Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ბებიები, რომლებიც ქართველმა დიზაინერმა მოდელებად აქცია
ვინ არიან ბებიები, რომლებიც ქართველმა დიზაინერმა მოდელებად აქცია

დი­ზა­ი­ნერ­მა მეგი გა­ბუ­ნი­ამ მარ­თლაც მი­სა­ბა­ძი კამ­პა­ნია #გა­უთ­ბე­სი­ბე­რე წა­მო­ი­წყო. სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი სა­მო­სი 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ბე­ბი­ებს მო­არ­გო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­დე­ლე­ბის რან­გში წა­რუდ­გი­ნა. ფო­ტო­ებ­მა და ზო­გა­დად იდე­ამ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის. ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ამ კამ­პა­ნი­ას უდევს სა­ფუძ­ვლად, გულ­გრილს ნამ­დვი­ლად ვერ დაგ­ტო­ვებთ. დე­ტა­ლე­ბი თა­ვად დი­ზა­ი­ნერ­მა გვი­ამ­ბო:

- ეს საყ­ვა­რე­ლი ბებო 2 თვის წინ გა­ვი­ცა­ნი. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე იჯდა და ტი­რო­და. რა თქმა უნდა გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე, და­ვინ­ტე­რეს­დი მი­ზე­ზით და გუ­ლიც გა­და­მი­შა­ლა. ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გარ­და, მო­მიყ­ვა ბევ­რი რამ, მათ შო­რის ის რომ ყო­ველ თვე ბევ­რი წა­მა­ლი სჭირ­დე­ბა და ისიც, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მო­უხ­სნეს. ბებო ცხოვ­რობს ისეთ სახ­ლში სა­დაც უა­მინ­დო­ბის დროს ოთახ­შიც ისე წვიმს, რო­გორც გა­რეთ. ბოლო 3 კვი­რა ბე­ბოს ვერ და­ვუ­კავ­შირ­დი, თვი­თო­ნაც აღარ მეხ­მი­ა­ნე­ბო­და, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი... თურ­მე ტე­ლე­ფო­ნი და­უ­კარ­გავს და ჩემი შე­წუ­ხე­ბაც მო­ე­რი­და. გუ­შინ შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი, ისევ რუს­თა­ველ­ზე, გა­ყი­ნუ­ლი ხე­ლე­ბი გა­ვუთ­ბე და მა­ღა­ზი­ა­ში წა­მო­ვიყ­ვა­ნე. მგო­ნი ჩვენ ამა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი გვაქვს სა­კე­თე­ბე­ლი, ვიდ­რე ერ­თმა­ნე­თის დახ­მა­რე­ბა და სით­ბოა.

"ვის უნდა ჩემი ბე­ბოს გაც­ნო­ბა?" - ამ პოს­ტის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, მისი გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­მი­კავ­შირ­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბას არ ვე­ლო­დი. ორი დღე დამ­ჭირ­და, რომ თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლე­ბი გა­მეგ­ზავ­ნა. ბე­ბოს ყვე­ლა­ფე­რი მო­ვუ­ყე­ვი, და­ვა­ი­მე­დე, ვუ­თხა­რი, აღა­რაფ­რის გე­ში­ნო­დეს, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გიდ­გას გვერ­დში-მეთ­ქი. ამ სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ მას ჭრე­ლი თვა­ლე­ბი გა­უბრწყინ­და, ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა და ღი­მი­ლი ეტყო­ბო­და, რომ არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ეს მო­მენ­ტი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი გახ­და და ბევ­რად მე­ტის გა­კე­თე­ბა მო­მინ­და, მო­მინ­და მეტი ასე­თი სახე მე­ნა­ხა ჩემს ქა­ლაქ­ში. ვფიქ­რობ­დი, ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რა შე­მეძ­ლო, რით გა­მე­ხა­ლი­სე­ბი­ნა ბე­ბია და ბევ­რი მისი თა­ნა­ტო­ლი?! და უცებ მო­მი­ვი­და იდეა, მო­დე­ლი ბე­ბი­ე­ბი... რა­ტო­მაც არა?! ვთქვი და გა­ვი­ღი­მე... გა­ვი­ღი­მე ალ­ბათ ისე, რო­გორც ბე­ბია იღი­მო­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ვინ არიან ბებიები, რომლებიც ქართველმა დიზაინერმა მოდელებად აქცია

ვინ არიან ბებიები, რომლებიც ქართველმა დიზაინერმა მოდელებად აქცია

დიზაინერმა მეგი გაბუნიამ მართლაც მისაბაძი კამპანია #გაუთბესიბერე წამოიწყო. საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსი 80 წელს გადაცილებულ ბებიებს მოარგო და საზოგადოებას მოდელების რანგში წარუდგინა. ფოტოებმა და ზოგადად იდეამ, სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ისტორია, რომელიც ამ კამპანიას უდევს საფუძვლად, გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ. დეტალები თავად დიზაინერმა გვიამბო:

- ეს საყვარელი ბებო 2 თვის წინ გავიცანი. რუსთაველის გამზირზე იჯდა და ტიროდა. რა თქმა უნდა გამოველაპარაკე, დავინტერესდი მიზეზით და გულიც გადამიშალა. ყოველდღიური პრობლემების გარდა, მომიყვა ბევრი რამ, მათ შორის ის რომ ყოველ თვე ბევრი წამალი სჭირდება და ისიც, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს. ბებო ცხოვრობს ისეთ სახლში სადაც უამინდობის დროს ოთახშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. ბოლო 3 კვირა ბებოს ვერ დავუკავშირდი, თვითონაც აღარ მეხმიანებოდა, ძალიან ვნერვიულობდი... თურმე ტელეფონი დაუკარგავს და ჩემი შეწუხებაც მოერიდა. გუშინ შემთხვევით შევხვდი, ისევ რუსთაველზე, გაყინული ხელები გავუთბე და მაღაზიაში წამოვიყვანე. მგონი ჩვენ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი გვაქვს საკეთებელი, ვიდრე ერთმანეთის დახმარება და სითბოა.

"ვის უნდა ჩემი ბებოს გაცნობა?" - ამ პოსტის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ, მისი გაცნობის სურვილით, უამრავი ადამიანი დამიკავშირდა. სიმართლე გითხრათ, ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი. ორი დღე დამჭირდა, რომ თბილი და ყურადღებიანი ადამიანებისათვის საპასუხო წერილები გამეგზავნა. ბებოს ყველაფერი მოვუყევი, დავაიმედე, ვუთხარი, აღარაფრის გეშინოდეს, უამრავი ადამიანი გიდგას გვერდში-მეთქი. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მას ჭრელი თვალები გაუბრწყინდა, ისეთი ბედნიერება და ღიმილი ეტყობოდა, რომ არასდროს დამავიწყდება. ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ემოციური გახდა და ბევრად მეტის გაკეთება მომინდა, მომინდა მეტი ასეთი სახე მენახა ჩემს ქალაქში. ვფიქრობდი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე რა შემეძლო, რით გამეხალისებინა ბებია და ბევრი მისი თანატოლი?! და უცებ მომივიდა იდეა, მოდელი ბებიები... რატომაც არა?! ვთქვი და გავიღიმე... გავიღიმე ალბათ ისე, როგორც ბებია იღიმოდა. წაიკითხეთ სრულად

"ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ... ყოველდღე მივდივარ კლინიკაში პატარების სანახავად" - გარდაცვლილი მშობიარეს მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა სურს

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ონლაინრეგისტრაციას ვერ გადიხართ - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"სულ ტალღებზეა ლაპარაკი... მეორეს დავარქმევთ, პირველნახევარს, მთავარია ის, რომ კორონა არის" - პაატა იმნაძე