საქართველოს პარლამენტს ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრების თხოვნით მიმართავენ. საკანონმდებლო წინადადება, რომლის ავტორიც მოქალაქე რევაზ ფახურიძეა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარდგენილია. როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, მოქალაქე ითხოვს, რომ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი 60 წელი იყოს. ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, მამაკაცებს პენსიაზე გასვლა 65, ხოლო ქალებს - 60 წლის ასაკიდან შეუძლიათ.
როგორც პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებაშია აღიშნული, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა. წაიკითხეთ ვრცლად