საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: თამბაქოს მოხმარების შედეგად საქართველოში ყოველ წელს 11 400 ადამიანი იღუპება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: თამბაქოს მოხმარების შედეგად საქართველოში ყოველ წელს 11 400 ადამიანი იღუპება

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის გან­ცხა­დე­ბით, თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ჩარ­ჩო კონ­ვენ­ცია და ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს, თამ­ბა­ქოს ყვე­ლა პრო­დუქტზე გა­და­სა­ხა­დე­ბი გა­ზარ­დოს.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 32%-ზე მეტი თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რე­ბე­ლია, რის გა­მოც ყო­ველ­წლი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 11 400 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა.

"თამ­ბა­ქო­თი გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის, და­ა­ვა­დე­ბე­ბის, პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის კლე­ბის და სხვა ტვირ­თის გამო სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­წლი­უ­რად კარ­გავს 825 მი­ლი­ონ ლარს, რაც მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის 2.4%-ია. 2017 წელს, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მიერ, სა­ქარ­თვე­ლო­ში თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო შემ­თხვე­ვის კვლე­ვის თა­ნახ­მად, თამ­ბა­ქო­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბის ზრდა სა­ქარ­თვე­ლო­ში, 15 წლი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის მაჩ­ვე­ნე­ბელს 27%-ით შე­ამ­ცი­რებს, გა­და­არ­ჩენს 35 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს და მო­ი­ტანს სარ­გე­ბელს 2.2 მი­ლი­არ­დი ლა­რის მო­ცუ­ლო­ბით.

ამ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, სა­ქარ­თვე­ლომ უნდა უპა­სუ­ხოს რამ­დე­ნი­მე გა­მოწ­ვე­ვას თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბის და­ბეგ­ვრის სფე­რო­ში“, - აცხა­დებს ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია.

მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბის არა­თა­ნა­ბა­რი და­ბეგ­ვრა, კერ­ძოდ, სხვა­ო­ბა უფილტრო და ფილტრი­ან სი­გა­რე­ტე­ბის გა­და­სა­ხა­დებს შო­რის, რაც, მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, გა­და­სა­ხადს გვერ­დი აუ­ა­როს.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი მწე­ველ­თა ნა­წილს, ნაც­ვლად იმი­სა, რომ თამ­ბა­ქო­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბით სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოს, მისი მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის გამო, თამ­ბა­ქოს ერთი პრო­დუქ­ტის მე­ო­რე­თი ჩა­ნაც­ვლე­ბის­კენ უბიძ­გებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ამ სფე­რო­ში შე­რე­უ­ლი და­ბეგ­ვრის სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბი­თა (იმავდრო­უ­ლად ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ზის მა­ღა­ლი წი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით) და გა­და­სა­ხა­დე­ბის ზრდით მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბი და ფა­სე­ბი რე­გი­ონ­ში კვლა­ვაც ერთ-ერთი და­ბა­ლია. გა­და­სა­ხა­დე­ბის ზრდამ მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის­კენ მწე­ველ­თა მხო­ლოდ ნა­წილს უბიძ­გა, ამი­ტო­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კა კი­დევ უფრო გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლია, რათა მწე­ვე­ლებს ამ სა­ხი­ფა­თო პრო­დუქტზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ტი­ვა­ცია გა­უჩ­ნდეთ. გა­და­სა­ხა­დე­ბის გაზ­რდა თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს უამ­რა­ვი არამ­წე­ვე­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახალ­გაზ­დე­ბის მხრი­დან თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის და­წყე­ბა­საც. გა­იზ­რდე­ბა რო­გორც სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბი, ასე­ვე უამ­რა­ვი ოჯა­ხის და­ნა­ზო­გი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, თამ­ბა­ქო­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბის ზრდა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო „მო­გე­ბა-მო­გე­ბის“ პო­ლი­ტი­კაა.

„ის მომ­გე­ბი­ა­ნია რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ისე ბი­უ­ჯე­ტის­თვის. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი ქვეყ­ნებს მო­უ­წო­დე­ბენ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და არა თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ი­სე­უ­ლი შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი არ­გუ­მენ­ტე­ბი. არ­სე­ბობს ძა­ლი­ან მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ თამ­ბა­ქო­ზე მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი და ფა­სე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს მის მოხ­მა­რე­ბას, ეს უფრო შე­სამ­ჩნე­ვია და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში, ვიდ­რე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნებ­ში. გა­მოთ­ვლი­ლია, რომ თამ­ბა­ქო­ზე სა­აქ­ცი­ზო გა­და­სა­ხა­დის გა­სამ­მა­გე­ბა და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში აორ­მა­გებს სი­გა­რე­ტის ფა­სებს და და­ახ­ლო­ე­ბით, 40%-ით ამ­ცი­რებს ამ პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბას.

მთავ­რო­ბე­ბის­თვის თამ­ბა­ქოს და­ბეგ­ვრა „მო­გე­ბა-მო­გე­ბის“ პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია, რი­თაც და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლე­ბის გე­ნე­რი­რე­ბაც მოხ­დე­ბა და მოხ­მა­რე­ბაც შემ­ცირ­დე­ბა. სულ უფრო მეტი ქვე­ყა­ნა წარ­მო­ად­გენს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რომ თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბის ზრდა, რო­მე­ლიც სა­ცა­ლო ფა­სებს 10%-ით ზრდის, 2%-დან 8%-მდე ამ­ცი­რებს მოხ­მა­რე­ბას. და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ან ქვეყ­ნებ­ში, თამ­ბა­ქოს აქ­ცი­ზუ­რი გა­ნაკ­ვე­თის გა­ორ­მა­გე­ბა სი­გა­რე­ტის გა­და­სა­ხა­დი­დან შე­მო­სავ­ლებს 30%-ზე მე­ტით ზრდის“, - აღ­ნიშ­ნავს ორ­გა­ნი­ზა­ცია.

მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, თამ­ბა­ქოს გა­და­სა­ხა­დე­ბი ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას და ახალ­გაზ­რდებს იცავს.

„თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მტკი­ცე­ბით, თამ­ბა­ქო­ზე გა­და­სა­ხა­დის ზრდას ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და შე­მო­სავ­ლებ­ზე ასე­თი კარ­გი ეფექ­ტი არ ექ­ნე­ბა, რად­გან თურ­მე დრა­მა­ტუ­ლად გა­იზ­რდე­ბა უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა და მწე­ვე­ლე­ბი არა­ლე­გა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე გა­დავ­ლენ. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბის პრე­ვენ­ცია და კონ­ტრო­ლი უპირ­ვე­ლე­სად კა­ნო­ნის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­კი­თხია და ქვეყ­ნებს შო­რის ფა­სე­ბის სხვა­ო­ბის ზრდა ყო­ველ­თვის არ იწ­ვევს პირ­და­პირ უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბის ზრდას.

2004 წლამ­დე, რო­დე­საც რე­გი­ონ­ში თამ­ბა­ქო­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი იყო, კონ­ტრა­ბან­დის და არა­ლე­გა­ლუ­რი ბაზ­რის წილი და­ახ­ლო­ე­ბით, 50%-ს შე­ად­გენ­და. მაგ­რამ მომ­დევ­ნო წლებ­ში, რო­დე­საც მთავ­რო­ბამ ამ პრო­დუქტზე გა­და­სა­ხა­დე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ზარ­და და ზო­გა­დად, კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა გა­აძ­ლი­ე­რა, ძა­ლი­ან მალე არა­ლე­გა­ლუ­რი ბაზ­რის მო­ცუ­ლო­ბა თით­ქმის გა­ნულ­და, სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბი კი, შე­სამ­ჩნე­ვად გა­ი­ზარ­და“, - აღ­ნიშ­ნავს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია.

Gl
0

ხალხს გართობა არააქვს, ღატაკი ქვეყანა ვართ და რატომ გიკვირთ ვიღაცისთვის სიგარეტი ყავასტან რომ უკვე საქმეა

ავტორი:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: თამბაქოს მოხმარების შედეგად საქართველოში ყოველ წელს 11 400 ადამიანი იღუპება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: თამბაქოს მოხმარების შედეგად საქართველოში ყოველ წელს 11 400 ადამიანი იღუპება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს რეკომენდაციას უწევს, თამბაქოს ყველა პროდუქტზე გადასახადები გაზარდოს.

მათივე განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის 32%-ზე მეტი თამბაქოს მომხმარებელია, რის გამოც ყოველწლიურად, დაახლოებით, 11 400 ადამიანი იღუპება.

"თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობის, დაავადებების, პროდუქტიულობის კლების და სხვა ტვირთის გამო საქართველო ყოველწლიურად კარგავს 825 მილიონ ლარს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ია. 2017 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, საქართველოში თამბაქოს კონტროლის საინვესტიციო შემთხვევის კვლევის თანახმად, თამბაქოზე გადასახადების ზრდა საქართველოში, 15 წლიან პერსპექტივაში თამბაქოს მოწევის მაჩვენებელს 27%-ით შეამცირებს, გადაარჩენს 35 000 ადამიანის სიცოცხლეს და მოიტანს სარგებელს 2.2 მილიარდი ლარის მოცულობით.

ამ შედეგის მისაღწევად, საქართველომ უნდა უპასუხოს რამდენიმე გამოწვევას თამბაქოს პროდუქტების დაბეგვრის სფეროში“, - აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

მათივე შეფასებით, საქართველოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს თამბაქოს პროდუქტების არათანაბარი დაბეგვრა, კერძოდ, სხვაობა უფილტრო და ფილტრიან სიგარეტების გადასახადებს შორის, რაც, მათივე შეფასებით, თამბაქოს ინდუსტრიას შესაძლებლობას აძლევს, გადასახადს გვერდი აუაროს.

„აღნიშნული მწეველთა ნაწილს, ნაცვლად იმისა, რომ თამბაქოზე თავის დანებებით სარგებელი მიიღოს, მისი მოხმარების შემცირების გამო, თამბაქოს ერთი პროდუქტის მეორეთი ჩანაცვლებისკენ უბიძგებს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ამ სფეროში შერეული დაბეგვრის სისტემის შემოღებითა (იმავდროულად ფიქსირებული აქციზის მაღალი წილის შენარჩუნებით) და გადასახადების ზრდით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, თამბაქოს ნაწარმზე გადასახადები და ფასები რეგიონში კვლავაც ერთ-ერთი დაბალია. გადასახადების ზრდამ მოწევაზე თავის დანებებისკენ მწეველთა მხოლოდ ნაწილს უბიძგა, ამიტომაც აღნიშნული პოლიტიკა კიდევ უფრო გასაძლიერებელია, რათა მწეველებს ამ სახიფათო პროდუქტზე თავის დანებების სერიოზული მოტივაცია გაუჩნდეთ. გადასახადების გაზრდა თავიდან აგვაცილებს უამრავი არამწეველის, განსაკუთრებით კი ახალგაზდების მხრიდან თამბაქოს მოხმარების დაწყებასაც. გაიზრდება როგორც საბიუჯეტო შემოსავლები, ასევე უამრავი ოჯახის დანაზოგი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, თამბაქოზე გადასახადების ზრდა ერთ-ერთი საუკეთესო „მოგება-მოგების“ პოლიტიკაა.

„ის მომგებიანია როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე ბიუჯეტისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო სააგენტოები ქვეყნებს მოუწოდებენ ყურადღება მიაქციონ და გაითვალისწინონ მტკიცებულებები და არა თამბაქოს ინდუსტრიისეული შეცდომაში შემყვანი არგუმენტები. არსებობს ძალიან მყარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ თამბაქოზე მაღალი გადასახადები და ფასები მნიშვნელოვნად ამცირებს მის მოხმარებას, ეს უფრო შესამჩნევია დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ვიდრე მაღალშემოსავლიანებში. გამოთვლილია, რომ თამბაქოზე სააქციზო გადასახადის გასამმაგება დაბალი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების უმრავლესობაში აორმაგებს სიგარეტის ფასებს და დაახლოებით, 40%-ით ამცირებს ამ პროდუქტების მოხმარებას.

მთავრობებისთვის თამბაქოს დაბეგვრა „მოგება-მოგების“ პოლიტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რითაც დამატებითი შემოსავლების გენერირებაც მოხდება და მოხმარებაც შემცირდება. სულ უფრო მეტი ქვეყანა წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომ თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდა, რომელიც საცალო ფასებს 10%-ით ზრდის, 2%-დან 8%-მდე ამცირებს მოხმარებას. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, თამბაქოს აქციზური განაკვეთის გაორმაგება სიგარეტის გადასახადიდან შემოსავლებს 30%-ზე მეტით ზრდის“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.

მათივე შეფასებით, თამბაქოს გადასახადები ღარიბ მოსახლეობას და ახალგაზრდებს იცავს.

„თამბაქოს ინდუსტრიის და მასთან დაკავშირებული მხარეების მტკიცებით, თამბაქოზე გადასახადის ზრდას ჯანმრთელობასა და შემოსავლებზე ასეთი კარგი ეფექტი არ ექნება, რადგან თურმე დრამატულად გაიზრდება უკანონო ვაჭრობა და მწეველები არალეგალური პროდუქტების მოხმარებაზე გადავლენ. თუმცა, რეალური მტკიცებულებების თანახმად, უკანონო ვაჭრობის პრევენცია და კონტროლი უპირველესად კანონის ადმინისტრირების საკითხია და ქვეყნებს შორის ფასების სხვაობის ზრდა ყოველთვის არ იწვევს პირდაპირ უკანონო ვაჭრობის ზრდას.

2004 წლამდე, როდესაც რეგიონში თამბაქოზე გადასახადები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო, კონტრაბანდის და არალეგალური ბაზრის წილი დაახლოებით, 50%-ს შეადგენდა. მაგრამ მომდევნო წლებში, როდესაც მთავრობამ ამ პროდუქტზე გადასახადები პრაქტიკულად, რამდენჯერმე გაზარდა და ზოგადად, კანონის აღსრულება და კორუფციასთან ბრძოლა გააძლიერა, ძალიან მალე არალეგალური ბაზრის მოცულობა თითქმის განულდა, საბიუჯეტო შემოსავლები კი, შესამჩნევად გაიზარდა“, - აღნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

"ჩანაწერებს ხელისუფლება ერთხელ უკვე გადაყვა" - მეუფე იაკობი

"ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ? - რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ! გვინდა სიტუაცია დალაგდეს" - მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიის მოვლენებზე

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მადელაინი ebay-ზე გაიყიდება