კონფლიქტები
მსოფლიო

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა გამლახეს, საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი დაჭერა უნდოდათ თეთრ ხალათებში გადაცმულ კუდ-ის წევრებს" - 7 ნოემბრის საქმეზე ცნობილი მოწმეები იკითხებიან
"როცა გამლახეს, საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი დაჭერა უნდოდათ თეთრ ხალათებში გადაცმულ კუდ-ის წევრებს" - 7 ნოემბრის საქმეზე ცნობილი მოწმეები იკითხებიან

მე­ო­რედ როცა გამ­ლა­ხეს, უნე­ბუ­რად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მოვ­ჩნდი, სა­დაც ჩემი და­ჭე­რა უნ­დო­დათ თეთრ ხა­ლა­თებ­ში გა­დაც­მულ კუდ-ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. იქი­დან გა­მო­ვი­პა­რე, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­დად­გე­ბო­და, ვი­მა­ლე­ბო­დი, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი იყო.

„რაც იმ­დრო­ინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­ი­დი­ნა, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, ან­ტი­ქარ­თუ­ლი და ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი იყო. ამის ჩვენ­თვის გად­მობ­რა­ლე­ბა უნ­დო­დათ, მაგ­რამ 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ისი­ნი ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად მო­იქ­ცე­ნენ. მე მო­შიმ­ში­ლე ვი­ყა­ვი, ორ­ჯერ სას­ტი­კად გა­მის­წორ­დნენ. ძი­რი­თა­დად, კუდ-ის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი გა­მის­წორ­დნენ, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ზომ­ბი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. იმ­დე­ნად ცუ­დად გავ­ხდი, მე­ო­რედ როცა გამ­ლა­ხეს, უნე­ბუ­რად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მოვ­ჩნდი, სა­დაც ჩემი და­ჭე­რა უნ­დო­დათ ისევ თეთრ ხალ­თებ­ში გა­დაც­მულ კუდ-ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. იქი­დან გა­მო­ვი­პა­რე, სა­ნამ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­დად­გე­ბო­და, ვი­მა­ლე­ბო­დი", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

ამ წუ­თებ­ში გა­ჩე­ჩი­ლა­ძე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 7 ნო­ემ­ბერს მომ­ხდა­რი დარ­ბე­ვის საქ­მე­ზე ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად იმ­ყო­ფე­ბო­და ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი. მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვა.

"დი­ლით 11 სა­ათ­ზე ძა­ლი­ან სას­ტი­კი დარ­ბე­ვა იყო, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ნი­ღაბ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი არ იყ­ვნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ისი­ნი ჯინ­სებ­ში და სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი იყ­ვნენ. იქ მოვ­ყე­ვი ჭყლე­ტა­ში, გა­ვი­გუ­დე გა­ზით და ძლივს მო­მა­სუ­ლი­ე­რეს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში. შემ­დეგ რი­ყე­ზე დარ­ბე­ვა­შიც მოვ­ყე­ვი, სა­დაც მა­სი­უ­რი და სას­ტი­კი დარ­ბე­ვა იყო, მო­მი­ტინ­გე­ებს უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, ნა­ცემ ადა­მი­ა­ნებს მის­დევ­დნენ, მა­ღა­ზი­ებ­ში, სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში და უს­წორ­დე­ბოდ­ნენ.

ბო­ლოს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში", პო­ლი­ტი­კურ გა­და­ცე­მა­ში ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი, იქაც "იმედს" შე­მო­არ­ტყა სპეც­რაზ­მა ალყა, დე­პუ­ტა­ტე­ბიც დაგ­ვა­პა­ტიმ­რეს, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც და ცი­ნი­კუ­რი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა იყო", - გა­ნა­ცხა­და ძი­ძი­გურ­მა.

დღეს სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბას კახა კუ­კა­ვაც მის­ცემს.

რო­გორც პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, და­ვით ნე­ფა­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, დღეს და­სა­კი­თხი პი­რე­ბი 7 ნო­ემ­ბერს, რო­გორც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რე­ბენ, ასე­ვე, ისა­უბ­რე­ბენ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შეჭ­რის თა­ო­ბა­ზეც.

"დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰყავს 5 მოწ­მე, მათ შო­რის 3 გახ­ლავთ იმ­ჟა­მინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის წევ­რი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე 2 ნო­ემ­ბრი­დან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ და ამ აქ­ცი­ა­ში მი­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ისა­უბ­რე­ბენ 7 ნო­ემ­ბერს, რო­გორც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე, როცა დარ­ბე­უ­ლი იქნა მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია, ასე­ვე, ისა­უბ­რე­ბენ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შეჭ­რის თა­ო­ბა­ზე, სა­დაც ისი­ნი ერთ-ერთ თოქ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი არის ერთი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის გარ­შე­მო ისა­უბ­რებს.

ასე­ვე იქ­ნე­ბა ერთი მოწ­მე წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქო­ნე­ბას­თან, კერ­ძოდ, რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­ულ ქარ­ხა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­აწ­ვდის სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და ნე­ფა­რი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, გიგი უგუ­ლა­ვა, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი.

ოპო­ზი­ცი­ის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის მო­თხოვ­ნით, 2007 წლის 3 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო. 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის­თვის ოპო­ზი­ცი­ამ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან "კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქის" გაშ­ლა და­ა­ა­ნონ­სა. პა­რა­ლე­ლუ­რად, თბი­ლის­ში არ­სე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან "სირ­ცხვი­ლის კო­რი­დო­რე­ბის" მო­წყო­ბა გრძელ­დე­ბო­და. აქ­ცია პო­ლი­ცი­ის მიერ მისი მო­ნა­წი­ლე­თა დაშ­ლით, ცრემლსა­დე­ნი აი­რის, ხელ­კე­ტე­ბის, რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის, აკუს­ტი­კუ­რი თო­ფე­ბი­სა და წყლის ჭავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" სპეც­რაზ­მის შეჭ­რი­თა და ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბით დას­რულ­და.

პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის სა­პა­სუ­ხოდ, მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 15 დღით სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და და ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ნიშ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიოგიო
3

ძალიან სამწუხაროა-ეს ორი და მესამე-კუკავა-ნომრიანი გრუს აგენტი დღესაც,რომ პასუხს არ აგებენ ანტიქართულ ქმედებებზე! არა უშავს დრონი მეფობენ და არა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"როცა გამლახეს, საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი დაჭერა უნდოდათ თეთრ ხალათებში გადაცმულ კუდ-ის წევრებს" - 7 ნოემბრის საქმეზე ცნობილი მოწმეები იკითხებიან

"როცა გამლახეს, საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი დაჭერა უნდოდათ თეთრ ხალათებში გადაცმულ კუდ-ის წევრებს" - 7 ნოემბრის საქმეზე ცნობილი მოწმეები იკითხებიან

მეორედ როცა გამლახეს, უნებურად საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი დაჭერა უნდოდათ თეთრ ხალათებში გადაცმულ კუდ-ის წარმომადგენლებს. იქიდან გამოვიპარე, ვიდრე სააკაშვილი გადადგებოდა, ვიმალებოდი, - აღნიშნულის შესახებ სასამართლოს სხდომის პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ყოფილი ხელისუფლების ქმედებები ანტიკონსტიტუციური იყო.

„რაც იმდროინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციური იყო. ამის ჩვენთვის გადმობრალება უნდოდათ, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ანტიკონსტიტუციურად მოიქცენენ. მე მოშიმშილე ვიყავი, ორჯერ სასტიკად გამისწორდნენ. ძირითადად, კუდ-ის ქვედანაყოფები გამისწორდნენ, რომლებიც ძალიან ზომბირებულები იყვნენ. იმდენად ცუდად გავხდი, მეორედ როცა გამლახეს, უნებურად საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი დაჭერა უნდოდათ ისევ თეთრ ხალთებში გადაცმულ კუდ-ის წარმომადგენლებს. იქიდან გამოვიპარე, სანამ სააკაშვილი გადადგებოდა, ვიმალებოდი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ამ წუთებში გაჩეჩილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბერს მომხდარი დარბევის საქმეზე ჩვენებას აძლევს. სასამართლოში ჩვენების მისაცემად იმყოფებოდა ასევე პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური. მან ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევა.

"დილით 11 საათზე ძალიან სასტიკი დარბევა იყო, რომელსაც ახორციელებდნენ ნიღაბში გამოწყობილი ადამიანები, მაგრამ ისინი არ იყვნენ პოლიციელები, ისინი ჯინსებში და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი იყვნენ. იქ მოვყევი ჭყლეტაში, გავიგუდე გაზით და ძლივს მომასულიერეს რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის შენობაში. შემდეგ რიყეზე დარბევაშიც მოვყევი, სადაც მასიური და სასტიკი დარბევა იყო, მომიტინგეებს უსწორდებოდნენ, ნაცემ ადამიანებს მისდევდნენ, მაღაზიებში, სადარბაზოებში და უსწორდებოდნენ.

ბოლოს ტელეკომპანია "იმედში", პოლიტიკურ გადაცემაში ვიყავი მიწვეული, იქაც "იმედს" შემოარტყა სპეცრაზმა ალყა, დეპუტატებიც დაგვაპატიმრეს, ჟურნალისტებიც და ცინიკური, შეურაცხმყოფელი ანგარიშსწორება იყო", - განაცხადა ძიძიგურმა.

დღეს სასამართლოში ჩვენებას კახა კუკავაც მისცემს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, დავით ნეფარიძემ განუცხადა, დღეს დასაკითხი პირები 7 ნოემბერს, როგორც რუსთაველის გამზირზე და რიყის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებენ, ასევე, ისაუბრებენ ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის თაობაზეც.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავს 5 მოწმე, მათ შორის 3 გახლავთ იმჟამინდელი ოპოზიციის წევრი, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2 ნოემბრიდან მიმდინარე აქციების ორგანიზატორები იყვნენ და ამ აქციაში მინაწილეობდნენ. შესაბამისად, ისინი ისაუბრებენ 7 ნოემბერს, როგორც რუსთაველის გამზირზე და რიყის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე, როცა დარბეული იქნა მშვიდობიანი აქცია, ასევე, ისაუბრებენ ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის თაობაზე, სადაც ისინი ერთ-ერთ თოქ შოუში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდნენ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ასევე წარმოდგენილი არის ერთი გამომძიებელი, რომელიც მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედების გარშემო ისაუბრებს.

ასევე იქნება ერთი მოწმე წარმოდგენილი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ქონებასთან, კერძოდ, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით მიაწვდის სასამართლოს ინფორმაციას", - განაცხადა ნეფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან "კარვების ქალაქის" გაშლა დააანონსა. პარალელურად, თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან "სირცხვილის კორიდორების" მოწყობა გრძელდებოდა. აქცია პოლიციის მიერ მისი მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.

პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდი დასრულდა: "ძალიან ცხარე კამათი იყო" - რაზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ მხარეები?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პარლამენტში არ შესვლას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა" - ლევან გოგიჩაიშვილი