პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ფიცს დადებს სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე - პრეზიდენტების ფიცის ტექსტის ისტორია
რა ფიცს დადებს სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე - პრეზიდენტების ფიცის ტექსტის ისტორია

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის­თვის მზა­დე­ბა და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცია 16 დე­კემ­ბერს სამ ად­გილ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა: თავ­და­პირ­ვე­ლად ის თბი­ლის­ში გმირ­თა მე­მო­რი­ალს მო­ი­ნა­ხუ­ლებს და პა­ტივს მი­ა­გებს და­ღუ­პულ ჯა­რის­კა­ცებს, შემ­დეგ - მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში წმინ­და ილია მარ­თლის საფ­ლავს, ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნია კი ქა­ლაქ თე­ლავ­ში, ბა­ტო­ნის სა­სახ­ლის ციხე-გა­ლავ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ტრა­დი­ცი­ულ, რამ­დე­ნი­მესტრი­ქო­ნი­ან ფიცს წარ­მოთ­ქვამს. კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის ტექ­სტი არ შეც­ვლი­ლა. ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფიცი იდენ­ტუ­რია ედუ­რად შე­ვარ­დნა­ძის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ფი­ცის ტექ­სტებ­თან, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ფი­ცის­გან.

ფი­ცის ტექ­სტი თა­ვის დრო­ზე 1993 წელს სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ამ შე­ად­გი­ნა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მის ავ­ტო­რად მი­ხე­ილ ნა­ნე­იშ­ვი­ლი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მე­ლიც იმ დროს კო­მი­სია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

"მე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე ვა­ცხა­დებ, რომ და­ვი­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ერ­თი­ა­ნო­ბა­სა და გა­ნუ­ყოფ­ლო­ბას, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აღ­ვას­რუ­ლებ პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას, ვიზ­რუ­ნებ ჩემი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის, ჩემი ხალ­ხი­სა და მა­მუ­ლის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბი­სათ­ვის" - ეს არის ეს ფი­ცის ტექ­სტი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტებ­მა წარ­მოთ­ქვეს.

ფი­ცის ტექ­სტი ანა­ლო­გი­უ­რი იქ­ნე­ბა ახალ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბი­ში­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ შევა ძა­ლა­ში. უბ­რა­ლოდ მას­ში მცი­რე კო­რექ­ტი­რე­ბაა შე­ტა­ნი­ლი და მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ნაც­ვლად სი­ტყვი­სა "ვა­ცხა­დებ" იტყვის - "ვფი­ცავ"

"ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ფიცს და­დებს მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად რო­გორც არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ფი­ცის ტექ­სტი არ არის შეც­ვლი­ლი და არც ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით იც­ვლე­ბა. ეს ფიცი მი­ღე­ბულ იქნა 1995 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­ის­თვის და ეს ნა­წი­ლი წლი­დან წლამ­დე არ შეც­ვლი­ლა. ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ფი­ცის ტექ­სტში მხო­ლოდ ერთი სი­ტყვაა შეც­ვლი­ლი" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტმა კოტე ჩო­კო­რა­ი­ამ.

თუ ვინ არის ის­ტო­რი­უ­ლი ფი­ცის ავ­ტო­რი ვერ იხ­სე­ნებს კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ კო­მი­სი­ა­ში მსჯე­ლობ­დნენ, ყო­ფი­ლი­ყო თუ არა ფიც­ში რე­ლი­გი­უ­რი პა­სა­ჟი.

"რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, უბ­რა­ლოდ და­ი­წე­რა ეს ტექ­სტი, ავ­ტო­რი არ მახ­სოვს. მერე კო­მი­სი­ა­ში რე­დაქ­ტი­რე­ბა მი­დი­ო­და - ეს სი­ტყვა ჯობ­და თუ სხვა, ყო­ფი­ლი­ყო თუ არა მას­ში რე­ლი­გი­უ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი "ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე ვფი­ცა­ვარ" და ა.შ. პრე­ზი­დენ­ტის ფიც­ში წე­რია, რომ მან უნდა და­იც­ვას კონ­სტი­ტუ­ცია და თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაც არ უნდა იყოს ქვე­ყა­ნა­ში, სულ რომ ჰყვა­ო­დეს ქვე­ყა­ნა, მა­ინც იგი­ვე ტექ­სტი უნდა ით­ქვას" - აღ­ნიშ­ნა ხმა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ფიცს, იგი შე­და­რე­ბით გან­სხა­ვე­ბუ­ლია, რად­გან იმ დროს ქვე­ყა­ნა­ში 1978 წლის კონ­სტი­ტუ­ცია მოქ­მე­დებ­და და ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

"ვფი­ცავ და სა­ზე­ი­მოდ ვა­ცხა­დებ ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე, რომ ერ­თგუ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის მო­ვა­ლე­ო­ბას. ვიღ­ვა­წებ ჩემი ქვეყ­ნის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის, და­ვი­ცავ მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. გა­ნუხ­რე­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­სა და კა­ნო­ნებს, და­ვი­ცავ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს. ღმერ­თი იყოს ჩემი შემ­წე ყო­ვე­ლი­ვე ამა­ში!" - ეს ფიცი სა­ჯა­როდ მხო­ლოდ ერთხელ წარ­მო­ით­ქვა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რა ფიცს დადებს სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე - პრეზიდენტების ფიცის ტექსტის ისტორია

რა ფიცს დადებს სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე - პრეზიდენტების ფიცის ტექსტის ისტორია

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს სამ ადგილზე გაიმართება: თავდაპირველად ის თბილისში გმირთა მემორიალს მოინახულებს და პატივს მიაგებს დაღუპულ ჯარისკაცებს, შემდეგ - მთაწმინდის პანთეონში წმინდა ილია მართლის საფლავს, ფიცის დადების ცერემონია კი ქალაქ თელავში, ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილი ტრადიციულ, რამდენიმესტრიქონიან ფიცს წარმოთქვამს. კონსტიტუციაში ცვლილებების მიუხედავად, პრეზიდენტის ფიცის ტექსტი არ შეცვლილა. ახალი პრეზიდენტის ფიცი იდენტურია ედურად შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ფიცის ტექსტებთან, თუმცა განსხვავებული ზვიად გამსახურდიას ფიცისგან.

ფიცის ტექსტი თავის დროზე 1993 წელს საკონსტიტუციო კომისიამ შეადგინა. სავარაუდოდ, მის ავტორად მიხეილ ნანეიშვილი განიხილება, რომელიც იმ დროს კომისია ხელმძღვანელობდა.

"მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის" - ეს არის ეს ფიცის ტექსტი, რომელიც პრეზიდენტებმა წარმოთქვეს.

ფიცის ტექსტი ანალოგიური იქნება ახალ კონსტიტუციაში, რომელიც სალომე ზურაბიშილის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში. უბრალოდ მასში მცირე კორექტირებაა შეტანილი და მომავალი პრეზიდენტი ნაცვლად სიტყვისა "ვაცხადებ" იტყვის - "ვფიცავ"

"ზურაბიშვილი ფიცს დადებს მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად როგორც არის გათვალისწინებული. ფიცის ტექსტი არ არის შეცვლილი და არც ახალი კონსტიტუციით იცვლება. ეს ფიცი მიღებულ იქნა 1995 წლის კონსტიტუციისთვის და ეს ნაწილი წლიდან წლამდე არ შეცვლილა. ახალი კონსტიტუციით, ფიცის ტექსტში მხოლოდ ერთი სიტყვაა შეცვლილი" - განუცხადა AMBEBI.GE-ს კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ.

თუ ვინ არის ისტორიული ფიცის ავტორი ვერ იხსენებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, თუმცა ამბობს, რომ კომისიაში მსჯელობდნენ, ყოფილიყო თუ არა ფიცში რელიგიური პასაჟი.

"რამდენადაც მახსოვს, უბრალოდ დაიწერა ეს ტექსტი, ავტორი არ მახსოვს. მერე კომისიაში რედაქტირება მიდიოდა - ეს სიტყვა ჯობდა თუ სხვა, ყოფილიყო თუ არა მასში რელიგიური ინსტრუმენტები "ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავარ" და ა.შ. პრეზიდენტის ფიცში წერია, რომ მან უნდა დაიცვას კონსტიტუცია და თავისი მოქალაქეების უფლებები. როგორი ვითარებაც არ უნდა იყოს ქვეყანაში, სულ რომ ჰყვაოდეს ქვეყანა, მაინც იგივე ტექსტი უნდა ითქვას" - აღნიშნა ხმალაძემ.

რაც შეეხება ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ფიცს, იგი შედარებით განსხავებულია, რადგან იმ დროს ქვეყანაში 1978 წლის კონსტიტუცია მოქმედებდა და ცვლილებები შევიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა.

"ვფიცავ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას. ვიღვაწებ ჩემი ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის, დავიცავ მის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. განუხრელად განვახორციელებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს, დავიცავ ადამიანის უფლებებს. ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში!" - ეს ფიცი საჯაროდ მხოლოდ ერთხელ წარმოითქვა ზვიად გამსახურდიას მიერ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები