პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უხვნალექიანი, რბილი ზამთარი - როგორ სეზონს პროგნოზირებენ მეტეოროლოგები საქართველოში
უხვნალექიანი, რბილი ზამთარი - როგორ სეზონს პროგნოზირებენ მეტეოროლოგები საქართველოში

ზამ­თა­რი თან­და­თან იკ­რებს ძა­ლას, შე­სა­ბა­მი­სად, ტემ­პე­რა­ტუ­რა და მზი­ა­ნი დღე­ე­ბი სულ უფრო იკ­ლებს. გვე­ლის თუ არა მკაც­რი ზამ­თა­რი წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, უნდა ვე­ლო­დოთ თუ არა უხვ ნა­ლექს და რო­გო­რი ტემ­პე­რა­ტუ­რაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი - ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს ვრცელ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი რა­მაზ ჭი­თა­ნა­ვა.

ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, 2018-2019 წლე­ბის ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დის ფორ­მი­რე­ბა­ზე დო­მი­ნან­ტურ როლს წყნარ და ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბი შე­ას­რუ­ლებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­მაზ ჭი­თა­ნა­ვას თქმით, მო­მა­ვა­ლი ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მის ფარ­გლებ­ში ან ნორ­მა­ზე 1-2 c-ით მა­ღა­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ლე­ქებს, ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნორ­მა­ზე მეტი იქ­ნე­ბა.

- მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა ძლი­ე­რი თოვ­ლი, ყინ­ვა? იქ­ნე­ბა თუ არა ზამ­თრის სე­ზო­ნი სიმ­კაც­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის თვალ­საზ­რი­სით შე­და­რე­ბით რბილ ზამ­თარს ვვა­რა­უ­დობთ. მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით უხვნა­ლე­ქი­ა­ნი ზამ­თრის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გამო, ბუ­ნებ­რი­ვია მთა­ში და მა­ღალ მთა­ში თოვ­ლის დე­ფი­ცი­ტი არ იქ­ნე­ბა.

ეს ერთი მხრივ და­დე­ბით როლს შე­ას­რუ­ლებს წყლის რე­სურ­სე­ბის ზრდის თვალ­საზ­რი­სით, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ე­ბის­თვის. მე­ო­რეს მხრივ, შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნას ისე­თი სტი­ქი­უ­რი ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის სიხ­ში­რის გაზ­რდის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გამო, რო­გო­რე­ბი­ცაა წყალ­მო­ვარ­დნე­ბი და თოვ­ლის ზვა­ვე­ბი.

ამ ტი­პის სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის გა­ცე­მა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის წინ­სწრე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რა­საც გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ვფიქ­რობთ, რომ ნახ­სე­ნე­ბი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი მათ­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­საძ­ლო უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი და მო­მა­ვა­ლი ზამ­თა­რი ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ივ­ლის.

- ამინ­დის სე­ზო­ნურ პროგ­ნო­ზებ­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ, რამ­დე­ნად ად­ვი­ლია 2-3-თვი­ა­ნი სა­ვა­რა­უ­დო პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა?

- ამინ­დის სე­ზო­ნუ­რი პროგ­ნო­ზე­ბი გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა და მათი გა­მარ­თლე­ბა­დო­ბა მოკ­ლე­ვა­დი­ან - 2 დღემ­დე წინ­სწრე­ბით და სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან - 10 დღემ­დე წინ­სწრე­ბით პროგ­ნო­ზებ­თან შე­და­რე­ბით, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის, მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც, საგ­რძნობ­ლად და­ბა­ლია.

ამა­ვე დროს, ამინ­დის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბი სივ­რცე­სა და დრო­ში უფრო დე­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია. ისი­ნი ტე­რი­ტო­რი­ის სხვა­დას­ხვა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის­თვის - დაბ­ლო­ბი, ბარი, მთა, მა­ღა­ლი მთა და სხვა, აგ­რეთ­ვე, დღე-ღა­მის სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დე­ბის­თვის (ღამე, დღე, დღის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი) მზად­დე­ბა. ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი, სე­ზო­ნუ­რი პროგ­ნო­ზე­ბი კი უფრო დიდი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის­თვის, მთე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ნა­ლე­ქე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მრა­ვალ­წლი­ურ სა­შუ­ა­ლო მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბის­გან, ანუ ნორ­მე­ბის­გან გა­დახ­რის შე­ფა­სე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის მომ­ზა­დე­ბა უაღ­რე­სად რთუ­ლი პრო­ცე­სია. ამის მი­ზე­ზი გახ­ლავთ ის, რომ დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო ერ­თი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მია და დე­და­მი­წის კონ­კრე­ტულ რე­გი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამინ­დის ხან­გრძლი­ვი, 1-3 თვის წინ­სწრე­ბით პროგ­ნო­ზი­რე­ბა, ამ რე­გი­ო­ნი­დან ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბულ და მო­სა­ლოდ­ნელ ამინ­დის პი­რო­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ამ­ჟა­მად მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცემ­თა გაც­ვლის გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლი ით­ვლის ასე­უ­ლო­ბით ათას მი­წის­პირ­ზე, გე­მებ­ზე, თვითმფრი­ნა­ვებ­ზე და თა­ნამ­გზავ­რებ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ სად­გუ­რებს და ასე­უ­ლო­ბით რა­და­რულ და ატ­მოს­ფე­როს ვერ­ტი­კა­ლუ­რი ზონ­დი­რე­ბის სის­ტე­მებს. ამინ­დის პროგ­ნო­ზის შედ­გე­ნა­ში მეც­ნი­ე­რე­ბის ბოლო მიღ­წე­ვე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე რი­ცხვი­თი მო­დე­ლე­ბი და უმძლავ­რე­სი გა­მოთ­ვლი­თი ტექ­ნი­კა (სუ­პერ­კომ­პი­უ­ტე­რე­ბი) გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ჯერ კი­დევ ბევ­რი პრობ­ლე­მაა ამინ­დის, გან­სა­კუთ­რე­ბით გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის შედ­გე­ნის სფე­რო­ში. მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია დე­და­მი­წის მას­შტა­ბით მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის ქსე­ლის სიხ­ში­რის უკ­მა­რი­სო­ბა, ამინ­დის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ყვე­ლა ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, ოკე­ა­ნე-ატ­მოს­ფე­როს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თკავ­ში­რე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის არას­რულ­ყო­ფი­ლი ცოდ­ნა და სხვა.

სწო­რედ ამი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბი, რე­გი­ო­ნის ან მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით მზად­დე­ბა. 2018-2019 წლე­ბის ზამ­თრის სე­ზო­ნის პროგ­ნო­ზი მომ­ზა­დე­ბუ­ლია სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბის და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ფო­რუმ­ზე, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სე­ზო­ნუ­რი პროგ­ნო­ზი გლო­ბა­ლურ, ხმელ­თა­შუა ზღვის და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნე­ბის ამინ­დის დი­ნა­მი­კურ და სტა­ტის­ტი­კურ თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დე­ლებს ეყ­რდნო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

უხვნალექიანი, რბილი ზამთარი - როგორ სეზონს პროგნოზირებენ მეტეოროლოგები საქართველოში

უხვნალექიანი, რბილი ზამთარი - როგორ სეზონს პროგნოზირებენ მეტეოროლოგები საქართველოში

ზამთარი თანდათან იკრებს ძალას, შესაბამისად, ტემპერატურა და მზიანი დღეები სულ უფრო იკლებს. გველის თუ არა მკაცრი ზამთარი წელს საქართველოში, უნდა ველოდოთ თუ არა უხვ ნალექს და როგორი ტემპერატურაა მოსალოდნელი - ამ თემაზე AMBEBI.GE-ს მკითხველს ვრცელ ინფორმაციას აწვდის გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი რამაზ ჭითანავა.

ექსპერტების დასკვნით, 2018-2019 წლების ზამთრის პერიოდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, რამაზ ჭითანავას თქმით, მომავალი ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1-2 c-ით მაღალია მოსალოდნელი. რაც შეეხება ნალექებს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზამთრის პერიოდში მოსული ნალექების რაოდენობა ნორმაზე მეტი იქნება.

- მოსალოდნელია თუ არა ძლიერი თოვლი, ყინვა? იქნება თუ არა ზამთრის სეზონი სიმკაცრით გამორჩეული?

- ჰაერის ტემპერატურული რეჟიმის თვალსაზრისით შედარებით რბილ ზამთარს ვვარაუდობთ. მოსალოდნელი, ნორმასთან შედარებით უხვნალექიანი ზამთრის შესაძლებლობის გამო, ბუნებრივია მთაში და მაღალ მთაში თოვლის დეფიციტი არ იქნება.

ეს ერთი მხრივ დადებით როლს შეასრულებს წყლის რესურსების ზრდის თვალსაზრისით, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება ჰიდროენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის. მეორეს მხრივ, შეიძლება გარკვეული პრობლემები შექმნას ისეთი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირის გაზრდის შესაძლებლობის გამო, როგორებიცაა წყალმოვარდნები და თოვლის ზვავები.

ამ ტიპის სტიქიური მოვლენების პროგნოზირება და შესაბამისი ადრეული გაფრთხილებების გაცემა, მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი, რასაც გარემოს ეროვნული სააგენტო განახორციელებს. ვფიქრობთ, რომ ნახსენები სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი მათგან გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგები და მომავალი ზამთარი ნორმალურად ჩაივლის.

- ამინდის სეზონურ პროგნოზებზე რომ ვისაუბროთ, რამდენად ადვილია 2-3-თვიანი სავარაუდო პროგნოზის გაკეთება?

- ამინდის სეზონური პროგნოზები გრძელვადიანი პროგნოზების კატეგორიას განეკუთვნება და მათი გამართლებადობა მოკლევადიან - 2 დღემდე წინსწრებით და საშუალოვადიან - 10 დღემდე წინსწრებით პროგნოზებთან შედარებით, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც, საგრძნობლად დაბალია.

ამავე დროს, ამინდის მოკლევადიანი პროგნოზები სივრცესა და დროში უფრო დეტალიზებულია. ისინი ტერიტორიის სხვადასხვა გეოგრაფიული რეგიონებისთვის - დაბლობი, ბარი, მთა, მაღალი მთა და სხვა, აგრეთვე, დღე-ღამის სხვადასხვა პერიოდებისთვის (ღამე, დღე, დღის პირველი ნახევარი, დღის მეორე ნახევარი) მზადდება. ამინდის გრძელვადიანი, სეზონური პროგნოზები კი უფრო დიდი ტერიტორიებისთვის, მთელი სეზონის განმავლობაში მოსალოდნელი ჰაერის საშუალო ტემპერატურისა და ნალექების საერთო რაოდენობის მრავალწლიურ საშუალო მნიშვნელობებისგან, ანუ ნორმებისგან გადახრის შეფასებებით შემოიფარგლება.

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების მომზადება უაღრესად რთული პროცესია. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ დედამიწის ატმოსფერო ერთიანი ორგანიზმია და დედამიწის კონკრეტულ რეგიონში მოსალოდნელი ამინდის ხანგრძლივი, 1-3 თვის წინსწრებით პროგნოზირება, ამ რეგიონიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ რეგიონებში არსებულ და მოსალოდნელ ამინდის პირობებზეა დამოკიდებული.

ამჟამად მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემთა გაცვლის გლობალური ქსელი ითვლის ასეულობით ათას მიწისპირზე, გემებზე, თვითმფრინავებზე და თანამგზავრებზე დამონტაჟებულ მეტეოროლოგიურ სადგურებს და ასეულობით რადარულ და ატმოსფეროს ვერტიკალური ზონდირების სისტემებს. ამინდის პროგნოზის შედგენაში მეცნიერების ბოლო მიღწევები, თანამედროვე რიცხვითი მოდელები და უმძლავრესი გამოთვლითი ტექნიკა (სუპერკომპიუტერები) გამოიყენება.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა ამინდის, განსაკუთრებით გრძელვადიანი პროგნოზების შედგენის სფეროში. მათ შორის აღსანიშნავია დედამიწის მასშტაბით მეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის სიხშირის უკმარისობა, ამინდის განმაპირობებელი ყველა ფაქტორის გათვალისწინების შეუძლებლობა, ოკეანე-ატმოსფეროს შორის არსებული ურთიერთკავშირების კანონზომიერების არასრულყოფილი ცოდნა და სხვა.

სწორედ ამითაა განპირობებული, რომ ამინდის გრძელვადიანი პროგნოზები, რეგიონის ან მსოფლიოს ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით მზადდება. 2018-2019 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზი მომზადებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეცნიერების და სპეციალისტების ფორუმზე, რომელშიც საქართველოს მხრიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც მონაწილეობდა. მათ მიერ მომზადებული სეზონური პროგნოზი გლობალურ, ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ამინდის დინამიკურ და სტატისტიკურ თანამედროვე მოდელებს ეყრდნობა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ