პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგზაურობა ინოვაციის სამყაროში - Lenovo-მ უახლესი მაღალტექნოლოგიური მოდელები წარმოადგინა
მოგზაურობა ინოვაციის სამყაროში - Lenovo-მ უახლესი მაღალტექნოლოგიური მოდელები წარმოადგინა

კომ­პა­ნია Lenovo -მ უახ­ლე­სი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მო­დე­ლე­ბი პარტნი­ო­რებს -დის­ტრი­ბუ­ტო­რებს, სა­ცა­ლო ქსე­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, სის­ტე­მურ ინ­ტეგ­რა­ტო­რებს და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, 11 დე­კემ­ბერს, რეს­პუბ­ლი­კა­ში წა­რუდ­გი­ნა.

„Lenovo ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნებს გა­უ­მარ­ტი­ვოს ცხოვ­რე­ბა, პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბი კი, ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია. პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის სეგ­მენ­ტში Lenovo ლი­დე­რია მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი გვი­ჭი­რავს ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2011 წლი­დან ვართ წარ­მოდ­გე­ნი­ლი და დღემ­დე ნო­უთ­ბუ­ქე­ბის, პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის და პლან­შე­ტე­ბის ჩათ­ვლით და­ახ­ლო­ე­ბით 290 000 მო­წყო­ბი­ლო­ბა შე­მო­ვი­ტა­ნეთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზოთ უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და და­ვეხ­მა­როთ ეფექ­ტუ­რად გა­დაჭ­რან ყო­ველ­დღი­უ­რი ამო­ცა­ნე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ევ­გე­ნი ტრო­ცენ­კომ, Lenovo-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სომ­ხეთ­ში, მოლ­დო­ვა­სა და ბე­ლა­რუს­ში.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მო­სულ­მა სტუმ­რებ­მა თა­ვად გა­მოს­ცა­დეს მოქ­ნი­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე Yoga-ს, მძლავ­რი Legion-ისა და ყვე­ლა­ზე გამ­ძლე ThinkPad მო­დე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ლე­გენ­და­რუ­ლი ThinkPad, რო­მე­ლიც უკვე 25 წე­ლია აო­ცებს მსოფ­ლი­ოს თა­ვი­სი ინო­ვა­ცი­უ­რო­ბით, ყვე­ლა­ზე გამ­ძლე ნო­უთ­ბუ­ქად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, ThinkPad 1993 წლი­დან მუ­შა­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ში - NASA! ვარ­დნის მძი­მე შე­დე­გე­ბის­გან იგი და­ცუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­ნად­ნო­ბე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი კორ­პუ­სით. ThinkPad 1.5 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან და­ცე­მის ან მას­ზე და­ბი­ჯე­ბის შემ­დე­გაც შე­უ­ფერ­ხებ­ლად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. Lenovo Thinkpad იმ­დე­ნად სან­დოა, რომ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია აშშ-ს სამ­ხედ­რო სტან­დარ­ტის ტეს­ტე­ბით, მათ­ზე არ მოქ­მე­დებს მა­ღა­ლი წნე­ვა, ტე­ნი­ა­ნო­ბა, ვიბ­რა­ცია, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, „ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი შოკი“, და­ბა­ლი წნე­ვა, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და მტვე­რი. ყვე­ლა­ფე­რი ეს გა­ნა­პი­რო­ბებს მთა­ვარს - მა­ღალ წარ­მა­დო­ბას და კომ­ფორ­ტულ მუ­შა­ო­ბას - ნე­ბის­მი­ერ პი­რო­ბებ­ში.

იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ ThinkPad-ი ყვე­ლა­ნა­ირ დაბ­რკო­ლე­ბას უმკლავ­დე­ბა, პრე­ზენ­ტა­ცი­ის მსვლე­ლო­ბის დროს, Lenovo-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ThinkPad-ით კა­კა­ლიც კი გა­ტე­ხა, რის შემ­დე­გაც, ნო­უთ­ბუქს სი­თხე გა­და­ას­ხა, ბო­ლოს კი მას­ზე ფე­ხით შედ­გა. ამ დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ThinkPad მო­წყო­ბი­ლო­ბა ჩა­ირ­თო და გა­მარ­თუ­ლად ამუ­შავ­და, რა­მაც, რა თქმა უნდა, სტუმ­რე­ბის გა­ო­ცე­ბა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

YOGA Book C930 - უნი­კა­ლუ­რი ახა­ლი თა­ო­ბის მო­წყო­ბი­ლო­ბაა - ულტრა თხე­ლი და მსუ­ბუ­ქი, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ყვე­ლა­ზე თხე­ლი ნო­უთ­ბუ­ქი, რო­მე­ლიც ორი ეკ­რა­ნით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ელექტრო­ნუ­ლი მელ­ნის - E Ink-ის ტექ­ნო­ლო­გი­ით მუ­შა­ობს, აქვს მა­ღა­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის ქა­ღალ­დის მსგავ­სი ეკ­რა­ნი, ამი­ტომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნის სა­ხით. ძი­რი­თა­დი 10.8“ IPS ეკ­რა­ნი ბლოკ­ნო­ტის, ხე­ლით სა­ხა­ტა­ვი პლან­შე­ტის და ვირ­ტუ­ა­ლუ­რი კლა­ვი­ა­ტუ­რის ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებს. მე-7 თა­ო­ბის Intel® Core™ პრო­ცე­სო­რის წყა­ლო­ბით YOGA Book C930 მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ნო­უთ­ბუ­ქია პა­სი­უ­რი გაგ­რი­ლე­ბით. 2K QHD ეკ­რა­ნი, 2 დი­ნა­მი­კი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის Dolby Atmos® მო­ცუ­ლო­ბი­თი ჟღე­რა­დო­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ხმა ფილ­მის ყუ­რე­ბის თუ მუ­სი­კა­ლუ­რი ტრე­კე­ბის მოს­მე­ნი­სას რე­ა­ლუ­რი დას­წრე­ბის ეფექტს იძ­ლე­ვა. YOGA Book C930 - ის ეკ­რა­ნი 360°-ით ტრი­ა­ლებს. ამ ნო­უთ­ბუ­ქით შე­გიძ­ლი­ათ კომ­ფორ­ტუ­ლად იკი­თხოთ, უყუ­როთ ვი­დე­ოს ან იმუ­შა­ოთ მას­ზე სარ­ბენ ბი­ლიკ­ზე ვარ­ჯი­ში­სას ან - დი­ვან­ზე, დამ­ღლე­ლი სა­მუ­შაო დღის ბო­ლოს.

„Lenovo ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია სა­ბო­ლოო მომ­ხმა­რე­ბელ­ზე, გა­მო­ირ­ჩე­ვა იმით, რომ ყო­ველ­თვის ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია აქვს. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია სამი უახ­ლე­სი მო­დე­ლი, მათ შო­რის YOGA Book C930. YOGA-ს ინო­ვა­ცი­უ­რი 2-1-ში მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნით, მა­ღა­ლი წარ­მა­დო­ბით და კომ­პაქ­ტუ­რო­ბით. YOGA-ს ნო­უთ­ბუ­ქე­ბი ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კომ­ფორ­ტს ანი­ჭებს მომ­ხმა­რე­ბელს მუ­შა­ო­ბის ოთხი სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მით: პლან­შე­ტი, ტენ­ტი, სტენ­დი და ლეპ­ტო­პი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია ასე­ვე ნო­უთ­ბუ­ქე­ბი YOGA 530 და YOGA 730.“ -გა­ნა­ცხა­და Lenovo-ს სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­ში, ლე­ვან მი­მი­ნოშ­ვილ­მა.

LEGION აერ­თი­ა­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის და მძლავრ სა­თა­მა­შო ნო­უთ­ბუ­ქებს და შექ­მნი­ლია მათ­თვის, ვი­საც უყ­ვარს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი, ასე­ვე აფა­სებს ნო­უთ­ბუ­ქის ძლი­ერ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს და დი­ზა­ინს. ახა­ლი LEGION ნო­უთ­ბუ­ქი სახ­ლის გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი­ცაა და სა­მუ­შაო მა­გი­და­ზეც იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ამ ნო­უთ­ბუ­ქით თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლი­ათ წაბ­რძან­დეთ საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე! პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე Lenovo-მ წარ­მო­ად­გი­ნა Legion-ის უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბი: Legion Y530 და Legion Y730.

Lenovo მრა­ვა­ლი წე­ლია ინარ­ჩუ­ნებს ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ებს და მთელს მსოფ­ლი­ო­ში წარ­მო­ად­გენს სან­დო, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის და უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტებ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბას, მათ შო­რის პერ­სო­ნა­ლურ კომ­პი­უ­ტე­რებს (სა­თა­მა­შო ხა­ზის - Legion-ის და ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის Think და Yoga-ს ჩათ­ვლით), სა­მუ­შაო სად­გუ­რებს, სერ­ვე­რებს, მო­ნა­ცემ­თა შე­ნახ­ვის სის­ტე­მებს, SmartTV სის­ტე­მებს, ასე­ვე მო­ბი­ლურ პრო­დუქ­ტებს სმარ­ტფო­ნე­ბის ჩათ­ვლით, მათ შო­რის ბრენ­დს Motorola, პლან­შე­ტებს და აპ­ლი­კა­ცი­ებს.

კომ­პა­ნია Lenovo – მსოფ­ლიო ლი­დე­რია სახ­ლი­სა და ბიზ­ნე­სის­თვის ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. Lenovo-ს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 60-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში 57 000 თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ემ­სა­ხუ­რე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს, ქმნის პერ­სო­ნა­ლურ მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ მო­წყო­ბი­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც შთა­ა­გო­ნე­ბენ და ეხ­მა­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ თა­ვი­ან­თი ყვე­ლა­ზე თა­მა­მი იდე­ე­ბი! Lenovo ფლობს მსოფ­ლიო კლა­სის 46 ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, მათ შო­რის კვლე­ვით ცენ­ტრებს ია­პო­ნი­ა­ში, აშშ-სა და ჩი­ნეთ­ში. 5000-ზე მეტი ინ­ჟი­ნე­რი, მკვლე­ვა­რი და მეც­ნი­ე­რი მუ­შა­ობს კომ­პა­ნი­ა­ში იმის­თვის, რომ მომ­ხმა­რებ­ლამ­დე მი­ვი­დეს ინო­ვა­ცი­უ­რი და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

მოგზაურობა ინოვაციის სამყაროში - Lenovo-მ უახლესი მაღალტექნოლოგიური მოდელები წარმოადგინა

მოგზაურობა ინოვაციის სამყაროში - Lenovo-მ უახლესი მაღალტექნოლოგიური მოდელები წარმოადგინა

კომპანია Lenovo -მ უახლესი მაღალტექნოლოგიური მოდელები პარტნიორებს -დისტრიბუტორებს, საცალო ქსელების წარმომადგენლებს, სისტემურ ინტეგრატორებს და ბიზნესის წარმომადგენლებს, 11 დეკემბერს, რესპუბლიკაში წარუდგინა.

„Lenovo ცდილობს ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი უახლესი მოდელები კი, ამის ნათელი მაგალითია. პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში Lenovo ლიდერია მსოფლიო მასშტაბით, წამყვანი პოზიციები გვიჭირავს ასევე საქართველოშიც. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2011 წლიდან ვართ წარმოდგენილი და დღემდე ნოუთბუქების, პერსონალური კომპიუტერების და პლანშეტების ჩათვლით დაახლოებით 290 000 მოწყობილობა შემოვიტანეთ. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ უახლესი ტექნოლოგიები და დავეხმაროთ ეფექტურად გადაჭრან ყოველდღიური ამოცანები“, - აღნიშნა ევგენი ტროცენკომ, Lenovo-ს გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და ბელარუსში.

პრეზენტაციაზე მოსულმა სტუმრებმა თავად გამოსცადეს მოქნილი და თანამედროვე Yoga-ს, მძლავრი Legion-ისა და ყველაზე გამძლე ThinkPad მოდელების შესაძლებლობები.

ლეგენდარული ThinkPad, რომელიც უკვე 25 წელია აოცებს მსოფლიოს თავისი ინოვაციურობით, ყველაზე გამძლე ნოუთბუქად არის აღიარებული, ThinkPad 1993 წლიდან მუშაობს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში - NASA! ვარდნის მძიმე შედეგებისგან იგი დაცულია სპეციალური შენადნობებით გამყარებული კორპუსით. ThinkPad 1.5 მეტრის სიმაღლიდან დაცემის ან მასზე დაბიჯების შემდეგაც შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას. Lenovo Thinkpad იმდენად სანდოა, რომ სერტიფიცირებულია აშშ-ს სამხედრო სტანდარტის ტესტებით, მათზე არ მოქმედებს მაღალი წნევა, ტენიანობა, ვიბრაცია, მაღალი ტემპერატურა, „ტემპერატურული შოკი“, დაბალი წნევა, დაბალი ტემპერატურა და მტვერი. ყველაფერი ეს განაპირობებს მთავარს - მაღალ წარმადობას და კომფორტულ მუშაობას - ნებისმიერ პირობებში.

იმის დასადასტურებლად, რომ ThinkPad-ი ყველანაირ დაბრკოლებას უმკლავდება, პრეზენტაციის მსვლელობის დროს, Lenovo-ს წარმომადგენელმა ThinkPad-ით კაკალიც კი გატეხა, რის შემდეგაც, ნოუთბუქს სითხე გადაასხა, ბოლოს კი მასზე ფეხით შედგა. ამ დაბრკოლებების მიუხედავად, ThinkPad მოწყობილობა ჩაირთო და გამართულად ამუშავდა, რამაც, რა თქმა უნდა, სტუმრების გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია.

YOGA Book C930 - უნიკალური ახალი თაობის მოწყობილობაა - ულტრა თხელი და მსუბუქი, მსოფლიოში პირველი ყველაზე თხელი ნოუთბუქი, რომელიც ორი ეკრანით არის აღჭურვილი. ერთ-ერთი მათგანი ელექტრონული მელნის - E Ink-ის ტექნოლოგიით მუშაობს, აქვს მაღალი რეზოლუციის ქაღალდის მსგავსი ეკრანი, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ელექტრონული წიგნის სახით. ძირითადი 10.8“ IPS ეკრანი ბლოკნოტის, ხელით სახატავი პლანშეტის და ვირტუალური კლავიატურის ფუნქციებს ასრულებს. მე-7 თაობის Intel® Core™ პროცესორის წყალობით YOGA Book C930 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ნოუთბუქია პასიური გაგრილებით. 2K QHD ეკრანი, 2 დინამიკი და მაღალი ხარისხის Dolby Atmos® მოცულობითი ჟღერადობით გაძლიერებული ხმა ფილმის ყურების თუ მუსიკალური ტრეკების მოსმენისას რეალური დასწრების ეფექტს იძლევა. YOGA Book C930 - ის ეკრანი 360°-ით ტრიალებს. ამ ნოუთბუქით შეგიძლიათ კომფორტულად იკითხოთ, უყუროთ ვიდეოს ან იმუშაოთ მასზე სარბენ ბილიკზე ვარჯიშისას ან - დივანზე, დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს.

„Lenovo ფოკუსირებულია საბოლოო მომხმარებელზე, გამოირჩევა იმით, რომ ყოველთვის ინოვაციური ტექნოლოგიები და განსხვავებული პროდუქცია აქვს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილია სამი უახლესი მოდელი, მათ შორის YOGA Book C930. YOGA-ს ინოვაციური 2-1-ში მოწყობილობები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, მაღალი წარმადობით და კომპაქტურობით. YOGA-ს ნოუთბუქები ნებისმიერ სიტუაციაში კომფორტს ანიჭებს მომხმარებელს მუშაობის ოთხი სხვადასხვა რეჟიმით: პლანშეტი, ტენტი, სტენდი და ლეპტოპი. საქართველოში ხელმისაწვდომია ასევე ნოუთბუქები YOGA 530 და YOGA 730.“ -განაცხადა Lenovo-ს საცალო გაყიდვების წარმომადგენელმა საქართველოსა და სომხეთში, ლევან მიმინოშვილმა.

LEGION აერთიანებს თანამედროვე დიზაინის და მძლავრ სათამაშო ნოუთბუქებს და შექმნილია მათთვის, ვისაც უყვარს კომპიუტერული თამაშები, ასევე აფასებს ნოუთბუქის ძლიერ მახასიათებლებს და დიზაინს. ახალი LEGION ნოუთბუქი სახლის გასართობი ცენტრიცაა და სამუშაო მაგიდაზეც იდეალურად გამოიყურება, ამ ნოუთბუქით თავისუფლად შეგიძლიათ წაბრძანდეთ საქმიან შეხვედრაზე! პრეზენტაციაზე Lenovo-მ წარმოადგინა Legion-ის უახლესი მოდელები: Legion Y530 და Legion Y730.

Lenovo მრავალი წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს და მთელს მსოფლიოში წარმოადგენს სანდო, უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქტებსა და მომსახურებას, მათ შორის პერსონალურ კომპიუტერებს (სათამაშო ხაზის - Legion-ის და ცნობილი ბრენდების Think და Yoga-ს ჩათვლით), სამუშაო სადგურებს, სერვერებს, მონაცემთა შენახვის სისტემებს, SmartTV სისტემებს, ასევე მობილურ პროდუქტებს სმარტფონების ჩათვლით, მათ შორის ბრენდს Motorola, პლანშეტებს და აპლიკაციებს.

კომპანია Lenovo – მსოფლიო ლიდერია სახლისა და ბიზნესისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაში. Lenovo-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 60-ზე მეტ ქვეყანაში 57 000 თანამშრომელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანაში ემსახურება მომხმარებელს, ქმნის პერსონალურ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს, რომლებიც შთააგონებენ და ეხმარებიან ადამიანებს განახორციელონ თავიანთი ყველაზე თამამი იდეები! Lenovo ფლობს მსოფლიო კლასის 46 ლაბორატორიას, მათ შორის კვლევით ცენტრებს იაპონიაში, აშშ-სა და ჩინეთში. 5000-ზე მეტი ინჟინერი, მკვლევარი და მეცნიერი მუშაობს კომპანიაში იმისთვის, რომ მომხმარებლამდე მივიდეს ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები და გადაწყვეტილებები.

თეკლე ჯანელიძე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი