ავტორი:

საახალწლო შეთავაზება "მაქრო ქონსთრაქშენისგან" - ბინები საუკეთესო პირობებით და პარკინგი საჩუქრად

საახალწლო შეთავაზება "მაქრო ქონსთრაქშენისგან" - ბინები საუკეთესო პირობებით და პარკინგი საჩუქრად

მდებარეობა, გამწვანებული ეზო, სივრცეები სხვადასხვა საჭიროებისათვის, სამშენებლო კომპანიის გამოცდილება და პარკირების ადგილი - ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რომელსაც ბინის პოტენციური მყიდველები არჩევანის გაკეთებისას აქცევენ ყურადღებას.

სამშენებლო ბაზარზე მწვავე კონკურენციის ფონზე "მაქრო ქონსთრაქშენი" ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს. საახალწლოდ კი კომპანიას განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. "მაქრო ქონსთრაქშენი" უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს საახალწლო აქციას სთავაზობს. თუ საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" შეიძენთ ბინას 15 იანვრამდე, მიიღებთ 23%-მდე ფასდაკლებას და ამავდროულად პარკირების ადგილს მიწისქვეშა პარკინგზე საჩუქრად. აქცია მოიცავს სხვადასხვა მოცულობის საცხოვრებელ ბინებს უკვე დასრულებულ კომპლექსში, დასრულებული რემონტით, სამზარეულოს გარნიტურითა და სამზარეულო ტექნიკით. ბინების რაოდენობა შეზღუდულია.

ევროპული სტანდარტის საცხოვრებელი კომპლექსი "მწვანე ალმასი" სამი ეტაპს მოიცავს და საერთი ჯამში 70 000 კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული. მშენებლობის სამივე ეტაპი 1 800-მდე საცხოვრებელ ბინას მოიცავს. აქვე განთავსდება სამი საცურაო აუზი, რომელთაგან პირველი ეტაპის დასრულებისა და მობინადრეებისათვის გადაცემის შემდეგ ერთმა უკვე დაიწყო ფუნქციონირება. კომპლექსი მოიცავს სპორტულ მოედნებს, მოსასვენებელ ადგილებს და სასეირნო ბილიკებს. ეს ყველაფერი კი მდებარეობს სპეციალურად გამწვანებულ გარემოში, ბუნებასთან ახლოს, ქალაქის დაძაბული რიტმისაგან მოშორებითა და კომფორტის ყველა ელემენტის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ MAQRO Construction-მა Green Diamond-ის მშენებლობის პირველი ეტაპი კონტრაქტით შეთანხმებულ ვადაზე ადრე დაასრულა. ამჟამად "მწვანე ალმასის" მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც რამდენიმე თვეში იგეგმება.

2019 წლიდან კი "მაქრო ქონსთრაქშენი" "მწვანე ალმასის" დასკვნითი, მესამე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს, რომელიც 30 თვეს გაგრძელდება და რომელიც იმავე კონცეფციის გაგრძელება იქნება, რითაც კომპანია წლების განმავლობაში თავის პროექტებში ხელმძღვანელობდა.

“საუკეთესო საცხოვრებელი და სამუშაო სტანდარტები ქვეყნის მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს – ეს ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით კომპანიამ შექმნა კონცეფცია, - Smart Living, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში გაუმჯობესებულ სტანდარტებს გულისხმობს. სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია ის, რასაც საცხოვრებელი კომპლექსი "მწვანე ალმასი" მოიცავს - აქ ყველაფერია იმისათვის, რომ ქალაქის ჩქარი რიტმისგან მოშორებით, ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებულ გარემოში იცხოვროთ და კომფორტის ყველა ელემენტის თანაზიარიც იყოთ.

სპორტული მოედნები, სასეირნო და სარბენი ბილიკები, მოსასვენებელი ადგილები, საბავშვო მოედნები, აუზი, კომერციული ფართები - ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც "მწვანე ალმასის" მაცხოვრებლებს მისცემს საშუალებას კომპლექსიდან გაუსვლელად ისარგებლონ. კმაყოფილი მომხმარებელი - ეს მაქრო ქონსთრაქშენის კრედოა.

"მაქრო ქონსთრაქშენი" „მაქრო ჯგუფის“ შემადგენელი კომპანიაა. საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მოცულობით MAQRO Group ხუთ წამყვან ინვესტორთაგან ერთ-ერთია. პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა ქართულ ეკონომიკაში 270 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. MAQRO Group-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მშენებლობა და დეველოპმენტი, ტურიზმი (სასტუმრო ბიზნესი), ავეჯის წარმოება და მისი საბითუმო და საცალო რეალიზაცია, კვებისა და რესტორნების ბიზნესი.

რაც შეეხება სამშენებლო სფეროში მიმდინარე პროექტებს, თბილისის მასშტაბით კომპანია საუკეთესოთა სამეულში შედის. საცხოვრებელი კომპლექსები Green Budapest და Green Diamond, სასტუმროები Mercure Tbilisi Old Town და Ibis Styles Tbilisi Center, ავეჯის საწარმო Glorya Furniture და ავეჯის სალონი Bellissa, სახლის აქსესუარების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პარფიუმერიის ბრენდის MADAM COCO-ს მაღაზია-სალონები, რესტორანი Dinehall - ეს ის წარმატებული პროექტებია, რომელსაც კომპანია საქართველოში 2013 წლიდან ეტაპობრივად ახორციელებს.

MAQRO Construction-მა უკვე დაასრულა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსის Green Budapest-ის მშენებლობა, რომელიც შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხით სრულად მაცხოვრებლებზე ორიენტირებული კომპლექსია. პროექტის ჯამურმა საინვესტიცვიო ღირებულებამ 48 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. Green Diamond-ის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 120 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი