მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი გურიაში ხეზე ცხოვრობს და თავს ნადირობით ირჩენს - "მოსწყინდა მარტო ყოფნა, მაგრამ ცოლობაზე არავინ თანხმდება"
კაცი გურიაში ხეზე ცხოვრობს და თავს ნადირობით ირჩენს - "მოსწყინდა მარტო ყოფნა, მაგრამ ცოლობაზე არავინ თანხმდება"

53 წლის კაკო ლომ­თა­თი­ძე ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მე­წი­ეთ­ში, პა­ტა­რა ქოხ­ში, მარ­ტო ცხოვ­რობს. ქოხი იმ­დე­ნად პა­ტა­რა და სა­ცხოვ­რებ­ლად მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია, რომ მისი პატ­რო­ნი ცხოვ­რე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს, იქვე ეზო­ში, მა­ღალ ხეზე სა­ხელ­და­ხე­ლოდ მო­წყო­ბილ "სა­ძი­ნე­ბელ­ში" ატა­რებს. კაკო ლომ­თა­თი­ძე "გუ­რი­ის მო­ამ­ბემ" მო­ი­ნა­ხუ­ლა და მას­თან ინ­ტერ­ვი­უც ჩა­წე­რა:

"ცოლი არ მა­წუ­ხებს და შვი­ლი, ვწე­ვარ აქ და გად­მოვ­ყუ­რებ სამ­ყა­როს" - ამ­ბობს კაკო, რო­მე­ლიც მე­წი­ე­თის მაღ­ლობ­ზე ბოლო მო­სახ­ლეა და ირ­გვლივ სულ ტყე აკ­რავს, რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­ცაა მე­ზობ­ლად, მაგ­რამ მე­პატ­რო­ნე­ე­ბი მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლო­ბით, და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­დი­ან.

ლომ­თა­თი­ძე თავს ნა­დი­რო­ბით ირ­ჩენს, მაგ­რამ, რა­ო­დენ გა­სა­ო­ცა­რია, რომ ის ნა­დი­რო­ბის ია­რა­ღად მშვილდ-ისარს იყე­ნებს. ამ­ტკი­ცებს, რომ დათ­ვიც ჰყავს მოკ­ლუ­ლი.

"გა­საკ­ვი­რი ამ ამ­ბავ­ში უფრო მე­ტად ისაა, რომ კაკო ლომ­თა­თი­ძე არა სა­კუ­თარ სვე-ბედ­ზე სა­წუ­წუ­ნოდ, არა­მედ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნით დაგ­ვი­კავ­შირ­და - მოს­წყინ­და მარ­ტო ყოფ­ნა, მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ეძებს, ამ­ბობს რომ არა­ვინ არ თან­ხმდე­ბა ცო­ლო­ბა­ზე მა­ნამ, სა­ნამ ელე­მენ­ტა­რულ სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს არ მო­ი­წყობს..

და დუ­ნი­ას, მისი გა­სა­ჭი­რი უნდა აც­ნო­ბოს, ცოლს ირ­თავს კაცი და იქ­ნებ სუ­ლი­ერ­მა ვინ­მემ ყუ­რად იღოს თხოვ­ნა და და­ეხ­მა­როს მას სა­კუ­თა­რი "კე­რი­ის" შექ­მნა­ში" - წერს "გუ­რი­ის მო­ამ­ბე"

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

კაცი გურიაში ხეზე ცხოვრობს და თავს ნადირობით ირჩენს - "მოსწყინდა მარტო ყოფნა, მაგრამ ცოლობაზე არავინ თანხმდება"

კაცი გურიაში ხეზე ცხოვრობს და თავს ნადირობით ირჩენს - "მოსწყინდა მარტო ყოფნა, მაგრამ ცოლობაზე არავინ თანხმდება"

53 წლის კაკო ლომთათიძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ მეწიეთში, პატარა ქოხში, მარტო ცხოვრობს. ქოხი იმდენად პატარა და საცხოვრებლად მოუხერხებელია, რომ მისი პატრონი ცხოვრების თითქმის ნახევარს, იქვე ეზოში, მაღალ ხეზე სახელდახელოდ მოწყობილ "საძინებელში" ატარებს. კაკო ლომთათიძე "გურიის მოამბემ" მოინახულა და მასთან ინტერვიუც ჩაწერა:

"ცოლი არ მაწუხებს და შვილი, ვწევარ აქ და გადმოვყურებ სამყაროს" - ამბობს კაკო, რომელიც მეწიეთის მაღლობზე ბოლო მოსახლეა და ირგვლივ სულ ტყე აკრავს, რამდენიმე საცხოვრებელი სახლიცაა მეზობლად, მაგრამ მეპატრონეები მხოლოდ ზაფხულობით, დასასვენებლად ჩადიან.

ლომთათიძე თავს ნადირობით ირჩენს, მაგრამ, რაოდენ გასაოცარია, რომ ის ნადირობის იარაღად მშვილდ-ისარს იყენებს. ამტკიცებს, რომ დათვიც ჰყავს მოკლული.

"გასაკვირი ამ ამბავში უფრო მეტად ისაა, რომ კაკო ლომთათიძე არა საკუთარ სვე-ბედზე საწუწუნოდ, არამედ ერთი კონკრეტული მიზნით დაგვიკავშირდა - მოსწყინდა მარტო ყოფნა, მეორე ნახევარს ეძებს, ამბობს რომ არავინ არ თანხმდება ცოლობაზე მანამ, სანამ ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს არ მოიწყობს..

და დუნიას, მისი გასაჭირი უნდა აცნობოს, ცოლს ირთავს კაცი და იქნებ სულიერმა ვინმემ ყურად იღოს თხოვნა და დაეხმაროს მას საკუთარი "კერიის" შექმნაში" - წერს "გურიის მოამბე"

წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ფოტოები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ