ავტორი:

"ჩემი გადარჩენის 3% არ არსებობდა" - რა "ჯოჯოხეთი გამოიარა" თამუნა ქორქიამ და როგორ გადაურჩა სასიკვდილო დიაგნოზს

"ჩემი გადარჩენის 3% არ არსებობდა" - რა "ჯოჯოხეთი გამოიარა" თამუნა ქორქიამ და როგორ გადაურჩა სასიკვდილო დიაგნოზს

თამუნა ქორქიამ, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი არ არის, ეს ამპლუა შესანიშნავად მოირგო და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” ჩიკას სკანდალური სადაქალოს ერთ-ერთი წევრი გახდა. როგორც ამბობს, ძალიან უხარია, რომ საყვარელი სერიალის ნაწილი გახდა და დადებით შეფასებებს იღებს.

თამუნა მიხეილ ქორქიას – ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის შვილია, რითაც ძალიან ამაყობს. მის ცხოვრებაში, ძალიან ლაღი და ბედნიერი ბავშვობის შემდეგ, იყო ასევე, ძალიან რთული წლები, რომლის შესახებაც თავად მოგიყვებათ.

თამუნა ქორქია:

- მე და ზუზუ ერთად ვიყავით, ჩვენს მეგობარ ნუცი კირცხალიასთან, როცა მას ეკა მჟავანაძემ დაურეკა და უთხრა: გეხვეწები, ზუზუ მოვიდეს ქასთინგზეო. ზუზუმ მე არა, თამუნა წავიდესო. მე ზუზუს გარეშე კი არა, საერთოდ თუ წავიდოდი, მართლა არ მეგონა. ეს სერიალი ძალიან მომწონს, ხუთი წელი ვენაში ვცხოვრობდი და რასაც ჰქვია, ვიჯექი „ჩემი ცოლის დაქალებზე”. მაგრამ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მსახიობობა გამომივიდოდა. ახლაც არ ვარ დარწმუნებული, რომ გამომივიდა, მაგრამ უარყოფითი რეაქცია არავისგან მიგრძნია და ამით უკვე კმაყოფილი ვარ (იცინის).

ჩემი თავი პირველად ეკრანზე რომ ვნახე, ძალიან ვინერვიულე. იმდენად მეუცხოება ის გოგო, ვისაც ვთამაშობ, მიჭირს მასთან შეგუება. მეგონა, ყველაფერი ძალიან ხელოვნურად გამომდიოდა, მაგრამ ყველამ დამამშვიდა, ასე არ არისო. მეუბნებიან, რომ ჩემგან ძალიან გაუკვირდათ ასეთი რამ და ცოტა მეწყინა კიდეც, რატომ ჰქონდათ ჩემზე ასეთი წარმოდგენა (იცინის).

– ვისი შეფასება იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– ძალიან მაგარი მსახიობის, მერაბ ნინიძის. ინგა ცაგარელია ჩემი და მერაბის საერთო მეგობარი ავსტრიაში. მისთვის უთქვამს, აღფრთოვანებული ვარ თამუნათი, ძალიან მაგრად გაართვა თავი როლს და აუცილებლად გადაეციო.

მერაბს კი ვიცნობ, მაგრამ ისე ახლოსაც არ ვართ, მხოლოდ ნაცნობობის გამო ეთქვა მსგავსი რამ. ამიტომ, სასწაულად გამიხარდა. დიდი მადლობები მივწერე და კიდევ გამიმეორა, ძალიან მომეწონეო. ძალიან გახარებული ვიყავი, გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის მისი შეფასებები „ოსკარის” აღების ტოლფასია. ნამდვილი დღესასწაული მქონდა.

მას შემდეგ ცოტა თავდაჯერებულობა მომემატა. ახლობლები ხომ იცით, მაინც არ გეტყვიან ცუდს, რამე რომც არ მოეწონოთ. წაიკითხეთ სრულად

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს