პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ასაფეთქებლებს“ 18 წლამდე პირები ვეღარ იყიდიან - პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით განიხილავს
„ასაფეთქებლებს“ 18 წლამდე პირები ვეღარ იყიდიან - პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით განიხილავს

„ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, პი­რო­ტექ­ნი­კის 18 წლამ­დე პი­რე­ბის­თვის მი­ყიდ­ვა იკ­რძა­ლე­ბა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით დას­ჯა­დი ხდე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ზე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლეს.

რო­გორც კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მა­რი­ამ ჯაშ­მა გა­ნა­ცხა­და, პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო, მხო­ლოდ 2018 წლის 2 იან­ვრის­თვის 44 ტრავ­მა­ტიზ­მის შემ­თხვე­ვა იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის 24 ბავ­შვებ­ში.

„წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ და სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში ჩვენ ყო­ველ­წლი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტრავ­მა­ტიზ­მის შემ­თხვე­ვე­ბის მომსწრე­ნი ვართ, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პი­რო­ტექ­ნი­კის უსაფრ­თხოდ გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას­თან. მხო­ლოდ 2018 წლის 2 იან­ვრის­თვის 44 ტრავ­მა­ტიზ­მის შემ­თხვე­ვა იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის 24 ბავ­შვებ­ში. და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, ასე­ვე შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მთე­ლი რიგი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აწეს­რი­გებს პი­რო­ტექ­ნი­კის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებს, არა მხო­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბის, არა­მედ, იმ­პორ­ტის, ექ­სპორ­ტის, შე­ფუთ­ვის და ა.შ. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ წე­სე­ბის და­ნერგვა იქ­ნე­ბო­და ნაჩ­ქა­რე­ვი, ის მო­ი­თხოვს გან­ხილ­ვას, რო­გორც კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ასე­ვე რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში ჩარ­თულ კომ­პა­ნი­ებ­თან. მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არის ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა პი­რო­ტექ­ნი­კის პრო­დუქ­ცი­ის შეს­ყიდ­ვა­ზე. ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, რომ ბევ­რად უფრო მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, 18 წლამ­დე არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბა. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია, რომ მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით, აღ­სრუ­ლე­ბას მო­ახ­დენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მთა­ვა­რი არ­სია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მის და­წე­სე­ბა კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის 100 ლარი, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის 200 ლარი. გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ჯა­რი­მე­ბის გა­ორ­მა­გე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ჯაშ­მა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა ოქ­მებს ად­გენს და საქ­მე­ებს იხი­ლავს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნოს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი ან მის მიერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი.

ცნო­ბის­თვის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი: მა­რი­ამ ჯაში, სი­მონ ნო­ზა­ძე, რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, სვეტ­ლა­ნა კუდ­ბა, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი და ზაზა გა­ბუ­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

„ასაფეთქებლებს“ 18 წლამდე პირები ვეღარ იყიდიან - პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით განიხილავს

„ასაფეთქებლებს“ 18 წლამდე პირები ვეღარ იყიდიან - პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით განიხილავს

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პიროტექნიკის 18 წლამდე პირებისთვის მიყიდვა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაჩქარებული წესით განიხილეს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, პიროტექნიკის გამოყენების გამო, მხოლოდ 2018 წლის 2 იანვრისთვის 44 ტრავმატიზმის შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მათ შორის 24 ბავშვებში.

„წინასაახალწლოდ და სადღესასწაულო დღეებში ჩვენ ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ტრავმატიზმის შემთხვევების მომსწრენი ვართ, რომელიც დაკავშირებულია პიროტექნიკის უსაფრთხოდ გამოყენების წესების დარღვევასთან. მხოლოდ 2018 წლის 2 იანვრისთვის 44 ტრავმატიზმის შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მათ შორის 24 ბავშვებში. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე შეერთებულ შტატებში მთელი რიგი რეგულაციები აწესრიგებს პიროტექნიკის უსაფრთხოების წესებს, არა მხოლოდ გამოყენების, არამედ, იმპორტის, ექსპორტის, შეფუთვის და ა.შ. ბუნებრივია, ამ წესების დანერგვა იქნებოდა ნაჩქარევი, ის მოითხოვს განხილვას, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე რეალიზაციაში ჩართულ კომპანიებთან. მინიმალური სტანდარტი ამ მიმართულებით არის ასაკობრივი შეზღუდვა პიროტექნიკის პროდუქციის შესყიდვაზე. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ბევრად უფრო მარტივი იქნება ადმინისტრაციის თვალსაზრისით, 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეზღუდვის დაწესება. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ მთავრობასთან შეთანხმებით, აღსრულებას მოახდენს მუნიციპალიტეტი. კანონპროექტის მთავარი არსია ადმინისტრაციული ჯარიმის დაწესება კანონის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის 100 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 200 ლარი. განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმების გაორმაგება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს და საქმეებს იხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სიმონ ნოზაძე, რევაზ არველაძე, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, რატი იონათამიშვილი და ზაზა გაბუნია.