ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ 31 დეკემბრის ღამეს, რესტორან “ოტიუმს” ამერიკელი პოპ მუსიკის ვარსკვლავი მარკ ევანსი ესტუმრება.
უფრო ვრცლად მომღერლის შესახებ პრომოუტერი ირინკა ხომასურიძე მოგვიყვება:
„მარკს დიდი ხანია ვიცნობ, მუსიკალური კარიერა ბავშობიდან დაიწყო, მისი მუსიკის ტექსტების ინსპირაციის წყარო ჯიმი ჰენდრიქსი, მარვინ გეი, სტინგი და შადე არიან, სიმღერა „The Way You Love Me“ არის მარკის ჰიტი, რომლითაც არის ცნობილი მომღერალი, სიმღერის ტექსტი არის ძალიან საინტერესო, მელოდიური და ენერგიით აღსავსე.
მარკის ვოკალი აღიარებულია ათასწლეულის ყველაზე ნიჭიერ ხმად. დღევანდელი მარკის მუსიკალური მიმდიანრება შედგება: R&B ,სოული, დისკო , ჰაუსი , cover ,“let’s groove tonight “ - სტილისგან.
რესტორანი „ოტიუმისთვის“ მარკის სტუმრობა პირველია". მასთან ერთად დაუკრავს ცნობილი დიჯეი GRAMOPHONEDZIE , იგივე მარკო მილევიჩი, რომელიც არის სერბი დიჯეი, ცნობილი ისეთი ტრეკებით როგორიც არის “Why Don’t You” და „Get Me Some Money Too“, ეს ორი ტრეკი ჰიტია მთელს ევროპაში, მარკო თავისი მუსიკალური რემიქსებით და საინტერსო კომპოზიციებით არის პოპულარული.
ასევე ახალი წლის ღამეს პირველად იქნება წარმოდგენილი BQ PROJECT – LIVE პერფორმანსით, რომელიც საღამოს გაალამაზებს. გათამაშდება კურორტ „ყვარლის ტბის“ ორკაციანი საგზური, ბუტიკ „არომათეკას“ სასაჩუქრე ნაკრები და სხვა საინტერესო პრიზები.“