პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში წარადგინეს მაღალტექნოლოგიური რობოტი "ბორისი", რომელიც გადაცმული კაცი აღმოჩნდა
რუსეთში წარადგინეს მაღალტექნოლოგიური რობოტი "ბორისი", რომელიც გადაცმული კაცი აღმოჩნდა

რუ­სეთ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წა­რად­გი­ნეს რო­ბო­ტი, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლო­ოდ, რო­ბო­ტის კოს­ტი­უმ­ში გა­დაც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­ბო­ტი ბო­რი­სი რუ­სუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში გა­მოჩ­ნდა, მას ჰქონ­და სი­ა­რუ­ლის, სა­უბ­რი­სა და ცეკ­ვის ფუნ­ქცია.

ნა­ხეთ ვი­დეო : რუ­სუ­ლი ტე­ლე­არ­ხის ტყუ­ი­ლი, რო­მელ­საც გა­სულ ღა­მეს მთელ­მა მსოფ­ლი­ომ დას­ცი­ნა

თუმ­ცა, ბო­რი­სის გა­მო­ჩე­ნი­დან მა­ლე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს უამ­რა­ვი ეჭვი გა­უჩ­ნდათ. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­მოჩ­ნდა ფოტო, სა­დაც კოს­ტი­უ­მის მიღ­მა ადა­მი­ა­ნის კი­სე­რი ჩან­და.

რო­ბო­ტი, რე­ა­ლუ­რად, აღ­მოჩ­ნდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც 250,000 რუბ­ლად ღი­რე­ბუ­ლი კოს­ტი­უ­მი „რო­ბო­ტი ალი­ო­შა“ ეცვა. კოს­ტი­უ­მი კომ­პა­ნი­ამ Show Robots და­ამ­ზა­და.

მარ­თა­ლია, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ფო­რუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, სა­დაც „ბო­რი­სი“ გა­მოჩ­ნდა, არ უთ­ქვამთ, რომ ის რო­ბო­ტი იყო, თუმ­ცა რუ­სულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ Россия 24-მა ბო­რი­სი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ რო­ბო­ტად წა­რად­გი­ნა. მის გა­მო­ჩე­ნას­თან ერ­თად სპე­ცი­ა­ლის­ტებს უამ­რა­ვი კი­თხვა გა­უჩ­ნდათ, მათ შო­რის - რა­ტომ არ ჰქონ­და რო­ბოტს გარე სენ­სო­რე­ბი; რო­გორ შეძ­ლეს რუს­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მისი ასე სწრა­ფად შექ­მნა - „ბო­რი­სის“ შე­სა­ხებ სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლებ­ში მა­ნამ­დე არა­ფე­რი და­წე­რი­ლა; რა­ტომ აკე­თებ­და რო­ბო­ტი ცეკ­ვის დროს უამ­რავ ზედ­მეტ მოძ­რა­ო­ბას და ა.შ.

კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე, რო­მელ­მაც „რო­ბო­ტი ალი­ო­შას“ კოს­ტი­უ­მი და­ამ­ზა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შე­უძ­ლი­ათ და­ამ­ზა­დონ სა­მო­სი, რო­მე­ლიც შე­გიქ­მნით წარ­მოდ­გე­ნას, რომ ნამ­დვი­ლი რო­ბო­ტი გყავთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რუსეთში წარადგინეს მაღალტექნოლოგიური რობოტი "ბორისი", რომელიც გადაცმული კაცი აღმოჩნდა

რუსეთში წარადგინეს მაღალტექნოლოგიური რობოტი "ბორისი", რომელიც გადაცმული კაცი აღმოჩნდა

რუსეთში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე წარადგინეს რობოტი, რომელიც, საბოლოოდ, რობოტის კოსტიუმში გადაცმული ადამიანი აღმოჩნდა. BBC-ს ინფორმაციით, რობოტი ბორისი რუსული ტელეკომპანიის ეთერში გამოჩნდა, მას ჰქონდა სიარულის, საუბრისა და ცეკვის ფუნქცია.

ნახეთ ვიდეო : რუსული ტელეარხის ტყუილი, რომელსაც გასულ ღამეს მთელმა მსოფლიომ დასცინა

თუმცა, ბორისის გამოჩენიდან მალევე ჟურნალისტებს უამრავი ეჭვი გაუჩნდათ. სოციალურ მედიაში გამოჩნდა ფოტო, სადაც კოსტიუმის მიღმა ადამიანის კისერი ჩანდა.

რობოტი, რეალურად, აღმოჩნდა მამაკაცი, რომელსაც 250,000 რუბლად ღირებული კოსტიუმი „რობოტი ალიოშა“ ეცვა. კოსტიუმი კომპანიამ Show Robots დაამზადა.

მართალია, ტექნოლოგიური ფორუმის ორგანიზატორებს, სადაც „ბორისი“ გამოჩნდა, არ უთქვამთ, რომ ის რობოტი იყო, თუმცა რუსულმა ტელეკომპანიამ Россия 24-მა ბორისი მაღალტექნოლოგიურ რობოტად წარადგინა. მის გამოჩენასთან ერთად სპეციალისტებს უამრავი კითხვა გაუჩნდათ, მათ შორის - რატომ არ ჰქონდა რობოტს გარე სენსორები; როგორ შეძლეს რუსმა მეცნიერებმა მისი ასე სწრაფად შექმნა - „ბორისის“ შესახებ სამეცნიერო ჟურნალებში მანამდე არაფერი დაწერილა; რატომ აკეთებდა რობოტი ცეკვის დროს უამრავ ზედმეტ მოძრაობას და ა.შ.

კომპანიის ვებგვერდზე, რომელმაც „რობოტი ალიოშას“ კოსტიუმი დაამზადა, აღნიშნულია, რომ შეუძლიათ დაამზადონ სამოსი, რომელიც შეგიქმნით წარმოდგენას, რომ ნამდვილი რობოტი გყავთ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე