პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიყოთ ერთობით, თან გავერთობით" - რას აკეთებენ მილანში ქართველი ახალგაზრდები
"ვიყოთ ერთობით, თან გავერთობით" - რას აკეთებენ მილანში ქართველი ახალგაზრდები

დღემ­დე არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მო­მი­წია გარ­კვე­უ­ლი ხნით ცხოვ­რე­ბა და მივ­ხვდი, რომ სამ­შობ­ლო­სა და შე­ნი­ა­ნე­ბის­გან მო­შო­რე­ბით ყოფ­ნა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ასა­ტა­ნია. ამი­ტო­მაც, სი­ხა­რუ­ლით ვი­ყე­ნებ­დი ნე­ბის­მი­ერ შე­საძ­ლებ­ლო­ბას შევ­ხვედ­რო­დი ქარ­თვე­ლებს და მათ­თან მცი­რე­დი დრო მა­ინც გა­მე­ტა­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­გან შორს მყოფს. ჯერ კი­დევ ლიტ­ვა­ში სწავ­ლი­სას მახ­სოვს რო­გორ მი­ხა­რო­და ჩვენს სა­ელ­ჩო­ში, თუნ­დაც საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტი, რად­გან იქ ქარ­თულ სით­ბოს ვგრძნობ­დი. თუმ­ცა ის რაც იტა­ლი­ა­ში დამ­ხვდა, სრუ­ლე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

მი­ლან­ში ჩას­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღეს­ვე მო­მი­წია არა­ერთ ქარ­თველ­თან შეხ­ვედ­რა და იმ მო­მენ­ტი­დან ვიგ­რძე­ნი, რომ ისი­ნი ჩემ­თვის ერთი დიდი ოჯა­ხი გახ­დე­ბო­და, სა­დაც სით­ბოს და სიყ­ვა­რულს არ იშუ­რე­ბენ და უან­გა­როდ ეხ­მა­რე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ყვე­ლა, ჩემი ქარ­თვე­ლი მას­პინ­ძლე­ბით და­წყე­ბუ­ლი, იმ ახალ­გაზ­რდე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­ზე სა­უ­ბარ­საც ამ სტა­ტი­ა­ში ვა­პი­რებ, მარ­წმუ­ნებს რომ ის ქარ­თუ­ლი სული, რო­მელ­ზეც ის­ტო­რი­ე­ბი მოგ­ვი­თხრო­ბენ და ჩვენ­თან თით­ქოს უკვე ფერ­და­კარ­გუ­ლი და გაც­რე­ცი­ლია, კვლავ არ­სე­ბობს და ქვეყ­ნის­გან მო­შო­რე­ბით ყოფ­ნი­სას უფრო ძლი­ერ­დე­ბა და ახალ სი­ცო­ცხლეს იძენს.

ახლა მი­ლან­ში ახ­ლად შექ­მნილ ახალ­გაზ­რდულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე მო­გი­თხრობთ, რო­მელ­საც “Milano2018-დან“ ჰქვია.

ყვე­ლა­ფე­რი პარ­კო სემ­პი­ო­ნე­ში და­ი­წყო, სა­დაც მე­გობ­რის თხოვ­ნით მი­ვე­დი. იქ მი­სულს რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა დამ­ხვდა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თმა გო­გო­ნამ ფო­ტო­ა­პა­რა­ტით ხელ­ში, მთხო­ვა რომ სა­უ­ბა­რი არ შე­მე­წყვი­ტა, როცა ის ფო­ტო­ებს მი­ღებ­და, რათა პორ­ტრე­ტი უფრო ბუ­ნებ­რი­ვი გა­მო­სუ­ლი­ყო, თან უხა­რო­და, რომ ჭრე­ლი ტან­საც­მე­ლი მეც­ვა, მისი მი­ზა­ნიც ხომ ფე­რა­დო­ვა­ნი, მხი­ა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ღე­ბა იყო, რო­გო­რე­ბიც სამ­შობ­ლოს­გან შორს დიდი ხნით მყოფ­თა შო­რის ცოტა რთუ­ლი სა­პოვ­ნე­ლია.

პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ვფიქ­რობ­დი, რომ მშვე­ნი­ე­რი იდეა იყო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის ფო­ტო­პორ­ტრე­ტე­ბის გა­და­ღე­ბა და შემ­დეგ მათი გა­მო­ფე­ნა, თუმ­ცა, ცოტა სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ­დი იმ ფაქტს, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ხა­ტავ­და სურ­ვილს ჩარ­თუ­ლი­ყო ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, ალ­ბათ იმი­ტომ რომ მისი მი­ზა­ნი უბ­რა­ლოდ ერ­თად ყოფ­ნა და ერ­თმა­ნე­თის უან­გა­როდ გვერ­დში დგო­მა იყო, პრაგ­მა­ტიზ­მი ხომ ხში­რად სუ­ლი­ე­რე­ბას ჩრდი­ლავს. თუმ­ცა, დღემ­დე აღ­ტა­ცე­ბით ვიხ­სე­ნებ იმას, რაც შემ­დეგ შეხ­ვედ­რა­ზე ვნა­ხე.

ვინც მი­ლან­ში, პარ­კო სემ­პი­ო­ნე­ში ყო­ფი­ლა, ალ­ბათ ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყ­რის იქ თავს, აწყობს პიკ­ნი­კებს და ათას­გვარ შეკ­რე­ბებს, თუმ­ცა, ალ­ბათ მა­შინ მას­შტა­ბით ჩვენს ჯგუფს ვე­რა­ვინ შე­ედ­რე­ბო­და. ათო­ბით ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა პირ­ვე­ლად ვხე­დავ­დით ერ­თმა­ნეთს, იქ იმი­ტომ მი­ვე­დით, რომ ერ­თმა­ნეთ­ზე ახ­ლო­ბე­ლი ნაკ­ლე­ბად თუ ვინ­მე მოგ­ვე­ძებ­ნე­ბო­და იმ მო­მენ­ტში. სწო­რედ მა­შინ მიხ­ვდი, რომ ჩვენს ირ­გვლივ უამ­რა­ვი ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლე­ბიც გან­ვი­თა­რე­ბის სწორ გზას ად­გა­ნან და ზუს­ტად აღიქ­ვა­მენ იმ სა­ჭი­რო­ე­ბებს, რო­მე­ლიც ჩვენს წი­ნა­შე დგას, უბ­რა­ლოდ, ნაკ­ლე­ბად გვსმე­ნია მათ­ზე და ამი­ტო­მაც მსურს რომ ამ ხალ­ხზე უფრო მეტ­მა შე­ი­ტყოს, გა­ი­ზი­ა­რონ მათი ენ­თუ­ზი­აზ­მი და ახალ­გაზ­რდო­ბი­დან­ვე მი­ეჩ­ვი­ონ ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვას და გვერ­დში დგო­მას. გთა­ვა­ზიბთ ინ­ტერ­ვი­უს იდე­ის ავ­ტო­რებ­თან:

- სა­ი­დან და­ი­ბა­და იდეა და რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა?

ირა ჟღენ­ტი: თავ­და­პირ­ვე­ლად, უბ­რა­ლოდ აქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბის გა­და­ღე­ბა და მათი ფო­ტო­პორ­ტრე­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა მინ­დო­და, რათა ამ ხერ­ხით ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა, ჯგუ­ფის შექ­მნა ეკა თო­დუ­ას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ხოლო ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბა ერეკ­ლე შილ­დელ­მა ითა­ვა. იდეა ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იყო, რო­მე­ლიც თა­ვი­დან მი­უღ­წე­ველ ოც­ნე­ბად ჩან­და, თუმ­ცა ახლა სა­სი­ა­მოვ­ნო რე­ა­ლო­ბად იქცა. დღემ­დე უკვე არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა გავ­მარ­თეთ, რომ­ლის მას­შტა­ბი დღი­თი დღე იზ­რდე­ბა. 21 ოქ­ტომ­ბერს მო­ვა­წყეთ ფო­ტო­პორ­ტრე­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა პარ­კო სემ­პი­ო­ნე­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის ფო­ტო­პორ­ტრე­ტე­ბის გარ­და, გა­მო­ი­ფი­ნა ქეთი დო­ლი­ძის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­ხა­ტე­ბი. სა­ღა­მო კი მუ­სი­კი­თა და პო­ე­ზი­ით დას­რულ­და. დას­წრე­ბა სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო და საკ­მა­ოდ ბევ­რი მნახ­ვე­ლიც გვეწ­ვია. რო­დე­საც ამ დღეს ვიხ­სე­ნებ გან­სა­კუთ­რე­ბულ აღ­ტა­ცე­ბას იწ­ვევს ათე­უ­ლო­ბით ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდის ერ­თად ყოფ­ნა.

უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა ჩვე­ნი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი შეკ­რე­ბე­ბიც. გარ­კვე­უ­ლი კუ­თხით ეს მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის კრე­ბას გავს, სა­დაც ყვე­ლას შე­უძ­ლია თქვას თა­ვი­სი გან­საც­დე­ლი და გან­თა­ვი­სუფ­ლდეს ტკი­ვი­ლი­სა­გან. თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით კი მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლა ემიგ­რანტ ქარ­თველს, გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ლან­ში მცხოვ­რებ­ლებს, რომ შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ, რად­გან მარ­ტო არ არი­ან.

- რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის "Milano2018-დან"?

ეკა თო­დუა: "Milano2018-დან" ჩემ­თვის არის ის, რაც არ არ­სე­ბობ­და, დღემ­დე მე­გო­ნა რომ არც მჭირ­დე­ბო­და, ახლა კი პირ­ქით. ესაა ად­გი­ლი, სა­დაც ღი­მი­ლით მივ­დი­ვარ, რო­გო­რი დაღ­ლი­ლიც არ უნდა ვიყო. მი­ხა­რია თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ნახ­ვა, გაც­ნო­ბა მათ­თან სა­უ­ბა­რი, თურ­მე რამ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია … აქამ­დე მხო­ლოდ გულ­გრი­ლად მი­ვე­სალ­მე­ბო­დით ერ­თმნეთს, ახლა ყო­ველ ახალ შეხ­ვედ­რა­ზე ვგრძნობთ, რომ მარ­ტო­ე­ბი არ ვართ. ეს ის ძა­ლაა, რო­მე­ლიც და­ამ­სხვრევს აქამ­დე ქარ­თვე­ლებ­ზე არ­სე­ბულ ყვე­ლა მა­ხინჯ სტე­რე­ო­ტიპს. როცა ამ ერ­თო­ბის წევ­რებს ვე­კი­თხე­ბით, რა არის მათ­თვის "Milano2018-დან", პა­სუ­ხე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რია:

"იმე­დი, მო­ტი­ვა­ცია, სიყ­ვა­რუ­ლი, პო­ზი­ტი­ვი;"

"ეს არის ძალა ერთი, რო­მელ­საც ყვე­ლა ენ­დო­ბა";

"ახალ­გაზ­რდე­ბის ერ­თო­ბა და სიძ­ლი­ე­რე მო­მავ­ლის­თვის";

"ჩემ­თვის უამ­რა­ვი შვი­ლის პატ­რო­ნის­თვის ნიშ­ნავს იმ და­ნაკ­ლი­სის შევ­სე­ბას, რა­საც ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბა იწ­ვევს";

"მე­ტე­ო­რი, თხი­ლის გუ­ლის ხელა, რო­მე­ლიც თუ და­გე­ცა ვერ გა­უმკლავ­დე­ბი!";

"ქარ­თუ­ლი სუ­ლის და სის­ხლის ყი­ვი­ლი, ერ­თო­ბის მო­ნატ­რე­ბა".

ერეკ­ლე შილ­დე­ლი: "Milano2018-დან" არ არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, უბ­რა­ლოდ ახალ­გაზ­რდუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა, სა­დაც ახალ­გაზ­რდე­ბი მარ­ტო­ო­ბის მწა­რე გან­ცდამ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა. რო­გორც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი ზუ­რაბ ბარ­ბა­ქა­ძე იტყო­და, „ვი­ყოთ ერ­თო­ბით, თან გა­ვერ­თო­ბით“

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სი არ გა­აჩ­ნია, რად­გან სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ერ­თი­ა­ნო­ბი­სათ­ვის ჩარ­ჩო­ე­ბი სა­ჭი­როდ არ მიგ­ვაჩ­ნია. ჩვენ ვართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც მზად არის ნე­ბის­მი­ერ ქარ­თველს გა­უ­წი­ოს უფა­სო კონ­სულ­ტა­ცია და აღ­მო­უ­ჩი­ნოს დახ­მა­რე­ბა, თუ კი ამის მცი­რე­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მა­ინც იარ­სე­ბებს. მა­გა­ლი­თად, ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი, სტუ­დენ­ტუ­რი ვი­ზი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მო­ძი­ე­ბაა მი­სა­ღებ ფა­სად და სი­მარ­თლე რომ ვთქვა, ალ­ბათ, არ არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა­შიც ჩვენ ვერ შევ­ძლებთ დახ­მა­რე­ბას.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ ერ­თო­ბა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა?

- ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, უბ­რა­ლოდ უნდა მოგ­ვძებ­ნონ facebook-ზე milano dan ან ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით. მთა­ვა­რია და­იც­ვან აზ­რი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბევ­რმა ოფი­ცი­ა­ლურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გაგ­ვაკ­რი­ტი­კა, რად­გან მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ არც ფულ­ზე და არც პო­ლი­ტი­კა­ზე ვფიქ­რობთ, ჩვენ ვი­ცავთ თი­თო­ე­უ­ლი ინ­დი­ვი­დის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და კომ­ფორ­ტის ზო­ნას. თუ კი­დევ უფრო მეტი კონ­კრე­ტი­კა გსურთ, გე­ტყვით, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ანა­ლო­გი ალ­ბათ არც მო­ი­ძებ­ნე­ბა, სა­კუ­თარ თავს თა­ვად ვა­ფი­ნან­სებთ იმით, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც გაგ­ვაჩ­ნია. მარ­თა­ლია, ბევ­რის ქონა ცუდი არ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ თა­ვი­სუ­ფა­ლი უბ­რა­ლო­ე­ბა გვირ­ჩევ­ნია მო­ნურ სიმ­დიდ­რეს.

ჩვენ მეტი არა­ფე­რი გვა­მოძ­რა­ვებს, ვიდ­რე ერ­თად ყოფ­ნის სურ­ვი­ლი. რაღა თქმა უნდა, გვაქვს ხარ­ვე­ზე­ბი, ჯერ მხო­ლოდ ორი თვეა რაც ვარ­სე­ბობთ, გვაქვს გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ბევ­რი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბაა სა­ჭი­რო. ახლა ენის კურ­სე­ბის შექ­მნა­ზე ვმუ­შა­ობთ, რად­გან ეს პრობ­ლე­მა საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რია, და ვეც­დე­ბით მის ერ­თად მოგ­ვა­რე­ბას.

- თუ არ­სე­ბობს მსგავ­სი ახალ­გაზ­რდუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი (ერ­თო­ბა) სხვა ქვეყ­ნებ­ში და რას ურ­ჩევ­დით უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ სხვა ახალ­გაზ­რდებს?

- მი­ლან­ში ბევ­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა, მაგ­რამ ყვე­ლას ვი­ღა­ცი­სა­გან რა­ღაც სურს, ჩვენ კი გვსურს, რომ ერ­თმა­ნე­თი გვსურ­დეს - ეს იქ­ნე­ბა რო­გორც ჩვე­ნი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი სი­ტყვა, ასე­ვე რჩე­ვა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის - "ვი­ყოთ ერ­თო­ბით თან გა­ვერ­თო­ბით" - #Milano2018-დან

მი­ლა­ნი­დან გვან­ცა კა­კა­უ­რი­ძე

ავტორი:

"ვიყოთ ერთობით, თან გავერთობით" - რას აკეთებენ მილანში ქართველი ახალგაზრდები

"ვიყოთ ერთობით, თან გავერთობით" - რას აკეთებენ მილანში ქართველი ახალგაზრდები

დღემდე არაერთ ქვეყანაში მომიწია გარკვეული ხნით ცხოვრება და მივხვდი, რომ სამშობლოსა და შენიანებისგან მოშორებით ყოფნა ყველაზე რთული ასატანია. ამიტომაც, სიხარულით ვიყენებდი ნებისმიერ შესაძლებლობას შევხვედროდი ქართველებს და მათთან მცირედი დრო მაინც გამეტარებინა საქართველოსგან შორს მყოფს. ჯერ კიდევ ლიტვაში სწავლისას მახსოვს როგორ მიხაროდა ჩვენს საელჩოში, თუნდაც საქმიანი ვიზიტი, რადგან იქ ქართულ სითბოს ვგრძნობდი. თუმცა ის რაც იტალიაში დამხვდა, სრულებით განსხვავებული აღმოჩნდა.

მილანში ჩასვლის პირველივე დღესვე მომიწია არაერთ ქართველთან შეხვედრა და იმ მომენტიდან ვიგრძენი, რომ ისინი ჩემთვის ერთი დიდი ოჯახი გახდებოდა, სადაც სითბოს და სიყვარულს არ იშურებენ და უანგაროდ ეხმარებიან ერთმანეთს. ყველა, ჩემი ქართველი მასპინძლებით დაწყებული, იმ ახალგაზრდებით დამთავრებული, რომელზე საუბარსაც ამ სტატიაში ვაპირებ, მარწმუნებს რომ ის ქართული სული, რომელზეც ისტორიები მოგვითხრობენ და ჩვენთან თითქოს უკვე ფერდაკარგული და გაცრეცილია, კვლავ არსებობს და ქვეყნისგან მოშორებით ყოფნისას უფრო ძლიერდება და ახალ სიცოცხლეს იძენს.

ახლა მილანში ახლად შექმნილ ახალგაზრდულ გაერთიანებაზე მოგითხრობთ, რომელსაც “Milano2018-დან“ ჰქვია.

ყველაფერი პარკო სემპიონეში დაიწყო, სადაც მეგობრის თხოვნით მივედი. იქ მისულს რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა დამხვდა, რომელთაგან ერთ-ერთმა გოგონამ ფოტოაპარატით ხელში, მთხოვა რომ საუბარი არ შემეწყვიტა, როცა ის ფოტოებს მიღებდა, რათა პორტრეტი უფრო ბუნებრივი გამოსულიყო, თან უხაროდა, რომ ჭრელი ტანსაცმელი მეცვა, მისი მიზანიც ხომ ფერადოვანი, მხიარული და ბედნიერი ადამიანების გადაღება იყო, როგორებიც სამშობლოსგან შორს დიდი ხნით მყოფთა შორის ცოტა რთული საპოვნელია.

პირველი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობდი, რომ მშვენიერი იდეა იყო თანამემამულეებისთვის ფოტოპორტრეტების გადაღება და შემდეგ მათი გამოფენა, თუმცა, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი იმ ფაქტს, რომ ბევრი ადამიანი გამოხატავდა სურვილს ჩართულიყო ამ ღონისძიებაში, ალბათ იმიტომ რომ მისი მიზანი უბრალოდ ერთად ყოფნა და ერთმანეთის უანგაროდ გვერდში დგომა იყო, პრაგმატიზმი ხომ ხშირად სულიერებას ჩრდილავს. თუმცა, დღემდე აღტაცებით ვიხსენებ იმას, რაც შემდეგ შეხვედრაზე ვნახე.

ვინც მილანში, პარკო სემპიონეში ყოფილა, ალბათ ყველამ კარგად იცის, რომ უამრავი ადამიანი იყრის იქ თავს, აწყობს პიკნიკებს და ათასგვარ შეკრებებს, თუმცა, ალბათ მაშინ მასშტაბით ჩვენს ჯგუფს ვერავინ შეედრებოდა. ათობით ახალგაზრდა, რომელთა უმეტესობა პირველად ვხედავდით ერთმანეთს, იქ იმიტომ მივედით, რომ ერთმანეთზე ახლობელი ნაკლებად თუ ვინმე მოგვეძებნებოდა იმ მომენტში. სწორედ მაშინ მიხვდი, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი ისეთი ადამიანია, რომლებიც განვითარების სწორ გზას ადგანან და ზუსტად აღიქვამენ იმ საჭიროებებს, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, უბრალოდ, ნაკლებად გვსმენია მათზე და ამიტომაც მსურს რომ ამ ხალხზე უფრო მეტმა შეიტყოს, გაიზიარონ მათი ენთუზიაზმი და ახალგაზრდობიდანვე მიეჩვიონ ერთმანეთზე ზრუნვას და გვერდში დგომას. გთავაზიბთ ინტერვიუს იდეის ავტორებთან:

- საიდან დაიბადა იდეა და რა მიზანს ემსახურება?

ირა ჟღენტი: თავდაპირველად, უბრალოდ აქ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების, სტუდენტების გადაღება და მათი ფოტოპორტრეტების გამოფენა მინდოდა, რათა ამ ხერხით ისინი ერთმანეთთან დამეკავშირებინა, ჯგუფის შექმნა ეკა თოდუას დამსახურებაა, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორობა ერეკლე შილდელმა ითავა. იდეა ქართველი ახალგაზრდების გაერთიანება იყო, რომელიც თავიდან მიუღწეველ ოცნებად ჩანდა, თუმცა ახლა სასიამოვნო რეალობად იქცა. დღემდე უკვე არაერთი შეხვედრა გავმართეთ, რომლის მასშტაბი დღითი დღე იზრდება. 21 ოქტომბერს მოვაწყეთ ფოტოპორტრეტების გამოფენა პარკო სემპიონეში. საზოგადოების წევრების ფოტოპორტრეტების გარდა, გამოიფინა ქეთი დოლიძის არაჩვეულებრივი ნახატები. საღამო კი მუსიკითა და პოეზიით დასრულდა. დასწრება სრულიად თავისუფალი იყო და საკმაოდ ბევრი მნახველიც გვეწვია. როდესაც ამ დღეს ვიხსენებ განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს ათეულობით ქართველი ახალგაზრდის ერთად ყოფნა.

უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი ყოველკვირეული შეკრებებიც. გარკვეული კუთხით ეს მორალური მხარდაჭერის კრებას გავს, სადაც ყველას შეუძლია თქვას თავისი განსაცდელი და განთავისუფლდეს ტკივილისაგან. თქვენი მეშვეობით კი მინდა მივმართო ყველა ემიგრანტ ქართველს, განსაკუთრებით მილანში მცხოვრებლებს, რომ შემოგვიერთდნენ, რადგან მარტო არ არიან.

- რას ნიშნავს თქვენთვის "Milano2018-დან"?

ეკა თოდუა: "Milano2018-დან" ჩემთვის არის ის, რაც არ არსებობდა, დღემდე მეგონა რომ არც მჭირდებოდა, ახლა კი პირქით. ესაა ადგილი, სადაც ღიმილით მივდივარ, როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო. მიხარია თითოეული ადამიანის ნახვა, გაცნობა მათთან საუბარი, თურმე რამდენი საინტერესო ადამიანია … აქამდე მხოლოდ გულგრილად მივესალმებოდით ერთმნეთს, ახლა ყოველ ახალ შეხვედრაზე ვგრძნობთ, რომ მარტოები არ ვართ. ეს ის ძალაა, რომელიც დაამსხვრევს აქამდე ქართველებზე არსებულ ყველა მახინჯ სტერეოტიპს. როცა ამ ერთობის წევრებს ვეკითხებით, რა არის მათთვის "Milano2018-დან", პასუხები შემდეგნაირია:

"იმედი, მოტივაცია, სიყვარული, პოზიტივი;"

"ეს არის ძალა ერთი, რომელსაც ყველა ენდობა";

"ახალგაზრდების ერთობა და სიძლიერე მომავლისთვის";

"ჩემთვის უამრავი შვილის პატრონისთვის ნიშნავს იმ დანაკლისის შევსებას, რასაც ოჯახის დატოვება იწვევს";

"მეტეორი, თხილის გულის ხელა, რომელიც თუ დაგეცა ვერ გაუმკლავდები!";

"ქართული სულის და სისხლის ყივილი, ერთობის მონატრება".

ერეკლე შილდელი: "Milano2018-დან" არ არის ორგანიზაცია, უბრალოდ ახალგაზრდული საზოგადოებრივი გაერთიანებაა, სადაც ახალგაზრდები მარტოობის მწარე განცდამ გაგვაერთიანა. როგორც ჩვენი საზოგადოების წევრი ზურაბ ბარბაქაძე იტყოდა, „ვიყოთ ერთობით, თან გავერთობით“

ჩვენს საზოგადოებას იურიდიული სტატუსი არ გააჩნია, რადგან სიყვარულისა და ერთიანობისათვის ჩარჩოები საჭიროდ არ მიგვაჩნია. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც მზად არის ნებისმიერ ქართველს გაუწიოს უფასო კონსულტაცია და აღმოუჩინოს დახმარება, თუ კი ამის მცირედი შესაძლებლობა მაინც იარსებებს. მაგალითად, ბიუროკრატიული პროცესები, სტუდენტური ვიზისათვის აუცილებელი პროცედურები, საცხოვრებელი ადგილის მოძიებაა მისაღებ ფასად და სიმართლე რომ ვთქვა, ალბათ, არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც ჩვენ ვერ შევძლებთ დახმარებას.

- როგორ შეიძლება აღნიშნულ ერთობაში გაწევრიანება?

- ჩვენ საზოგადოებაში გაწევრიანება ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა მოგვძებნონ facebook-ზე milano dan ან ჩვენი საზოგადოების სრული სახელწოდებით. მთავარია დაიცვან აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა ოფიციალურმა საზოგადოებამ გაგვაკრიტიკა, რადგან მათგან განსხვავებით, ჩვენ არც ფულზე და არც პოლიტიკაზე ვფიქრობთ, ჩვენ ვიცავთ თითოეული ინდივიდის თავისუფლებასა და კომფორტის ზონას. თუ კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკა გსურთ, გეტყვით, რომ ჩვენი საზოგადოების ანალოგი ალბათ არც მოიძებნება, საკუთარ თავს თავად ვაფინანსებთ იმით, რისი საშუალებაც გაგვაჩნია. მართალია, ბევრის ქონა ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ თავისუფალი უბრალოება გვირჩევნია მონურ სიმდიდრეს.

ჩვენ მეტი არაფერი გვამოძრავებს, ვიდრე ერთად ყოფნის სურვილი. რაღა თქმა უნდა, გვაქვს ხარვეზები, ჯერ მხოლოდ ორი თვეა რაც ვარსებობთ, გვაქვს გამოწვევები და ბევრი საკითხის მოგვარებაა საჭირო. ახლა ენის კურსების შექმნაზე ვმუშაობთ, რადგან ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია, და ვეცდებით მის ერთად მოგვარებას.

- თუ არსებობს მსგავსი ახალგაზრდული გაერთიანებები (ერთობა) სხვა ქვეყნებში და რას ურჩევდით უცხოეთში მცხოვრებ სხვა ახალგაზრდებს?

- მილანში ბევრი ოფიციალური საზოგადოებაა, მაგრამ ყველას ვიღაცისაგან რაღაც სურს, ჩვენ კი გვსურს, რომ ერთმანეთი გვსურდეს - ეს იქნება როგორც ჩვენი განმასხვავებელი სიტყვა, ასევე რჩევა ახალგაზრდებისთვის - "ვიყოთ ერთობით თან გავერთობით" - #Milano2018-დან

მილანიდან გვანცა კაკაურიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ