პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერი გრანდიოზული საახალწლო პროგრამის დეტალებზე - "ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას "იმისიანებად" და "ამისიანებად"
მერი გრანდიოზული საახალწლო პროგრამის დეტალებზე - "ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას "იმისიანებად" და "ამისიანებად"

თბი­ლი­სის მე­რი­ის წლე­ვან­დე­ლი სა­ა­ხალ­წლო სლო­გა­ნი “სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ქა­ლა­ქი” იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი მსურ­ვე­ლებს 28 დე­კემ­ბრი­დან 7 იან­ვრის ჩათ­ვლით უმას­პინ­ძლებს.

კა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ხალ­წლო გალა-კონ­ცერ­ტზე 40 ნო­მე­რი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მელ­საც 170 შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ეყო­ლე­ბა.

„ნაძ­ვის ხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გვაქვს ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი. წი­ნას­წარ არ მინ­და ამა­ზე ვი­სა­უბ­რო, ეს სი­ურპრი­ზად დავ­ტო­ვოთ. უბ­რა­ლოდ, არის გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი თა­ვის მას­შტა­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნად შევ­ძლებთ ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გვე­ცო­დი­ნე­ბა და მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ნაძ­ვის ხის გან­თავ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გარ­და ამი­სა, 28 დე­კემ­ბრი­დან 7 იან­ვრის ჩათ­ვლით, გი­მას­პინ­ძლებთ სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე. დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს დახ­ვდე­ბა ახა­ლი ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბი, დიდი სა­ბავ­შვო სივ­რცე­ე­ბი, ზღაპ­რის გმი­რე­ბი, სა­ბავ­შვო კონ­ცერ­ტე­ბი, დღის ბენ­დე­ბი და სა­ღა­მოს თე­მა­ტუ­რი კონ­ცერ­ტე­ბი, სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა და სა­ა­ხალ­წლო კუ­ლი­ნა­რი­აც იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და თბი­ლი გა­რე­მო იქ­ნე­ბა. ყვე­ლა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა კონ­ცერ­ტებ­ში. ჩვენ არ დავ­ყოფთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას „იმი­სი­ა­ნე­ბად“ „ამი­სი­ა­ნე­ბად“, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ყო­ფა, „ჩა­რე­ცხვა“, რო­გორც ეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და. ამი­ტომ 500 მო­ნა­წი­ლე მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კონ­ცერ­ტებ­ში. 7 იან­ვარს სა­ა­ხალ­წლო სო­ფელს და­ხუ­რავს ყვე­ლა დრო­ის და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მი­უ­ზიკ­ლი „ჩხიკვთა ქორ­წი­ლი“, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად გა­თა­მაშ­დე­ბა თბი­ლი­სის ცის ქვეშ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა გალა-კონ­ცერტს, კა­ლა­ძის თქმით, მისი კონ­ცეფ­ცია სამ ნა­წი­ლად იყო­ფა და სცე­ნაც სწო­რედ სამ სივ­რცედ გა­და­ნა­წილ­დე­ბა.

„ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის დი­რი­ჟო­რო­ბით ორ­კესტრთან ერ­თად შეს­რულ­დე­ბა ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი კი­ნო­მუ­სი­კა და, რა თქმა უნდა, სა­ა­ხალ­წლო და სა­შო­ბაო გან­წყო­ბის­თვის გაჟ­ღერ­დე­ბა ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი სა­შო­ბაო სიმ­ღე­რე­ბი. 40 ნო­მე­რი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­დგე­ბა 170 მუ­სი­კოს-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

მერი გრანდიოზული საახალწლო პროგრამის დეტალებზე - "ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას "იმისიანებად" და "ამისიანებად"

მერი გრანდიოზული საახალწლო პროგრამის დეტალებზე - "ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას "იმისიანებად" და "ამისიანებად"

თბილისის მერიის წლევანდელი საახალწლო სლოგანი “სიყვარულით სავსე ქალაქი” იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საახალწლო სოფელი მსურველებს 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

კალაძის ინფორმაციით, საახალწლო გალა-კონცერტზე 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც 170 შემსრულებელი ეყოლება.

„ნაძვის ხესთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მასშტაბური პროექტი. წინასწარ არ მინდა ამაზე ვისაუბრო, ეს სიურპრიზად დავტოვოთ. უბრალოდ, არის გარკვეული ტექნიკური პრობლემები თავის მასშტაბებიდან გამომდინარე, რამდენად შევძლებთ ამის განხორციელებას, პასუხი რამდენიმე დღეში გვეცოდინება და მივიღებთ გადაწყვეტილებას ნაძვის ხის განთავსებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, გიმასპინძლებთ საახალწლო სოფელში, რომელიც იქნება რესპუბლიკის მოედანზე. დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები და საღამოს თემატური კონცერტები, საშობაო ბაზრობა და საახალწლო კულინარიაც იქნება წარმოდგენილი.

საკმაოდ საინტერესო და თბილი გარემო იქნება. ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში. ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას „იმისიანებად“ „ამისიანებად“, კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, „ჩარეცხვა“, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. ამიტომ 500 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას კონცერტებში. 7 იანვარს საახალწლო სოფელს დახურავს ყველა დროის და ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელიც პირველად გათამაშდება თბილისის ცის ქვეშ“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება გალა-კონცერტს, კალაძის თქმით, მისი კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება.

„ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ორკესტრთან ერთად შესრულდება ყველა დროის ყველაზე საყვარელი კინომუსიკა და, რა თქმა უნდა, საახალწლო და საშობაო განწყობისთვის გაჟღერდება ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები. 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი და მსმენელის წინაშე წარდგება 170 მუსიკოს-შემსრულებელი", - განაცხადა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"