პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიუმრიში რუსმა ჯარისკაცმა სომეხი ქალი ცემით მოკლა - სომხები რუსეთთან "პოლიტიკურ" განქორწინებას მოითხოვენ
გიუმრიში რუსმა ჯარისკაცმა სომეხი ქალი ცემით მოკლა - სომხები რუსეთთან "პოლიტიკურ" განქორწინებას მოითხოვენ

სომ­ხეთ­ში, გი­უმ­რის ბა­ზა­ზე რუს­მა ჯა­რის­კაც­მა ად­გი­ლობ­რი­ვი, 57 წლის ქალი მოკ­ლა. სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ჯუ­ლი­ე­ტა გა­ზა­რი­ა­ნი, რუს სამ­ხედ­როს ცე­მა­ში შე­მო­აკ­ვდა, რად­გან ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჭრი­ლო­ბე­ბით მი­იყ­ვა­ნეს.

kavkaz-uzel.eu-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა 3 დე­კემ­ბერს მოხ­და. სას­ტი­კად ნა­ცე­მი ქალი, რო­მე­ლიც დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობ­და, ქალა-ტვი­ნის ტრავ­მე­ბით, ასე­ვე თა­ვი­სა და მკერ­დის არე­ში მრავ­ლო­ბი­თი ღია და და­ხუ­რუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სომ­ხე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნა­ი­რა არუ­თი­ნი­ან­მა, სო­მეხ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გი­უმ­რის რუ­სულ სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე მო­სამ­სა­ხუ­რე ჯა­რის­კა­ცი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ცე­მა А1+-ს ცნო­ბით, ქალ­ზე თავ­დას­ხმა ღა­მის სა­ა­თებ­ში ქუ­ჩა­ში მოხ­და. eadaily.com-თან სა­უ­ბარ­ში, რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უარ­ყოფს, რომ დამ­ნა­შა­ვე რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე მო­სამ­სა­ხუ­რე ჯა­რის­კა­ცია. რუ­სე­თის სა­ელ­ჩო სომ­ხურ მე­დი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ის არას­წო­რად გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ რამ­დე­ნი­მე გა­მო­ცე­მა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ებ­რძვის გი­უმ­რის სამ­ხედ­რო ბა­ზას, რათა მის მი­მართ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ამ­წვა­ვოს.

"ჩვენს აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გი­უმრში მდე­ბა­რე რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის მი­მართ. ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რად აა­გო­რა ეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ტალ­ღა, გან­სა­კუთ­რე­ბით არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, რაც შემ­თხვე­ვი­თი არ არის, ისე­ვე, რო­გორც ასე­თი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­დი­ის მხრი­დან. გა­სა­გე­ბია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის უკან დგას ძალა, რო­მე­ლიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იბ­რძვის, და­ან­გრი­ოს სომ­ხეთ­სა და რუ­სეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ტრა­დი­უ­ლი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თერ­თო­ბა", - ნათ­ქვა­მია სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

11 დე­კემ­ბერს იგი­ვე გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში, სომ­ხე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სი არე­ვიკ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი აცხა­დებს, რომ "ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის სტა­ტუ­სით და­კა­ვე­ბუ­ლია რუსი სამ­ხედ­რო, რო­მე­ლიც გი­უმ­რის ბა­ზა­ზე მსა­ხუ­რობს. თუმ­ცა, ის და­კა­ვე­ბუ­ლია და არა, და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი.

მომ­ხდარ­მა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას 2015 წელს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია გა­ახ­სე­ნა, რო­დე­საც რუსი ჯა­რის­კა­ცი ერთ-ერთ ოჯახ­ში შე­ვარ­და და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით 7 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, ბავ­შვე­ბიც და­ხო­ცა.

"არა­და, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ისი­ნი იქ იმი­ტო­მაც არი­ან, რომ სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­იც­ვან სა­გა­რეო საფრ­თხე­ე­ბის­გან და თა­ვად გვიკ­ლა­ვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს. რას გვე­და­ვე­ბა მე­გო­ბა­რი რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი, რომ 4 ათას­ზე მეტი ჯა­რის­კა­ცი, რომ­ლე­ბიც თით­ქმის უკონ­ტრო­ლოდ არი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ფერს აშა­ვე­ბენ?! 2015 წლის ამ­ბა­ვი გა­ვიხ­სე­ნოთ, ავე­ტი­სი­ა­ნე­ბის ოჯა­ხი დი­დი­ან-პა­ტა­რი­ა­ნად ამოჟ­ლი­ტეს და მერე დამ­ნა­შა­ვე ვა­ლე­რი პერ­მი­ა­კო­ვი გა­სა­სა­მარ­თლებ­ლა­დაც არ დაგ­ვი­ტო­ვეს... თურ­მე სუ­ლით ავად­მყო­ფი ყო­ფი­ლა... "ძლე­ვა­მო­სილ რუ­სე­თის" არ­მი­ა­ში სამ­ხედ­რო პი­რის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას რომ არ სწავ­ლო­ბენ, ეს ჩვე­ნი ბრა­ლია?! კო­რუმ­პი­რე­ბულ­მა სარსგი­ან­მა უსი­ტყვოდ გა­ა­ტა­ნა "მე­გო­ბარ" ქვე­ყა­ნას დამ­ნა­შა­ვე.

იქ­ნებ საკ­მა­რი­სია ამ საფრ­თხის ქვეშ ცხოვ­რე­ბა, ყვე­ლამ ხომ ვი­ცით, რომ გი­უმ­რის ქუ­ჩებ­ში თით­ქმის ყო­ველ ღამე ხდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და რუს სამ­ხედ­რო­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვა­ჰან კა­რა­პე­ტი­ა­ნი და ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­კენ მო­უ­წო­დებს.

"მათ პუ­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვთ და ცდი­ლო­ბენ, ჩვენც არ ამოგ­ვიშ­ვან ჭა­ო­ბი­დან. იმე­დია, ფა­ში­ნი­ან­სა და მის გუნდს ეყო­ფა გო­ნი­ე­რე­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­დე­ბა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი "გან­ქორ­წი­ნე­ბა", ეს იქ­ნე­ბა ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტით თუ ევ­რო­პის­კენ სწრაფ­ვით. თით­ქმის ოც­და­ა­თი წელი დავ­კარ­გეთ პრაქ­ტი­კუ­ლად რუ­სულ სივ­რცე­ში ყოფ­ნით, ეს მთე­ლი ერთი თა­ო­ბაა. საკ­მა­რი­სია. მშვი­დო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა გვინ­და", - წერს მარ­გა­რეტ გა­რი­ნი­ა­ნი.

"2017 წლის აპ­რილ­ში ისევ გი­უმ­რის ბა­ზა­ზე, "დე­დოვ­ჩი­ნას" გამო, რუსი დმიტ­რი იალ­პა­ე­ვი მოკ­ლეს. და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ სტე­პა­ნა­ვა­ნის მკვიდ­რი არ­მან ჯან­ჯუ­გა­ზი­ა­ნი იყო, რო­მელ­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბის 22 წლით აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. გა­რე­მო­ე­ბე­ბი არა­ვის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია. "დე­დოვშჩი­ნა" რო­გორც რუ­სულ, ასე­ვე სომ­ხურ ჯარ­ში დღემ­დე მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია. სტრა­ტე­გი­უ­ლი მე­გო­ბა­რია რუ­სე­თიო და ქვე­ყა­ნა მას ება­რა", - წერს რო­ბერტ არ­და­კი­ა­ნი.

რუ­სე­თის 102-ე სამ­ხედ­რო ბაზა გი­უმ­რი­ში, დე­და­ქა­ლა­ქი­დან 126 კმ-ის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს და იქ და­ახ­ლო­ე­ბით 4 000-მდე სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რია და­საქ­მე­ბუ­ლი.

2015 წლის 12 იან­ვარს გი­უმ­რი­ში სამ­ხედ­რო ბა­ზის ჯა­რის­კაც­მა, ვა­ლე­რი პერ­მი­ა­კოვ­მა ერთი ოჯა­ხი­დან 7 წევ­რი და­ხო­ცა, მათ შო­რის 6 თვის ბავ­შვი. შემ­თხვე­ვას რუ­სე­თის მი­მართ პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­დნენ ახალ­გაზ­რდე­ბი. საქ­მეს მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა ერე­ვან­სა და გი­უმ­რი­ში. მო­სახ­ლე­ო­ბა ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და.

პერ­მი­ა­კო­ვი რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა სომ­ხეთ-თურ­ქე­თის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის მცდე­ლო­ბი­სას და­ა­კა­ვეს. მან და­ნა­შა­უ­ლი აღა­ი­ა­რა.

მა­შინ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი სტე­პან გრი­გო­რი­ა­ნი აცხა­დებ­და, რომ გი­უმ­რის ბა­ზა­ზე მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად და­ტო­ვებ­და უარ­ყო­ფით კვალს სომ­ხურ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

მოს­კოვ­სა და ერე­ვანს შო­რის 2010 წელს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, სამ­ხედ­რო ბაზა სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2044 წლამ­დე იქ­ნე­ბა.

ავტორი:

გიუმრიში რუსმა ჯარისკაცმა სომეხი ქალი ცემით მოკლა - სომხები რუსეთთან "პოლიტიკურ" განქორწინებას მოითხოვენ

გიუმრიში რუსმა ჯარისკაცმა სომეხი ქალი ცემით მოკლა - სომხები რუსეთთან "პოლიტიკურ" განქორწინებას მოითხოვენ

სომხეთში, გიუმრის ბაზაზე რუსმა ჯარისკაცმა ადგილობრივი, 57 წლის ქალი მოკლა. სომხური მედიის ცნობით, ჯულიეტა გაზარიანი, რუს სამხედროს ცემაში შემოაკვდა, რადგან ის საავადმყოფოში ჭრილობებით მიიყვანეს.

kavkaz-uzel.eu-ს ინფორმაციით, შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა. სასტიკად ნაცემი ქალი, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა, ქალა-ტვინის ტრავმებით, ასევე თავისა და მკერდის არეში მრავლობითი ღია და დახურული დაზიანებებით საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნაირა არუთინიანმა, სომეხ სამართალდამცავებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ადგილობრივი ქალის მკვლელობის ბრალდებით გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე მოსამსახურე ჯარისკაცი დააკავეს.

გამოცემა А1+-ს ცნობით, ქალზე თავდასხმა ღამის საათებში ქუჩაში მოხდა. eadaily.com-თან საუბარში, რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი უარყოფს, რომ დამნაშავე რუსეთის სამხედრო ბაზაზე მოსამსახურე ჯარისკაცია. რუსეთის საელჩო სომხურ მედიას ინფორმაციის არასწორად გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რამდენიმე გამოცემა მიზანმიმართულად ებრძვის გიუმრის სამხედრო ბაზას, რათა მის მიმართ ადგილობრივების დამოკიდებულება გაამწვავოს.

"ჩვენს აღშფოთებას იწვევს ასეთი დამოკიდებულება გიუმრში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის მიმართ. ადგილობრივმა მედიამ სპეციალურად ააგორა ეს უკმაყოფილების ტალღა, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში, რაც შემთხვევითი არ არის, ისევე, როგორც ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მედიის მხრიდან. გასაგებია, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ძალა, რომელიც მიზანმიმართულად იბრძვის, დაანგრიოს სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ტრადიული და მეგობრული ურთერთობა", - ნათქვამია სომხეთში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

11 დეკემბერს იგივე გამოცემასთან საუბარში, სომხეთის გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აპარატის უფროსი არევიკ ხაჩატურიანი აცხადებს, რომ "ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულია რუსი სამხედრო, რომელიც გიუმრის ბაზაზე მსახურობს. თუმცა, ის დაკავებულია და არა, დაპატიმრებული.

მომხდარმა ადგილობრივ მოსახლეობას 2015 წელს მომხდარი ტრაგედია გაახსენა, როდესაც რუსი ჯარისკაცი ერთ-ერთ ოჯახში შევარდა და ცეცხლსასროლი იარაღით 7 ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც დახოცა.

"არადა, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, ისინი იქ იმიტომაც არიან, რომ სომხეთის მოქალაქეები დაიცვან საგარეო საფრთხეებისგან და თავად გვიკლავენ მოქალაქეებს. რას გვედავება მეგობარი რუსეთის დიპლომატიური სამსახური, რომ 4 ათასზე მეტი ჯარისკაცი, რომლებიც თითქმის უკონტროლოდ არიან, სინამდვილეში არაფერს აშავებენ?! 2015 წლის ამბავი გავიხსენოთ, ავეტისიანების ოჯახი დიდიან-პატარიანად ამოჟლიტეს და მერე დამნაშავე ვალერი პერმიაკოვი გასასამართლებლადაც არ დაგვიტოვეს... თურმე სულით ავადმყოფი ყოფილა... "ძლევამოსილ რუსეთის" არმიაში სამხედრო პირის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას რომ არ სწავლობენ, ეს ჩვენი ბრალია?! კორუმპირებულმა სარსგიანმა უსიტყვოდ გაატანა "მეგობარ" ქვეყანას დამნაშავე.

იქნებ საკმარისია ამ საფრთხის ქვეშ ცხოვრება, ყველამ ხომ ვიცით, რომ გიუმრის ქუჩებში თითქმის ყოველ ღამე ხდება ადგილობრივებსა და რუს სამხედროებს შორის დაპირისპირება", - წერს სოციალურ ქსელში ვაჰან კარაპეტიანი და ახალ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

"მათ პუტინის პირობებში პერსპექტივა არ აქვთ და ცდილობენ, ჩვენც არ ამოგვიშვან ჭაობიდან. იმედია, ფაშინიანსა და მის გუნდს ეყოფა გონიერება და მშვიდობიანად დასრულდება ჩვენი პოლიტიკური "განქორწინება", ეს იქნება ნეიტრალიტეტით თუ ევროპისკენ სწრაფვით. თითქმის ოცდაათი წელი დავკარგეთ პრაქტიკულად რუსულ სივრცეში ყოფნით, ეს მთელი ერთი თაობაა. საკმარისია. მშვიდობა და განვითარება გვინდა", - წერს მარგარეტ გარინიანი.

"2017 წლის აპრილში ისევ გიუმრის ბაზაზე, "დედოვჩინას" გამო, რუსი დმიტრი იალპაევი მოკლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილ სტეპანავანის მკვიდრი არმან ჯანჯუგაზიანი იყო, რომელსაც თავისუფლების 22 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. გარემოებები არავის გაუთვალისწინებია. "დედოვშჩინა" როგორც რუსულ, ასევე სომხურ ჯარში დღემდე მოუგვარებელია. სტრატეგიული მეგობარია რუსეთიო და ქვეყანა მას ებარა", - წერს რობერტ არდაკიანი.

რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა გიუმრიში, დედაქალაქიდან 126 კმ-ის მოშორებით მდებარეობს და იქ დაახლოებით 4 000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირია დასაქმებული.

2015 წლის 12 იანვარს გიუმრიში სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა, ვალერი პერმიაკოვმა ერთი ოჯახიდან 7 წევრი დახოცა, მათ შორის 6 თვის ბავშვი. შემთხვევას რუსეთის მიმართ პროტესტი მოჰყვა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალგაზრდები. საქმეს მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა ერევანსა და გიუმრიში. მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა.

პერმიაკოვი რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთ-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. მან დანაშაული აღაიარა.

მაშინ გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი სტეპან გრიგორიანი აცხადებდა, რომ გიუმრის ბაზაზე მომხდარი დანაშაული აუცილებლად დატოვებდა უარყოფით კვალს სომხურ-რუსულ ურთიერთობებში.

მოსკოვსა და ერევანს შორის 2010 წელს განახლებული შეთანხმების მიხედვით, სამხედრო ბაზა სომხეთის ტერიტორიაზე 2044 წლამდე იქნება.

"აფხაზების არ სჯერა მოსკოვს. ისეთ პირობებს უქმნის, მომავალში რომ ვერსად გაიხედონ" - რას ემსახურება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცის პროგრამის დამტკიცება

მიუხედავად რისკისა, რუსები გამალებით ცდილობენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას, მათ შორის ქართველების სახლებსაც ყიდულობენ

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა