საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფერეიდნელი ქართველები და თანამედროვე საქართველო - ქართული ენისა და კულტურის სწავლების პროექტი ფერეიდნელი ქართველებისათვის
ფერეიდნელი ქართველები და თანამედროვე საქართველო - ქართული ენისა და კულტურის სწავლების პროექტი ფერეიდნელი ქართველებისათვის

უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც ქარ­თუ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლი­სა თუ უკეთ გაც­ნო­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჯგუ­ფე­ბი კომ­პლექტდე­ბა იმ ქარ­თვე­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში შაჰ აბას­მა გა­და­ა­სახ­ლა ირან­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე პი­რო­ბე­ბი­სა, ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი უკვე რამ­დე­ნი­მე ას­წლე­უ­ლია ცდი­ლო­ბენ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი და თვითმყო­ფა­დო­ბა. ერ­თთვი­ა­ნი კურ­სის ფარ­გლებ­ში, ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის ჯგუ­ფე­ბი იღე­ბენ ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლებს, ეც­ნო­ბი­ან ქარ­თულ კულ­ტუ­რას, სწავ­ლო­ბენ ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რას, სტუმ­რო­ბენ ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებს, ხოლო დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის კონ­ცერტსაც მარ­თა­ვენ. პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ზვი­ად ტო­მა­რა­ძე უდ­გას, ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფოს, კერ­ძოდ კი პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან ფი­ნანსდე­ბო­და.

2018 წელს, ოქ­ტომ­ბე­რი-ნო­ემ­ბრის თვე­ში, უკვე მე­ა­თე ჯგუ­ფის ჩა­მოყ­ვა­ნა მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად კერ­ძო სექ­ტო­რი­დან, „დრე­საპ ჯგუ­ფის“ და­ფი­ნან­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

ზვი­ად ტო­მა­რა­ზე - პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი:

„2015 წლის 6 მა­ი­სი­დან 10 მა­ი­სის ჩათ­ვლით, ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ფე­რე­ი­დან­ში, სა­დაც ჩა­ვი­ტა­ნე ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბი ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. ამ ვი­ზი­ტის დროს გა­მო­იკ­ვე­თა ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ირან­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის­გან. მარ­თა­ლია ფე­რე­იდ­ნელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ქარ­თუ­ლად სა­უ­ბარს ახერ­ხებს, თუმ­ცა მათი ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა არ არის სრულ­ყო­ფი­ლი და ქარ­თუ­ლად წერა უმ­რავ­ლე­სო­ბას უჭირს. 2016 წლის 15 ივ­ნი­სი­დან 2018 წლის 14 ნო­ემ­ბრამ­დე წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და 10 პრო­ექ­ტი.

პრო­ექ­ტის არ­სე­ბო­ბის ფარ­გლებ­ში, მისი და­ფი­ნან­სე­ბა 2-ჯერ მოხ­და „ბავ­შვთა ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის“ მიერ, შვიდ­ჯერ პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან, მე-10 სა­ი­უ­ბი­ლეო პრო­ექ­ტი კი „დრე­საპ ჯგუფ­მა“ და­ა­ფი­ნან­სა. წლე­ვან­დე­ლი მე­ა­თე ჯგუ­ფი­სათ­ვის ჩა­ტა­რე­ბულ კურ­სის შე­თხვე­ვა­ში, პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და პრე­ცენ­დენ­ტი, რო­დე­საც კურ­სის და­ფი­ნან­სე­ბა მოხ­და კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­დან, რაც ვფიქ­რობ რომ ნამ­დვი­ლად სა­მა­გა­ლი­თო საქ­ცი­ე­ლია და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და ჩა­ერ­თვე­ბი­ან ამ სა­ე­რო პრო­ექ­ტში.“

წელს, ნო­ემ­ბრის თვე­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კურ­სი კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რით იყო უნი­კა­ლუ­რი. პრო­ექ­ტის არ­სე­ბო­ბის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლად, ჯგუ­ფის წევ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ მი­ე­ღოთ რე­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან უკე­თე­სი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის. დღე­ი­სათ­ვის “დრე­საპ ჯგუფ­ში“ შე­მა­ვალ ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში - „ჯინს გა­ლე­რი“, ოთხი ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლი გა­დის სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კას. პრაქ­ტი­კის ფარ­გლებ­ში ფე­რე­იდ­ნე­ლებს უწევთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, რაც მათ კი­დევ უფრო მე­ტად ეხ­მა­რე­ბა ქარ­თუ­ლი სა­სა­უბ­რო ენის დახ­ვე­წა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრაქ­ტი­კის ფარ­გლებ­შიც, „დრე­საპ ჯგუ­ფი“ და­მა­ტე­ბი­თი სტი­პენ­დი­ით უზ­რუნ­ველ­ყოფს ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თვე­ლებს.

„დრე­საპ ჯგუ­ფის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის დი­რექ­ტო­რი ლელა სამ­ხა­რა­ძე:

„ჩვე­ნი ჯგუ­ფი ყო­ველ­თვის ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რად მხა­რი და­უ­ჭი­როს ყვე­ლა­ფერს ქარ­თულს და იმას რაც ჩვენს ის­ტო­რი­ას, წი­ნაპ­რებს, ენას და კულ­ტუ­რას ეხე­ბა.

ქარ­თვე­ლი ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის სა­კი­თხიც, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი ის­ტო­რი­ი­სათ­ვის, ასე­ვე პი­რა­დად ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე თე­მაა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­დავ­წვი­ტეთ, რომ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა. გაგ­ვი­ხარ­დე­ბა, თუ სა­მო­მავ­ლოდ სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც ჩა­ებ­მე­ბი­ან ამ კე­თილ და ეროვ­ნულ საქ­მე­ში.“

ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის ნო­ემ­ბრის ვი­ზი­ტი ბოლო პრო­ექ­ტი იყო 2018 წლი­სათ­ვის. ბა­ტო­ნი ზვი­ა­დის, რო­გორც პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მი­მართ არ­სე­ბობს დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის მხრი­დან. იგი იმედს იტო­ვებს, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა თუ ბიზ­ნეს სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და დახ­მა­რე­ბით პრო­ექ­ტი 2019 წელ­საც შედ­გე­ბა.

R

ავტორი:

ფერეიდნელი ქართველები და თანამედროვე საქართველო - ქართული ენისა და კულტურის სწავლების პროექტი ფერეიდნელი ქართველებისათვის

ფერეიდნელი ქართველები და თანამედროვე საქართველო - ქართული ენისა და კულტურის სწავლების პროექტი ფერეიდნელი ქართველებისათვის

უკვე მესამე წელია, რაც ქართული ენისა და კულტურის შესწავლისა თუ უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოში, ფერეიდნელი ქართველების ჩამოყვანა ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ჯგუფები კომპლექტდება იმ ქართველების შთამომავლებით, რომლებიც მე-17 საუკუნეში შაჰ აბასმა გადაასახლა ირანში. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მძიმე პირობებისა, ფერეიდნელი ქართველები უკვე რამდენიმე ასწლეულია ცდილობენ შეინარჩუნონ ქართული ფესვები და თვითმყოფადობა. ერთთვიანი კურსის ფარგლებში, ფერეიდნელების ჯგუფები იღებენ ქართული ენის გაკვეთილებს, ეცნობიან ქართულ კულტურას, სწავლობენ ქართულ ხალხურ სიმღერას, სტუმრობენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს, ხოლო დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, ხალხური სიმღერის კონცერტსაც მართავენ. პროექტი, რომელსაც სათავეში ზვიად ტომარაძე უდგას, ბოლო პერიოდში სახელმწიფოს, კერძოდ კი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა.

2018 წელს, ოქტომბერი-ნოემბრის თვეში, უკვე მეათე ჯგუფის ჩამოყვანა მოხდა საქართველოში, რომელიც ამჯერად კერძო სექტორიდან, „დრესაპ ჯგუფის“ დაფინანსების საშუალებით განხორციელდა.

ზვიად ტომარაზე - პროექტის ორგანიზატორი:

„2015 წლის 6 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, ვიმყოფებოდი ფერეიდანში, სადაც ჩავიტანე ქართული წიგნები ფერეიდნელი ქართველებისთვის. ამ ვიზიტის დროს გამოიკვეთა ამ პროექტის განხორციელების სურვილი და აუცილებლობა ირანში მცხოვრები ქართველებისგან. მართალია ფერეიდნელთა უმრავლესობა ქართულად საუბარს ახერხებს, თუმცა მათი ქართული ენის ცოდნა არ არის სრულყოფილი და ქართულად წერა უმრავლესობას უჭირს. 2016 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის 14 ნოემბრამდე წარმატებით განხორციელდა 10 პროექტი.

პროექტის არსებობის ფარგლებში, მისი დაფინანსება 2-ჯერ მოხდა „ბავშვთა ახალგაზრდობისა და განვითარების ფონდის“ მიერ, შვიდჯერ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, მე-10 საიუბილეო პროექტი კი „დრესაპ ჯგუფმა“ დააფინანსა. წლევანდელი მეათე ჯგუფისათვის ჩატარებულ კურსის შეთხვევაში, პირველად დაფიქსირდა პრეცენდენტი, როდესაც კურსის დაფინანსება მოხდა კერძო სექტორის მხრიდან, რაც ვფიქრობ რომ ნამდვილად სამაგალითო საქციელია და კარგი იქნება, თუ სხვა კომპანიებიც დაინტერესდებიან და ჩაერთვებიან ამ საერო პროექტში.“

წელს, ნოემბრის თვეში ჩატარებული კურსი კიდევ ერთი ფაქტორით იყო უნიკალური. პროექტის არსებობის ფარგლებში პირველად, ჯგუფის წევრებს საშუალება მიეცათ მიეღოთ რეალური სამუშაო გამოცდილება, ქართულ საზოგადოებასთან უკეთესი ინტეგრაციისათვის. დღეისათვის “დრესაპ ჯგუფში“ შემავალ ერთ-ერთ მაღაზიაში - „ჯინს გალერი“, ოთხი ფერეიდნელი ქართველი გადის სამუშაო პრაქტიკას. პრაქტიკის ფარგლებში ფერეიდნელებს უწევთ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია, რაც მათ კიდევ უფრო მეტად ეხმარება ქართული სასაუბრო ენის დახვეწაში. აღნიშნული პრაქტიკის ფარგლებშიც, „დრესაპ ჯგუფი“ დამატებითი სტიპენდიით უზრუნველყოფს ფერეიდნელ ქართველებს.

„დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიათა ქსელის დირექტორი ლელა სამხარაძე:

„ჩვენი ჯგუფი ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ყველაფერს ქართულს და იმას რაც ჩვენს ისტორიას, წინაპრებს, ენას და კულტურას ეხება.

ქართველი ფერეიდნელების საკითხიც, ისევე როგორც საქართველოსა და მისი ისტორიისათვის, ასევე პირადად ჩემთვისაც ძალიან მგრძნობიარე თემაა. შესაბამისად, გადავწვიტეთ, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. გაგვიხარდება, თუ სამომავლოდ სხვა კომპანიებიც ჩაებმებიან ამ კეთილ და ეროვნულ საქმეში.“

ფერეიდნელების ნოემბრის ვიზიტი ბოლო პროექტი იყო 2018 წლისათვის. ბატონი ზვიადის, როგორც პროექტის ავტორისა და ორგანიზატორის თქმით, აღნიშნული პროექტის მიმართ არსებობს დიდი დაინტერესება ახალგაზრდა ქართველი ფერეიდნელების მხრიდან. იგი იმედს იტოვებს, რომ ქართული საზოგადოებისა თუ ბიზნეს სექტორის ჩართულობითა და დახმარებით პროექტი 2019 წელსაც შედგება.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის