ავტორი:

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი, დაკუნთული კენგურუ მოკვდა

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი, დაკუნთული კენგურუ მოკვდა

2006 წელს კრის ბრანსი სახლში მიდიოდა, როცა გზაზე ავარიაში მოყოლილი კენგურუ აღმოაჩინა. კენგურუ მოკვდა, მაგრამ ბრანსმა მისი ჩანთიდან პატარა კენგურუ ამოიყვანა და სახლში წაიყვანა.

პატარასთვის და სხვა კენგურუებისთვის ბრანსმა ავსტრალიურ ქალაქ ალის-სპრინგში სპეციალური პარკი ააშენა.

9 წლის ასაკში როჯერმა 2 მეტრს მიაღწია და 91 კილოგრამს იწონიდა. ეს სრულიად ნორმალურია მსგავსი ასაკის კენგურუსთვის. ერთდერთი, რითიც როჯერი განსხვავდებოდა, მუსკულატურა იყო. 2015 წელს ის ინტერნეტმემი გახდა, როდესაც ქსელში მისი ფოტო გავრცელდა, სადაც მას ხელებში რკინის გაღუნული სათლი უჭირავს.

აი, ასეთი იყო როჯერი, როცა ის ბრანსმა იპოვა.

9 დეკემბერს პარკის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ პლანეტის ყველაზე პოპულარული კენგურუ ცოცხალი აღარაა. ის 12 წლის იყო.

სიცოცხლეში როჯერი ტურისტებში ძალიან პოპულარული იყო. მასზე არაერთი ფილმი გადაიღეს და ასობით ინტერნეტმემი შექმნეს. იხილეთ ვრცლად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ