ავტორი:

4 მლნ დოლარი წელიწადში - რა ანაზღაურებას იღებს "თიბისი ბანკის" გენდირექტორი

4 მლნ დოლარი წელიწადში - რა ანაზღაურებას იღებს "თიბისი ბანკის" გენდირექტორი

საქართველოში კომერციული ბანკების რეკორდულ მოგებაზე წლებია საუბრები არ წყდება.ბოლო მონაცემებით, 2018 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 103,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 177,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ბანკების შემოსავლებმა 379,176 მილიონი ლარი შეადგინა.

ბანკების მოგებისა და შემოსავლების ფონზე, საინტერესოა, როგორია მათი ტოპ-მენეჯერების ანაზღაურება. ამ ეტაპზე, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის ანაზღაურების შესახებ.

როგორც „თიბისი ბანკის“ 2017 წლის „ბლუმბერგის“ ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს, მისმა შემოსავალმა 4 084 000 დოლარი შეადგინა. აქედან, 1 027 000 დოლარი ხელფასის, ხოლო 3 მლნ დოლარზე მეტი ბონუსის სახით აქვს მიღებული. წაიკითხეთ სრულად

"თურქეთის ავიახაზები" 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ფრენებს ივნისიდან აღადგენს

რა პროდუქტები გაძვირდა აპრილში - ხილის ფასმა 45%-ით მოიმატა

როგორ მიიღებენ ფულად კომპენსაციას პირები, რომლებიც ბინის გაქირავებით იღებდნენ შემოსავალს