თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაცია მოხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ესტონურმა კომპანიამ ანძის მოდერნიზაციის რამდენიმე პროექტი შეიმუშავა, ხოლო თბილისის მერიამ სპეციალისტებთან ერთად ორი აარჩია. კალაძის განმარტებით, ამ ორიდან ერთს მოსახლეობა ინტერნეტის მეშვეობით თავად შეარჩევს.
„მინდა ვისაუბრო სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტზე. ჩვენ ამაზე არჩევნების წინაც ვისაუბრეთ, დავამზადეთ ვიდეო-კლიპიც, თუ როგორ წარმოგვედგინა ამ პროექტის განხორციელება. გარდა მოდერნიზაციისა, ეს პროექტი ითვალისწინებს ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას, თავად კონცეფცია შეიმუშავა ესტონურმა კომპანიამ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, ეს არის „კოკო არქიტექსტი“, მას ძალიან ბევრი ამდაგვარი პროექტი აქვს განხორციელებული. მათ გადმოგზავნეს რამდენიმე ვერსია მერიაში, განხილული იქნა პროექტები და მოხდა შეჯერება. განხილვებში ჩართული იყო ჩვენი კულტურული საბჭო, ასევე სხავადასხვა სპეციალისტები, ისტორიის წარმომადგენლები, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და შედეგად ორი ვარიანტი არის წარმოდგენილი“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე ისაუბრა პროექტის ბიზნესსექტორისთვის წარდგენაზე. წაიკითხეთ სრულად