ავტორი:

მოზარდების ჩხუბი ბოლნისში, რომელსაც 13 წლის ბიჭი ემსხვერპლა - რას ითხოვს გარდაცვლილის ოჯახი?

მოზარდების ჩხუბი ბოლნისში, რომელსაც 13 წლის ბიჭი ემსხვერპლა - რას ითხოვს გარდაცვლილის ოჯახი?

გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის ოჯახის წევრები გამოძიების დროულად ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. ბადალოვების მტკიცებით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში, სახლში ნაცემი მივიდა, თავი სტკიოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ბავშვს სამედიცინო დახმარება სახლში აღმოუჩინეს, თუმცა ის მალევე კომაში ჩავარდა.

გარდაცვლილი მოზარდის მამის იდაიფ ბადალოვის განცხადებით, მათთვის ცნობილია დამნაშავის ვინაობა, პოლიცია კი იმის გამო, რომ ის არასრულწლოვანია, არ აკავებს.

სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს მოზარდის თანასოფლელები, ბავშვები ცემის ფაქტს უარყოფენ.

არსებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭს, ეზოში თამაშის დროს ხელი კრეს, ის წაიქცა, თუმცა წამოდგა და თამაში გააგრძელა, მოგვიანებით კი შეუძლოდ გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

გარდაცვლილი მოზარდის ცხედარს წუხელ გვიან ღამით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა და ის ბოლნისში, სახლში გადაასვენეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს