნი.

განცხადება სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გააკეთა და მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა.

"დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება:

სომხეთის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი;

გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამერიკიდან სტუმარი გვეყოლება USAID-ის წარმომადგენელი და ასევე წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი.

საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს სტუმრობისთვის" - განაცხადა თოთლაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები