პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს და ხვალ გაისვრიან ქვემეხებს" - რა ხდება თელავში, სადაც ინაუგურაციის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
"დღეს და ხვალ გაისვრიან ქვემეხებს" - რა ხდება თელავში, სადაც ინაუგურაციის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, მათ შო­რის რე­ჟი­სო­რი ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლი დღეს თე­ლავ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ზა­დისს ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბა.

ერეკ­ლე მე­ფის სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე დღეა ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრო­ის­თვის ტრი­ბუ­ნის და სცე­ნის მო­წყო­ბა თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

თე­ლა­ვის ქუ­ჩებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი.

"ძი­რი­თა­დი სა­მუ­შა­ო­ე­ბი თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე დღეა ინ­ტენ­სი­უ­რი რე­ჟი­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს კე­თილ­მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ბა­ტო­ნის ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სცე­ნის და ტრი­ბუ­ნის მო­წყო­ბა უკვე და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. დღეს და ხვალ ერთჯე­რა­დად, სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში გა­ის­ვრი­ან ქვე­მე­ხებს. ამის შე­სა­ხებ ჩვენ გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ვავ­რცე­ლეთ და მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ვაფრ­თხი­ლეთ ხმა­უ­რის გამო შე­საძ­ლო პა­ნი­კის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით", - აღ­ნიშ­ნა თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა შოთა ნა­რეკ­ლიშ­ვილ­მა.

დღეს, 15:00 სა­ათ­ზე ერეკ­ლე მე­ო­რის სახლ-მუ­ზე­უ­მის ეზო­ში ჯა­რის რე­პე­ტი­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბის რე­ჟი­სორ­მა. ბასა ფო­ცხიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ად­გილ­ზე გა­ნუ­ცხა­და, 16 დე­კემ­ბრის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­დე­ბა და ინა­უ­გუ­რა­ცია ყო­ველ­გვა­რი მხატ­ვრუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის გა­რე­შე ჩა­ტარ­დე­ბა.

“დღეს სა­ღა­მოს უკვე დამ­თავ­რდე­ბა ტრი­ბუ­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი მზად იქ­ნე­ბა კვი­რის­თვის. ბოლო შტრი­ხე­ბი კეთ­დე­ბა. დღეს შე­საძ­ლოა ჯა­რის რე­პე­ტი­ცი­აც გა­ი­მარ­თოს. კვი­რას, მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს ინა­უ­გუ­რა­ცი­ას. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა ზედ­მე­ტი გა­დახ­ვე­ვა და მხატ­ვრუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის და­მა­ტე­ბა არა­მარ­თე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ა­ში. ასე, რომ ეს იქ­ნე­ბა წე­სე­ბის დაც­ვით გა­კე­თე­ბუ­ლი სადა, კულ­ტუ­რუ­ლი ინა­უ­გუ­რა­ცია, ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტო­ბის და მხატ­ვრუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის გა­რე­შე. ჩვენ რა­საც აქ ვა­კე­თებთ, ვა­კე­თებთ იმ სტილ­ში, რომ მი­სა­და­გე­ბუ­ლი იყოს არ­სე­ბულ გა­რე­მოს­თან“, - გა­ნა­ცხა­და ბასა ფო­ცხიშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ დღეს, 3 სა­ათ­ზე ყვე­ლა­ფე­რი მზად იქ­ნე­ბა ჯა­რის რე­პე­ტი­ცი­ის­თვის.

თე­ლავ­ში, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცია 16 დე­კემ­ბერს, 15:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და 40 წუთს გას­ტანს. მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ინა­უ­გუ­რა­ცი­ას თვა­ლი თე­ლა­ვის ვაჟა- ფშა­ვე­ლას სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის წინ და­მონ­ტა­ჟე­ბულ მო­ნი­ტორ­ზე ადევ­ნოს.

ავტორი:

"დღეს და ხვალ გაისვრიან ქვემეხებს" - რა ხდება თელავში, სადაც ინაუგურაციის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

"დღეს და ხვალ გაისვრიან ქვემეხებს" - რა ხდება თელავში, სადაც ინაუგურაციის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, მათ შორის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი დღეს თელავში მიმდინარე სამზადისს ადგილზე გაეცნობა.

ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა ინაუგურაციის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტრიბუნის და სცენის მოწყობა თითქმის დასრულებულია.

თელავის ქუჩებში საქართველოს სახელმწიფო დროშებია გამოფენილი.

"ძირითადი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები. ბატონის ციხის ტერიტორიაზე სცენის და ტრიბუნის მოწყობა უკვე დასასრულს უახლოვდება. დღეს და ხვალ ერთჯერადად, სატესტო რეჟიმში გაისვრიან ქვემეხებს. ამის შესახებ ჩვენ განცხადება გუშინ გავავრცელეთ და მოსახლეობა გავაფრთხილეთ ხმაურის გამო შესაძლო პანიკის თავიდან აცილების მიზნით", - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

დღეს, 15:00 საათზე ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის ეზოში ჯარის რეპეტიცია გაიმართება. როგორც ინაუგურაციის ღონისძიების რეჟისორმა. ბასა ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა, 16 დეკემბრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდება და ინაუგურაცია ყოველგვარი მხატვრული ელემენტების გარეშე ჩატარდება.

“დღეს საღამოს უკვე დამთავრდება ტრიბუნების მშენებლობა. ვფიქრობ, ყველაფერი მზად იქნება კვირისთვის. ბოლო შტრიხები კეთდება. დღეს შესაძლოა ჯარის რეპეტიციაც გაიმართოს. კვირას, მაყურებელი იხილავს ინაუგურაციას. საერთოდ, ყველა ზედმეტი გადახვევა და მხატვრული ელემენტების დამატება არამართებულად მიიჩნევა ინაუგურაციის ცერემონიაში. ასე, რომ ეს იქნება წესების დაცვით გაკეთებული სადა, კულტურული ინაუგურაცია, ყოველგვარი ზედმეტობის და მხატვრული ელემენტების გარეშე. ჩვენ რასაც აქ ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმ სტილში, რომ მისადაგებული იყოს არსებულ გარემოსთან“, - განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა და დასძინა, რომ დღეს, 3 საათზე ყველაფერი მზად იქნება ჯარის რეპეტიციისთვის.

თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. მოსახლეობას საშუალება ექნება ინაუგურაციას თვალი თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის თეატრის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნოს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები