პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პარტიზანი ქალი, რომელიც გესტაპოს აგენტებმა წამებით მოკლეს - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული მეომრების ახალი გვარ-სახელები
ქართველი პარტიზანი ქალი, რომელიც გესტაპოს აგენტებმა წამებით მოკლეს - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული მეომრების ახალი გვარ-სახელები

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი მე­ომ­რე­ბის თემა AMBEBI.GE-ს მკი­თხველ­ში მუდ­მი­ვად იწ­ვევს ინ­ტე­რესს. გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა მეგი სტემ­პე­ნი, ყო­ვე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე გვაწ­ვდის ცა­ი­თ­ჰა­ი­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს, რომ­ლე­ბიც დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ.

ბა­ნა­კი შტა­ლა­გი იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი ბა­ნა­კი, სა­დაც ტყვე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მძი­მე შრო­მის­გან, შიმ­ში­ლი­სა და სი­ცი­ვის­გან და­ა­ვად­და და გარ­და­იც­ვა­ლა. ტყვე­თა დიდი ნა­წი­ლი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­თა და პნევ­მო­ნი­ით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი გვა­რე­ბის ნა­წი­ლი, სწო­რედ შტა­ლა­გის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი ტყვე­ე­ბი არი­ან:

სერ­გეი ბაგ­რა­ტის ძე ტოლ­მა­ზო­ვი (თოლ­მა­ზო­ვი) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1898 წელს ნახ­შირ­გორ­ში. მე­უღ­ლე ელი­ჩკა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 26 ივ­ლისს, უკ­რა­ი­ნა­ში, ვო­რო­ში­ლოგ­რად­ში, ახ­ლან­დე­ლი ლუ­განსკი. ბა­ნა­კი შტა­ლა­გი IV, ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 205662; წო­დე­ბა: რი­გი­თი.

ალექ­სან­დრე ამ­ბა­კოს ძე რო­ბა­ქი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წლის 4 მა­ისს, თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალი­სუ­ბან­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 28 ივ­ნისს, მინ­სკში; ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV; ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 103607, წო­დე­ბა: რი­გი­თი გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღი 02.12.1941. გარ­და­იც­ვა­ლა პნევ­მო­ნი­ით...

გი­ორ­გი იო­სე­ბის ძე კურ­კა­ციშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წლის 15 მა­ისს, სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ პა­ტარ­ძე­ულ­ში; ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 23 ივ­ნისს, ბრეს-ლი­ტოვ­სკში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV, ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 104095; წო­დე­ბა: რი­გი­თი; გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 18 დე­კემ­ბერს.

შამ­შა­თი ტახ­ტი­რი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1907 წლის 15 მა­ისს, ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცი­ხი­სუ­ბან­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის აპ­რილ­ში, სმო­ლენ­სკის ოლ­ქში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV (304). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 32800. წო­დე­ბა - რი­გი­თი; გარ­და­იც­ვა­ლა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით.

და­ვით ივა­ნეს ძე შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს, ონის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ონ­ჭევ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს, სმო­ლენ­სკის ოლ­ქის აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ ვი­აზ­მა­ში. ბა­ნა­კი, შტა­ლა­გი. IV H304) ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 30336; წო­დე­ბა - რი­გი­თი. გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 27 იან­ვარს.

პეტ­რე ლა­ზა­რეს ძე მე­ქოშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, ას­პინ­ძის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხი­ბა­ზავ­რა­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ ვი­აზ­მა­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV (304) - ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 30890; წო­დე­ბა, - რი­გი­თი. გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 11 ნო­ემ­ბერს.

ახალ მო­ნა­ცე­მებს გვაწ­ვდის ქერ­ჩის კო­მი­სი­აც. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნო­ვო­რო­სი­ის­კის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის ეზო­ში ახ­ლა­ხან გახ­სნილ სა­ერ­თო სა­მარხში ქარ­თვე­ლე­ბის საფ­ლა­ვე­ბი აღ­მოჩ­ნდა. ამას­თან, ქერ­ჩის კო­მი­სია გვაწ­ვდის ანა­პის 414 დი­ვი­ზი­ის ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის უნი­კა­ლურ ფო­ტო­ებს, რო­მელ­შიც თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად ასა­ხუ­ლია ქარ­თვე­ლი ქალი, სე­ვას­ტო­პოლ­ში მებ­რძო­ლი პარ­ტი­ზა­ნი, 1916 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზოია მა­თეს ასუ­ლი რუ­ხა­ძე.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი ანა­პა გერ­მა­ნელ დამ­პყრობ­თა­გან საბ­ჭო­თა არ­მი­ის სხვა ნა­წი­ლებ­თან ერ­თად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა 414-ე წი­თელდრო­შო­ვან­მა ქარ­თულ­მა მსრო­ლელ­მა დი­ვი­ზი­ამ, რო­მელ­საც შემ­დგომ ანა­პის დი­ვი­ზია ეწო­და.

ანა­პის დი­ვი­ზი­ის ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბი

რაც შე­ე­ხე­ბა ზოია რუ­ხა­ძეს, მისი ოჯა­ხი ყი­რიმ­ში ცხოვ­რობ­და. გო­გო­ნას მამა ად­რე­ულ ასაკ­ში და­ე­ღუ­პა. ზოია სიმ­ფე­რო­პო­ლის 9-წლი­ან გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბი­სას ად­გი­ლობ­რივ რეს­ტო­რან­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, სა­ი­და­ნაც ის გერ­მა­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ პარ­ტი­ზა­ნებს ეხ­მა­რე­ბო­და და გერ­მა­ნე­ლი ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სიმ­ფე­რო­პოლ­ში მოქ­მე­დი კომ­კავ­ში­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აქ­ტი­უ­რი წევ­რი იყო.

ზოია გერ­მა­ნელ­თა ყა­ზარ­მებ­ზე აკ­რავ­და სსრკ სა­ინ­ფორ­მა­ციო ბი­უ­როს ცნო­ბებს და ან­ტი­ფა­შის­ტურ ფურ­ცლებს, აგ­რო­ვებ­და სა­დაზ­ვერ­ვო ხა­სი­ა­თის ცნო­ბებს მტრის დის­ლო­კა­ცი­ა­სა და მოძ­რა­ო­ბებ­ზე.

1944 წლის 10 მარტს გეს­ტა­პოს აგენ­ტებ­მა და­ა­პა­ტიმ­რეს და ერთი თვის სა­ში­ნე­ლი წა­მე­ბის შემ­დეგ ჭაში ჩა­ახ­რჩვეს. ზოია რუ­ხა­ძის სა­ხე­ლი ეწო­და სიმ­ფე­რო­პო­ლის მე-14 და თბი­ლი­სის 42-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლებს, ქუ­ჩებს სიმ­ფე­რო­პოლ­სა და თბი­ლის­ში... მის გმი­რო­ბა­ზე შე­იქ­მნა კი­ნო­სუ­რა­თი "ზოია რუ­ხა­ძე" (რე­ჟი­სო­რი და­ვით რონ­დე­ლი), და­ი­წე­რა პო­ე­მა (იო­სებ ნო­ნეშ­ვი­ლი).

ზოია რუ­ხა­ძე დაკ­რძა­ლუ­ლია სიმ­ფე­რო­პო­ლის ძველ რუ­სულ სა­საფ­ლა­ო­ზე.

სა­ერ­თო სა­მარხში ნა­პოვ­ნი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის გვა­რე­ბი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

აბ­რამ ლე­ო­ნის (ლე­ვა­ნის) ძე ბზი­კიშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი სიღ­ნა­ღის რა­ი­ონ­ში.

აკა­კი ანი­სი­მოს ძე თვა­რა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩე­რე­ბა­ნა­ში, მე­უღ­ლე ნინა რო­მა­ნის ასუ­ლი თვა­რა­ძე.

ტრო­ფი (ტრი­ფო­ნი) მი­ხე­ი­ლის ძე ასა­ნი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მე­რევ­ში. მე­უღ­ლე თა­მა­რა.

მი­ხე­ილ გო­გო­ხია, და­ბა­დე­ბუ­ლი 1902 წელს წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ პა­ხულ­ში (?!)

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ომის პე­რი­ოდ­ში არას­წო­რად შევ­სე­ბუ­ლი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გამო, მე­ომ­რე­ბის გვარ-სა­ხე­ლებ­სა და მი­სა­მარ­თებ­ში, ასე­ვე სოფ­ლის სა­ხე­ლებ­ში შე­საძ­ლოა, შეც­დო­მე­ბი იყოს!

temuri
0

vedzeb babuas janadze kote dagupuli savaraudod qerchschi

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ქართველი პარტიზანი ქალი, რომელიც გესტაპოს აგენტებმა წამებით მოკლეს - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული მეომრების ახალი გვარ-სახელები

ქართველი პარტიზანი ქალი, რომელიც გესტაპოს აგენტებმა წამებით მოკლეს - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული მეომრების ახალი გვარ-სახელები

მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების თემა AMBEBI.GE-ს მკითხველში მუდმივად იწვევს ინტერესს. გერმანიაში მცხოვრები ქართველი გოგონა მეგი სტემპენი, ყოველი შესაძლებლობისთანავე გვაწვდის ცაითჰაინის სასაფლაოზე დაკრძალული ქართველი მეომრების გვარ-სახელებს, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.

ბანაკი შტალაგი იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბანაკი, სადაც ტყვეების დიდი ნაწილი მძიმე შრომისგან, შიმშილისა და სიცივისგან დაავადდა და გარდაიცვალა. ტყვეთა დიდი ნაწილი ტუბერკულოზითა და პნევმონიით იყო დაავადებული. ქვემოთ მოცემული გვარების ნაწილი, სწორედ შტალაგის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ტყვეები არიან:

სერგეი ბაგრატის ძე ტოლმაზოვი (თოლმაზოვი) - დაბადებული 1898 წელს ნახშირგორში. მეუღლე ელიჩკა. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 26 ივლისს, უკრაინაში, ვოროშილოგრადში, ახლანდელი ლუგანსკი. ბანაკი შტალაგი IV, ბანაკის ნომერი: 205662; წოდება: რიგითი.

ალექსანდრე ამბაკოს ძე რობაქიძე - დაბადებული 1918 წლის 4 მაისს, თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 28 ივნისს, მინსკში; ბანაკი: შტალაგი IV; ბანაკის ნომერი: 103607, წოდება: რიგითი გარდაცვალების თარიღი 02.12.1941. გარდაიცვალა პნევმონიით...

გიორგი იოსების ძე კურკაციშვილი - დაბადებული 1920 წლის 15 მაისს, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში; ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 23 ივნისს, ბრეს-ლიტოვსკში. ბანაკი: შტალაგი IV, ბანაკის ნომერი: 104095; წოდება: რიგითი; გარდაიცვალა 1941 წლის 18 დეკემბერს.

შამშათი ტახტირიძე - დაბადებული 1907 წლის 15 მაისს, ადიგენის რაიონის სოფელ ციხისუბანში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის აპრილში, სმოლენსკის ოლქში. ბანაკი: შტალაგი IV (304). ბანაკის ნომერი: 32800. წოდება - რიგითი; გარდაიცვალა ტუბერკულოზით.

დავით ივანეს ძე შერაზადიშვილი - დაბადებული 1920 წელს, ონის რაიონის სოფელ ონჭევში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 10 ოქტომბერს, სმოლენსკის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვიაზმაში. ბანაკი, შტალაგი. IV H304) ბანაკის ნომერი: 30336; წოდება - რიგითი. გარდაიცვალა 1942 წლის 27 იანვარს.

პეტრე ლაზარეს ძე მექოშვილი - დაბადებული 1916 წელს, ასპინძის რაიონის სოფელ ხიბაზავრაში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 13 ოქტომბერს, ქალაქ ვიაზმაში. ბანაკი: შტალაგი IV (304) - ბანაკის ნომერი: 30890; წოდება, - რიგითი. გარდაიცვალა 1941 წლის 11 ნოემბერს.

ახალ მონაცემებს გვაწვდის ქერჩის კომისიაც. მათი ინფორმაციით, ნოვოროსიისკის საზღვაო აკადემიის ეზოში ახლახან გახსნილ საერთო სამარხში ქართველების საფლავები აღმოჩნდა. ამასთან, ქერჩის კომისია გვაწვდის ანაპის 414 დივიზიის ქართველი მეომრების უნიკალურ ფოტოებს, რომელშიც თანამებრძოლებთან ერთად ასახულია ქართველი ქალი, სევასტოპოლში მებრძოლი პარტიზანი, 1916 წელს დაბადებული ზოია მათეს ასული რუხაძე.

მეორე მსოფლიო ომის დროს, კრასნოდარის მხარეში მდებარე ქალაქი ანაპა გერმანელ დამპყრობთაგან საბჭოთა არმიის სხვა ნაწილებთან ერთად გაათავისუფლა 414-ე წითელდროშოვანმა ქართულმა მსროლელმა დივიზიამ, რომელსაც შემდგომ ანაპის დივიზია ეწოდა.

ანაპის დივიზიის ქართველი მეომრები

რაც შეეხება ზოია რუხაძეს, მისი ოჯახი ყირიმში ცხოვრობდა. გოგონას მამა ადრეულ ასაკში დაეღუპა. ზოია სიმფეროპოლის 9-წლიან გიმნაზიაში სწავლობდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ადგილობრივ რესტორანში დაიწყო მუშაობა, საიდანაც ის გერმანელების წინააღმდეგ მებრძოლ პარტიზანებს ეხმარებოდა და გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ სიმფეროპოლში მოქმედი კომკავშირული ორგანიზაციის აქტიური წევრი იყო.

ზოია გერმანელთა ყაზარმებზე აკრავდა სსრკ საინფორმაციო ბიუროს ცნობებს და ანტიფაშისტურ ფურცლებს, აგროვებდა სადაზვერვო ხასიათის ცნობებს მტრის დისლოკაციასა და მოძრაობებზე.

1944 წლის 10 მარტს გესტაპოს აგენტებმა დააპატიმრეს და ერთი თვის საშინელი წამების შემდეგ ჭაში ჩაახრჩვეს. ზოია რუხაძის სახელი ეწოდა სიმფეროპოლის მე-14 და თბილისის 42-ე საშუალო სკოლებს, ქუჩებს სიმფეროპოლსა და თბილისში... მის გმირობაზე შეიქმნა კინოსურათი "ზოია რუხაძე" (რეჟისორი დავით რონდელი), დაიწერა პოემა (იოსებ ნონეშვილი).

ზოია რუხაძე დაკრძალულია სიმფეროპოლის ძველ რუსულ სასაფლაოზე.

საერთო სამარხში ნაპოვნი ქართველი მეომრების გვარები კი ასე გამოიყურება:

აბრამ ლეონის (ლევანის) ძე ბზიკიშვილი, დაბადებული სიღნაღის რაიონში.

აკაკი ანისიმოს ძე თვარაძე, დაბადებული ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩერებანაში, მეუღლე ნინა რომანის ასული თვარაძე.

ტროფი (ტრიფონი) მიხეილის ძე ასანიძე, დაბადებული ჭიათურის რაიონის სოფელ მერევში. მეუღლე თამარა.

მიხეილ გოგოხია, დაბადებული 1902 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ პახულში (?!)

გაითვალისწინეთ, რომ ომის პერიოდში არასწორად შევსებული პირადი მონაცემების გამო, მეომრების გვარ-სახელებსა და მისამართებში, ასევე სოფლის სახელებში შესაძლოა, შეცდომები იყოს!

"გაუქმდეს "კომენდანტის საათი" - ამ მოთხოვნით "დაუმორჩილებლობის მარშის" მონაწილეები მსვლელობას მართავენ

"კომენდანტის საათი" ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი შეზღუდვაა, ვაპირებთ, რომ ეს რეგულაცია დემონსტრაციულად დავარღვიოთ" - ჯაფარიძე

განათლების სამინისტრო დახურული ჯგუფიდან გავრცელებული მიმოწერის შემდეგ 24-ე სკოლის დირექციას მიმართავს