პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცილისწამებაზე საჩივარს შევიტან - თემურ აბაზოვის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
ცილისწამებაზე საჩივარს შევიტან - თემურ აბაზოვის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

ეს იყო სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ტყმა ჩემი ოჯა­ხის მი­სა­მარ­თით. სა­ჩი­ვარს შე­ვი­ტანთ ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე და აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა შე­დე­გი, ვი­ნა­ი­დან ეს იყო დად­გმუ­ლი პრო­ვო­კა­ცია, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მარ­ნე­უ­ლის ყო­ფილ­მა მერ­მა, თე­მურ აბა­ზოვ­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­საც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა-პა­ტიმ­რო­ბა 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გუ­შინ შე­ეც­ვა­ლა.

აბა­ზო­ვი მის­თვის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბა და აცხა­დებს, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი მოწ­მე იტყუ­ე­ბა.

„არა­ფერს ვე­თან­ხმე­ბი. ეს იყო ბინ­ძუ­რი პრო­ვო­კა­ცია. მოწ­მემ და­კი­თხვის დრო­საც ახ­სე­ნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის გამო გა­ა­კე­თა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ გა­და­სუ­ლი­ყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემს საქ­მე­ში ერ­თა­დერ­თი მოწ­მე არ­სე­ბობს. საქ­მე­შიც ასე ჩანს და მისი და­კი­თხვის დრო­საც გა­მოვ­ლინ­და ძა­ლი­ან ბევ­რი ტყუ­ი­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჩი­ვარს შე­ვი­ტანთ ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე და აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა შე­დე­გი, ვი­ნა­ი­დან ეს იყო დად­გმუ­ლი პრო­ვო­კა­ცია. ეს იყო სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ტყმა ჩემი ოჯა­ხის მი­სა­მარ­თით. მე ვცხოვ­რობ ჩემს მშობ­ლებ­თან და ცოლ-შვილ­თან ერ­თად. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემი მე­უღ­ლე, სამი არას­რუ­წლო­ვა­ნი შვი­ლი უყუ­რებ­და იმას თუ რო­გორ აყე­ნებ­დნენ მათ პირ­და­პირ ეთერ­ში შე­უ­რა­ცხყო­ფას. შე­სა­ბა­მი­სად, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ტყმა იყო. მთე­ლი ოჯა­ხი და მთე­ლი სა­ნა­თე­საო ძა­ლი­ან ცუ­დად იყო“, - აცხა­დებს აბა­ზო­ვი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ო­თი შეც­ვლო­და, მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა.

„სი­მარ­თლე გი­თხრათ, პირ­ვე­ლი­ვე პრო­ცე­სი­დან ვი­ყა­ვი ამის მო­ლო­დინ­ში, ვი­ნა­ი­დან პრო­კუ­რა­ტუ­რას სე­რი­ო­ზუ­ლი სამ­ხი­ლი არ ჰქონ­და. გი­რა­ოს ყო­ვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბი­სას მო­ლო­დინ­ში ვი­ყა­ვი, რომ გი­რა­ოს შე­მი­ფარ­დებ­დნენ. გუ­შინ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად ვე­ლო­დი, რად­გან მთა­ვა­რი მოწ­მე­ბი და­კი­თხუ­ლე­ბი იყ­ვნენ, შე­სა­ბა­მი­სად, ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის, მოწ­მე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნა გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი აზრი არ ჰქონ­და და არც იქ­ნე­ბო­და სწო­რი, რომ პა­ტიმ­რო­ბა­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი“, - დას­ძენს აბა­ზო­ვი.

მო­ი­თხოვს თუ არა ის მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას, მას შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რაც ად­ვო­კა­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­ივ­ლის.

„დე­ტა­ლებს ად­ვო­კა­ტებ­თან გა­ვივ­ლი და სა­მარ­თლებ­რი­ვად რო­გორც სწო­რი და გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ისე მო­ვიქ­ცე­ვი“, - აცხა­დებს მარ­ნე­უ­ლის ყო­ფი­ლი მერი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თე­მურ აბა­ზოვს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გუ­შინ შე­ეც­ვა­ლა.

მარ­ნე­უ­ლის ყო­ფი­ლი მერი თე­მურ აბა­ზო­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რამ 13 ივ­ნისს და­ა­კა­ვა და სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 14 ივ­ნისს შე­უ­ფარ­და.

მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1443-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის ”ა” ქვე­პუნ­ქტით 157-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც მო­ხე­ლის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი პი­რის მიერ, და­მამ­ცი­რე­ბელ ან არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას; პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გა­და­ღე­ბა-გავ­რცე­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ცილისწამებაზე საჩივარს შევიტან - თემურ აბაზოვის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

ცილისწამებაზე საჩივარს შევიტან - თემურ აბაზოვის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

ეს იყო სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა ჩემი ოჯახის მისამართით. საჩივარს შევიტანთ ცილისწამებაზე და აუცილებლად იქნება შედეგი, ვინაიდან ეს იყო დადგმული პროვოკაცია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა განუცხადა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ შეეცვალა.

აბაზოვი მისთვის წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქმეში არსებული ერთადერთი მოწმე იტყუება.

„არაფერს ვეთანხმები. ეს იყო ბინძური პროვოკაცია. მოწმემ დაკითხვის დროსაც ახსენა, რომ ეს ყველაფერი იმის გამო გააკეთა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასულიყო. მოგეხსენებათ, ჩემს საქმეში ერთადერთი მოწმე არსებობს. საქმეშიც ასე ჩანს და მისი დაკითხვის დროსაც გამოვლინდა ძალიან ბევრი ტყუილი. აქედან გამომდინარე, საჩივარს შევიტანთ ცილისწამებაზე და აუცილებლად იქნება შედეგი, ვინაიდან ეს იყო დადგმული პროვოკაცია. ეს იყო სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა ჩემი ოჯახის მისამართით. მე ვცხოვრობ ჩემს მშობლებთან და ცოლ-შვილთან ერთად. წარმოიდგინეთ, ჩემი მეუღლე, სამი არასრუწლოვანი შვილი უყურებდა იმას თუ როგორ აყენებდნენ მათ პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფას. შესაბამისად, ეს სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა იყო. მთელი ოჯახი და მთელი სანათესაო ძალიან ცუდად იყო“, - აცხადებს აბაზოვი.

მისივე განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეცვლოდა, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„სიმართლე გითხრათ, პირველივე პროცესიდან ვიყავი ამის მოლოდინში, ვინაიდან პროკურატურას სერიოზული სამხილი არ ჰქონდა. გირაოს ყოველი შეთავაზებისას მოლოდინში ვიყავი, რომ გირაოს შემიფარდებდნენ. გუშინ გათავისუფლებას ყველაზე მეტად ველოდი, რადგან მთავარი მოწმები დაკითხულები იყვნენ, შესაბამისად, ნივთმტკიცებულებების განადგურების, მოწმეზე ზემოქმედების მოხდენა გამორიცხული იყო. შესაბამისად, არანაირი აზრი არ ჰქონდა და არც იქნებოდა სწორი, რომ პატიმრობაში დავრჩენილიყავი“, - დასძენს აბაზოვი.

მოითხოვს თუ არა ის მორალური ზიანის ანაზღაურებას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატებთან კონსულტაციას გაივლის.

„დეტალებს ადვოკატებთან გავივლი და სამართლებრივად როგორც სწორი და გამართლებული იქნება, ისე მოვიქცევი“, - აცხადებს მარნეულის ყოფილი მერი.

შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ შეეცვალა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს.

დმანისში, სოფელ განთიადში მომხდარი მკვლელობა გაიხსნა

თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის გასამართლებული ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა კვიციანს ახალი ბრალი პოლიციელებზე თავდასხმისთვის წარედგინა