AUTO BILD წარმოგიდგენთ რჩევებს მათთვის, ვინც ავტომობილის შეძენას აპირებს.
მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთეთ თქვენთვის სასურველი მოდელის ფასის დეტალური ანალიზი. გაიგეთ სასურველი მოდელის მინიმალური და მაქსიმალური ფასი. ასეთი ანალიზის გაკეთება შესაძლებელია ვებგვერდზე autobild.ge, რუბრიკაში "რა მანქანა ვიყიდოთ".
ვებ-გვერდის ამავე განყოფილებაში ნახავთ საქართველოში პოპულარული მეორადი ავტომობილების დეტალურ მიმოხილვას - ყველა მოდელის პლუსებს, მინუსებს, ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში ხელმისაწვდომი სერვისის შესახებ. კატალოგი დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, რა სისუსტეები ახასიათებს თქვენთვის სასურველ მანქანას.
დაისახეთ ფასის კონკრეტული ლიმიტი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბებთ. მოლაპარაკების დაწყებამდე არ წამოგცდეთ თქვენთვის სასურველი ფასი და ნუ ეტყვით გამყიდველს, კიდევ რა ვარიანტები გაქვთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო იაფად შეძენის შანსი ხელიდან გაუშვათ.
თუ ხედავთ, რომ გამყიდველი ფასს აღარ დააკლებს, წაუყენეთ მას დამატებითი მოთხოვნები - მაგალითად, მოსთხოვეთ უახლოესი სავალდებულო სერვისის დაფინანსება (მაგალითად, ზეთის გამოცვლა). თუ ატყობთ, რომ საბურავები ძველია, მოითხოვეთ ახალი საბურავები.
წაიყვანეთ ვინმე ავტომობილის დასათვალიერებლად. თუნდაც ავტო-ექსპერტი არ იყოს, მოლაპარაკებაზე მარტო წასვლას ვინმესთან ერთად წასვლა ჯობია. შეამოწმეთ ან შეამოწმებინეთ ავტომობილი პროფესიონალს, აუცილებლად მოიწყვეთ ტესტ-დრაივი. მოსთხოვეთ გამყიდველს მანქანის წიგნი (თუკი არსებობს), სადაც აღნიშნულია, როდის რა გამოუცვალეს ავტომობილს. თუ შემოთავაზება სერიოზულია, გამყიდველი მანქანის დეტალურად შემოწმების წინააღმდეგი არ იქნება წაიკითხეთ ვრცლად