პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბახალას" საქმეზე განაჩენი უახლოეს დღეებში უნდა დადგეს - რა მოლოდინი აქვს ადვოკატს
"ბახალას" საქმეზე განაჩენი უახლოეს დღეებში უნდა დადგეს - რა მოლოდინი აქვს ადვოკატს

გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი საქ­მე აბ­სურ­დუ­ლია, ვი­ნა­ი­დან საქ­მე­ში არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის, იგი­ვე "ბა­ხა­ლას" ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის ერთ-ერთ მთა­ვარ მოწ­მეს, რე­ა­ნო­მო­ბი­ლის მძღოლს ჯაბა ხუ­ლორ­და­ვას და­კი­თხა­ვენ.

„დღეს უნდა და­ი­კი­თხოს რე­ა­ნო­მო­ბი­ლის მძღო­ლი. ეს მოწ­მე გი­ო­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის წინა ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზეც და­ი­კი­თხა და გა­ნა­ცხა­და აბ­სურ­დუ­ლი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე მო­გო­ნი­ლი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, თით­ქოს, გი­ორ­გა­ნაშ­ვილ­მა მას თურ­ქეთ­ში რა­ღაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­დას­ცა, რისი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც არ არ­სე­ბობს.

ეს ის მოწ­მეა, რო­მელ­მაც 4-ჯერ შეც­ვა­ლა თა­ვი­სი ჩვე­ნე­ბა. ასე­ვე, წინა საქ­მე­ზე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის შემ­დეგ, რო­მელ­ზეც გა­ნა­ჩე­ნია დამ­დგა­რი, მას ხელ­საყ­რე­ლი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­და. ეს საქ­მე გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის მი­მართ არის აბ­სურ­დუ­ლი, ვი­ნა­ი­დან არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. თუ წინა საქ­მე­ში, ორი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, რაც არა­საკ­მა­რი­სი სტან­დარ­ტია გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის­თვის, აქ არც ერთი ხელ­შე­სა­ხე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს", -აცხა­დებს მა­ხა­რა­ძე.

დღეს ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­კუ­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას და­ას­რუ­ლებს. დაც­ვის მხა­რე ვა­რა­უ­დობს, რომ გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი წლის ბო­ლომ­დე დად­გე­ბა.

„ამის შემ­დეგ, დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა­ზე გა­და­ვალთ და წლის ბო­ლომ­დე გა­ნა­ჩე­ნი უნდა დად­გეს. ერ­თა­დერ­თი, ლო­გი­კუ­რი მო­ლო­დი­ნი რაც ამ საქ­მე­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს, გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო­ბაა", - აცხა­დებს მა­ხა­რა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს („ბა­ხა­ლა“) შსს-მ მიმ­დი­ნა­რე წლის 2 აპ­რილს ბრა­ლი და­უმ­ძი­მა. გი­ორ­გა­ნაშ­ვილს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 262-ე მუხ­ლე­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე.

ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ექ­მუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ბახალას" საქმეზე განაჩენი უახლოეს დღეებში უნდა დადგეს - რა მოლოდინი აქვს ადვოკატს

"ბახალას" საქმეზე განაჩენი უახლოეს დღეებში უნდა დადგეს - რა მოლოდინი აქვს ადვოკატს

გიორგი გიორგანაშვილის მიმართ არსებული საქმე აბსურდულია, ვინაიდან საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის, - აღნიშნულის შესახებ პროცესის დაწყებამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე "ბახალას" ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, რეანომობილის მძღოლს ჯაბა ხულორდავას დაკითხავენ.

„დღეს უნდა დაიკითხოს რეანომობილის მძღოლი. ეს მოწმე გიოგი გიორგანაშვილის წინა ბრალდების საქმეზეც დაიკითხა და განაცხადა აბსურდული, მტკიცებულებების გარეშე მოგონილი ფაქტების შესახებ, თითქოს, გიორგანაშვილმა მას თურქეთში რაღაც ნარკოტიკული საშუალება გადასცა, რისი მტკიცებულებაც არ არსებობს.

ეს ის მოწმეა, რომელმაც 4-ჯერ შეცვალა თავისი ჩვენება. ასევე, წინა საქმეზე ჩვენების მიცემის შემდეგ, რომელზეც განაჩენია დამდგარი, მას ხელსაყრელი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ეს საქმე გიორგი გიორგანაშვილის მიმართ არის აბსურდული, ვინაიდან არც ერთი მტკიცებულება არ არის. თუ წინა საქმეში, ორი პოლიციელი იყო, რაც არასაკმარისი სტანდარტია გამამტყუნებელი განაჩენისთვის, აქ არც ერთი ხელშესახები მტკიცებულება არ არსებობს", -აცხადებს მახარაძე.

დღეს ბრალდების მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ გიორგანაშვილის საქმეზე განაჩენი წლის ბოლომდე დადგება.

„ამის შემდეგ, დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავალთ და წლის ბოლომდე განაჩენი უნდა დადგეს. ერთადერთი, ლოგიკური მოლოდინი რაც ამ საქმეზე შეიძლება იყოს, გიორგი გიორგანაშვილის უდანაშაულოდ ცნობაა", - აცხადებს მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალა“) შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს