Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბომონდის" ოქროსფერი ღამე - რა ხდებოდა წუხელ სამორინე "ამბასადორში"
"ბომონდის" ოქროსფერი ღამე - რა ხდებოდა წუხელ სამორინე "ამბასადორში"

ჟურ­ნალ­მა "ბო­მონდმა" წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ სა­კუ­თარ მკი­თხველს და პარტნი­ო­რებს წვე­უ­ლე­ბა მო­უ­წყო, რო­მელ­ზეც უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მო­ი­ყა­რა თავი. გლა­მუ­რულ­მა ქარ­თულ­მა გა­მო­ცე­მამ ტრა­დი­ცი­ას არც ამ­ჯე­რად უღა­ლა­ტა და 22 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სტუმ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­რე­მო­ში - სა­მო­რი­ნე "ამ­ბა­სა­დორ­ში" უმას­პინ­ძლა.

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნებს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დრეს-კო­დის შე­სა­ბა­მი­სად შავი და ოქ­როს­ფე­რი სა­მო­სი ეც­ვათ. "Beaumonde golden night"-ის სტუმ­რე­ბის­თვის ეს მარ­თლაც ოქ­როს წვე­უ­ლე­ბა გა­მოდ­გა, სა­დაც უამ­რა­ვი სა­ჩუ­ქა­რი გა­თა­მაშ­და.

თეა აგ­ლა­ძე, "ბო­მონ­დის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

"ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი" ცნო­ბი­ლია ორი­გი­ნა­ლუ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბით და გვინ­დო­და ეს ტრა­დი­ცია არც წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ დაგ­ვერ­ღვია. ამი­ტომ ჩვენს სტუმ­რებს უჩ­ვე­უ­ლო და უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­რე­მო­ში, სა­მო­რი­ნე­ში ვუ­მას­პინ­ძლეთ. დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით მხარ­და­ჭე­რის­თვის გე­ნე­რა­ლურ სპონ­სორს - კომ­პა­ნია "გაგ­რა პლუსს", "ლი­ე­რაკს" და კა­ზი­ნო "ამ­ბა­სა­დორს".

მა­რი­ამ გო­გო­ჭუ­რი, სა­მო­რი­ნე "ამ­ბა­სა­დო­რის" მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"სა­მო­რი­ნე "ამ­ბა­სა­დორ­მა" დღეს და­უშ­ვა უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტი, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და სხვა ადა­მი­ა­ნებს უმას­პინ­ძლა სა­თა­მა­შო სივ­რცე­ში. იმე­დი გვაქვს ყვე­ლა სტუ­მა­რი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა"

თე­ო­ნა ადა­მია, ბრენდ-მე­ნე­ჯე­რი გაგ­რა+:

"კომ­პა­ნია "გაგ­რა +" ყო­ველ­თვის მხარს უჭერს "ბო­მონ­დის" ღო­ნის­ძი­ე­ბებს. დღეს, ამ უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში ჩვე­ნი კომ­პა­ნია წარ­მოდ­გე­ნი­ლია პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ბრენ­დით Stoli Gold.

სას­ტუმ­რო "ამ­ბა­სა­დო­რის" მი­სა­ღებ­ში, "ბო­მონ­დის" სტენდთან ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის და პო­ზი­რე­ბის შემ­დეგ, სტუმ­რებ­მა სა­მო­რი­ნე­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც მათ გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი და­ა­გე­მოვ­ნეს და გა­თა­მა­შე­ბა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

გა­თა­მაშ­და "ლი­ე­რა­კის" სი­ლა­მა­ზის ჩე­მოდ­ნე­ბი, "Stoli Gold"-ის პრე­მი­უმ არა­ყი, ასე­ვე სა­ჩუქ­რე­ბი გა­ა­თა­მა­შეს "ბო­მონ­დის" პარტნი­ო­რებ­მა: "არ­თთა­ი­მი"; "Sam Raan Spa"; "ერ­გო­ლა­ი­ნი", "ლუ­ტე­ცია", კომ­პლექ­სი "კაჭ­რე­თი ამ­ბა­სა­დო­რი", "არო­მა­თე­კა" და "Stefano Ricci". ასე­ვე, კა­ზი­ნომ სტუმ­რე­ბის­თვის ორი 200-დო­ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი გა­ა­თა­მა­შა.

ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი" ქარ­თულ ბა­ზარ­ზე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ გა­მოჩ­ნდა და მას არა­ერ­თი დღეს უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის აღ­მო­ჩე­ნა­ში და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში აქვს სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ტა­ნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად ისი­ნი ჟურ­ნა­ლის ღო­ნი­სი­ე­ბებს მუდ­მი­ვად სტუმ­რო­ბენ.

ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი: რაც თავი მახ­სოვს, მახ­სოვს რომ არ­სე­ბობს ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი". ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სწო­რედ "ბო­მონდთან" არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს. ვუ­ლო­ცავ მას 22 წლის იუ­ბი­ლეს და ვუ­სურ­ვებ ბევ­რჯერ გაგ­ვა­ხა­როს სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბით და გა­მო­გო­ნე­ბე­ბით.

ეკა ჩხე­ი­ძე, მსა­ხი­ო­ბი: "ბო­მონ­დის" სა­ღა­მო­ე­ბი ყო­ველ­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია, ამი­ტომ მუ­დამ დიდი სი­ხა­რუ­ლით მოვ­დი­ვარ. ამ ჟურ­ნა­ლის მუდ­მი­ვი მკი­თხვე­ლი ვარ და რეს­პო­დენ­ტიც არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვარ.

ნიკა წუ­ლუ­კი­ძე, თე­ატრმ­ცოდ­ნე: ვუ­ლო­ცავ "ბო­მონდს" 22 წლის იუ­ბი­ლეს. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ცე­მა, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად უდევს ხელი, ქა­ლა­ქის პულ­სა­ცი­ა­ზე. ამ ჟურ­ნალს პირ­ვე­ლად ეგ­ვიპ­ტე­ში და­ვუ­მე­გობ­რდი, მე და დათო ტუ­რაშ­ვილ­მა ნი­ლო­სით შე­მო­ვი­ა­რეთ მთე­ლი ეგ­ვიპ­ტე და იქ შევ­ხვდით რე­დაქ­ტორს, ქალ­ბა­ტონ თეა აგ­ლა­ძეს. დღე­ვან­დელ სა­ღა­მოს რაც შე­ე­ხე­ბა, პირ­ვე­ლად ვარ სა­მო­რი­ნე­ში და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა შედ­გა".

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

"ბომონდის" ოქროსფერი ღამე - რა ხდებოდა წუხელ სამორინე "ამბასადორში"

"ბომონდის" ოქროსფერი ღამე - რა ხდებოდა წუხელ სამორინე "ამბასადორში"

ჟურნალმა "ბომონდმა" წინასაახალწლოდ საკუთარ მკითხველს და პარტნიორებს წვეულება მოუწყო, რომელზეც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. გლამურულმა ქართულმა გამოცემამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და 22 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე, სტუმრებს განსაკუთრებულ გარემოში - სამორინე "ამბასადორში" უმასპინძლა.

ცნობილი ადამიანებს ღონისძიებაზე დრეს-კოდის შესაბამისად შავი და ოქროსფერი სამოსი ეცვათ. "Beaumonde golden night"-ის სტუმრებისთვის ეს მართლაც ოქროს წვეულება გამოდგა, სადაც უამრავი საჩუქარი გათამაშდა.

თეა აგლაძე, "ბომონდის" მთავარი რედაქტორი:

"ჟურნალი "ბომონდი" ცნობილია ორიგინალური წვეულებებით და გვინდოდა ეს ტრადიცია არც წინასაახალწლოდ დაგვერღვია. ამიტომ ჩვენს სტუმრებს უჩვეულო და უპრეცედენტო გარემოში, სამორინეში ვუმასპინძლეთ. დიდ მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის გენერალურ სპონსორს - კომპანია "გაგრა პლუსს", "ლიერაკს" და კაზინო "ამბასადორს".

მარიამ გოგოჭური, სამორინე "ამბასადორის" მარკეტინგის ხელმძღვანელი:

"სამორინე "ამბასადორმა" დღეს დაუშვა უპრეცედენტო ფაქტი, მედიის წარმომადგენლებს და სხვა ადამიანებს უმასპინძლა სათამაშო სივრცეში. იმედი გვაქვს ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩა"

თეონა ადამია, ბრენდ-მენეჯერი გაგრა+:

"კომპანია "გაგრა +" ყოველთვის მხარს უჭერს "ბომონდის" ღონისძიებებს. დღეს, ამ უჩვეულო გარემოში ჩვენი კომპანია წარმოდგენილია პრემიუმ ხარისხის ბრენდით Stoli Gold.

სასტუმრო "ამბასადორის" მისაღებში, "ბომონდის" სტენდთან ფოტოების გადაღების და პოზირების შემდეგ, სტუმრებმა სამორინეში გადაინაცვლეს, სადაც მათ გემრიელი კერძები დააგემოვნეს და გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა.

გათამაშდა "ლიერაკის" სილამაზის ჩემოდნები, "Stoli Gold"-ის პრემიუმ არაყი, ასევე საჩუქრები გაათამაშეს "ბომონდის" პარტნიორებმა: "ართთაიმი"; "Sam Raan Spa"; "ერგოლაინი", "ლუტეცია", კომპლექსი "კაჭრეთი ამბასადორი", "არომათეკა" და "Stefano Ricci". ასევე, კაზინომ სტუმრებისთვის ორი 200-დოლარიანი ვაუჩერი გაათამაშა.

ჟურნალი "ბომონდი" ქართულ ბაზარზე რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა და მას არაერთი დღეს უკვე წარმატებული ადამიანის აღმოჩენაში და პოპულარიზაციაში აქვს საკუთარი წვლილი შეტანილი. შესაბამისად ისინი ჟურნალის ღონისიებებს მუდმივად სტუმრობენ.

ცისანა სეფიაშვილი, მომღერალი: რაც თავი მახსოვს, მახსოვს რომ არსებობს ჟურნალი "ბომონდი". ჩემი პირველი ნაბიჯები სწორედ "ბომონდთან" არის დაკავშირებული და შესაბამისად განსაკუთრებულად მიყვარს. ვულოცავ მას 22 წლის იუბილეს და ვუსურვებ ბევრჯერ გაგვახაროს საინტერესო პროექტებით და გამოგონებებით.

ეკა ჩხეიძე, მსახიობი: "ბომონდის" საღამოები ყოველთვის არაჩვეულებრივია, ამიტომ მუდამ დიდი სიხარულით მოვდივარ. ამ ჟურნალის მუდმივი მკითხველი ვარ და რესპოდენტიც არაერთხელ ვყოფილვარ.

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე: ვულოცავ "ბომონდს" 22 წლის იუბილეს. ეს არის მნიშვნელოვანი გამოცემა, რომელსაც მუდმივად უდევს ხელი, ქალაქის პულსაციაზე. ამ ჟურნალს პირველად ეგვიპტეში დავუმეგობრდი, მე და დათო ტურაშვილმა ნილოსით შემოვიარეთ მთელი ეგვიპტე და იქ შევხვდით რედაქტორს, ქალბატონ თეა აგლაძეს. დღევანდელ საღამოს რაც შეეხება, პირველად ვარ სამორინეში და არაჩვეულებრივი ღონისძიება შედგა".

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის